არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი


rogor_shevarchiot_kondicioneri
ზაფხულის მოსვლისთანავე კონდიციონერის შეძენა უფრო აქტუალური ხდება. მაღაზიები უამრავ ბრენდისა და მოდელის კონდიციონერს გვთავაზობს. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება კონდიციონერის შერჩევისას.

ცოტაოდენი თეორია


კონდიციონერის მუშაობა აწყობილია სითხისა და აირის თვისებებზე. სითხე აორთქლებისას სითბოს შთანთქავს, ხოლო აირი სითხის მდგომარეობაში გადასვლისას სითბოს გამოჰყოფს. კონდიციონერის მოქმედების პრინციპი ფრეონის მდგომარეობის შეცვლაზეა დაფუძნებული. ამრიგად, კონდიციონერის მუშაობისას შენობის სითბო გადადის გარე ბლოკის კონდენსატორში. მოწყობილობა არ აწარმოებს სიცივეს ან სითბოს, მას სითბო ან სიცივე ერთი მხარიდან მეოერზე გადააქვს.  

nasten18  

პირველი კონდიციონერი წინა საუკუნის დასაწყისსში ნიუ-ორკის ტიპოგრაფიისთვის შეიქმნა . კონდიციონერეს მაშინ სინოტივეს დასაძლევად იყენებდნენ, რაც ბეჭდვის ხარისხს მნიშვნელოვნად აფუჭებდა. გასათვალისწინებელია, რომ კონდიციონერი თავისი მუშაობის დროს ჰაერიდან სინოტივეს იღებს, რაც სხვადასხვა რესპირატორული დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ მოწყობილობის დამონტაჟებისას ჰაერის საკმარის დატენიანებაზეც უნდა იზრუნოთ.

ძირითადი მახასიათებლები


კონდიციონერის ძირითადი მაჩვენებელი მის კონსტუქციასა და სიმძლავრეში გამოიხატება. კლიმატური ტექნიკა შეიძლება დაყოთ საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და ნახევრად სამრეწველო ტიპებად. საყოფაცხოვრებო კონდიციონერებად დაბალი ან საშუალო სიმძლავრის ( 7 kW-მდე) კონდიციონერები ითვლება. ისინი 50-80 მ² ფართობზეა გათვლილი. უფრო დიდი შენობებისთვის კი უკვე სამრეწველო კლიმატური ტექნიკა დაგჭირდებათ.

კონსტუქციის ტიპები


კონსტუქციის მიხედვით კონდიციონერები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: სპლიტ- სისტემები და მონობლოკები.

სპლიტ-სისტემა


სპლიტ სისტემები კონდიციონერის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის ორი ბლოკისგან: გარე და შიდა ბლოკისგან შედგება. ბლოკები ერთმანეთთან სპეციალური მილებით არიან დაკავშირებულები. მილებში ფრეონი ცირკულირებს. სპლიტ-სისტემები თავის მხრივ ქვეჯგუფებად იყოფიან: კედლის, კასეტური, კოლონური, იატაკისა და ჭერის, არხული, მულტი-სპლიტ სისტემა. თითოეულ ტიპს საკუთარი უპირატესობები გააჩნია. 

კედლის სპლიტ-სისტემაrogor_shevarchiot_kondicioneri (2) 


ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი კონდიციონერი. შიდა ბლოკი შენობის შიდა კედელზე მონტაჟდება, ხოლო გარე ბლოკი გარეთ ფანჯარასთან. კედლის კონდიციონერი ნებისმიერ პატარა ფართობის შენობაში შეგიძლიათ დააყენოთ- იქნება ეს ბინა, ოფისი თუ მაღაზია. ამ ტიპის კონდიციონერების სიმძლავრე (2-10 kW) საკმარისია 15 - 100 მ² ფართობისთვის. ამ ტიპის კონდიციონერებს ხშირად საყოფაცხოვრებო, ან ოთახის კონდიციონერებსაც უწოდებენ.

არხული სპლიტ-სისტემა (ქსელური)


rogor_shevarchiot_kondicioneri (4)ეს კლიმატური ტექნიკა დაკიდულ ჭერში მონტაჟდება და მთლიანად იმალება. გაგრილება ხდება სითბოიზოლირებულ საჰაერობის დახმარებით, რომლებიც ასევე დაკიდულ ჭერშია განთავსებული. სწორედ ამიტომ თქვენ ერთდროულად რამდენიმე ოთახის გაგრილება შეგიძლიათ. არხული კონდიციონერის ტიპიური სიმძლავრე 5-25 kW-ს შეადგენს, რაც საკმარისია ოფისის, კოტეჯის ან 4-5 ოთახიანი ბინის გასაგრილებლად. არხული კლიმატური ტექნიკის უპირატესობა ისა, რომ მას გარედან სუფტა ჰაერის მოწოდება შეუძლია, რაც შენობის სრულფასოვან ვენტილაციას ახდენს.


კასეტური სპლიტ-სისტემა

rogor_shevarchiot_kondicioneri (5)  კასეტური კონდიციონერებიც დაკიდულ ჭერში მონტაჟდება, მაგრამ არხულებისგან განსხვავებით სიცივეს ბლოკის ქვედა ნაწილით ანაწილებენ. კასეტური სპლიტ-სისტემის ქვედა ნაწილის ზომა სტანდარტულია 600×600 მმ ან 1200× 1200 მმ. ის დაფარულია დეკორატიული პანელით. ამ კლიმატური ტექნიკის უპირატესობა ჰაერის ნაკადის თანაბარი განაწილებაა.



კოლონური სპლიტ-სისტემა


 
7fyq7e5ksf9mwx8s
გამოიყენება ისეთ შენობებში სადაც ძლიერი გაციებაა საჭირო და დიზაინის მხრივ დიდი მოთხოვნაც არ არის. კოლონური კონდიციონერები საკმაოდ მასიურები არიან და დიდ ადგილსაც იკავებენ. ამასთან ჰაერის ძლიერი ნაკადი არ მოგცემთ საშუალებას კონდიციონერის სიახლოვეს იყოთ.





ჭერ-იატაკის კონდიციონერი rogor_shevarchiot_kondicioneri (6) 


ეს არის კასეტური კონდიციონერის ალტერნატივა იმ შემთხვევაში თუ შენობაში დაკიდული ჭერი არ არის. ასეთი კონდიციონერების სიღრმე 18-25 სანტიმეტრია. ასეთი კონდიციონერები მონტაჟდება ქვემოთ კედელზე ან ჭერზე. ასეთი კონსტრუქცია ტემპერატურის თანაბარ განაწილებას უწყობს ხელს. 


მულტი-სპლიტ სისტემა


rogor_shevarchiot_kondicioneri (7)  
  ამ ტიპის კლიმატური ტექნიკის თავისებურება ისაა, რომ ერთ გარე ბლოკს რამდენიმე შიდა ბლოკი უერთდება. მათი რაოდენობა როგორც წესი 2-5 შეადგენს. ამასთან შიდა ბლოკები შეიძლება იყოს არამარტო სხვადასხვა სიმძლავრის, არამედ სხვადასხვა ტიპისაც. თუ კი გარე ბლოკი მწყობრიდან გამოვა, ყველა კონდიციონერი მუშაობას შეწყვეტს- ეს არის ამ სისტემის მთავარი ნაკლი. როგორც წესი მულტი-სპლიტ სისტემებს მხოლოდ მაშინ იყენებენ, თუ კი რამდენიმე გარე ბლოკის დაყენების შესაძლებლობა შეზღუდულია.

ინვერტორული კონდიციონერი

inverter-5

ინვერტორულ სპლიტ-სისტემებს კომპრესორის სიხშირე-მართვის ძრავა გააჩნიათ და კონდიციონერების ცალკეულ ტიპად ითვლება. ინვერტორს ცვალებადი დენი გადაყავს მუდმივში და მუდმივი კი ცვალებადში. მეორე ცვლილების დროს ძაბვა და სიხშირე იცვლება , რაც კომპრესორის ბრუნვის სიხშირის თავისუფალი რეგულირების საწინდარია და შესაბამისად სიცივისა და გაციებისაც. მოცემული ტემპერატურის მისაღწევად ინვერტორული კონდიციონერი ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტი სიმძლავრით მუშაობს (დაახლოებით 15 %-ით). მოცემული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ კონდიციონერის არ ჩერდება, ის დაბალ ბრუნვაზე მუშაობს და ზუსტად ინარჩუნებს აღნიშნულ ტემპერატურას. ამასთან ის უხმაუროდ მუშაობს. ჩვეულებრივი კონდიციონერი ტემპერატურის შენარჩუნებისთვის გამუდმებით ითიშება და ირთვება. ინვერტორული კი გამუდმებით მუშაობს და ამისთვის მხოლოდ აუცილებელ სიმძლავრეს იყენებს. სწორედ ამიტომ ის ელექტროენერგიას 15%- 50%-მდე ნაკლებს წვავს. ამასთან ცნობილია, რომ კომპრესორის ცვეთასა და მწყობრიდან გამოყვანას კონდიციონერის გამუდმებით ჩართვა-გამორთვა იწვევს. ინვერტორულ კონდიციონერს, რომელიც გამუდმებით მუშაობს ეს არ ემუქრება და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამართულად მოგემსახურებათ. ინვერტორული კონდიციონერები ჩვენს საიტზე: PANASONIC CS/CU YE12MKE, SAMSUNG AR09HSSDRWKNER, SATURN INTELLIGENT INVERTER CS 12

მონობლოკური კონდიციონერები


ამ ჯგუფში ორი ტიპის მოწობილობაა: ფანჯრისა და მობილური კონდიციონერი.

ფანჯრის კონდიციონერი


okonnie-kondicioneri
ფანჯარაში ან თხელ კედელში მონტაჟდება, ისე, რომ კორპუსის უკანა ნაწილი ქუჩის მხარესაა განთავსებული. ამ ტიპის კონდიციონერების უპირატესობა მისი დაბალი ფასი და მარტივი მონტაჟია. მოწყობილობას შენობის ჰაერის მოცულობის 10-20 % გაწოვის შესაძლებლობა გააჩნია. წლების წინ კონდიციონერის ეს ტიპი პოპულარული იყო, თუმცა დღეს მასზე მოთხოვნა ნაკლებია. ფანჯრის კონდიციონერი ხმაურით მუშაობს. ამასთან მათი დამონტაჟებისას თერმოიზოლაცია ირღვევა და ზამთარში ქუჩის ცივი ჰაერი ადვილად შენობაში ადვილად აღწევს.


მობილური კონდიციონერი


rogor_shevarchiot_kondicioneri (8)ამ ტიპის კლიმატური ტექნიკის დაყენება დამოუკიდებლად შეგიძლიათ . ამ ტიპის მოწყობილობა ოთახებში გადაადგილების შესაძლებლობასაც გაძლევთ. დამონტაჟებისას სარკმელში ან კედელში თერმოიზოლირებული მილის გაყვანა მოგიწევთ. ზოგიერთი მობილური კონდიციონერი დაკომპლექტებულია ფილტრებით, იონიზატორებით. კონდიციონერის უარყოფითი მხარეებია მაღალი დონის ხმაური, საკმაოდ მაღალი ფასი და სხვა კონდიციონერბეთან შედარებით კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნების ნაკლებიშესაძლებლობა.

კონდიციონერის სიმძლავრე


კონდიციონერის სიმძლავრეზე დამოკიდებულია მისი მუშაობის ეფექტურობა. კონდიციონერის სიმძლავრის სორად გათვლა მნიშვნელოვანია, რადგან ნაკლები სიმძლავრის მოწყობილობა თავის ამოცანას ვერ გაუმკლავდება, ხოლო ძლიერი კი გამუდმებით ჩაირთვება და გაითიშება, რაც თავის მხრივ სისტემის გაცვეთას გამოიწვევს. კონდიციონერის სწორად შესარჩევად უნდა გაითვალისწინოთ შენობის თავისებურებები. 1. გადათვალეთ გაციების სიმძლავრის 1000 W შენობის თითოეულ 8-10 მ² -ზე. 2. თუ კი მზიანი შენობაა, მიღებულ შედეგს კიდევ 20-30% დაუმატეთ. 3. შენობაში არსებული ტექნიკის რაოდენობაც გაითვალისწინეთ. მაგალითისთვის ერთ კომპიუტერზე 300 W მოდის. 4. ამ მაჩვენებლებს უნდა დაუმატოთ ადამიანების რაოდენობაც. ოფისებში ერთ ადამიანზე 100 W უნდა მოიაროთ, ხოლო ისეთ ადგილებში სადაც ადამიანები ფიზიკურად შრომობენ და რესტორნებში საშუალოდ 300 W უნდა გაითვალისწინოთ.

იქიდან გამომდინარე, რომ კლიმატური ტექნიკა ამერიკული გამოგონებაა ზოგიერთი მაჩვენებელი მათი სისტემის მიხედვით ითვლება. სიმძლავრე ხშირად ითვლება BTU-ში. 1 W≈ 3,412 BTU. ცხრილში მოყვანილია ფართობისა და სიმძლავრის შეფარდება, რომლის დახმარებითაც თქვენ ადვილად შეარჩევთ სასურველ კონდიციონერს.

Untitled-1 copy

კონდიციონერის ძირითადი ფუნქციები


გაგრილება და გათბობა


rogor_shevarchiot_kondicioneri (8)  

კონდიციონერის ძირითადი ფუნქციები შენობის გაციება და გათბობაა. გათბობის რეჟიმს გარკვეული ნიუანსები ახლავს, ამიტომ მათ უფრო დეტალურად განვიხილავთ. ნებისმიერი კონდიციონერის შემთხვევაში გათბობის რეჟიმი ორიენტირებულია შემოდგა -გაზაფხულის სეზონისთვის და არა ზამთრისთვის. გათბობის რეჟიმის დაბალი საზღვარი -5°С - +5°С -მდე მერყეობს. “ თბილი კონდიციონერი” მოხმარებადი ელექტრო ენერგიაზე 3-4 ჯერ მეტ სითბოს გამოჰყობს- შესაბამისად მისი შემოდგომა-გაზაფხულზე გამოყენებას აზრი აქვს. მაგრამ უფრო დაბალი ტემპერატურის დროს ფრეონისა და კომპრესორის ზეთის ფიზიკური მახასიათებლები იცვლება . რის შედეგად სტარტის დროს კომპრესორი გაიჭედება და მისი გამოცვლა მოგიწევთ. კომპრესორმა სტარტის დროს რომც არ შეყვიტოს მუშაობა, ასეთ პირობებში მომუშავე კონდიციონერი 2-3 წელში გამოვა წყობილებიდან. იმისთვის, რომ კონდიციონერმა ზამტარშიც იმუშავოს მასში დამატებით ბლოკს აშენებენ. “ ზამთრის კომპლექტი” ან “ ყველა სეზონის ბლოკი” დრენაჟსა და კომპრესორის ნაწილებს ათბობს. ამ შემთხვევაში კონდიციონერს -15°С… -30°С-ზე შეუძლია მუშაობა. მაგრამ -20°С-ზე კონდიციონერის მოქმედება ნომინალურ მაჩვენებელთან შედარებით 3-ჯრ ეცემა. სწორედ ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ზამთრის პერიოდში გათბობის უფრო ეკონომიურ მეთოდს მიმართავდთ.

ვენტილაცია
  

296700
ვენტილაციის რეჟიმი შენობაში ჰაერის თანაბარი განაწილებისთვის გამოიყენება. ამ რეჟიმში მხოლოდ შიდა ბლოკის ვენტილატორი მუშაობს, კომპრესორი კი ჩაურთველი რჩება. ამ რეჟიმის გამოყენება ზამთარში შეგიძლიათ, როდესაც თბილი ჰაერი ზემოთ გროვდება, ხოლო იატაკი ცივი რჩება.

ავტომატური რეჟიმი


ამ რეჟიმის დროს კონდიციონერი მუშაობის რეჟიმს თავისით ირჩევს და კომფორტულ ტემპერატურას ინარჩუნებს.

გამოშრობა


ამ შემთხვევაში კონდიციონერი ჰაერში სინოტივეს ამცირებს. გაგრილებას, ყოველთვის თან ახლავს ჰაერის გამოშრობა. მაგრამ ამ რეჟიმში ხდება უბრალოდ ჰაერის გამოშრობა და არა ტემპერატურის დაწევა.

ჰაერის ნაკადის მიმართულება


ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირება კონდიციონერში ჟალუზების დახმარებით ხდება. მათ 5-7 ფიქსირებული მდგომარეობა გააჩნიათ. გაციების რეჟიმში ჰაერის ნაკადს ჭერის გასვრივ ამისამართებენ, ხოლო გათბობის რეჟიმში კი ის ქვემოთ არის მიმართული.

ტაიმერი


ტაიმერის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ კონდიციონერის ჩართვისა და გამორთვის დრო. ამ სასარგებლო ფუნქციით თქვენ შეგიძლიათ დააპროგრამოთ კონდიციონერი, ჩაირთოს თქვენს სამსახურიდან დაბრუნებამდე ერთი საათით ადრე.

ღამის რეჟიმი


ამ რეჟიმის ჩართვის შემდეგ კონდიციონერი ვენტილატორის მუშაობის მინიმალურ სიჩქარეს იყენებს , ხოლო ტემპერატურას რეჟიმიდან გამომდინარე 2-3 გრადუსით წევს. 7 საათის შემდეგ ღამის რეჟიმის დრო იწურება და კონდიციონერი ითიშება.

დამონტაჟება


 kondicioneris_montajiკონდიციონერის შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ მისი დამონტაჯების საკითხიც. ხარისხიანი მონტაჟი კონდიციონერის გამართულად მუშაობის საწინდარია. როგორც პრაქტიკა აჩვენებს 85% -ის შემთხვევაში კონდიციონერის უხარისხო ან გაუმართავი მუშაობა მის არასწორ მონტაჟთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ საკითხს დიდი ყურადღება დაუთმეთ. ჩვენ კონდიციონერებს სერვის ცენტრების კვალიფიკაციური ხელოსნები ამონტაჟებენ. მათ აქვთ ყველა საჭირო იაღარი და გამოცდილება კონდიციონერის დასამონტაჟებლად
ზევით