არ არის გაყიდვაში

3 D TV-ის ჯადოსნური სამყარო. ტექნოლოგიური გზამკვლევი. რა არის 3 D ტელევიზორი
 

 roboc

 

2010 წელს ბაზარზე პირველი 3 D ტელევიზორები გამოჩდნენ. მას შემდეგ სატელევიზო ტექნიკის წარმოება ხარისხის ახალ საფეხურზე გადავიდა. 3 D ტელევიზორის შეძენამდე აუცილებლად გაეცანით ჩვენს სტატიას - აქ 3 D ტექნოლოგიებზე და მასთან დაკავშირებულ კითხვებზე სრულ ინფორმაციას მიიღებთ.

რა არის 3 D რეჟიმი?

3 D რეჟიმი ეს არის სტანდარტული HD ტელევიზორის ფუნქცია სამგანზომილებიანი კონტენტის საყურებლად. დღეს ძალიან სწრაფად იზრდება 3 D Blu-ray ფორმატის ფილმების რაოდენობა. ნელ-ნელა იქმნება საკაბელო ტელემაუწყებლობა, რომელიც მხოლოდ 3 D ფორმატში იმუშავებს.

“ჩვეულებრივი კინო” 3 D ტელევიზორში

3 D ტელევიზორში თქვენ ჩვეულებრივი ფორმატის ფილმებისა და გადაცემების ყურებასაც შეძლებთ. ტელევიზორების დიდი ნაწილი აღჭურვილია 2D-ს 3D-ში კონვერტორად. დისტანციურ პულტზე საკმარისია “3D” ღილაკს დააჭიროთ, გაიკეთოთ სათვალე და 2-განზომილებიანი გამოსახულება 3-განზომილებიანში გარდაიქმნება.

image002-0-0

როგორ მუშაობს?

სათვალის ლინზები აქტიური ჩამკეტით რიგ-რიგობით უშვებენ და ბლოკავენ სინათლის სხივებს- თავდაპირველად იბლოკება მარცხენა თვალი, შემდეგ მარჯვენა, მერე კვლავ მარცხენა და ასე მონაცვლეობით 2.სათვალეების მუშაობის სიხშირე ტელევიზორთან სინქრონიზირდება, ეკრანზე გამოსახულება იცვლება, რომლებიც მარცხნიდან და მარჯვნიდან სხვადასხვა კუთხით არიან განლაგებულები. 3.კადრების სიხშირე იმდენად მაღალია, რომ მაყურებლის ტვინი ორივე გამოსახულებას ერთდროულად აღიქვამს. ამის შედეგად მოცულობითი რეალისტური გამოსახულების ილუზია იქმნება.

ტექნოლოგია Active 3D და Passive 3D

3D ტექნოლოგიების ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომლებსაც სახლის პირობებში იყენებენ არის Active 3D და Passive 3D ტექნოლოგიები. ამ ტექნოლოგიებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავებები, მათ შორის ყველაზე დიდი განსხვავება 3D გამოსახულების ხარისხია. Passive 3D -ში გამოიყენება სათვალეები, რომლის გამოყენების დროსაც ხარისხი იკლებს, 1080p გაფართოება ორჯერ იკლებს და ნაწილდება 540p თითოეულ თვალზე. Samsung Active 3D სათვალეების უზრუნველყოფს Full HD 1080p გაფართოებით თითოეული თვალისთვის.

Article_Detail_02-0

Passive 3D ტექნოლოგიის ტელევიზორზე ფილმების ყურებისას ხშირად შეამჩნევთ ნაცრისფერ ჰორიზონტალურ ხაზებს, ხოლო გამოსახულების ხარისხი მცირე ვერტიკალური ხილვადობის კუთხის გამო იკლებს. Samsung Active 3D -ი ს ტექნოლოგია გამორიცხავს ამგვარი დეფექტების წარმოქმნას. თქვენ იღებთ Full HD 1080p თითოეულ თვალზე, მაშინაც კი როდესაც თქვენ ტელევიზორს 178 გრადუსის კუთხით უყურებთ.
image004-0-0

სცადეთ და შეიგრძენით 3D ეფექტი

რა დაგჭირდებათ

samsung-7 3D ტელევიზორი ან 3D პროექტორი

3D გამოსახულების ფორმატის მხარდაჭერა გააჩნია LCD- , LED- და პლაზმურ HD ტელევიზორების ზოგიერთ მოდელს. 3D ტელევიზორების უმეტესობა ეს არის მაღალი კლასის ტელევიზორები გამოსახულების მაღალი სიმკვეთრითა და სიღრმით.

Blu-ray პლეერი, საკაბელო ან სატელიტური მაღალი სიმკვეთრის ტელევიზია 3D ფუნქციით

3D Blu-ray -ის დისკების აღწარმოებისთვის 3D -ს მხარდაჭერის Blu-ray -ის პლეერი და მაღალსიჩქარიანი HDMI კაბელია საჭირო.

3D კონტენტი

3D Blu-ray ფილმების რაოდენობა გამუდმებით იზრდება, ამასთან ეთერში რიგი 3D გადაცემა გადის, რომლის ჩართვა გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეგიძლიათ.

3D სათვალე

სათვალეები აუცილებელია 3D -ეფექტის შესაქმნელად. სახლის პირობებში ყველაზე გავრცელებული 3D ტექნოლოგია არის Active 3D და Passive 3D. სათვალის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ ის აუცილებლად ტელევიზორის ბრენდეის უნდა იყოს. თითოეულ მწარმოებელს 3D ტექნოლოგიებში საკუთარი ხერხები აქვს შემუშავებული, ამიტომ დასაშვებია სხვა ბრენდის სათვალე თქვენს ტელევიზორს არ მოერგოს.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება თუ არა ჩვეულებრივი გადაცემების 3D ტელევიზორში ყურება?

3 D ტელევიზორი , როგორც ყველა სხვა ტელევიზორი ჩვეულებრივი გადაცემების ყურების საშუალებასაც მოგცემთ.
img_threeD_goal


აუცილებელია ყოველთვის 3D სათვალის გაკეთება?

სათვალის გაკეთება მხოლოდ 3D ფორმატის ფილმების ან გადაცემის დროს არის მიზანშეწონილი. ჩვეულებრივი 2-განზომილებიანი გამოსახულების ყურებისას კი სათვალე არ გჭირდებათ. გაითვალისწინეთ, რომ სათვალეები არის ორი ტიპის Active 3D და Passive 3D. შეარჩიეთ სათვალე თქვენი ტელევიზორის პარამეტრების შსაბამისად

რას ნიშნავს 3D-ready

3D-ready სხვადასხვა მწარმოებლების მიერ სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს ახსნილი. საერთო ჯამში 3D-ready -ი ნიშნავს , რომ ტელევიზორს 3D კონტენტის აღწარმოება შეუძლია.

3d-televidenie-2  რა სხვაობაა native 3D და virtual 3D ფორმატებს შორის

Native 3D -ეს არის 3-განზომილებიანი გამოსახულება , რომელიც 3D კამერების დახმარებით არის მიღებული. Virtual 3D ეს არის 2-განზომილებიანი გამოსახულება , დაკონვერტირებული 3D ფორმატში HD ტელევიზორში. ეს ორი ფორმატი ერთმანეთისგან ხარისხით განსხვავდება.

როგორ მოვუაროთ 3D სათვალეებს

3 D სათვალეების სწორი გასუფთავებისთვის სათვალის ლინზის მხარეები ცალ-ცალკე გაწმინდეთ. 3D სათვალის თითოეული ლინზა ორ ჩამკეტს შეიცავს, თუ კი ლინზის ორივე მხარეს ერთდროულად დააწვებით ეს 3D გამოსახულების დეფორმაციას გამოიწვევს. სათვალის გასაწმენდად სპეციალური ნაჭერი გამოიყენეთ. თითოეული მხარე რიგ-რიგობით გაასუფთავეთ. სასურველია არ გამოიყენოთ საწმენდი ქიმიური სითხეები რომლებიც შეიცავენ სპირტს, გამხსნელს. ბენზოლს, ცვილს და სხვა მსგავს ქიმიურ შენაერთებს. არასწორად შერჩეულმა საწმენდმა სითხემ შეიძლება ლინზების გაუფერკმრთალება და დაბზარვა გამოიწვიოს. არასოდეს არ მიასხუროთ საწმენდი სითხე სათვალეებს, სითხე ტილოზე შეასხურეთ და სათვალე შემდეგ გაქმინდეთ
ზევით