არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ სამოყვარულო ციფრული ფოტოაპარატი


fotoaparati (2)    

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კამერა პრაქტიკულად ყოველ ტელეფონშია ჩაშენებული, რთულია მის მოკრძალებულ შესაძლებლობებს სრულად ვენდოთ. იმისთვის, რომ დარწმუნებულნი იყოთ ზაფხულის არდადეგების, მნიშვნელოვანი ღონისძიების თუ ბავშვის პირველი ნაბიჯების აღბეჭდვის ხარისხში, სრულყოფილი ფოტოაპარატი უნდა შეარჩიოთ.
დასაწყისშივე გეტყვით, რომ მოცემულ მასალაში საუბარი წავა სამოყვარულო კამერებზე. მათ, ვინც თავს გამოცდილ მომხმარებლად თვლის და მზადაა პროფესიონალური კამერისთვის, გირჩევთ წაიკითხოთ "როგორ შევარჩიოთ სარკისებური ციფრული ფოტოაპარატი". ტყუილად ფიქრობთ, რომ სამოყვარულო აპარატის შერჩევა გაცილებით მარტივია, ვიდრე სარკისებურის - ასეთ აპარატებს,ზოგ შემთხვევაში, მეტი კრიტერიუმი გააჩნიათ, ვიდრე სარკისებურებს. 
fotoaparati1

კონსტრუქციული მახასიათებლები

ისევე, როგორც ყველა სხვა რთულ მოწყობილობას, თითოეულ კამერას გააჩნია ტექნიკური მახასიათებლები, რაც მის კლასზე, შესაძლებლობებზე და ფასზე ახდენს გავლენას.

რეზოლუცია 

პარამეტრი, რომელიც ბევრ მომხმარებელს ფოტოს ხარისხის მთავარი საზომი ჰგონია. სინამდვილეში ეს ელემენტების საერთო რაოდენობაა ფოტო მატრიცაზე, რომელზეც ფოტოს საბოლოო რეზოლუციაა დამოკიდებული. რაც მეტია რეზოლუცია, მით უფრო კარგ ხარისხს და დეტალიზაციას მიიღებთ სურათის ბეჭდვისას. სტანდარტული ფორმატის 10x15 კადრის დასაბეჭდად საკმარისია 8MP, დიდი რეზოლუციის კადრების გამოყენება კი პოლიგრაფიისთვის შეიძლება: მსხვილი პორტრეტები, A4, A3 ზომის პლაკატები და ა.შ. თანამედროვე აქტუალური მოდელები აღჭურვილია 8MP, 10MP, 12MP და მეტი რეზოლუციით, რაც ბევრი მომხმარებლისთვის საკმარისზე მეტია.

მატრიცის ზომა და ტიპი

კამერის შერჩევისას ამ პარამეტრს დაუმსახურებლად ცოტა ყურადღეგაბს აქცევენ, რეალურად კი გადაღების ხარისხი მასზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე მეგაპიქსელების რაოდენობაზე. რაც უფრო მსხვილია ფოტომატრიცა, მით მეტი მგრძნობელობა და დინამიურობა გააჩნია მას და მით უფრო ნაკლებია ციფრული ხმაური რთულ პირობებში გადაღებულ ფოტოებზე (არასაკმარისი განათება, მაღალ ISO-ზე გადაღებული ფოტოები და ა.შ.).სამოყვარულო კამერებში ეს პარამეტრი, როგორც წესი, გამოხატულია წილადით, რომელიც ნიშნავს დიაგონალს დუიმებში, ტიპიური მოდელების მაჩვენებლებია 1/2,3", ძვირადღირებული მოდელების - 1/1,6".

ზუმის შესაძლებლობა

პარამეტრია, რომელიც მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იღებს თქვენი კამერა მოშორებულ ობიექტებს - რაც მეტია ზუმი, მით უფრო კარგად შეძლებთ მოშორებული ობიექტის გადიდებას და გადაღებას. ვინაიდან მოცემული მაჩვენებელი უშუალოდ დაკავშირებულია ოპტიკის გაბარიტებთან, მაღალი მაჩვენებლის ზუმის მქონე ობიექტივებმა შეიძლება საგრძნობლად გაზარდოს ფოტოაპარატის გაბარიტები და წონა. აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ მანძილზე გადაღებისას ხელის კანკალი საგრძნობლად მოქმედებს ფოტოს ხარისხზე, ამიტომ უკეთესია ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე მოდელები.ფოტოაპარატის მახასიათებლებში, როგორც წესი, უთითებენ ზუმის ორ ტიპს - ოპტიკურს და ციფრულს. ოპტიკური მუშაობს ობიექტივში ლინზების განლაგების შეცვლის ხარჯზე და ობიექტის ნამდვილად ხარისხიან მოახლოვებას უზრუნველყოფს. ციფრული ზუმი კი უბრალოდ ადიდებს გამოსახულებას პროგრამული გზით, რაც საგრძნობლად აფუჭებს ხარისხს. კამერის შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ოპტიკური ზუმის მახასიათებლებს მიაქციეთ.
cifruli_fotoaparati  

საექსპლუატაციო მახასიათებლები

პარამეტრების შემდეგი ჯგუფი არ ახდენს გადამწყვეტ გავლენას გადაღების ხარისხზე, თუმცა არსებითად მოქმედებს ფუნქციონალურობაზე და აპარატის გამოყენების კომფორტზე.

თხევადკრისტალური ეკრანის ზომა და კონსტრუქცია

ნებისმიერი ციფრული ფოტოაპარატი, დამოუკიდებლად კლასისა და ფასისა, აღჭურვილია თხევადკრისტალური ეკრანით, რომლის მეშვეობითაც კამერის მართვა, გადაღებული სურათების დათვალიერება და გადასაღებ ობიექტზე დამიზნებაა შესაძლებელი. ყველა ჩამოთვლილი ოპერაციის შესრულება დიდ, მაღალი რეზოლუციის მქონე ეკრანზე გაცილებით მოსახერხებელია. ასე რომ, ესეც გაითვალისწინეთ.  მოწინავე ფოტოაპარატებში გვხვდება მბრუნავი ეკრანებიც (როგორც ვიდეოკამერებში), რომელთა გარკვეული კუთხით დახრაა შესაძლებელი. ასეთი შესაძლებლობა სასარგებლოა რთულ პირობებში გადაღებისას (რეპორტაჟული გადაღება ზემოდან, ქვემოდან ზემოთ გადაღებული კადრები და ა.შ.).

გადაღების რეჟიმების რაოდენობა

კამერების მოყვარულთათვის საკმაოდ მნიშვნელოვანია გადაღების რეჟიმების სია, რომლებიც პირობითად იყოფა ავტომატურზე და ხელის ტიპზე. პირველი ტიპის დროს მომხმარებელი ირჩევს გარკვეულ რეჟიმს, რის შემდეგაც ფოტოაპარატი ავტომატურად განსაზღვრავს გადაღებისთვის საუკეთესო პარამეტრებს. ხელის რეჟიმებში მომხმარებელი თვითონ ირჩევს გადაღების პარამეტრებს და არეგულირებს მათ, რაც სურათების არასტანდარტული ჩანაფიქრის რეალიზების საშუალებას იძლევა.

potoaparati

შეერთების შესაძლებლობა

პორტების სტანდარტულ კომპლექტში შედის: სურათების კომპიუტერზე გადაცემის პორტი (micro-USB, mini-USB ან საფირმო), აუდიო-ვიდეო პორტი სურათების და ვიდეოების დასათვალიერებლად ტელევიზორზე ან მონიტორზე (HDMI ან საფირმო) და დამტენის ბუდე. როგორც წესი, მიწოდების კომპლექტში ყველა საჭირო კაბელი შედის, თუმცა თუ თქვენი კამერა ჩვეულებრივი პორტებით არის აღჭურვილი, მისი გამოყენება გაცილებით მარტივდება.

მეხსიერების ბარათები

სამოყვარულო ფოტოაპარატების უმრავლესობა მუშაობს გავრცელებული SD და MMC ფორმატის მესხიერების ბარათებით, მაგრამ აქ ორი გამონაკლისია - Sony-ის კამერები თავსებადია მხოლოდ Memory Stick ფორმატთან, Olympus-ის კამერები კი - xD ფორმატთან. კომპლექტში, როგორც წესი, "საცდელი", მცირე მოცულობის მეხსიერების ბარათია, ასე რომ მოემზადეთ უფრო მოცულობითი მეხსიერების ბარათის ყიდვისთვის.

აკუმულატორის ტიპი

როგორც წესი, კამერები დაკომპლექტებულია გარკვეული სტანდარტის აკუმულატორებით, რომელთა დატენვა შესაძლებელია მხოლოდ საფირმო დამტენების მეშვეობით. არსებობს ასევე ადაპტერები, რომლების ჩვეულებრივ ელემენტებზე ან აკუმულატორებზე მუშაობს. ასეთი კამერები საკმაოდ მოსახერხებელია გრძელვადიანი ტურისტული მოგზაურობისას, როდესაც შორს ხართ ცივილიზაციისგან.

ფოტოაპარატის კლასები

ახლა, როდესაც ძირითად მახასიათებლებს გაეცანით, უშუალოდ მოდელის შერჩევა შეიძლება. მოცემული პროცესის გასამარტივებლად, ფოტოაპარატებს ყოფენ კლასებად.

ბიუჯეტურები

ყველაზე ხელმისაწვდომი კამერებია, მატრიცის რეზოლუციის დაბალი შესაძლებლობით, ზუმის პატარა დიაპაზონით, რეგულირებების მინიმალური რაოდენობით და ჩვეულებრივი დიზაინით. მათი მთავარი უპირატესობა დაბალი ფასია.

rogor-shevarchiot-samokvarulo-fotoaparati >

კომპაქტურები

მცირე გაბარიტების და წონის მქონე ფოტოაპარატებია. ბალანსი ფასი/ხარისხი იდეალურად არის კომბინირებული. ზუსტად ეს ფოტოაპარატებია შესანიშნავი ყოველდღიური გამოყენებისთვის. ამ კლასის ყველაზე მინიატურული (ულტრაკომპაქტური) მოდელები თავისუფლად ეტევა ჯიბეში. 

rogor-shevarchiot-samokvarulo-fotoaparati-1

ულტრაზუმიანები

მოდელები, ზუმ-ობიექტივებით და ზუმის ფართო შესაძლებლობებით (ათმაგი და მეტი), განკუთვნილია მოშორებული ობიექტების გადასაღებად. ეს გაბარიტებზეც მოქმედებს, ამიტომ ასეთი ფოტოაპარატების ტარება მთელი დღის მანძილზე საკმაოდ მოუხერხებელია.
rogor-shevarchiot-samokvarulo-fotoaparati 2

შემოქმედებითები

უმაღლესი ფუნქციონალურობის მქონე აპარატებია, რომლებიც მახასიათებლებით შეიძლება სარკისებურ აპარატებსაც სჯობდეს. მათ გააჩნიათ დიდი ზომის მატრიცა, მრავალი "ხელის" რეჟიმი, ხარისხიანი ოპტიკა, RAW ფორმატის გადაღების შესაძლებლობა, ისინი უზრუნველყოფენ უმაღლეს ხარისხს "არასარკისებური" აპარატების კლასში. მოცემულ კლასში ასევე შედის მტვერ- და წყალგაუმტარი ფოტოაპარატები ექსტრემალური გადაღებისთვის.
rogor-shevarchiot-samokvarulo-fotoaparati-3

დასკვნა

სამოყვარულო ფოტოაპარატის შერჩევისას გადაწყვიტეთ რომელი კლასი შეესაბამება პირობებს, რომლებშიც აპირებთ გადაღებას, შესაბამისად შეარჩიეთ ბიუჯეტური, კომპაქტური, "ულტრაზუმი" ან შემოქმედებითი. შერჩევის მეორე ეტაპზე შეისწავლეთ კამერების აქტუალური ასორტიმენტი და კონკრეტულ მოდელებში თქვენთვის სასურველი ფუნქციების და ოფციების არსებობა, რის შემდეგაც აწონ-დაწონეთ ფინანსური შესაძლებლობები და გააკეთეთ არჩევანი.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!



2014 წლის პოპულარული მოდელები:

CANON POWERSHOT A2500
Nikon Coolpix S01
SONY CYBER-SHOT DSC-H100B
Samsung DV300
ზევით