არ არის გაყიდვაში

ColorWay- ხელმისაწვდომი ხარისხი!


colorway-(2) 
 


მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი პროდუქცია ქართულ ბაზარზე! 

ჩვენი კომპანია ColorWay სახარჯი მასალების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა. ჩვენ ვაწარმოებთ ლაზერულ და ჭავლურ კარტრიჯებს, საბეჭდ ქაღალდს, მელანს, საწმენდ საშუალებებს, მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემებს და სხვა. საქართველოში ჩვენი პროდუქციის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი და ახლო მომავალში ასორტიმენტის გაფართოება იგეგმება.
ჩვენი პროდუქცია 30-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ხოლო მომხმარებლების რაოდენობა 15 მილიონ ადამიანს აჭარბებს.
წელს პროდუქცია მსოფლიოს უმსხვილეს ინტერნეტ-სერვისების Аmazon.com-სა და Ebay.com -ზე განვათავსეთ. ამ საიტებზე წარმოდგენილი პროდუქცია ჯერ-ჯერობით საწმენდ საშუალებებს მოიცავს.

ჩვენი პროდუქცია:

საწმენდი საშუალებები
კარტრიჯი
მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა
ფოტოქაღალდი

საწმენდი საშუალებები

colorway8 ჩვენი კომპანიის საწმენდი საშუალებები რამდენიმე ჯგუფად იყოფა:

• ფოტო ვიდეო კამერის
• მობილური ტელეფონის
• ტელევიზორისა და მონიტორის
• CD/DVD დისკების
• ნოუთბუქისა და ტაბლეტის

ასევე შეგვიძლია გამოვყოთ პრემიუმ და სტანდარტული მოდელები.

Premium სერია გამოირჩევა თავისი მოხდენილი ერგონომიული დიზაინით. ამ სერიაში შედის გამწმენდები მოხერხებული რეზინის ჩანართებიანი სახელურებით, სამკუთხედი ჯაგრისი ეკრანის რთულად ხელმისაწვდომი ადგილების გასაწმენდათ, სხვადასხვა გამწმენდი სითხეები ანტისტატიკური და ანტიბაქტერიული ეფექტით და სხვა. საწმენდი საშუალებები გამოირჩევიან თავისი უნიკალურობით, ტრანსფორმერული თვისებებით, მრავალფუნქციურობით, ერგონომიულობით, მოხმარების ფართო სპექტრითა და კომფორტულობით.
მომხმარებლები რომელთაც სხვადასხვა სახის ტექნიკა აქვთ, უმჯობესია უნივერსალური საწმენდი საშუალებები შეიძინონ, როგორებიცაა CW-1031, 4129, 4130, 1334, 1071 . საწმენდი საშუალებების კომპლექტებში შედის სხვადასხვა მოწყობილობები, რათა ტექნიკის გაწმენდა დასუფთავება უფრო ეფექტური იყოს. საწმენდი საშუალებების გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერული ტექნიკისთვის ასევე აუდიო და ვიდეოტექნიკის გასაწმენდად.

COLORWAY CW-1031       COLORWAY CW-1334 COLORWAY CW-1071
   
            COLORWAY CW-1031                              COLORWAY CW-1334                             COLORWAY CW-1071
 
მობილური ცხოვრების მოყვარული მომხმარებლებისთვის იდეალური იქნება საწმენდი საშუალებების ეს მოდელები CW-4803 , CW-4810, CW-4132, 4109, 6108, 6109 და 4805. ეს კომპლექტები გამოირჩევიან პორტატულობითა და უნიკალურობით.

COLORWAY CW-6108 COLORWAY CW-4805  COLORWAY CW-4132

            COLORWAY CW-6108                          COLORWAY CW-4805                          COLORWAY CW-4132



   
COLORWAY CW-4109 COLORWAY CW-4810 COLORWAY CW-4803
 
         COLORWAY CW-4109                             COLORWAY CW-4810                           COLORWAY CW-4803

ColorWay -ის ფოტომოყვარულებისთვისაც აქვს შესაბამისი საწმენდი საშუალებები, რომლებიც არაჩვეულებრივად წმენდს ობიექტივებს, ეკრანს და იცავს ტექნიკას მტვრისგან, ჭუჭყისგან და ცხიმისგან.  3D ТV, TFT/LCD მონიტორების მფლობელებისთვის შემუშავებულია ანტისტატიკური საწმენდი საშუალებები CW-4128, 4111, 4821

COLORWAY CW-4128           COLORWAY CW-4111       COLORWAY CW-4821

             COLORWAY CW-4128                                      COLORWAY CW-4111                           COLORWAY CW-4821
 


საბეჭდი აქსესუარები

პრინტერის ან მრავალფუნქციური მოწყობილობის მფლობელებმა კარგად იციან, რომ კარტრიჯების კომპლექტის ღირებულება მბეჭდავი მოწყობილობის ღირებულების 50 % -ს შეადგენს. ამასთან დაბეჭდილი მასალის რაოდენობა არც თუ ისე დიდია. ჩვენი კომპანია ამ საკითხს კომპლექსურად მიუდგა და საზოგადოებას ბეჭდვის უფრო იაფი ვარიანტები შევთავაზეთ.

კარტრიჯი

ლაზერული კარტრიჯი

colorway (4) ლაზერული პრინტერები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ამას კი ბეჭდვის მაღალი ხარისხი განაპირობებს. პრინტერის ხანგრძლივი და გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ორიგინალი კარტრიჯების შეძენა. ორიგინალი პროდუქცია ჯანმრთელობის მხრივ და ეკოლოგიურადაც სუფთაა, და არანაირი ზიანის შემცველი არ არის. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაზერული კარტრიჯების ფასი დაბალი არ არის.
ძვირიანი ორიგინალი კარტრიჯების ნაცვლად გთავაზობთ ჩვენს ლიცენზირებულ ლაზერულ კარტრიჯებს. ჩვენი კომპანიის ლიცენზირებული ტონერის კარტრიჯები, თავსებადია ყველა პოპულარული მოდელის პრინტერებთან და მრავალფუნქციურ მოწყობილობებთან . კარტრიჯების წარმოებაში გამოყენებულია მხოლოდ ახალი მაკომპლქტებელი და მაღალხარისხიანი ტონერი, რაც დაბალი დანახარჯებით მაღალი ხარისხის ბეჭდვას უზრუნველყოფს.

ColorWay -ის ტონერის კარტრიჯის უპირატესობები

• ორიგინალურის მსგავსად დატენვის შესაძლებლობა
• ფასი ორიგინალზე 2-4 ჯერ უფრო დაბალია

ჭავლური კარტრიჯი

ჭავლური კარტრიჯი ერთ-ერთი ყველაზე განახლებადი პროდუქტია, რადგან საბეჭდი მოწყობილებების მოდელები ყოველთვიურად იმატებს. ჩვენი კომპანიის ლიცენზირებული ჭავლური კარტრიჯების მოხმარება მოსახერხებელია როგორც სახლში ასევე ოფისშიც. კარტრიჯები მაღალი ხარისხის მაკომპლქტებელითა და თანამედროვე ელექტრონული ჩიპებით გამოირჩევა. კარტრიჯებში გამოყენებულია ჩვენი კომპანიის მელანი, რაც ბეჭდვის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ColorWay-ის ჭავლური კარტრიჯების უპირატესობა

• 1,5 – 2- ჯერ უფრო დიდი მოცულობა ორიგინალებთან შედარებით
• მუშაობენ ორიგინალურ კარტრიჯებთან ერთად
• 2-10 ჯერ უფრო დაბალი ფასი ორიგინალებთან შდარებით

მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა

colorway 6 მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა - იგივე მუმს-ი, ბევრად ამარტივებს ბეჭდვას და მნიშვნელოვნად ამცირებს დანახარჯებს. მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა - განკუთვნილია დიდი მოცულობის ბეჭდვისთვის, როგორიცაა ფერადი ასლის გადაღება, ციფრული მატარებლებიდან ბეჭდვა, სურათების და სხვა სარეკლამო მასალების ბეჭდვა. მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა ეს არის მოწყობილობა, რომელიც წარმოდგენილია მელნის კონტეინერებით, რომლებიც სილიკონის მრავალარხოვანი შლეიფითა არის კარტრიჯებთან შეერთებული. მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემაში ColorWay-ის მაღალხარისხიანი მელანი არის გამოყენებული, რომლებიც ფართო ფერთა სპექტრით, წყალგამძლე და შუქგამძლე თვისებიბით, მდიდარი და ხასხასა ფერებით გამოირჩევა. მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა თავსებადია ყველა პოპულარული ბრენდის პრინტერებისთვის : Canon, НР და Epson.

მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემის გამოყენებით თქვენ ბეჭდვისას 20 - ჯერ მეტი ეკონომიის გაკეთება შეგიძლიათ!

მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემა საქართველოში შეზღუდული რაოდენობით გვაქვს წარმოდგენილი, თუმცა მომავალში მისი ფართოდ შემოტანა იგეგმება.

ფოტოქაღალდი

 colorway (3)
 

ჩვენი კომპანიის ქაღალდის ასორტიმენტი 150 -ზე მეტ ნაირსახეობას მოიცავს. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს პრიალა ან მქრქალი ფოტოქაღალდი, АRТ სერიის ქაღალდი, მაგნიტური, მაისურებზე ნახატის დასაბეჭდი ქაღალდი და ბევრი სხვა. ასევე გთავაზობთ სხვადასხვა ფორმატის ქაღალდებსაც 10х15, А4 და А3 -მდე , А3+ . თითოეულ მომხმარებელს დანიშნულებისამებრ შეუძლია შეარჩიოს ქაღალდი.
ჩვენი კომპანიის ქაღალდი მათ შორის მაგნიტურიც და თერმო ტრანსფერი ნებისმიერ პრინტერთანაა თავსებადი, თუ კი მას შესაბამისი ქაღალდის სიმკვრის მხარდაჭერა გააჩნია. მაგ თერმო ტრანსფერი ქაღალდის სიმკვრივე 120 გრ/მ²-ია , ამ ქაღალდზე ბეჭდვა შეუძლია ნებისმიერ პრინტერს რომელსაც 120 გრ/მ²-ის სიმკვრივის მხარდაჭერა გააჩნია.
ColorWay-ის АRТ სერიის ქაღალდი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ სერიაში შედის ქაღალდი, რომელიც ქმნის ხის, ქსოვილის, ტყავის იმიტაციას.
АRТ სერიის თერმო ტრანსფერი ქაღლდით თქვენ ნებისმიერი ნახატის ქსოვილზე ან მაისურზე გადატანა შეგიძლიათ. ამისთვის კი მხოლოდ პრინტერი , თერმო ტრანსფერი ქაღალდი და უთო დაგჭირდებათ. დაბეჭდეთ ნახატები მაისურზე, შორტებზე, მეტალზე და კიდევ სხვა მასალებზე და გაახარეთ მეგობრები ორიგინალური საჩუქრებით.
colorway 5 ჩვენი АRТ სერიის მაგნიტური ქაღალდი პრიალა ან მქრქალი ზედაპირის საფარს წარმოადგენს, რომელიც მაგნიტურ საფარზეა დამაგრებული. მაგნიტური ქაღალდი ვიზუალურად და შესახებათაც თითქმის არ განსხვავდება ჩვეულებრივი ქაღალდისგან . მისი ერთი მხარე დამზადებულია ჩვეულებრივი ფოტოქაღალდისგან, ხოლო მეორე კი შედარებით მუქია და მაგნიტის ნაწილაკებს შეიცავს. მაგნიტური მხარე მეტალის ნებისმიერ ზედაპირზე მაგრდება და ჩვევულებრივი მაკრატლითაც ადვილად იჭრება.
ColorWay-ისთან ერთად თქვენ უკვე შიგიძლიათ კალენდარებისა და ფოტოალბომების დამოუკიდებლად გაკეთება. ქაღალდის მოსახერხებელი ზომები, და დიზაინისთვის ადაპტირებული პროგრამა დაგეხმარებათ 10х15 ფორმატის ექკსკლუზიური კალენდარის დამზადებაში.
ჩვენი ქაღალდი მაღალი სითეთრით გამოირჩევა და იდეალურად გადმოსცემს მკვეთრ და მდიდარ ფერებს.

ColorWay-ის ქაღალდი მაღალ ტექნოლოგიურ მოთხოვნებს სრულფასოვნად პასუხობს

• მელნის წვეთი კარგად “ჯდება” ქაღალდში და არ ითხაპნება მის ზედაპირზე.
• მელანი ქაღალდიდან წყლის დახმარებითაც არ ირეცხება.
• მელანი სწრაფად და ადვილად შრება

ჩვენი კომპანია მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად  მაღალხარისხიან პროდუქციას სთავაზობს. 
ColorWay-ის პროდუქცია თანამედროვე აღჭურვილობის ქარხნებში იწარმოება. დამოუკიდებელმა ტესტირებებმა, აჩვენა, რომ მათი პროდუქცია საუკეთესო სამომხმარებლო თვისებებს ავლენს. ColorWay-ის ჯგუფი ყველა ნიმუშს სათითაოდ არჩევს და ლაბორატორიაში სპეციალურ ტესტირებას უტარებს.


სტატიაზე ვრცელდება ინტერნეტ მაღაზია Be.GE-ის საავტორო უფლებები ©

ColorWay-ის პროდუქციის შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი facebook-ის გვერდი ColorWay Georgia

• ინტერნეტ მაღაზია BE.GE - თქვენ ახლავე შეგიძლიათ ColorWay-ის ქაღალდის, კარტრიჯის, საწმენდი საშუალებებისა და მელნის უწყვეტი მიწოდების სისტემის შეძენა.

• ელიტ ელექტრონიქსი
• BEKO
• ოქეი
• Compi Shop
• Electronika
• მეტრო მარტი
ზევით