არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ როუტერი
routeri (2)  


თანამედროვე სამყაროში კომპიუტერი აღარ არის ფუფუნების საგანი. იშვიათია ოჯახი სადაც კომპიუტერი არ არის. კომპიუტერებს დაემატა სხვა მოწყობილობები - ტაბლეტი, HD-პლეერი, სათამაშო კონსოლი, რომელთა შესაძლებლობების სრული გამოყენებისთვის ინტერნეტში ჩართვა ესაჭიროებათ. თქვენს სახლებში ინტერნეტ პროვაიდერები ძირითადად კაბელის შემოყვანით შემოიფარგლებიან. იმისთვის, რომ სახლში არსებულ ტექნიკას ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა აუცილებელია როუტერის დაყენება.
routeri (5)

როუტერი
ეს არის მოწყობილობა, რომელიც იღებს და გადასცემს მონაცემებს. როუტერის დახმარებით თქვენ ლოკალურ ქსელში რამდენიმე კომპიუტერის ჩართვა შეგიძლიათ. როუტერი თავის მხრივ ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი მოწყობილობაა, რომელიც თავს ზედმეტი კაბელებისგანაც აგარიდებთ.

მოწყობილობების ქსელში ჩართვა როუტერის ძირითადი ფუნქციაა, თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ , რომ მას სხვა დამატებითი შესაძლებლობებიც გააჩნია:
routeri (4)
- უსადენო წვდომა ქსელზე
- USB პორტი, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში უზრუნველყოფს :
• გარე შემგროვებლების მხარდაჭერა
• პრინტერისა და მრავალფუნქციური მოწყობილობის ჩართვა
• 3G მოდემის ჩართვა
• ტორენტ კლიენტი- კომპიუტერის ჩაურთველად მონაცემების გადმოწერისა და გავრცელების საშუალებას მოგცემთ
- IPTV -ის მხარდაჭერა. ზოგიერთი პროვაიდერი ამ მომსახურებას აქტიურად გვთავაზობს, რაც ციფრული ხარისხის ტელევიზიის ყურების საშუელბას მოგვცემს. ამასთან, როგორც წესი მათი ფასები ჩვეულებრივზე უფრო დაბალია.
- ტრაფიკის მამოდელირებელი- პრიორიტეტების მიხედვით მომხმარებლებს შორის ინტერნეტის განაწილებას უზრუნველყოფს. ტრაფიკის მამოდელირებლი აქტულურია თუ კი თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი გეიმერია.
- VPN არხების მხარდაჭერა დაშორებული ოფისიდან ვირტუალური დაცვის შექმნას უზრუნველყოფს.

routeri (3)
როუტერების თანამედროვე ბაზარი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტითადა ფასების ფართო დიაპაზონით. როუტერები პირობითად შეიძლება გავყოთ ორ ჯგუფად : სახლისთვის (სამოყვარულო) და სამეწარმეო (პროფესიონალური). სახლის როუტერებს ზედმეტი ფუნქციები არ გააჩნია, ამიტომ მათი ფასი შედარებით დაბალია.

როუტერის არჩევისას განსაზღვრეთ რამდენი მოწყობილობის ჩართვა გსურთ ქსელში. ასევე ყურადსაღებია ინტერნეტში ჩართვის ტიპი. ჩართვის მიხედვით როუტერები იყოფა ADSL და Ethernet. პროვაიდერთან დააზუსტეთ ჩართვის რომელი ტიპი გესაჭიროებათ. თუ კი თქვენ ADSL წვდომა გაქვთ, და ADSL -ის სადენიანი მოდემი გაქვთ, შეგიძლიათ Ethernet როუტერი შეიძინოთ და მოდემთან დააკავშიროთ. ამ გზით თქვენ ცოტა ფულის ეკონომიას გააკეთებთ, რადგან როგორც წესი Ethernet-ი ADSL-ზე იაფია. ზოგიერთი პროვაიდერები ჩართვის VPN პროტოკოლებს იყენებენ, ამ შემთხვევაში როუტერში აუცილებელია იყოს PPTP-ი და L2TP-ი

თანამედროვე როუტერების უმეტესობას LAN და Wi-Fi -ის ინტერფეისის მხარდაჭერა აქვს. LAN - ი პორტი ქსელში კაბელის საშუალებით ჩართვისთვის გამოიყენება. როგორც წესი როუტერს ასეთი 4 პორტი აქვს, თუ კი თქვენ დიდი რაოდენობის მოწყობილობების ჩართვას აპირებთ, აირჩიეთ მრავალპორტიანი როუტერი.
routeri (7)
თუ თქვენ სახლში ნოუთბუქი, PDA (ჯიბის კომპიუტერი) ან კომუნიკატორი გაქვთ სასურველია როუტერს Wi-Fi ინტერფეისი ჰქონდეს.

Wi-Fi თავის მხრივ რამდენიმე სტანდარტა იყოფა:
• 802.11b / g - 54 Mbit / s
• 802.11n draft - 150 Mbit / s
• 802.11n - 300 Mbit / s

უპირატესობა მიანიჭეთ როუტერს , რომელიც 802.11n სტანდარტზე მუშაობს. "n" ასო მონაცემების გადაცემის სიჩქარეს აღნიშნავს (300 Mbit / s). კარგი გამტარიანობის გარდა 802.11n-ს მოქმედების უფრო დიდი რადიუსი გააჩნია. თუ თქვენ დიდი სახლი გაქვთ დაუფიქრებლად შეჩერდით 802.11n. სტანდარტის როუტერზე.

როუტერების უმეტესობა აღჭურვილია კომუტატორით 100 Mbit / s პორტით, მაგრამ თუ კი თქვენ უფრო მეტი გამტარიანობა გჭირდებათ ან გაქვთ NAS სერვერი მაშინ უფრო ძვირიანი მოდელი შეარჩიეთ, რომელსაც 1000 Mbit / s პორტი ექნება.

როუტერის მოქმედების რადიუსს განაპირობებს ანტენების რაოდენობა, მათი სიმძლავრე და ანტენის გადამცემის სიმძლავრე.

routeri (6) ასევე კარგი იქნება თუ თქვენი როუტერი DHCP სერვერის როლშიც იქნება. ქსელური პროტოკოლი DHC- ი პასუხისმგებელია კომპიუტერებზე IP მისამართების მიღებაზე, ეს ხელით პარამეტრების დაყენებისგან გიხსნით. მოწყობილობის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ როუტერი ქსელთაშორისი დამცავი სისტემის როლშიც გამოიყენება. მისი წყალობით ზოგიერთ საიტებზე შესვლაზე შეზღუდვა შეგიძლიათ დააყენოთ.

როუტერის უპირტესობაა პრინტ-სერვერის არსებობაა. პრინტერის ჩართვისთვისთანავე მასზე ყველა ქსელში ჩართულ კომპიუტერს ექნება წვდომა .

ზოგიერთ როუტერს USB ინტერფეისი გააჩნია, რაც გარე USB მეხსიერების ბარათის შეერთების საშუალებას მოგცემთ. ასევე თქვენ კომპიუტერის ჩაურთველად ტორენტის გადმოწერას შეძლებთ.
ზევით