არ არის გაყიდვაში

რატომ უნდა შეიძინოთ lenovo-ს Yoga


რამდენჯერ გიფიქრიათ ყველა საქმის მიტოვებასა და სამოგზაუროდ წასვლაზე? ალბათ ბევრჯერ, მაგრამ იმის გამო, რომ მოგზაურობისას სამსახურის  საქმეებს ვერ მოაგვარებთ გამგზავრება გადაგიდიათ. lenovo-ს Yoga-სთან ერთად ამ სიამოვნებაზე უარის თქმა აღარ მოგიწევთ.
 
  reason_photo_2


იყავი მოდური


Yoga - ში Intel -ის Haswell-ის არქიტექტურის უახლესი პროცესორი, წარმოუდგენელი სიძლიერე, touchscreen-ი, თანამედროვე დიზაინი, კომპაქტურობა და სიმსუბუქეა გაერთიანებული. Yoga-სთან ერთად თქვენ მუდამ ყურადღების ცენტრში იქნებით. განურჩევლად ადგილმდებარეობისა, ყველა საქმის მოგვარებას უკვე საუკეთესოდ შეძლებთ.

  reason_photo_5

თავისუფლება Yoga-სთან ერთად


Yoga მოქმედების სრულ თავისუფლებას მოგანიჭებთ. თქვენზეა დამოკიდებული მსოფლიოს რომელი წერტილიდან გირჩევნიათ მუშაობა. ჩვეულებრივ ნოთბუქებში გარკვეული მოქმედების შერულება შეზღუდულია და ეს მომხმარებელს დიდ დისკომფორტს უქმნის. Yoga მსგავს პრობლემებს დაგავიწყებთ. საშუალება გეძლევათ 13,3 “-იანი, IPS მატრიცის მქონე 3200×1800 გაფართოების დისპლეით იმუშავოთ, რომელიც 10-მდე ერთდროულ შეხებას არჩევს. ტრანსფორმერი მხოლოდ 1,39 კგ-ს იწონის. ის პლანშეტის როლსაც ითავსებს.  MicroHDMI -ის წყალობით კი თქვენ მას მულტიმედიურ ცენტრად გადააქცევთ. ულტრაბუქების უმეტეტობას ძალიან თხელი და ადვილად მსხვრევადი კორპუსი აქვს. Yoga -ს შემქმნელებმა ეს ფაქტი გაითვალისწინეს და ნოუთბუქის კორპუსისთვის სპეციალური მყარი დიზაინი შეიმუშავეს. გადაიღეთ სურათები და დაწერეთ მუსიკა Yoga-სთან ერთად. SD-სლოტის დახმარებით, გადაღებული ფოტოების გადარჩევას მომენტალურად შეძლებთ, ხოლო Dolby Home Theater-ის ხმის ტექნოლოგიით არაჩვეულებრივი ჟღერადობის კომპოზიციებს შექმნით.
 
 reason_photo_3

ყველაფერი ერთ მოწყობილობაში


Yoga თავის თავში პლანშეტს, ნოუთბუქს, ელექტრონულ საკითხავს და კიდევ სხვა დევაისებს მოიცავს. Yoga საინტერესო ფუნქციებითა და შესაძლებლობებითაა დატვირთული. Lenovo Motion Control და Lenovo Voice Control ტექნოლოგიების დახმარებით ჟესტიკულაციისა და ხმოვანი ბრძანებების საშუალებით დევაისის მართვას შეძლებთ.

reason_photo_4

გასაოცარია, არა?! თქვენ აღარ მოგიწევთ აპლიკაციის ჩატვირთვის ლოდინი. შეასრულეთ ყველა მოქმედება სწრაფად და შეუფერხებლად - Yoga-ს SSD ხომ 512 GB-იანი მოცულობისაა. სხვათაშორის, ტრანსფორმერმა ყველა სერიოზული ეკოლოგიური ტესტი წარმატებით გაიარა და Green Mark-ის სერტიფიკატიც მიიღო ;)

 


ზევით