არ არის გაყიდვაში

რა არის Ultra HD / 4К


Ultra HD (9)    გსმენიათ ახალ ვიდეო ფორმატზე უცნაური სახელწოდებით 4K ან Ultra HD ? თუ დაინტერესდით ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

ისტორია

დავიწყოთ მცირე ისტორიული ექსკურსით. თავდაპირველად HD ფორმატში იგულისხმებოდა სიგნალი 1280x720 გაფართოებით. სტანდარტული სიმკვეთრის (720х480/576) ვიდეოებთან შედარებით HD ვიდეოები შთამბეჭდაობით გამოირჩევა. ამის მიუხედავად დიდი ზომის ეკრენებზე HD ფორმატიც კარგავდა სიმკვეთრეს. ინდუსტრიაში მალე გამოჩნდა Full HD ფორმატი, რომელიც გამოსახულებას 1920х1080 გაფართოებით აჩვენებდა. ასეთი გამოსახულება 2 მილიონზე მეტ პიქსელს შეიცავს. თავის დროზე Full HD ფორმატი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯი იყო.
თანამედროვეობა Full HD გარეშე წარმოუდგენელია. ფილმები, ვიდეოები, თამაშები ყოველ მათგანს გააჩნია Full HD ფორმატი.
ერთი შხედვით Full HD ფორმატი ყველაზე პრეტენზიულ და მომთხოვნ მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებდა, მაგრამ… ტელევიზორის დიაგონალის ზომები შეუჩერებლად იზრდება.

4kresolution  
 
თუ კი რამდენიმე წლის წინ 40 “ ტელევიზორი უზარმაზრად ითვლებოდა, დღეს ამ დიაგონალის ტელევიზორებს მხოლოდ მცირე ზომის ოთახებში თუ დგამენ. დიდი დიაგონალის ტელევიზორებისთვის 1920х1080 გაფართოება საკმარისი არ არის. ტელევიზორთან ახლოს დაჯდომის შემთხვევაში პიქსელური სტრუქტურაც კი შეიძლება გაარჩიოთ. დღეს Full HD გაფართოება სმარტფონებსაც კი აქვთ. მათი ზომები კი თანამედროვე ტელევიზორებთან შდარებით მართლაც რომ მიკროსკოპულია. უკვე ძალიან თვალსაჩინო გახდა, რომ დიდი ზომის ეკრანებისთვის სხვა სტანდარტია საჭირო.

Ultra HD / 4К

ახალი სტანდარტი გახდა Ultra HD (იგივე UHD და UHDTV). HDTV (720p და 1080p) ფორმატის მსგავსად Ultra HD ორ ფორმატს განეკუთვნება. პირველი მათგანს 3840х2160 გაფართოება გააჩნია და მისი სახელწოდება Quad HD, 4K Ultra HD-ია. მეორე 8K Ultra HD -ი კი 7680х4320 გაფართოებისაა.
მომხმარებლების დასაბნევად 8К Ultra HD -ის იაპონიაში Super Hi-Vision-ს უწოდებენ, კინოსტუდიაში კი 2K, 4К და 8К ტერმინები დამკვიდრებულია Digital Cinema Initiatives ასოციაციის მიერ, რომლებიც კამერების გაფართოების შესაძლებლობებს აჩვენებს, და ასევე ტრადიციული კინოფირის სკანირების სტანდარტის ამსახველია.

Ultra HD (7)

8К პრაქტიკულად არ არის გავრცელებული და მწარმოებლები მომხმარებლებს 4К ფორმატის მქონე პროდუქციას სთავაზობენ. სწორედ ამ გაფართოებით იღებენ ყველა თანამედროვე ფილმებს და სერიალებს. 4К Ultra HD ტელევიზორები კი მომხმარებლებს მაქსიმალურად საუკეთესო ხარისხის გამოსახულებას სთავაზობენ. 4К Ultra HD -ის გაფართოების ხარისხი 4-ჯერ აღემატება Full HD-ის.
ულტრამაღალი სიმკვეთრის ვიდეო უზრუნველყოფს არა მხოლოდ მაღალ დეტალიზაციას, არამედ ფერთა ფართო დიაპაზონის გადაცემასაც 10/12 bit-იანი ფერთა სიღრმავის წყალობით. ქვემოთ მოყვანილი დიაგრამიდან კარგად ჩანს ფერთა დაფარვის დიაპაზონი.

Ultra HD (8)  

აღსანიშნავია, რომ Ultra HD -ის კადრების სტანდარტიზირებული სიხშირე წამში 120-მდე გაიზარდა. ეს კონტენტი ჯერ არ გამოიყენება , მაგრამ მომავალში აუცილებლად წაადგება აქტიურ 3D-ს. ასევე, ამ ფორმატს 24-მდე აუდიო არხის მხარდაჭერა გააჩნია.
Ultra HD ოთხჯერ გაზრდილი გაფართოებისთვის არასაკმარისია მონაცემთა რაოდენობა . სტანდარტულისთვის სამრეწველო ფორმატი AVC/H.264 Ultra HD-სთვის ნაკლებად ეფექტურია, და საჭირო გახდა ახალი სტანდარტის HEVC- ის (High Efficiency Video Codec) H.265 კოდეკით შექმნა.

სირთულეები

როგორც ვხედავთ Ultra HD -ის მნიშვნელოვანი უპირატესობები გააჩნია, თუმცა მათი შფასება რეალურ მასალაზე უფრო უკეთესი იქნებოდა. Ultra HD-ის გავრცელება ზოგიერთ სირთულეს უკავშირდება.
• Ultra HD-ის მქონე მოდელების სიმცირე. ბაზარზე ამ ფორმატის მხარდაჭერის მქონე კომპიუტერული მონიტორების რაოდენობა მცირეა. აღსანიშნავია რომ მათი ფასები ძალიან მაღალია. სავარაუდოა , რომ მალე ფასები მნიშვნელოვნად დაიწევს როგორც ეს Full HD-ის შემთხვევაში იყო.

 Ultra HD (2)

• 4К სიგნალის გადამცემი ციფრული ინტერფეისის განუვითარებლობა.
4К-ს გაფართოების 60 Hz -იანი სიხშირის სრულფასოვანი მხარდაჭერა მხოლოდ კომპიუტერულ ვიდეოდაფებს გააჩნიათ, რომელთაც DisplayPort ვიდეოშემავალი გააჩნიათ. სწორედ ეს სიხშირე ესაჭიროებათ გეიმერებს გამოსახულების სწრაფი გადასვლისთვის. 3D- ს მისაღებად საუკეთესო შემთხვევაში 120 Hz-ია საჭირო. ტელევიზორების შემთხვევაში კი 1.4b -ი ვერსიის HDMI შემავალით 4K Ultra HD-ის გადაცემა 24-30 კადრი/წმ სიხშირითაა შესაძლებელი, რაც მხოლოდ 2D ფილმებისთვისაა საკმარისი. აქტიური 3D-სთვის ეს მაჩვენებლები საკმარისი არ არის. 50/60 Hz 4К-სთვის რეალიზებულია HDMI 2.0 ვერსიისთვის. ბაზარზე არსებული 4К ტელევიზორებიდან ამ ტიპის შემავალით აღჭურვილი არ არის. ზოგიერთი მწარმოებელი, როგორიცაა Sony HDMI 2.0 -ის დანერგვას TV -ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით გვპირდებიან. სხვა კომპანიები კი ამაზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ.

Ultra HD (6)

• 4К კონტენტის სიმცირე
დღეს არსებული 4К კონტენტი გავრცლებულია მხოლოდ დემონსტრაციული ვიდეო რგოლების სახით, რადგან მათი დამტკიცებული ფიზიკური მატარებელი არ არსებობს. Blu-Ray Disc Association-ი ამ ეტაპზე განიხილავს 4K მხარდაჭერის Blu-Ray დისკების შექმნის შესაძლებლობას. მათი წარმოების დაწყების შემთხვევაში ისინი ერთ წელიწადზე ადრე ვერ შემოვა. ზოგიერთმა მწარმოებლებმა BD-პლეერების 4K Ready მოდელი გამოუშვეს, რომლებიც სტანდარტული Full HD სიგნალის მასშტაბირებას Ultra HD -მდე ახდენენ. ამ საკითხში მოწინავე კომპანია Sony-ა, რომელიც საკუთარ კინოსტუდიას ფლობს. კომპანიამ თავისი 4К ტელევიზორების თანმხლები მედიაპლეერი FMP-X1 გამოუშვა. ეს მოწყობილობა, რომლის ფასი $700 -ია მხოლოდ ამერიკის ბაზრისთვისაა ხელმისაწვდომი. ფილმების ბიბლიოთეკა თავის თავში მხოლოდ ასიოდე დასახელების Sony/Columbia და მის მონათესავე სატელევიზო შოუების რელიზებით შემოიფარგლება. უკვე არსებული კინოფონდის ციფრული ვარიანტები ისედაც 4К ფორმატშია და Blu-Ray და HDTV ტრანსლაიისთვის გამოიყენება. 4К კონტენტის გავრცელებას რეალურად ხელს უშლის დამტკიცებული სტანდარტებისა და მატარებლების არარსებობა.

Ultra HD (4)
ამის მიუხედავად ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. 4K პოპულარიზაციის დიდი იმედები სათამაშო კონსოლებზეა დამყარებული, კერძოდ კი PlayStation 4-სა და Xbox One-ზე. Microsoft-მა ბუნდოვნად განაცხადა, რომ 4К გაფართოებამდე გრაფიკის დამუშავებას “ ხელს არაფერი არ უშლის”, PS4 კი თამაშების დარენდერების გაგრძელებას Full HD აპირებს და ამ სიგნალის Ultra HD- მდე მასშტაბირებას გეგმავს.

კომპიუტერულ გეიმერების საქმე გაცილებით უფრო მარტივადაა- თანამედროვე ვიდეოდაფებს უკვე აქვთ 4К თამაშების სარენდერო სიმძლავრე. ისღა დაგვრჩენია 4K DisplayPort 60 Hz ტელევიზორების მასობრივ გავრცელებას დაველოდოთ. ციფრული დისტრიბუციაში Ultra HD-ის სწრაფი გავრცელების იმედიცაა. მაგალითად YouTube-ს უკვე რამდენიმე წელია აქვს 4К- ვიდეოს მხარდაჭრა. მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია კამერები და სმარტფონები რომლებიც Ultra HD -ი ფორმატის გადაღება შეუძლიათ. თანამედროვე ფოტოაპარატების ფოტოებმა კი ბევრად გადააჭარბეს 4К გაფართოებას.
Untitled-1
ამის მიუხედავად დარწმუნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ ახლო მომავალში 4K კონტენტის მრავალმხრივი განვითარება არ მოხდება. Ultra HD ეკრანებზე დემონსტრირებული ვიდეო იქნება მასშტაბირებული Full HD-ი. ეს ტექნოლოგია ძალიან მარტივია. 1080р გამოსახულება მასშტაბირდება Ultra HD -მდე პიქსელების მარტივი დუბლირებით. რის შედეგად ორიგინალური გამოსახულების ერთი პიქსელი ეკრანზე 4 პიქსელს დაიკავებს (ან 9-ს 720р სიგნალის შემთხვევაში). სწორედ ამ ტექნოლოგიას მიმართავენ მწარმოებლები. გამოხმაურებებით თუ ვიმსჯელებთ Ultra HD ეკრანებზე მასშტაბირებული გამოსახულება მეტი სიმკვეთრით, მდიდარი ფერებით და მაღალი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა.
ზევით