არ არის გაყიდვაში

რას უძლებს Samsung Galaxy S5


ძვირადღირებული ტელეფონის შეძენისას ნამდვილად არ გენდომებათ რომ მას, რამდენიმე დღეში, რამე დაემართოს.
ტექნიკის სუსტი მხარეების გამოსავლენად ტელეფონის მწარმოებლები საკუთარ პროდუქციაზე უამრავ ცდას ატარებენ. Samsung -მა ასეთი ცდები ახალ Galaxy S5-საც ჩაუტარა. ინჟინრებმა შეამოწმეს გაუძლებდა თუ არა ტელეფონი სიმაღლიდან ვარდნას, გადახურებას, ელექტრო-სტატიკურ შოკს და სხვა ზეწოლას. Samsung -მა პენოპლასტით დაფარული ოთახი, რომელიც რადიო ტალღებს შთანთქავს და ღია სივრცის იმიტაციას ქმნის, ტელეფონის რადიოს შესამოწმებლად გამოიყენა.

image 


ანტენების საშუალებით ინჟინრებმა გაარკვიეს მოახდენდა თუ არა ტელეფონის რადიაცია სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე გავლენას.

samsung_galaxy (2) 


სურათზე ნაჩვენები სითხის კონტეინერები ადამიანის სხეულში არსებული სითხის იმიტაციას ქმნიან. ამ ტესტით ადამიანის ორგანიზმზე ტელეფონის რადიაციის გავლენა დადგინდა.

samsung_galaxy (3) 


Samsung-მა ტელეფონის რადიაციაც გამოიკვლია. ყველა ქვეყანას რადიაციის საკუთარი დასაშვები პარამეტრი გააჩნია. Samsung-მა თითოეული მათგანის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ტელეფონები არ გაიყიდება.
Samsung Galaxy S5-ს წყალგამძლე და მტვრისგან დაცული კორპუსი აქვს. ტელეფონის კორპუსის შესაძლებლობები ამ კამერაში შემოწმდა.

samsung_galaxy (4) 


Samsung Galaxy S5-მა ტემპერატურის ზეწოლასაც გაუძლო. მკვლევარებმა ტელეფონი თერმულ კამერაში მოათვსეს, რომლშიც ტელეფონის მიერ სითბოს გამოყოფა დადგინდა. ცდამ აჩვენა, რომ ტელეფონი თერმულ კამერაში არ გაცხელდა და არც სხვადასხვა დავალებების შესრულებისას გადახურდა.

samsung_galaxy (5) 


სტატიკურ ელექტროენერგიას ტელეფონის დაზიანება შეუძლია. ინჟინრებმა, იმაში დასარწმუნებლად რომ Samsung S5-ი ელექტრო-სტატიკურ შოკს გაუძლებდა, სტატიკური ელექტროენერგიის იარაღი გამოიყენეს.

 samsung_galaxy (6) 


რამდენჯერ დააჭერთ home button-ს ტელეფონის მუშაობის განმავლობაში? ამას სურათზე ნაჩვენები სპეციალური მოწყობილობა იკვლევს.
ამ მოწყობილობაში ღილაკები home button-ს გამუდმებით აჭერენ, რათა ნახონ მისი მოქმედების ლიმიტი.

samsung_galaxy (12) 


ეს მანქანები იკვლევენ, თუ რამდენად უძლებს ტელეფონი დავარდნას. კომპანიამ მაღალსიჩქარიანი კამერების დახმარებით გაარკვიეს, თუ რომელი ნაწილია უფრო სუსტი, რომელი გაიღუნა ან გატყდა.

samsung_galaxy (7) 


 
Galaxy-ის კამერამ განათების განსხვავებულ პირობებში სხვადასხვა ტესტირება გაიარა.

samsung_galaxy (8) 


სურათზე გამოსახულმა თაღმა, კამერის ფლეშ განათების დიაპაზონი შეამოწმა.

samsung_galaxy (9) 


Galaxy S5-მა რიგი აუდიო ტესტირებაც გაიარა. შუშის კედლის მიღმა ტელეფონის ხმა სხვადასხვა ხმაურის პირობებში შემოწმდა.

samsung_galaxy (10) 



შემოწმება ტელეფონის მიკროფონმაც კი გაიარა.

samsung_galaxy (11) 



ინჟინრებმა ოთახში, სხვადასხვა ტიპის ფონური ხმაური შექმნეს, რათა ენახათ როგორ იმუშავებდა ტელეფონი ამ პირობებში. Galaxy S5-ს რეგიონების ლოკალური, სავარაუდო ხმაური მიუსადაგეს. მაგალითდ, ევროპისთვის განკუთვნილი Samsung S5-ი შედარებით სხვა პარამეტრებითაა დატვირთული, ვიდრე ჩინეთისთვის.

samsung_galaxy 



როგორც ვხედავთ, Samsung Galaxy S5-მა საგამოცდო ქარ-ცეცხლს გაუძლო. ექპერიმეტებით, Samsaung-მა კიდევ უფრო საინტერესო გახადა მისი ნოვაცია. ყოველშემთხვევაში, უკვე ნამდვილად ვიცით, რომ ძვირადღირებული ტელეფონის მდგომარეობიდან გამოყვანა არც თუ ისე ადვილი იქნება ;)
ზევით