არ არის გაყიდვაში

საუკეთესო ანტივირუსი Android-ისთვის

მობილურის უსაფრთხოების პროგრამებიდან ხელმისაწვდომია როგორც უფასო, ასევე ფასიანი პროგრამები. უფასო აპლიკაციები დაცვის უნარითა და ხარისხით გამოირჩევიან. საიტმა Tom's Hardware-მა მობილურის საუკეთესო დამცავი პროგრამების ხუთეული გამოავლინა. რეიტინგში მათი ადგილი შემდეგი კრიტერიუმებით განისაზღვრა: აპლიკაციის დაყენების სიმარტივე, ინტერფეისი, usability (გამოყენებადობა), დამატებითი ფუნქციები და, რა თქმა უნდა, თქვენი სმრატფონის დაცვის უნარი.
ექსპერიმენტის ავტორებმა უსაფრთხოების ტესტის ჩასატარებლად AV-Test-ის მონაცემები გამოიყენეს. მოცემული რესურსი ანტივირუსის რეიტინგს, მათ მიერ საფრთხის აღმოჩენის ხარისხის მიხედვით ადგენს. ექსპერიმენტატორებმა ანტივირუსის მოქმედების შესამოწმებლად Samsung Galaxy S4-ი EICAR-ით დაავირუსეს. ასევე, Geekbench 3-ის წყალობით ანტივირუსის გააქტიურების შემდეგ მობილურის მუშაობის ხარისხი გამოიკვლიეს.

წარმოგიდგენთ გამარჯვებულებს :)

sauketeso_antivirusi (4)  


Android | №1: Avast! Mobile Security & Antivirus

ამ პროგრამას არაჩვეულებრივი ანტივირუსული დაცვა აქვს, მაგრამ Avast! Mobile Security & Antivirus დამატებითი ფუნქციების ასორტიმენტი ნამდვილად ყველას გაგაოცებთ. Avast-ი ბევრ ფასიან ანალოგს არაფრით ჩამოუვარდება. Avast-ის პრემიალურ ვერსიაში ყველაფერია: კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის რეკომენდაციები, შავი სია და სხვადასხვა ოპცია რუტირებული სმარტფონებისთვის. აპლიკაციის ინტერფეისი კარგადაა აწყობილი და ის მარტივ, ადვილად გასაგებ და მოხერხებულ მოხმარებას გთავაზობთ. Avast Mobile Security & Antivirus მობილურის კარგ დაცვასა და სმარტფონის რეზერვის დაკოპირების ფუნქციას გთავაზობთ. AV-Test -ში შედარებით დაბალი მაჩვენებლები და ცალკეული ფუნქციების ცალკეული აპლიკაციები ანტივირუსის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს.

sauketeso_antivirusi 


Android | №2: Lookout Mobile Security

Lookout Mobile Security -ი მწარმოებელი კომპანია სპეციალიზირებულია მხოლოდ მობილურ ტელეფონებზე. ანტივირუსი მობილურის მუშაობას არ აფერხებს, გამოირჩევა კარგი დიზაინით, კონფიდენციალურობის დაცვის ფუნქციების მრავალფეროვნებასა და მობილურის მოპარვის შემთხვევაში მისი დაცვის სისტემებს გვთავაზობს. თვეში 3 $ ან 30 $-ად წელიწადში Lookout-ი თქვენი სმარტფონის იდეალურ დაცვას უზრუნველყოფს. არაჩვეულებრივი დიზაინი, სწრაფი სკანირება , ფუნქცია Privacy Advisor და სარეკლამო პროგრამების სკანირება სმარტფონის მუშაობის გადატვირთვის გარეშე - აი, რას გვთავაზობს Lookout -ი! აპლიკაციის მინუსად შეიძლება ჩაითვალოს: შავი სიების არ ქონა, სამომხმარებლო პროფილის შექმნის შეუძლებლობა, აპლიკაციების უსაფრთხოება და ვირუსის აღმოჩენის შედარებით დაბალი დონე.  
 

sauketeso_antivirusi (5) 


Android | №3: McAfee Mobile Security

McAfee-მა მობილურის დაცვის არაჩვეულებრი გადაწყვეტა შემოგვთავაზა. აპლიკაციას ვირუსის აღმოჩენის მაღალი დონე, ოპციების მრავალფეროვნება, მრავალფუნქციური და მოსახერხებელი ინტერფეისი გააჩნია. აღსანიშნავია ფუნქცია Data Exposure , რომელიც თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას გთავაზობთ. აპლიკაციას აქვს მარტივი და გასაგები ინტერფეისი- ყველაზე რთული ფუნქციაც კი თქვენთვის გასაგები გახდება. ანტივირუსის პრემიალური ვერსია ხელმისაწვდომია წელიწადში სულ რაღაც 29,99 $-ად. აპლიკაციას არ გააჩნია ვებ-დაცვის Chrome-ის მხარდაჭერა, ხოლო სკანირებისას სმარტფონს შენელებული მუშაობა ახასიათებს.
 

sauketeso_antivirusi (5) 


Android | №4: Kaspersky Internet Security

Kaspersky-მა სმარტფონის დაცვის აპლიკაციაც შემოგვთავაზა. პროგრამას ანტივირუსული დაცვის მაღალი დონე გააჩნია. აპლიკაციას რთული და ნაკლებად გასაგები ინტერფეისი აქვს, ზოგიერთმა სიმბოლომ შეიძლება დაგაბნიოთ კიდეც და შეცდომაში შეგიყვანოთ. სხვა აპლიკაციებთან შედარებით Kaspersky-ის უფრო ნაკლები უფასო და ფასიანი აპლიკაციები გააჩნია. ანტივირუსს ახასიათებს მოპარვისა და კონფიდენციალურობის დაცვის კარგი ფუნქციები SIM Watch და Privacy Protection, რაც მის სუსტ მხარეებს ავსებს.
 

sauketeso_antivirusi (3) 


Android | №5: Norton Mobile Security

Norton -ის აპლიკაციამ ვირუსების აღმოჩენის კარგი მონაცემები აჩვენა, თუმცა ფუნქციების ნაკლებობითა და usability-ით (გამოყენებადობით) გაგვანაწყენა. ამ პროგრამას წლიურად 29,99 $ -ად შეიძენთ. აპლიკაციის დადებით მხარეებად შეიძლება ჩაითვალოს sms-ბრძანაბების ვებ პორტალი, ფუნქცია SIM Lock (სმარტფონის დაბლოკვა sim ბარათის ამოღების შემთხვევაში).
 

sauketeso_antivirusi (2) 


 
როგორც ვხედავთ, რეიტინგის პირველი ადგილი Avast-ის აპლიკაციამ დაიკავა და, თქვენ უკვე იცით, თუ რომელი ანტივირუსია საუკეთესო თქვენი ანდროიდის დასაცავად.
 
ზევით