არ არის გაყიდვაში

ნაყინის დროა !


ზაფხული მოვიდა! დროა ნაყინით გაგრილდეთ და  თავი გაინებივროთ. რა თქმა უნდა, ნაყინის ყიდვა მაღაზიებშიც შეიძლება, მაგრამ თქვენით მომზადებული ნაყინი მაინც სულ სხვაა, რაშიც ნაყინის დასამზადებული აპარატი დაგეხმარებათ. ინტერნეტში ნაყინის მომზადების უამრავ რეცეპტს იპოვით. ნაყინი, ერთი შეხედვით, ძალიან ადვილი მოსამზადებელია, თუმცა ეს არც ისე ადვილია. ამ გემრიელი დესერტის გაკეთება რამდენიმე ტექნოლოგიურ მომენტთანაა დაკავშირებული, რომლის დარღვევის დროს ნაყინის ტექსტურა მნიშვნელოვნად ირღვევა. ქარხანაში ნაყინის წარმოება მისი ინგრედიენტების არევით იწყება, მიღებულ მასას უტარდება პასტერიზაცია, რათა რძემჟავა ბაქტერიები მოისპოს. ქარხნული ნაყინი მაღაზიის დახლებზე მოხვედრამდე მომზადების კიდევ რამდენიმე სტადიას გადის. ნაყინის მომზადება თქვენ სახლშიც შეგიძლიათ.

nayini


გემრიელი ნაყინის საიდუმლო

ნებისმიერი ნაყინის მთავარი კომპონენტებია: რძე, ნაღები, შაქარი და შემადედებელი. შემადედებლის წყალობით ნაყინის ტექსტურა უფრო ნაზი ხდება. შემადედებელის ფუნქცია ჟელატინს, კვერცხის გულსა და სახამებელს აქვს. მათ გარეშე ნაყინი ძალიან მალე დადნება და უხეში ტექსტურა ექნება. ქარხნებში სხვა ნაკლებად ნატურალურ შემადედებლებს იყინებენ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა მოამზადოთ ნაყინი სახლის პირობებში. გემრიელი ნაყინის საიდუმლო -მისი მომზადების სისწორეში იმალება. ყველაზე გემრიელმა რეცეპტმაც კი შეიძლება არ გაამართლოს, თუ კი თქვენ ნაყინს არასწორად გაყინავთ. ყველაზე ადვილად ნაყინის მომზადება ნაყინის მოსამზადებელ აპარატშია შესაძლებელი.

ჯადოსნური მოწყობილობა

sanayineნაყინის დასამზადებელი მოწყობილობა ორი ტიპისაა მექანიკური და ავტომატური. დღეს მეტი პოპულარობით ავტომატური აპარატები სარგებლობენ. ავტომატური ნაყინის დასამზადებელი ავტომატურსა და ნახევრად ავტომატურ აგრეგატს მოიცავს. ავტომატურ სანაყინეებს სპეციალური გამაციებელი ბლოკი გააჩნია, რომელიც თავისით აციებს და ყინავს აღნიშნულ მასას. ნახევრად ავტომატური ნაყინის დასამზადებელის შემთხვევაში კი ნაყინის მოსამზადებელი რეზერვუარი გარკვეული დროით წინასწარ უნდა მოათავსოთ მაცივრის საყინულეში.
ნაყინის დასამზადებელი მოწყობილობის მუშაობის პროცესი ძალიან მარტივია: ის ერთდროულად ურევს და ყინავს მასას. აპარატში ნაყინის მასა ითქვიფება და ჰაერით მდიდრდება. 30-40 წუთში თქვენი გემრიელი დესერტი მზად არის, სწრაფად გადაიღეთ ნაყინი ფორმებში და საყინულეში მოათავსეთ. რა თქმა უნდა, ნაყინის მომზადება ნაყინის აპარატის გარეშეც შეიძლება, მაგრამ ეს ბევრად უფრო შრომატევადი პროცესია. დესერტის მასის არევისა და მისი საყინულეში მოთავსების შემდეგ  რამდენიმე საათის განმავლობაში, 15 წუთის ინტერვალით, თხევადი ნაყინის გამოღება და მისი ბლენდერით არევა მოგიწევთ.

როგორ შევარჩიოთ ნაყინის დასამზადებელი აპარატი?

სანაყინე მოწყობილობის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

კორპუსისა და ჯამის მასალაnayinis_aparati 

ამ ტიპის მოწყობილობას ძირითადად პლასტმასის ან უჟანგავი ფოლადის ჯამი აქვს. უჟანგავი ფოლადის ჯამი ბევრად უკეთესია სიმყარის, გამძლეობისა და ჰიგიენურობის მხრივ, პლასტმასის კი დაბალი ფასით. თუ კი თქვენ სანაყინე აპარატით სარგებლობას ხშირად არ აპირებთ, მაშინ პლასტმასის ჯამიანი სანაყინის ყიდვაც შეგიძლიათ.

ჯამის მოცულობა

გაითვალისწინეთ, რომ 1 ლიტრის მოცულობის ჯამიდან ნაყინის 4-6 პორციის დამზადება შეგიძლიათ. სანაყინე აპარატის მოცულობა თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით შეარჩიეთ.

სიმძლავრე

კომპრესორის გარეშე ნაყინის დასამზადებლები სულ რაღაც 4-35 W მოიხმარენ, ხოლო ანალოგიური კომპრესორიანები კი 150-200 W . თუმცა ნუ ჩათვლით, რომ რაც უფრო მაღალი სიმძლავრე აქვს აპარატს მით უფრო სწრაფად და უკეთესად მოამზადებს ნაყინს. ამ მაჩვენებლის მიუხედავად ნებისმიერი სანაყინე კარგად უმკლავდება თავის საქმეს.

ნაყინის დასამზადებელის გამოყენების რჩევები


ნაყინის აპარატის გამოყენებისას  რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. იმისთვის, რომ არ დააზიანოთ მოწყობილობის ჯამი, ნაყინის ამოსაღებად ხის კოვზი გამოიყენეთ. ნაყინის მომზადების შემდეგ აუცილებლად გარეცხეთ ჯამი და მოსარევი ნიჩბები. ამასთან, აუცილებელია დაიცვათ ინსტრუქციაში მოყვანილი დანადგარის ექსპლუატაციის რჩევები.

ნაყინის მომზადების რეცეპტი

nayini< style="font-size: 1.17em;">ინგრედიენტები:
• 200 მლ (33%-იანი) ნაღები
• 3 კვერცხის გული
• ¼ ჭიქა რძე
• ¼ ჭიქა შაქარი
• დამატებით: შოკოლადი, მურაბა, ხილი და სხვა.

მომზადება

მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე, ნაღები აქაფებამდე ათქვიფეთ. კვერცხის გული და შაქარი ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ რძე და დადგით ცეცხლზე. მიღებულ მასას გასქელებამდე გამუდმებით უნდა ურიოთ. მასის შესქელების შემდეგ ის გასაცივებლად ცივი წყლით ავსებულ ჯამში გადაიტანეთ და ურიეთ. გაგრილების შემდეგ აღნიშნული კონსისტენცია მიქსერით 7-8 წუთის განმავლობაში, საშუალო და შემდეგ სწრაფი რეჟიმით, ათქვიფეთ. ათქვეფილ მასას  ნაღები დაუმატეთ,  სანაყინეში ჩაასხით და აპარატი ჩართეთ. როდესაც ნაყინის დასამზადებელი აპარატი მუშაობას დაასრულებს, ნაყინი კონტეინერში გადაიტანეთ და  საყინულეში მოათავსეთ.


ზევით