არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ სარკისებური ციფრული ფოტოაპარატი

სამოყვარულო ფოტოაპარატების შერჩევის ძირითადი ნიუანსები განვიხილეთ სტატიაში "როგორ შევარჩიოთ სამოყვარულო ციფრული ფოტოაპარატი", ახლა კი განვიხილოთ სარკისებური კამერების განსაკუთრებულობები. დავიწყოთ ყველაზე მთავარი შეკითხვით: "გჭირდებათ რომ ასეთი ფოტოაპარატი?".

პასუხი სულაც არ არის მარტივი, სარკისებური კამერები - ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ძვირი არ ნიშნავს კარგს. სარკისებური ფოტოაპარატით გადაღებისას გამოუცდელი მომხმარებლის მიერ გადაღებული ფოტოები შეიძლება გაცილებით ცუდი ხარისხის გამოვიდეს, ვიდრე პროფესიონალის მიერ ჩვეულებრი სამოყვარულო ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები. ასეთი სიტუაცია ორმაგად საწყენია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სარკისებური კამერის ფასი გაცილებით მაღალია სამოყვარულო აპარატის ფასთან შედარებით.

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-2
არც მეორე უკიდურესობაში გადავარდეთ და არ დაუჯეროთ "პროფესიონალურ" წრეებში გავრცელებულ აზრს, რომ სარკისებური აპარატი არ არის ახალბედებისთვის. თუ თქვენ მყარად გაქვთ გადაწყვეტილი ფოტო ხელოვნების ათვისება, ლოგიკური იქნება დაწყებითი დონის სარკისებურით დაწყება. ზუსტად ასეთი კამერა დაგეხმარებათ სწორი უნარების განვითარებაში და ოსტატობის ზრდაში. 

სარკისებური კამერების ნაკლი


რა ნაკლი უნდა ჰქონდეს ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიით შექმნილ ფოტოაპარატებს? ყველაზე ნათელია - მაღალი ღირებულება. გარდა იმისა, რომ დაწყებითი დონის აპარატების ფასი ძალიან მაღალია, ყველა საჭირო აქსესუარის ფასიც საკმაოდ მაღალია, ხშირად ფოტოაპარატის თვითღირებულებასაც კი აღემატება. 
დიახ, არ მოგესმათ - სამოყვარულო აპარატებისგან განსხვავებით, სარკისებურს არ შეუშლის რამდენიმე ობიექტივი და სინათლის ფილტრი, შტატივი, გარე გამანათებელი და სპეციალური ჩანთა ამ ყველაფრის ტრანსპორტირებისთვის. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაშენებული გამანათებლით და კომპლექტში შემავალი ობიექტივით დაკმაყოფილება, მაგრამ ასეთ გადაწყვეტილებას აზრი აქვს მხოლოდ სწავლის დაწყებით ეტაპებზე. თუ კი ეს საქმიანობა "ჩაგითრევთ", შეეგუეთ იმ აზრს, რომ რეგულარულად დაიხარჯებით მორიგი სპეციალიზირებული ობიექტივის ყიდვაზე.

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-3

მეორე საკმაოდ მოულოდნელი ნიუანსი - სარკისებურებს საგრძნობლად დიდი ზომა და წონა აქვს, ჩვეულებრივ აპარატებთან შედარებით. შესაბამისად მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ ხანგრძლივი ფოტოსესიის დროს აპარატის ჭერისთვის (აი აქ დაგჭირდებათ შტატივი) და მისი უბრალოდ ჩანთაში ან ჯიბეში ჩაგდება (როგორც ჩვეულებრივი ფოტოაპარატის) არ გამოგივათ.

სარკისებური კამერების უპირატესობა
 

პირველ რიგში აღსანიშნავია სურათების შესანიშნავი ხარისხი, რომლის შედარება მხოლოდ საუკეთესო ფირის აპარატებთან შეიძლება. მსხვილი ფოტომატრიცა უზრუნველყოფს მაღალ მგრძობიარობას, ფართო დინამიურ დიაპაზონს, მაღალ ISO-ზე სუფთა სურათებს და ა.შ. მაქსიმალურად სწრაფი ავტოფოკუსი იძლევა მომენტალურად გადაღების საშუალებას. ფოკუსირების მაღალი სისწრაფე უზრუნველყოფს სერიულ გადაღებას (5-10 კადრი წამში სიჩქარით). 

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-4
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სარკისებურების შემდეგი მთავარი უპირატესობა - გადაღების მაქსიმალური კომფორტი, რიგით მეორე ნაკლიდან გამომდინარეობს. საუბარია კორპუსის შედარებით დიდ გაბარიტებზე. ასეთი მოწყობილობის დაჭერა რთულია, მაგრამ მოსახერხებელი ფორმა და ბევრი თავისუფალი ადგილი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ერგონომიულობას. თუ ერთხელ აიღებთ სარკისებურ აპარატს და კარგად გაერკვევით ღილაკებში, შემდგომში მის გამოყენებას შეუხედავადაც შესძლებთ - ამდენად ბუნებრივად და მოხერხებულად არის საჭირო რეჟიმების ელემენტები განლაგებული.

ობიექტივები


სარკისებური კამერების უნივერსალურობა, რომელიც შესაცვლელი ობიექტივებით არის უზრუნველყოფილი, მათი ძირითადი უპირატესობაა. თუ სამოყვარულო ფოტოაპარატის შემთხვევაში შეზღუდული ხართ ოპტიკაში, სარკისებურ კამერას ასეთი შეზღუდვები არ გააჩნია.

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-5
 
თუ გჭირდებათ სურათი, რომელშიც გარშემო სივრცე მაქსიმალურად ჩაეტევა - გამოიყენეთ ფართოკუთხოვანი ზუმ-ობიექტივი ფოკუსური მანძილით 12დან 24მმ-მდე დიაპაზონით. თუ სხვადასხვა ობიექტებს იღებთ (პორტრეტებით დაწყებული და ღირშესანიშნაობებით დამთავრებული) - კარგი ვარიანტია სტანდარტული ობიექტივი (18-55მმ). გსურთ ფოტო ნადირობა მოაწყოთ ცხოველებზე ან მოშორებულ ობიექტებზე, რომლებთანაც ახლოს ვერ ხვდებით - თქვენი არჩევანი ტელეობიექტივია (70მმ-იდან და მაღლა). არსებობს ასევე უნივერსალური ობიექტივები ფოკუსური მანძილის მაქსიმალური დიაპაზონით (18-200მმ). მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თავისი სპეციალიზაციიდან გამომდინარე ფიქსირებული ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივები ("ფიქსები") უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-6
ახალბედებისთვის ასევე ავღნიშნავთ, რომ კონკრეტული ფოტოაპარატის ყიდვისას შეგიძლიათ აარჩიოთ მიწოდების ვარიანტი "body" - მხოლოდ კამერა ობიექტივის გარეშე, ან კომპლექტაცია "kit"- კამერა და მასთან ერთად სტანდარტული ობიექტივი (18-55). ეს ეკონომიის ან მოტყუების მიზნით არ არის გაკეთებული, არამედ იმისთვის, რომ გამოცდილ ფოტოგრაფს აღარ მოუწიუს კიდევ ერთი ანალოგიური ობიექტივის ყიდვა.

ასევე შეგახსენებთ, რომ, როგორც წესი, სარკისებური ფოტოაპარატები აღჭურვილია მატრიცის გაწმენდის ჩაშენებული სისტემით, ასევე ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემით, რომელიც ამცირებს ხელის კანკალის გავლენას ფოტოს ხარისხზე. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს განლაგებული როგორც კამერაში, ისევე ობიექტივში, ამიტომ თუ თქვენს კამერას არ აქვს ეს ფუნქცია, მაშინ ისეთი ობიექტივი შეიძინეთ, რომელსაც ექნება ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემა (Canon-ისთვის ოპტიკური სტაბილიზაციის მაჩვენებელი ინდექსია IS, Nikon-ისთვის VR).

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-8

Nikon თუ Canon?


სარკისებური კამერის შერჩევის პროცესს თავისი განსაკუთრებულობები გააჩნია და, როგორც წესი, ამ აბზაცის სათაურის კითხვას შეიცავს. აგიხსნით რატომ.

rogor-shevarchiot-sarkiseburi-fotoaparati-9
ორივე კომპანია უდავო ლიდერია სარკისებური კამერების სეგმენტში. Canon-ის და Nikon-ის გარდა სარკისებურ კამერებს სხვა კომპანიებიც გვთავაზობს - Sony, Olympus, Pentax. მაგრამ ნამდვილი კონკურენციის გაწევა მხოლოდ იაპოინურ Sony-ის შეუძლია, საკმაოდ წარმატებული ხაზით Alpha.
თითოეულ მწარმოებელს აქვს თავისი კონკურენტის მიერ შემოთავაზებული მოდელის ანალოგი. თუ ვინმეს ორი მოთამაშიდან განსაკუთრებული ფუნქცია უჩნდება, მეორე კომპანია დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას თავის ანალოგზე. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა პირველობისთვის არასდროს დასრულდება, რაც სასარგებლოა მყიდველისთვის, რადგან ხარისხი მატულობს, ფასი კი იკლებს.ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ რომელიმე ბრენდის არჩევა, ხშირ შემთხვევაში, მისი პროდუქციისადმი მიჯაჭვულობას იწვევს. შეჩვევის პროცესი ჩვეული სქემით მიმდინარეობს: დაწყებითი დონის სარკისებურის შეძენა სტანდარტული ობიექტივით; ათვისების პერიოდი და კიდევ რამდენიმე სპეციალიზირებული ობიექტივის შეძენა. შემდეგ ოსტატობის შემდგომ დონეზე გადასვლა, რომელიც უფრო მაღალი კლასის კამერის შეძენას ითვალისწინებს და... ხელმისაწვდომი ვარიანტების შერჩევა იზღუდება საყვარელი ბრენდით, რადგან ხარისხიანი ობიექტივები მხოლოდ მასთანაა თავსებადი. ამას თავისი უპირატესობაც გააჩნია: თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ოპტიმალური "კონსტრუქტორი" ააწყოთ, თქვენთვის სასურველი კომპონენტებით.nikon-d5300--18-55mm-vr-kit-must-56494

დასკვნა


ვინაიდან მოცემული მასალა პირველ რიგში ახალბედებისთვისაა განკუთვნილი, ჩვენ აგარიდეთ ტექნიკური ინფორმაციის დიდი მოცულობა. უბრალოდ გადაწყვიტეთ, მზად ხართ "უმაღლეს ლიგაში" გადასასვლელად? შეისწავლეთ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მაქსიმუმი და შეარჩიეთ "თქვენი" ბრენდი და კონკრეტული მოდელი, რომელიც თქვენთვის მისაღები და სასურველი იქნება.



წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
 

2014 წლის პოპულარული მოდელები:

Nikon D3200
Nikon D3100
NIKON D5100
Canon EOS 600D


ზევით