არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ მაცივარი


matsivari (3)
 

არავინ დაობს, რომ მაცივარი სამზარეულოში მთავარი ატრიბუტია. პროდუქტების შესანახი სხვა ალტერნატივა არც არსებობს. მომხმარებლის მოთხოვნილებების შესაბამისად მაცივრის მწარმოებლები, მოწყობილობის ფუნქციებს გამუდმებით აუმჯობესებენ. ავტომატური გალღობა, ვენტილაცია, 0°С ზონა, ანტიბაქტერიული საფარი, სუნის საწინააღმდეგო ფილტრები, კარზე დამაგრებული მართვის პანელი და სხვა - ამდენი მრავალფეროვნებით შეიძლება დაიბნეთ კიდეც.

როგორც წესი, მაცივარს სხვა ტექნიკასთან შედარებით უფრო დიდიხანს იყენებთ, ამიტომ მისი შეძენისას უფრო მეტი დაფიქრებაც გმართებთ. რომელია ნამდვილად სასარგებლო ფუნქციები და რა სარეკლამო ტრიუკი ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.

matsivari

მაცივრების ტიპები

მაცივრები რამდენიმე ტიპად იყოფა:

არსებობენ სპეციალიზირებული მაცივრებიც კოსმეტიკისთვის, წამლებისთვის, ყინულის დასამზადებლები და სხვა.

მაცივრების ასორტიმენტი მრავლადაა ჩვენს ბაზარზეც. ჩაშენებული მაცივრები ძალიან მოსახერხებელია პატარა სამზარეულოს შემთხვევაში. მწარმოებლები ჩასაშენებელ ერთ და ორ კამერიან მაცივრებს გვთავაზობენ. სრულიად ჩასაშენებელი მაცივარი/საყინულე სხვა სამზარეულოს ატრიბუტებში ჩააშენოთ მაგალითად მაგიდაში და სხვა. ამასთან როგორც წესი ჩაშენებელი მაცივარი ცალკე მდგომზე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს.

მაცივრები სხვადასხვა მახასიათებლებით იყოფა:

გაციების სისტემის ტიპი:

კომპრესორული მაცივარი

მაცივრების უმეტესობას კომპრესორული გაციება გააჩნია. მათ შემთხვევაში ფრეონი კომპრესორის წნევის წყალობით ცირკულირებს და მაცივარს აციებს. კომპრესორიანი მაცივრები თავისი ეკონომიურობითა და ფართო არჩევანით გამოირჩევიან.

ზოგიერთ თანამედროვე მაცივარს ინვერტორული კომპრესორი აქვს. მათ სინოტივისა და კარის გაღების რაოდენობის კონტროლი შეუძლიათ, რის გამოც ისინი ადვილად ინარჩუნებენ ერთნაირ ტემპერატურას.

ინვერტორული კომპრესორი ცვეთის მიმართ მეტი სიმდგრადითა და ნაკლებადხმაურიანი მუშაობით გამოირჩევა. ჩვეულებრივი კომპრესორისგან განსხვავებით, რომელიც გამუდმებით ირთვება და ითიშება, ინვერტორული გამუდმებით აკონტროლებს მაცივრის მუშაობას. ამასთან ინვრერტორული მაცივარი ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით უფრო ეკონომიურია.

macivari

აბსორბციული მაცივარი

აბსორბციულ მაცივარში კომპრესორი არ არის, ფრეონის ცირკულაცია თბოგადამცემის დახმარებით ხდება. გაციების ეს სისტემა საშუალო და მცირე ზომის მაცივრებში გამოიყენება. ერთი და იგივე მოცულობის შემთხვევაში აბსორბციული მაცივარი კომპრესორულთან შედარებით მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

ამ ტიპის მაცივრების უპირატესობა ისაა, რომ მას ალტერნატიული ენერგიის წყაროს თხევადი და აიროვანი საწვავის გამოყენება შეუძლია.

კომბინირებული ელექტრო-გაზის მაცივრები დენსა და ბუნებრივ აირზე მუშაობენ. მაგ 5 ლ გაზი მაცივრის 230 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს.

macivari (2)

თერმო-ელექტრონული მაცივარი

თერმო-ელექტრონული მაცივარში გაციება თერმო-ელექტრონულ ნახევრადგამტარ ფირფიტებში მუდმივი დენის გატარების ხარჟზე ხდება. ფირფიტების ნაწილი მაცივრის კამერის შიგნითაა, ხოლო მეორე ნაწილი კი მაცივრის გარეთ. გაციების რეჟიმში შიდა ფირფიტები ცივდება, გარეთა კი თბება. ელექტრო მოხმარება დამოკიდებულია მოწყობილობის მოცულობაზე, სწორედ ამიტომ ეს სისტემა მცირე ზომის მაცივრებში გამოიყენება. ამასთან ამ ტიპის მაცივრები აბსოლუტურად უხმაუროა.

კლიმატური კლასი

მაცივრის კლიმატური კლასი გარემოს ჰაერის დასაშვებ პარამეტრებს ადგენს, რომლის დროსაც მწარმოებლის მიერ ტექნიკური მახასიათებლები განისაზღვრება.

მაცივრები ნორმალური კლიმატისთვის ჰაერის 32 °С, ხოლო ტროპიკული კლიმატისთვის 43 °С-მდე პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს. ტროპიკებისთვის განკუთვნილ მაცივრებს უფრო ძლიერი გამაციებელი აგრეგატი და გამძლე საფარი გააჩნიათ.

კომფორტის კლასი

მაცივრის კომფორტის კლასი საყინულე კამერის განლაგებითაა განპირობებული. თუ კი თქვენ საშუალო ზომის მაცივრის შეძენას აპირებთ, მაშინ უმჯობესია თუ აირჩევთ ზედა კამერიან მაცივარს. ასე თქვენ პროდუქტების შეწყობა-გამოღების დროს ნაკლებ დროს დახარჯავთ.

დიდი ზომის და მაღალი მაცივრის შეძენისას უმჯობესი ქვედა კამერიანი მაცივარი იქნება.

 

გვერდითი ტიპის მაცივრები დიდ ადგილს იკავებენ და პატარა სამზარეულოსთვის რეკომენდირებული არაა. თუ დიდი ოჯახი გაქვთ და შესაბამისად პროდუქტის შესანახი ტევადი მოწყობილობა გესაჭიროებათ და ბიუჯეტიც ხელს გიწყობთ, მაშინ მსგავსი მაცივრის შერჩევა შეიძლება.

No_frost

გალღობის ტიპი

მაცივრის გალღობა და გასუფთავება თითოეული დიასახლისის არასასურველი პროცედურაა. ამიტომ მწარმოებლებიც სხვადასხვა გალღობის ტიპის მაცივრებს გვთავაზობენ.

მაცივრების უმეტესობა გალღობის შემდეგი ტიპისაა:

wvetovani sistema

წვეთოვანი სისტემა

მაცივრის კამერის წვეთოვანი გალღობის სისტემა თანამედროვე მაცივრების უმეტეს მოდელებს აქვს. მაცივრის უკანა კედელზე განლაგებელია ამაორთქლებელი (კამერის გამაციებელი ელემენტი), ამაორთქლებლის ქვემოთ კი გასადენია განლაგებული. მაცივრის კამერაში მუდამ დადებითი ტემპერატურაა, კომპრესორის მუშაობის დროს მაცივრის უკანა კედელზე წარმოიქმნება ყინულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ კომპრესორი წყვეტს მუშაობას, ყინული იწყებს დადნობას და წვეთავს გასადენში და შემდეგ ორთქლდება. ეს პროცესი თანდათანობით, მომხმარებლების თვალისთვის შეუმჩნევლად ხდება. ნესტიანი კედლები მაცივრის გამართულ მუშაობაზე მეტყველებს.

No Frost

"No Frost" ან "Frost Free"-ს გალღობის სისტემის მაცივრებში ცივი ჰაერის ცირკულირება იძულებით ხდება. სხვადასხვა მხარეს მიმართული ჰაერის ნაკადი ერთნაირად ნაწილდება კამერაში. No Frost -ის დროს ტემპერატურა მაცივარში თანაბრად ნაწილდება . რამდენიმე საათში ერთხელ ვენტილატორი ჩერდება და ირთვება გამათბობელი. თრთვილი დაფარულ საორთქლებელზე დნება, დამდნარი წყალი სპეციალური მილებით ქვესადგამში გროვდება და შემდეგ ორთქლდება.

No Frost-ი სისტემის დროს პროდუქტებზე თრთვილი არ წარმოიქმნება და მაცივარიც განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

macivari (5)

გალღობის ამ სისტემასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მითები: აშრობს პროდუქტებს, მაღალი ენერგო მოხმარება და ხმაური. თუმცა ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

პროდუქტების გამოშრობა ნებისმიერ მაცივარში ხდება, უბრალოდ NoFrost -ის სისტემის მაცივრებში ეს პროცესი უფრო მალე ვითარდება. ნებისმიერ მაცივრის შემთხვევაში პროდუქტების დახურულად შენახვაა რეკომენდირებული.

ენერგომოხმარების მოხმარებისა და ხმაურის მაღალ დონეს კონკრეტული მოდელის მახასიათებლები განსაზღვრას და არა No Frost-ის სისტემა. No Frost-ის სისტემის გარკვეული მოდელის მაცივრებიც შეიძლება იყოს დაბალი ენერგო მოხმარების და ნაკლებად ხმაურიანიც.

მექანიკური გალღობა

მექანიკური გალღობა გულისხმობს იმას, რომ წელიწადში რამდენჯერმე თქვენ მაცივრის გამორთვა და მისი გალღობა მოგიწევთ. ყინულის დადნობისა, და წყლის გადაღვრის შემდეგ კი აუცილებელია მაცივრის კამერის გაწმენდა.

macivari (10)

კომბინირებული გალღობა

ნახევრად ავტომატური გალღობის სისტემის დროს მაცივრის გამორთვა თქვენ ყოველდღე ან კვირაში ერთხელ მოგიწევთ. ეს დამოკიდებულია მწარმოებლების რეკომენდაციებზე. თუ კი მაცივრის გამორთვა ყოველდღე გადაწყვიტეთ, გალღობის ღილაკს დაძინებამდე დააჭირეთ. ღილაკის დაჭერისას კომპრესორი ირთვება. შემდეგი პროცესები (გალღობა, თბილი წყლის მოცილება, აორთქლება, კომპრესორის ჩართვა) თქვენგან დამოუკიდებლად ჩაირთვება.

გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო სქელია თრთვილის ფენა მით უფრო უჭირს კომპრესორს მუშაობა და მეტია ენერგო მოხმარებაც. ამასთან გაითვალისწინეთ, რაც უფრო მეტი თავახდილი სითხეა მაცივარში და ხილი, ასევე რაც უფრო ხშირად აღებთ მაცივრის კარს მით უფრო იმატებს სინოტივე და მით უფრო ხშრირად მოგიწევთ მაცივრის გალღობა და წმენდა.

კომფორტულობის კლასი

თანამედროვე მაცივრებს სხვადასხვა დამატებითი მოწყობილობები გააჩნიათ, რომლებიც მის მოხმარებას უფრო კომფორტულს ხდის. ძვირადღირებულ მაცივრებს ისეთი დამატებითი მახასიათებლები აქვთ როგორებიცაა:

macivari (7)

ყინულის გამანაწილებელი დისპენსერი

თანამედროვე მაცივრების ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ყინულის გამანაწილებელი დისპენსერით. ეს ძალიან მოსახერხებელია თუ კი თქვენ ცივი სასმელების მოყვარული ხართ.

ციფრული თერმომეტრის ელექტრონული მართვა

ციფრული თერმომეტრის ელექტრონული მართვით თქვენ ტემპერატურას 1 გრადუსის სიზუსტით შეძლებთ. ინტეგრირებული პულტი დაგეხმარებათ გააქტიუროთ მაცივრის სხვადასხვა ფუნქციები და აკონტროლოთ რეჟიმი კარის გაუღებლად. ასეთი მაცივრები დატვირთულია ისეთი სასარგებლო ფუნქციებით როგორიცაა ბავშვისგან დაცვა და სხვა.

macivari (3)

თვითდიაგნოსტიკა

თვითდიაგნოსტიკა ავარიული შემთხვევების დროს დარღვევის აღმოჩენაში გეხმარებათ, რათა შესაბამისი ზომების მიღება დროულად შეძლოთ.

ელექტრონული კალენდარი

ელექტრონული კალენდარი გიჩვენებთ ამა თუ იმ პროდუქტის ადგილმდებარეობას, მაცივარში მოთავსების დროს, და მის გამოყენების ვადებს. ელექტრონული დამხმარე გიკარნახებთ, როგორ გაალღოთ პროდუქტი და რა კერძის მომზადება შეგიძლიათ მისგან.

უნივერსალური კამერა

თუ კი თქვენი მოთხოვნილებები ხშირად იცვლება, შეიძინეთ უნივერსალური კამერის მაცივარი, რომლის დროსაც თქვენ თვითონ შეგიძლიათ ტემპერატურის შერჩევა. თქვენზეა დამოკიდებული რას დააყენებთ - პლიუს, მინუს თუ ნულოვან ზონას.

ბოთლების თაროები

მაცივრის ზოგ მოდელებს ბოთლების სპეციალური თაროები აქვთ. ზოგიერთ დიდი მაცულობის ორკამერიან მაცივრებს კი ღვინის შესანახი ცალკე განყოფილება აქვს.

macivari (8)

კარის გადაკიდვის შესაძლებლობა

სამზარეულოს ახალი დაგეგმარბის დროს ხშირად ხდება ავეჯის და მოწყობილობების გადადგმვის აუცილებლობა. ზოგჯერ მაცივრის კარი მომხმარებლისთვის მოხერხებულად არ იღება. ამ პრობლემის მოგვარება მაცივრის კარის მეორე მხარეს გადაკიდვაა.

კარის ფიქსატორები

მაცივრის კარის ფიქსატორი მოწყობილობის გვერძე მდგომ ავეჯს დაზიანებისგან იცავს.

კარის გაღების გასაიოლებელი მოწყობილობა

ამ სპეციალური მოწყობილობის წყალობით კარის გაღება და დახურვა უფრო ნაკლები ძალდატანებით იქნება შესაძლებელი.

matsivari (2)

თაროების კონსტრუქცია და მასალა

გამჭირვალე თაროები ადვილი გასაწმენდია, თანაც ქვედა სართულზე განლაგებულ პროდუქტებს იცავს სითხის მოხვედრისგან, რომელიც შეიძლება ზედა სართულზე დაიღვაროს. თუმცა აღსანიშნავია , რომ გამჭირვალე თაროები ჰაერის ცირკულაციას ართულებს. რაც შეეხება გისოსებიან თაროს ის მაცივარში ჰაერის ცირკულაციასა და ტემპერატურის თანაბარ განაწილებას ხელს უწყობს, მაგრამ ნაკლებად ჰიგიენურია. ბტლების ჰორიზონტალური შესანახი თარო, არამარტო მოსახერხებელია და ზოგავს მაცივრის სასარგებლო მოცულობას, არამედ უკეთ ინახავს ღვინოს და ინარჩუნებს მის ხარისხს.

გამოსაწევი ყუთები და კალათები

თანამედროვე მაცივრები აღჭურვილია სხვადასხვა ზომის კალათებითა და ყუთებით. ასე პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა ბევრად უფრო გაადვილებულია.

მოხსნადი თერმოიზოლირებული გამყოფები

სექციებს შორის განლაგებული მოხსნადი თერმოიზოლირებული გამყოფები ალექტროენერგიის დაზოგვაში გვეხმარება. მაცივარში პროდუქტების მცირე რაოდენობის არსებობის შემთხვევაში, თქვენ გამყოფებით სექციების იზოლირება შეგიძლიათ, რაც საყინულის ელექტროენერგიის მოხამარების რაოდენობას 50 % შეამცირებთ.

სიცივის აკუმულატორები

მაცივრის სიცივის აკუმულატორები სხვადასხვა ფორმის ბრიკეტებია, რომლებიც ტემპერატურის სტაბილაზიას და ავარიულ სიტუაციებში პროდუქტების ხანგრძლივ შენახვას უწყობს ხელს.

macivris energo klasi

ეკონომიურობის კლასი

საერთაშორისო ენერგოეფექტურობის სტანდარტის მიხედვით მაცივრების კლასიფიცირება შემდეგნაირად შეიძლება:

A++, А+, А და B კლასები ეკონომიურ მოდელებს აქვს, ხოლო С და D საშუალო ენერგომოხმარების მოდელებს. ერთნაირი მოცულობის A++ და G კლასის მაცივრების ენერგომოხმარების შედარებისას ვნახავთ, რომ A++ ორჯერ უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ამასთან მაღალი კომფორტულობის მქონე მაცივარი უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს ვიდრე, ვიდრე იმავე მოცულობის სტანდარტული მაცივარი. ელექტროენერგიის მოხმარება დამოკიდებულია გამაციებელი სისტემის ტიპზე, თერმოიზოლაციის სისქესა და ხარისხზე, ასევე გასათვალისწინებელია საექსპლუატაციო პირობებიც - გარემოს ტემპერატურა, პროდუქტების რაოდენობა მაცივარში, მაცივრის კარის გაღების რაოდენობა და სხვა.

ენერგოკრედიტი

ინეტრნეტ მაღაზია Be.Ge ევროკავშირის (EU), ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ქართველი პარტნიორი, ენერგოკრედიტის მხარდაჭერით ჩვენს მაღაზიაში არსებულ MIDEA-ს ენერგოეფექტურ კონდიციონერებზე უპროცენტო განვადებით სარგებლობისა და გადახდილი თანხის 10%-ის უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევთ. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ აქ - ენერგოკრედიტის საააქციო შემოთავაზება.

საიმედო

მაცივრის შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ ოფიციალური მწარმოებლის გარანტიაზე. რაც უფრო გრძელვადიანია გარანტია მით უფრო საიმედოა მოწყობილობა და მით უფრო დაცული იქნებით უსიამოვნო სიურპრიზებისგან.

ფასი

მაცივრის შეძენისას ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი ფასია. ხშირ შემთხვევაში ფასი არ მეტყველებს მოწყობილობის ხარისხზე. ფასი განპირობებულია ტექნიკაზე არსებული მოთხოვნით, მოთხოვნა კი ბრენდზე, ტექნიკურ დაფუნქციურ მახასიათებლზებზეა დამოკიდებული.

რაც უფრო პოპულარულია ბრენდი, დიდია ზომა, მეტი ფუნქცია და ნაკლები ენერგომოხმარება, მით უფრო მაღალია მაცივრის ფასი. ერთკამერიანი ცნობილი ბრენდის მაცივარი შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს ვიდრე ნაკლებად პოპულარული ორკამერიანი მაცივარი მეტი მოცულობით.

ka58na75ru_image_4ca14

მაცივრის ექსპლუატაციის ზოგადი რჩევები

  • • მაცივრის გაზქურის, ან ქურის გვერდით დადგმა რეკომენდირებული არ არის.
  • • ჩასაშენებელი მაცივრის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ინსტრუქციაში მოყვანილი საექსპლუატაციო რეკომენდაციები. დაიცავით ელექტროკვების, კომპრესორისა და კონდენსატორის გაციების უსაფრთხოების წესები.
  • • ჩასაშენებელი მაცივრის შემთხვევაში მისმა არასწორმა ჩაშენებამ მოწყობილობის არასწორი მუშაობა შეიძლება გამოწვიოს.
  • • ყოველდღიური პროდუქტები შეინახეთ 10°С მდე, ხოლო თუ კი თქვენს საკვებ რაციონში შედის ბევრი ხილი, ბოსტნეული, მწვანილი, თევზი, და ახალი ხორცი, მაშინ მაცივრის შერჩევისას ყურადღება 0°С-ზონიან მაცივარზე გაამახვილეთ. +0,5...3°С -ისა და 90% სინოტივის პირობებში ხილი და ბოსტნეული 3-ჯერ უფრო მეტ ხანს ინახება. ხოლო -3...0°С-სა და 50% სინოტივის პირობებში ახალი თევზი და ხორცი სასარგებლო ნივთიერებებსა და გემოს 7 დღის განმავლობაში შეინარჩუნებს.
  • • ვისაც პროდუქტების მომარაგება წინასწარ გიყვართ, ყურადღება გაამახვილეთ ოთხვარსკვლავიან Х(***) მარკირებაზე. Х(***) ნიშნავს რომ მაცივარს სწრაფი გაყინვის ფუნქცია აქვს.
  • • გაყინვის სიმძლავრე განისაზღვრება რამდენად შეუძლია მაცივარს ოთახის ტემპერატურიდან -18°С -მდე გაყინვა. ეს სიმძლავრე იზომება კგ/24-ში. გაყინვის სიმძლავრე თქვენი სურვილის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

ონლაინ მაღაზია Be.Ge-ის გაყიდვაში მყოფი ყველა მოდელის მაცივრის ნახვა შეგიძლიათ აქ - მაცივრების განყოფილებაში.


მაცივრები


ერთკამერიანი მაცივრები ორკამერიანი მაცივრები სამკამერიანი მაცივრები
მაცივრები,
ერთკამერიანი
მაცივრები,
ორკამერიანი
მაცივრები,
სამკამერიანი



ოთხკამერიანი მაცივრები Side-by-Side მაცივრები სამგზავრო მაცივრები
მაცივრები,
ოთხკამერიანი
მაცივრები,
Side-by-Side
მაცივრები,
სამგზავრო



მინი-ბარი მაცივრები NOfrost მაცივრები
მაცივრები,
მინი-ბარი
მაცივრები,
No Frost
ზევით