არ არის გაყიდვაში

შეხვდით ზამთარს თბილად !

gamatbobeli 

აციებასთან ერთად გამათბობლების შეძენა აქტუალური ხდება. ჩვენ ამ სტატიით შევეცდებით გამათბობლის შერჩევაში დაგეხმაროთ.

გამათბობლის ტიპები

გამათბობლები რამდენიმე ტიპად იყოფა:

• ზეთის
• კონვექტორი
• თბოვენტილატორი
• ინფრაწითელი
• ჰაერის ფარდა

გამათბობლების გამოყენების სფერო

ინფრაწითელი გამათბობელი

ამ ტიპის გამათბობელი მცირე დახურული სივრცის (20-35 მ2) გასათბობად გამოიყენება. გამათბობელი შენობის განცალკევებული ზონების ლოკალურ გათბობას უზრუნველყოფს.

10751571_773584929351816_1012248723_n ჰაერის ფარდა

ჰაერის ფარდა განსხვავებული ტემპერატურის ზონების გასაყოფად გამოიყენება. მაგ, კარებისა და ფანჯრის ღია სივრცისთვის.

თბოვენტილატორი

თბოვენტილატორის მოხმარება მცირე დახურული (20-35 მ2) სივრცის გასათბობადაა მიზანშეწონილი. მაღალი სიმძლავრის თბოვენტილატორები 35-40 მ2-ზე მეტი ფართობისთვისაა გათვლილი.

ელექტრო გამათბობელი

ელექტრო გამათბობელი  მცირე ზომის დახურული სივრცის (20-35 მ2) გამოიყენება

ზეთის გამათბობელი

ზეთის გამათბობელი მცირე ზომის დახურული სივრცის (20-35 მ2) გასათბობადაა გათვლილი

ინფრაწითელ გამათბობლებს ინფრატალღების სიგრძის მიხედვით განარჩევენ:

მოკლე და საშუალო სიგრძის ინფრატალღოვანი გამათბობლები

შენობის ლოკალური და ღია სივრცის გათბობისთვისაა განკუთვნილი. გამათბობელი მაღალი ინტენსივობის სითბოს ნაკადს გამოყოფს და სივრცეს სწრაფად ათბობს. ამასთანავე, ადამიანებისთვის გამათბობელთან ხანგრძლივი დროით ახლოს ყოფნა სასურველი არ არის. ინტენსიური სითბოს ნაკადი კაპილარების გაფართოებას იწვევს, რასაც შედეგად კანის გაწითლება ან მის დაწვა მოყვება.

gamatbobeli (2) გრძელტალღოვანი გამათბობელი

ამ ტიპის გამათბობელი უფრო ნაკლები ინტენსივობის ნაკადს წარმოქმნის და სითბოსაც თანაბრად ანაწილებს. აღსანიშნავია, რომ გრძელტალღოვანი გამოსხივება ჯანმრთველობისთვის მავნე არ არის და ბოლო პერიოდში სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებენ. გრძლელი ტალღა ორგანიზმში ღრმად აღწევს და მას მთლიანად ათბობს. სწორედ ამ ტექნოლოგიას იყენებენ სამედიცინო ცენტრებში.

მოკლეტალღოვანი ინფრაწითელი გამათბობელი

მოკლეტალღოვანი გამათბობელი დიდი შენობების ლოკალური ზონების გასათბობად გამოიყენება (მაგ: სახელოსნო და სხვა). გამათბობლის მოხმარება გარეთაც შეგიძლიათ.
გრძელტალღოვანი ინფრაწითელი გამათბობელი მცირე ზომის შენობების გასათბობად გამოიყენება.

მიკათერმული გამათბობელი

მიკათერმული გამათბობელი არის კონვექტორისა და ინფრაწითელი გამათბობლის ჰიბრიდი. გამათბობელი დამზადებულია უნიკალური ტექნოლოგიით - მისი გამათბობელი ელემენტები დაფარულია ქარსით (mica). სითბოს ~80% გამოსხივების ხარჯზე გამოიყოფა, ხოლო ~20% - ჰაერის გათბობითა და კონვექციით.

რადიატორები, კონვექტორებები და თბოვენტილატორები მცირე ზომის შენობების გასათბობად გამოიყენება. გამონაკლისს მაღალი სიმძლავრის თბოვენტილატორები წარმოადგენენ.

რეკომენდაციები10751636_773584132685229_870617680_n 

• ექსპლუატაციის უსაფრთხოებით, კლიმატური კომფორტით, მოსახერხებელი განთვსებითა და ენერგოეფექტურობით ელექტრო და მიკათერმული გამათბობლები ლიდერობენ. მათი უარყოფითი მხარე მათ მაღალ ღირებულებაში მდგომარეობს. რადიატორები და თბოვენტილატორები შედარებით იაფია.

• თბოვენტილატორები კომპაქტურობით გამოირჩევიან. ამასთან, შენობას სწრაფად ათბობენ და მათი ფასიც მისაღებია. აღსანიშნავია, რომ მათი ექსპლუატაცია უსაფრთხოებით ვერ დაიკვეხნის.

ზეთის გამათბობლები ზემოთ ხსენებულ გამათბობლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. მაგრამ თერმული კომფორტის თვალსაზრისით, ოთახის ნელი გათბობა ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა. ამასთან, მათი ექსპლუატაცია თბოვენტილატორებთან შედარებით უსაფრთხოა, რადგან მათი გამაცხელებელი ელემენტი კორპუსში სანდოდ არის ჩამალული.

• მიკათერმული გამათბობელი თავის თავში რადიატორსა და კონვექტორს მოიცავს. მათი ღირებულება საკმაოდ ძვირია.

ინფრაწითელი გამათბობლისა და თბოვენტილატორის შედარება

ინფრაწითელი გამათბობლებისა და მაღალი სიმძლავრის თბოვენტილატორებს შორის განსხვავება ისაა, რომ პირველი შენობის ლოკალურ ზონებს ათბობს, მეორე კი მთლიან შენობას.

10743413_773602706016705_1458402775_n

• საერთო მახასიათებლებიდან ჩანს, რომ ინფრაწითელი გამათბობლების ექსპლუატაციის ვადა გაცილებით დიდია და ისინი მეტი უსაფრთხოებითაც გამოირჩევიან. ამის მიუხედავად, გამათბობელთან ხანგრძლივი დროით ახლოს ყოფნა არ არის მიზანშეწონილი.

• მაღალი სიმძლავრის თბოვენტილატორები მთლიან შენობას ათბობენ, მაგრამ ხმაურით და ნაკლები უსაფრთხოობით გამოირჩევიან.

ჩვენს საიტზე თქვენთვის სასურველი მახასიათებლების მქონე გამათბობლის შერჩევას ადვილად შეძლებთ. შეხვდით ზამთარს თბილად!
ზევით