არ არის გაყიდვაში

ნოუთბუქ Acer Aspire E1-522-ის მიმოხილვა


შეიძინეთ Acer Aspire E1-522-ის სერიის ნოუთბუქები ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში

                                                   
55615ACER_ASPIRE_E1_522_23802G32MNKK__NX.M81ER.021___1_we_enl  55615ACER_ASPIRE_E1_522_23802G32MNKK__NX.M81ER.021___1_we_enl  55615ACER_ASPIRE_E1_522_23802G32MNKK__NX.M81ER.021___1_we_enl

Acer Aspire E1-522-45004G50MNKK  

Acer Aspire E1-522-23802G32MNKK  

Acer Aspire E1-522-65204G50MNKK

 
 86770

იაფი და ხარისხიანი ნოუთბუქის არჩევისას ყველაზე ხშირად Acer-ს ახსენებენ. Acer-ი ს ნოუთბუქები სხვა ბრენდის ტექნიკასთან შედარებით მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომია. რამდენიმე წლის წინ Acer-ის პროდუქცია მაღალი ხარისხით არ გამოირჩეოდა, თუმცა დღეს ეს საკითხი გამოსწორებულია. ხარისხი გაუმჯობესდა - ფასი კი ძველი დარჩა.

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ Aspire E1-522-ის მოდელზე. ნოუთბუქი AMD Kabini პლატფორმაზეა წარმოდგენილი და ინტეგრირებული არქიტექტურის გრაფიკით GCN-ით გამოირჩევა.

დიზაინი
 Untitled-1


ნოუთბუქი სისადავით და პრატიკულობით გამოირჩევა. კორპუს არ აქვს რაიმე დიზაინერული ჩანართები, იგი მყარი შავი პლასტმასისგანაა დამზადებული. მის მქრქალ ზედაპირზე კი თითების ანაბეჭდები ჩვეულებრივთან შედარებით ნაკლებად ეტყობა.

დაბალი ღირებულების მიუხედავად, ნოუთბუქის კორპუსი ხარისხიანია, გამოირჩევა სიმყარით. ნოუთბუქის გადახსნა ერთი ხელითაც შეგიძლიათ.

E1-522-ი დიდი წონითაც არ გამოირჩევა. 33 მმ-ის სისქის ნოუთბუქი 2,4 კგ-ს იწონის და ვიზუალურადაც საკმაოდ კომპაქტურად გამოიყურება.

კომუნიკაციები 



Untitled-12  
Acer Aspire E1-522
-ის ინტერფეისების სტანდარტული პორტები გააჩნია: ერთი USB 3.0, ორი USB 2.0, ვიდეოშემავალი HDMI და VGA, LAN კონექტორი, კომბინირებული აუდიოპორტი და მულტიფორმატული კარტრიდერი. ამის გარდა აქვს გამორჩეული დისკწამყვანი M-Disc ready drive-ის მხარდაჭერით. უსადენო კავშირის უზრუნველსაყოფად ნოუთბუქს Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 4.0 მოდულები გააჩნია.

კლავიატურა და ტაჩპადი


86740მოცემული მოდელი აღჭურვილია საკმაოდ მაღალი ხარისხის კუნძულოვანი ტიპის კლავიატურით გამოყოფილი ციფრული ბლოკით. კლავიატურა ქვედასაფარი კარგადაა დაფიქსირებული, რაც ტექსტის კომფორტულ აკრეფას უზრუნველყოფს.
ნოუთბუქს საკმაოდ დიდი ზომის ტაჩპადი აქვს. ნაცრისფერი სენსორული პანელი შავი კორპუსისგან გამოიყოფა. მოდულს სტანდარტული მულტიტაჩ ჟესტებისა და Windows 8-ის მართვის საჭირო ჟესტების მხარდაჭერა გააჩნია. ტაჩპადს აქვს ორი მექანიკური ღილაკი, რომელიც გაერთიანებულია ერთში. მათი მუშაობა რბილია, თუმცა თან “პლატიკური” ხმა ახლავს, რაც საერთო შთაბეჭდილებას ლახავს.



დისპლეი და ხმა
86818  

Aspire E1-522 აღჭურვილია 15,6 “ -იანი TN - მატრიცით 1366х768 -ის გარჩევადობით. ნოუთბუქის დაბალი ფასის გათვალისწინებით , ამ მატრიცის გამოყენება ბუნებრივია. ბიუჯეტური დისპლეი გამოსახულების ხარისხე შესაბამისად აისახება. გამოსახულების ფერები შედარებით ცივია, ხოლო ხილვადობის კუთხეები მცირე. სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 163 cd / m2, პანელის კონტრასტულობა 83:1. ქუჩაში ან ზედმეტად გადანათებულ შენობაში ამ ნოუთბუქით მუშაობა მოუხერხებელი იქნება მისი პრიალა ეკრანის გამო. თუმცა ოფისში ან სახლში სამუშაოდ ეკრანი დისკომფორტს არ შეგიქმნით.

აკუსტიკური სისტემა წყვილი დინამიკისგან შედგება, რომლებიც კორპუსის ძირზეა განლაგებული. ნოუთბუქის რბილ ზედაპირზე დადება ხმას ჩაახშობს. ჟღერადობა არაფერი განსაკუთრებულით არ გამოირჩევა.

ნოუთბუქის ტექნიკური მახასიათებლები




13  
მოცემლი მოდელი AMD Kabini-ის ახალ პლატფორმაზეა აგებული, რომელიც სპეციალურად დაბალფასიანი ნოუთბუქებისთვისაა შემუშავებული. Aspire E1-522 -ი ხელმისაწვდომია ორი პროცესორით AMD E1-2500 და A4-5000 და შესაბამისად ორი და ოთხი ბირთვით Jaguar. საინტერესო ფაქტია, რომ ამავე ფლატფორმაზეა აწყობილი ბოლო თაობის სათამაშო კონსოლები Xbox One и PlayStation 4. თუმცა კონსოლების შემთხვევაში ინტეგრირებული გრაფიკის 8-ბირთვიანი SoC გამოიყენება. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ამ პლატფორმა კარგი მახასიათებლები გააჩნია.

86854

პროცესორების შემუშავებისას Intel-ის მსგავსად , კომპანია AMD-ეც ენერგოეფექტურობას დიდყურადღებას აქცევს. APU -ს ორივე პროცესორის თბოგამოცემის დონე 15 W-მდეა და ავტონომიურობის არც თუ ისე ცუდი მაჩვენებლები გააჩნია. ენერგიის ეკონომიისთვის რეალიზებულია სიხშირის დინამიური შემცირება (როდესაც მონიტორზე ინფრომაციის განახლება საჭირო არ არის) . AMD Kabini პროცესორები აღჭურვილია USB 3.0 კონტროლერებით და ერთარხიანი DDR3/L-1600 მეხსიერებით, რომლის მაქსიმალური მოცულობა 8 GB-ია. ინტეგრირებული გრაფიკა AMD ბოლო თაობის Radeon HD 8xxx, კოდური სახელით GCN (Graphics Core Next) -ს აქვს DirectX 11.1, OpenGL 4.3 და OpenCL 1.2. -ის მხარდაჭერა. ამასთან ახალ APU -ს HDMI და DisplayPort პორტებისა და Wi-Fi Miracast-ის დახმარებით Ultra HD (2160p) ვიდეოს გამოტანის მხარდაჭერა გააჩნია.

86848

ნოუთბუქი, აღჭურვილი AMD A4-5000 პროცესორით 1.5 GHz, 4 GB of RAM ტაქტური სიხშირით და ინტეგრირებული გრაფიკით AMD Radeon HD 8330 -ით შეესაბამება დაბალვოლტიან Intel Pentium/Core i3 პროცესორების სისტემებს. ნოუთბუქზე ყველა ყოველდღიური ამოცანის შესრულება ხდება ყოველგვარი დაყოვნების გარეშე. თუმცა ინტეგრირებული გრაფიკული ადაპტერის მწარმოებლობა Intel HD Graphics 4000 -ის ანალოგთან შედარებით დაბალია. მისი მაჩვენებლები საკმარისია თამაშებისთვისაც. მაგალითად პოპულარული ММО World of Tanks-ის თამაშისას fps მაჩვენებელი 23 არ გასცდენია.

86824

Acer Aspire E1-522 -ი ავტონომიურობის კარგ მაჩვენებლებს ავლენს. ერთი შეხედვით პატარა მოცულობის (2350 mAh) მოხსნადი 4-ელემენტიანი აკუმულატორი 2,5 სთ ავტონომიურ მუშაობას უზრუნველყოფს და ეს მაღალი დატვირთვის რეჟიმში, ჩართული Wi-Fi მოდულითა და ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშის რეჟიმის გამოყენებისას. კითხვის რეჟიმში კი აკუმულატორი 7 სთ-მდე ძლებს. ბიუჯეტური მოდელისთვის კი ეს საუკეთესო მაჩვენებლებია.

86812

დასკვნა

კომპანია Acer-მა საკმაოდ კარგი ბიუჯეტური ნოუთბუქი გამოუშვა. ხარისხიანი კორპუსი, კარგი ავტონომიურობა, მოსახერხებელი კლავიატურა და კლასიკური დიზაინი. AMD Kabini-ი პლატფორმის ხარჯზე E1-522-ის ფასი გაცილებით დაბალია ვიდრე ანალოგიური სიმძლავრის Intel პლატფორმაზე აგებული ნოუთბუქების. მხარდამჭერი ტექნოლოგიების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობა ამას ვერც კი შენიშნავს. Acer Aspire E1-522 სახლის პირობებისთვის ნორმალური ნოუთბუქია, რომელიც თამაშებისთვის ნაკლებადაა განკუთვნილი. ინტეგრირებული ვიდეოადაპტერი სუსტი არ არის, თუმცა მოცულობითი თამაშებისთვის საკმარისი მაინც არ არის. დანარჩენ სტანდარტულ ამოცანებს კი ნოუთბუქი კარგად გაუმკლავდება.
ზევით