არ არის გაყიდვაში

საუკეთესო ავტომაგნიტოფონების რეიტინგი


საუკეთესო ავტომობილის მაგნიტოფონებად Pioneer, Panasonic, Sony, JVC, Blaupunkt, Kenwood, Alpine, Clarion-ისა და Nakamichi-ის ბრენდები ითვლება. ყველა მათგანი იაპონური წარმოებისაა. ისინი მხოლოდ ჟღერადობით განსხვავდებიან, სანდოობითა და გამძლეობით კი ყველა ერთნაირად კარგია.

Lg-Car-Music-Players  

ლიდერი ავტომაგნიტოფონები


ჟღერადობის მიხედვით საუკეთესო ავტომაგნიტოფონების რეიტინგის ლიდერი Alpine-ია. თუმცა მისი ჟღერადობა არ არის ისეთი მკვეთრი როგორც “Clarion”-ის. Alpine-ი სუფთა ხმითა და ხმის სიხშირეთა საუკეთესო დაყოფით გამოირჩევა.

avtomagnitofoni12  ბაზარზე საუკეთესო ავტომაგნიტოფონებს შორისაა Pioneer-იც. ეს mp3 ავტომაგნიტოფონები ღრმა ბასებით და გამოკვეთილი მაღალი სიხშირეებით გამოირჩევა, თუმცა საშუალო სიხშირეების მაჩვენებლები არც თუ ისე მაღალი აქვს.

Kenwood-ის ფირმაც Pioneer-ის მსგავსად დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიხშირეები თანაბრადაა განაწილებული, თუმცა ხმის ჟღერადობა უფრო გაფანტული და შეუკვრელია.

Panasonic-ის ავტომაგნიტოფონები ძლიერი ბასებით არის ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მაღალი სიხშირის მუსიკას არ აწარმოებს. უბრალოდ, კომპანიამ აქცენტი ბასებზე გააკეთა.

გაყიდვადი JVC-ის ავტომაგნიტოფონები თავისი სანდოობით გამოირჩევიან. თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი უფრო მგრძნობიარეები სითბოს მიმართ არიან. ღუმელის ჩართვისას მას დამცავი მექანიზმი ერთვება და ავტომაგნიტოფონი ითიშება. ისინი ჟღერადობით Pioneer-ს ძალიან გვანან.

რატომ Pioneer-ი ?



unnamed copy Pioneer-ის ავტომაგნიტოფონები გამოირჩევა კარგი ფუნქციონალურობით. სწორედ ამიტომ მძღოლები მას უპირატესობას ანიჭებენ. პიონერის ავტომაგნიტოფონი თავისი მაღალი ხარისხითა და კარგი ჟღერადობით ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას უპასუხებს. შეიძინეთ Pioneer-ის ავტომაგნიტოფონი და დარწმუნებული იყავით თქვენს არჩევანში. პიონერი ნებისმიერ დინამიკებს “ამოქაჩავს”. ყველაზე ცუდი დინამიკების შემთხვევაშიც კი, თქვენ სავსებით კარგი ჟღერადობის ხმას მიიღებთ, ხოლო თუ თქვენ კარგ დინამიკებსაც შეარჩევთ, მაშინ თქვენი არჩევანით 100% -ით კმაყოფილი დარჩებით. ამასთან პიონერი ფუნქციონალურობითაც საკმაოდ დატვირთულია.

ჩამოთვლილი ავტომაგნიტოფონები იაპონური ფირმისაა, თუმცა მათ სხვადასხვა ქვეყანაში აწყობენ. ხარჯების შემცირების მიზნით იაპონელები პროდუქციას ქვეყნის გარეთ აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში წარმოების ხარისხს უშუალოდ იაპონელები აკონტროლებენ.

ჩვენ ავტომაგნიტოფონების საუკეთესო ბრენდების სია წარმოგიდგინეთ. დროა სწორი არჩევანი გააკეთოთ ;)
ზევით