არ არის გაყიდვაში

რომელი უფრო მაგარია Android-ი, iOS-ი, თუ Windows Phone-ი


ინოვაციური ტექნოლოგიების ჟურნალმა CHIP-მა Android 4.3 , iOS 7-სა და Windows Phone 8-ს ტესტირება ჩაუტარა. CHIP-მა სამივე მოდელის სუსტი და ძლიერი მხარეები, ფუნქციონალურობა, მოხმარების მოხერხებულობა და უსაფრთხოება განიხილა.

20121225_w8VSiOS_splash

iOS 7


Apple ექვსი წლის განმავლობაში iOS-ის ინტერფეისს არ შეხებია. 2007 წლის ივნისში კი ინოვაციური iPhone OS გამოუშვა. ამასთან Apple-მა უარი თქვა, არამარტო დესქთოფის მსგავსი ინტერფეისისგან, არამედ ისეთი სასარგებლო ფუნქციებისგან როგორიცაა მონაცემების გაცვლა და მრავალფუნქციურობა. iOS 7-ში კომპანიამ მრავალფუნქციურობა გააუმჯობესა, მთლიანად შეცვალა ინტერფესი - ის უფრო აბსტრაქტული, თანამედროვე და ადვილი გახადა. iOS 7-მა სხვა დამატებითი ფუნქციებიც მიიღო, რომლებმაც “ეკოსისტემა” iTunes-ში ცხოვრება უნდა გაამარტივოს.



iOS 7-მაევოლუცია ნამდვილად განიცადა, მაგრამ მას რაიმე სიახლე და ინოვაცია არ შემოუტანია. მისი დამატებითი ფუნქციები სხვა სისტემების მომხმარებლებისთვის უკვე ცნობილია. ძირითადი ცვლილება მის დიზაინშია-ფერები უფრო მკვეთრი და კაშკაშა, სიმბოლოები აბსტრაქტული, ხოლო შრიფტი უფრო დახვეწილი გახდა. iOS 7-მა ვიდჟეტების მხარდაჭერაც ვერ მიიღო, ამის მიუხედავად საათის სიმბოლო ანიმირებული გახდა და ის თარიღის შეცვლის პრინციპით იცვლება. “ ამინდის” სიმბოლო ამინდის რეალურ მდგომარეობასაც არ ასახავს.

Untitled-2   

მოხერხებული მრავალფუნქციურობა


ახალი ძებნის ფანჯრის გახსნა მომხმარებელს მთავარი ეკრანის ნებისმიერ გვერდზე ერთი თითის ჩამოწევით შეუძლია. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მხოლოდ Apple-მა განაცხადა უარი აპლიკაციების ცალკე მენიუს შექმნაზე. ვისაც ტელეფონში ბევრი აპლიკაცია აქვს, მას მათი დახარისხება ან ძიების გამოყენება მოუწევთ. პროგრამებს დაემატათ ავტომატური განახლების ფუნქცია. გაშვებული პროგრამების გადართვის რეალიზაციის ახალი პროგრამა ყველა აპლიკაციის ფონურ მუშაობას უშვებს.

3

iOS 7-ის ძლიერი მხარე სამომხმარებლო გრაფიკული ინტერფეისისა და აპლიკაციების შეთანხმებით მუშაობაა. თუმცა  ტელეფონის მართვა ცოტა გართულებულია. მაგ.: აპლიკაცია “რუქა” ადგილმდებარეობას მხოლოდ sms, Facebook, Twitter-ისა და ფოსტის საშუალებით გადასცემს, სხვა პროგრამებს ამის გაკეთება არ შეუძლიათ. Apple-ისთვის “უცხო” ფორმატის ფაილების გაშვებისას გარკვეული სირთულეები იქმნება; ინფორმაციის გადაცემისას კი აუცილებელია iTunes-ი. გასათვალისწინებელია, რომ iOS 7 იდეალურად მხოლოდ iPhone 5 -თან მუშაობდა, მის წინარე ვერსიებზე კი პროგრამას მუშაობა ძალიან უჭირდა.
 
Untitled-4

Android 4.3


Android 4.3 - ეს არის თანამედროვე, ელეგანტური სისტემა, რომელიც კომფორტულ მოხმარებას გვთავაზობს. Android 4.3 მისი მოწინავე ვერსიისგან განსხვავებით უფრო გაუმჯობესებული დეტალები აქვს. სისტემის ოპერაციული ინტერფეისი კი თითქმის არ შეცვლილა. Android-ის წილი ბაზარზე წინა წლებთან შედარებით ძალინ გაიზარდა, რაც სხვადასხვა ფასიანი მოწყობილობების მრავალფეროვნების არსებობამ განსაზღვრა. IDC კომპანიის ცნობით Android-ის სიტემას მსოფლიოს 80% მოიხმარს, ეს მაჩვენებელი 2010 წელს მხოლოდ 25%-ს შეადგენდა.

5

მოსახერხებელი


ამ სისტემის მთავარი მახასიათებელი მისი მოხერხებულობაა. მონაცემები თავისუფლად გადაიცემა ერთი აპლიკაციიდან მეორეზე ყოველგვარი შემოვლითი გზების გარეშე. იმისთვის რომ კომპიუტერიდან მულტიმედიური ფაილები გადაიტანოთ თქვენ უბრალოდ Windows-ის გამტარებელი უნდა გახსნათ. შეტყობინების ფუნქცია Google-მა ჯერ კიდევ 4.1-ის ვერსიაში განაახლა. ინფორმაცია მომხმარებელს შეტყობინების სახით მისდის და მას ამ მოვლენაზე პირდაპირი რეაგირების მოხდენის საშუალებაც აქვს. ღილაკზე ერთი შეხებით მომხმარებელი სწრაფი წვდომის მენიუში შედის,საიდანაც  სხვადასხვა ოპციის ჩართვა და გამორთვა შეიძლება. ღილაკ Home-ზე ხანგრძლივი დაჭერა თქვენ ავტომატურად  Google Now-ში გადაგიყვანთ. დღეს დღეობით ხმოვანი შეყვანა მხოლოდ Android-ს გააჩნია. ამასთან Google Now მომხმარებლის მოქმედებას გამუდმებით იწერს, რათა საჭირო ინფორმაცია დამოუკიდებლად და დროულად მიაწოდოს, მაგ: სპორტული ღონისძიებები, სიტუაცია გზაში და სხვა. Nexus 4-ზე პროგრამა შეუფერხებლად მუშაობს. ტექნოლოგია Project Butter-ი გამოსახულების რეგენერაციის სიხშირეს 60 GHZ-მდე ზრდის. 4.3 ვერსიაში Google-ის დამატების დროს ტექნოლოგიურმა ჯგუფმა ინფორმაციის სრულფასოვან ჩაწერაზეც იზრუნა. Android-ი თავისი ღიაობის მიუხედავად კარგადაა დაცული. Play Store-ში  მავნე პროგრამული უზრუნველყოფა არ არის, რადგან Google-ი მათ ამოწმებს. თუ კი კომპანია აღმოაჩენს რაიმე მავნე პროგრამას ის მაშინვე იშლება. ამის მიუხედავად სისტემა აბსოლუტურად უსაფრთხო არ არის. თუ თქვენ პროგრამას გადაუმოწმებელი საიტიდან გადმოიწერთ შესაძლებელია მას ტროიანი ან სხვა ვირუსული პროგრამა, რომელიც ფასიან შეტყობინებებს აგზავნის, გადმოჰყვეს. Google Play-ს შემთხვევაშიც მომხდარა გარკვეული ექსცესები, რის გამოც დღეს ამ აპლიკაციებს უფრო ყურადღებით ამოწმებენ.

 6

Win Phone 8


Win Phone 8-ს ბაზრის მხოლოდ 3,7% უკავია. ეს ძირითადად Nokia Lumia-თია განპირობებული. ამ სისტემით თქვენ სხვადასხვა ღირებულების ტელეფონს ნახავთ, დაწყებული პრემიუმ კლასის სმარტფონი Lumia 1020-ით და მაღალბიუჯეტიანი Huawei Ascend WI-ით დამთავრებული. ამ სისტემის ფუნქციონალურობა და მოხერხებულობა მომხმარებელს ვერ აკვირვებს. სისტემას არ გააჩნია ისეთი სასარგებლო აპლიკაციები როგორიცაა Dropbox და SoundCloud. You Tube-ის გაშვებისას შეცდომა ფიქსირდება, TuneInRadio არასტაბილურად მუშაობს, Spotify-ს კი შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

7

გაუგებარი ინტერფეისი


Microsoft-ის სისტემა, რომელიც აპლიკაციებს მინი ვიჯეტების სახით აჩვენებს გამორჩეულ სტილს ქმნის, მაგრამ არეულად გამოიყურება. ზოგიერთი სიმბოლო ერთნაირი ფერისაა და აღმნიშვნელი წარწერა არ გააჩნია. ამასთან შეუძლებელია დახარისხებული აპლიკაციების ფაილების შექმნა. Win Phone 8-ის მომხმარებლებს გამუდმებული ძებნა და სქროლინგი უწევთ. განსაკუთრებით ცუდად გამოიყურება Marketplace, რადგან აპლიკაციის დათვალიერებისას მართვის ელემენტები და მთავარი ფუნქციები არ ჩანს. სწორედ ამიტომ მომხმარებელი მთავარ მენიუში დაბრუნებას მხოლოდ ღილაკზე “უკან” მრავალჯერადი დაჭერის შემდეგ მოახერხებს. არ მუშაობს კომპიუტერის Outlook-ის ლოკალური სინქრონიზაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ Microsoft-მა Zune-ზე უარი განაცხადა, რაც ერთობ კარგი ამბავია. სისტემაში შესაძლებელია ჯგუფის შექმნა და შეტყობინებისა და სხვა მასალის გაცვლა ჯგუფის წევრებში, რომელთაც არ აქვთ Win Phone 8. სასარგებლოა “სტუმრის” რეჟიმიც სახელად “ბავშვის კუთხე”- ამ რეჟიმში ხელმისაწვდომი მხოლოდ ტქვენს მიერ არჩეული აპლიკაციები ხელმისაწვდომი იქნება.

 8

ფუნქციონალურობა, კომფორტი და უსაფრთხოება


ობიექტური შეფასებისთვის ექსპერტებმა ოპერაციული სისტემების 200-მდე ფუნქცია განიხილეს.

ფუნქციონალურობა (40%)


აქ შედის სისტემის ხარისხი, მულტიმედიური შესაძლებლობები, მოვლენებისა და კონტაქტების მართვა, სისტემური ფუნქციები, რომლებიც ტელეფონსა და პლანშეტს სხვა მოწყობილობებთან აკავშირებს.

მოხმარების სიმარტივე (30 %)


ამ კატეგორიაში ტესტირება ეკრანის ბლოკირების ფუნქციას, მთავარ ეკრანს, აპლიკაციების მენიუს, აპლიკაციების მაღაზიას, სისტემურ აპლიკაციებსა და მონაცემების გადაცემას ჩაუტარდა.

9

უსაფრთხოება და დაცვა (30 %)


პროგრამებს  არასანქცირებულ პროგრამებზე  წვდომა არ უნდა ჰქონდეთ, პროგრამული უზრუნველყოფის მაღაზია კი  სანდო და უსაფრთხო უნდა იყოს. Android 4.3-სა და iOS 7 -ს საკუთარი ინდივიდუალური უპირატესოსბები გააჩნიათ და სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის საინტერესოა. Windows Phone-ი კარგი ოპერაციული სისტემაა, თუმცა მას  გარკვეული ფუნქციები და ვიზუალური მხარე აკლია.

Android 4.3 ეს არის ელეგანტური და მრავალმხრივი სისტემა, რომელიც ადამიანს უამრავ შესაძლებლობას აძლევს.

iOS 7-ის განახლებული ინტერფეისი, ინტეგრირებული ახალი ფუნქციები და მულტიმედიური კონტენტის სიმრავლე ბევრ მომხმარებელს დააინტერესებს.

Win Phone 8 საინტერესო ინტერფეისით გვხიბლავს, თუმცა დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას ტოვებს.


სისტემების შესადარებელი ტესტი


სისტემა



Android 4.3

IOS 7

Win Phone 8

მწარმოებელი

Google Apple Microsoft
ფუნქციონალურობა 40%

95 80 64
მართვის მოხერხებულობა 30%

92 92 79
უსაფრთხოება/ მონაცემების დაცვა 30%

78 97 90

ფუნქციონალურობა


აპლიკაციები

ძალიან ბევრი: ფილმები, მუსიკა, წიგნები(ჟურნალების ნაკლებობა) ძალიან ბევრი: ფილმები, მუსიკა, წიგნები მათ შორის ჟურნალებიც საშუალო რაოდენობა: ფილმები, მუსიკა,წიგნები
ნავიგაცია

საცობები საცობები Nokia Drive ოფლაინი, საცობები, სიჩქარის შეზღუდვა
ეკვალაიზერი

პრესეტი, მექანიკური პარამეტრები MP3,AAC,WMA,OOG,FLAG პრესეტი/ MP3,AAC, Apple Lossless პრესეტი, მექანიკური პარამეტრები MP3,AAC,WMA, WMA Lossless
კამერის ფუნქციები

ლოკაცია, ტაიმერი,პანორამა HDR,ლოკაცია,პანორამა ლოკაცია,პანორამა
ვიდეოს აღწარმოება

MKV,MP4 MP4 MP4,WMV
ოფისი

დათვალიერება PDF დათვალიერება, რედაქტირება, ონლაინ წვდომა
აპლიკაციებს შორის მონაცემების გაცვლა

ძალიან მოხერხებული შეზღუდული საშუალო
აპლიკაციები

ამინდი, ტაიმერი, მაღვიძარა ამინდი, ტაიმერი, მაღვიძარა მაღვიძარა
USB ფუნქცია

დამამახსოვრებელი მოწყობილობა, ჰოსტი, აუდიო/ვიდეო შემავალი ჰოსტი, აუდიო/ვიდეო შემავალი დამამახსოვრებელი მოწყობილობა
უსადენო კავშირი

NFC, WI-FI Direct, Bluetooth 4.0 LE Bluetooth 4.0 LE, AirDrop NFC, Bluetooth 3.0 (4.0 LE ნოკიისთვის)
წვდომის წერტილის რეჟიმი

WI-FI, USB, Bluetooth WLAN, USB, Bluetooth WI-FI
VPN-SUPPORT; SIP-INTEGRATION VPN-SUPPORT; SIP-INTEGRATION VPN-SUPPORT -

მომსახურების კომფორტულობა



ინფორმაციული ცენტრი; სწრაფი პარამეტრები

კი კი -
კონტაქტი

ამორჩეული ნომრები, დაჯგუფების ფუნქცია ამორჩეული ნომრები დაჯგუფების ფუნქცია
კალენდარი

დღე, კვირა, თვე, დღის წესრიგი დღე, თვე, დღის წესრიგი დღე, თვე, დღის წესრიგი
სწრაფი ძებნა

კონტაქტი, აპლიკაცია, მუსიკა კონტაქტი, აპლიკაცია, მუსიკა, ფოსტა აპლიკაცია
ბრაუზერის სინქრონიზაცია

Chrome Safari Enternet Explorer
მომსახურება

კლავიატურა T9, კონტაქტების+სურათების პანელი, ფოსტის გადამისამართება მხოლოდ არჩეული,შავი სია კონტაქტების+სურათების პანელი (მხოლოდ Nokia-ს)
მელოდია

საკუთარი რინგტონის, მელოდიისა და მაღვიძარის დაყენება (MP3-ის დაკოპირება გამტარიდან) საკუთარი რინგტონის, მელოდიისა (რთული კონვერტაცია) და მაღვიძარის დაყენება საკუთარი რინგტონისა და მაღვიძარის დაყენება (MP3 არაუმეტეს 1 MB-ისა და 40 წამისა)
აპლიკაცია

მოსახერხებელი მაღაზია, დაყენების საშუალება სმარტფონი და კომპიუტერის ბრაუზერი, ავტოგანახლება მოსახერხებელი მაღაზია, დაყენების საშუალება სმარტფონი და iTunes, ავტოგანახლება არც თუ მოსახერხებელი მაღაზია, დაყენების საშუალება სმარტფონი
გადართვა აპლიკაციებს შორის

ძალიან თვალსაჩინო თვალსაჩინო დამაბნეველი

უსაფრთხოება



უსაფრთხოების სისტემა, დაშიფვრა

ქვიშის პრინციპი, სისტემა+მახსოვრობა ქვიშის პრინციპი, სისტემა+მახსოვრობა ქვიშის პრინციპი, SD ბარათი არ იშიფრება
აპლიკაციები

აპლიკაციების უსაფრთხო მაღაზია, სანდო წყაროდან დაყენება აპლიკაციების უსაფრთხო მაღაზია აპლიკაციების უსაფრთხო მაღაზია
აპლიკაციის უფლების ჩამორთმევა

- GPS, კონტაქტი, კალენდარი, ფოტო, მიკროფონი -
დაკარგვა

- ზარები, ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ბლოკირება, ინფორმაციის წაშლა ზარები, ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ბლოკირება, ინფორმაციის წაშლა
მავნე პროგრამული უზრუნველყოფისგან დაინფიცირების რისკი

ძალიან დაბალი (ევროპა) არ არის არ არის
"სტუმრის" რეჟიმი მხოლოდ პლანშეტურ ვერსიაში დაუსრულებელი კი
ზევით