არ არის გაყიდვაში

რა არის თმის სტაილერი


მოვლილი თმა ყოველთვის ითვლებოდა ქალის მთავარ უპირატესობად. ყოველდღიური ვიზიტი სილამაზის სალონში არც თუ ისეთი მოსახერხებელია და, რაც მთავარია - არა ეკონომიური. გთავაზობთ ისეთ შესანიშნავ მოწყობილობას, როგორიცაა სტაილერი. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ მრავალფეროვანი ვარცხნილობების გაკეთებას და ყოველთვის შესანიშნავად გამოყურებას.

tmis_staileri (4)

მაშ ასე, სტაილერი - ეს, მრავალფეროვანი ვარცხნილობების შესაქმნელი მოწყობილობაა. მას შეიძლება მოჰყვებოდეს ერთი ან რამდენიმე თავაკი (თმის გასწორებისთვის და დახვევისთვცის), ან ჰქონდეს "უთოს" ფორმა და იყოს განკუთვნილი მხოლოდ თმის გასწორებისთვის.

 

ალბათ პირველი, რითაც დაინტერესდით, არის ის, თუ რამდენად უსაფრთხოა სტაილერის გამოყენება და ავნებს თუ არა იგი თმას. ამჟამად მწარმოებლები უშვებენ მოდელებს დაცული საფარით, რომელიც არ აზიანებს თმას. გამაცხელებელ ფირფიტებს კერამიკული საფარი გააჩნიათ, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მასალად ითვლება. ის იძლევა სითბოს თანაბრად განაწილების საშუალებას, რაც საგრძნობლად ამცირებს თმის დაზიანების შესაძლებლობას. თანამედროვე მოდელები კერამიკული თავაკებით შეიძლება იყოს აღჭურვილი ტემპერატურის რეგულატორით.

ახლა სტაილერის ფუნქციონალური შესაძლებლობები განვიხილოთ. ნათელია, რაც მეტი თავაკი მოჰყვება სტაილერს კომპლექტში, მით უფრო მრავალფეროვანი ვარცხნილობის გაკეთება შეგიძლიათ. შესაძლებელია მსხვილი და წვრილი, ჰორიზონტალური და სპირალური კულულების და რეტრო კულულების გაკეთება, ასევე დამატებითი მოცულობის მიცემა თმისთვის. remington-hair-styler-as1201  თუ კი თქვენ ვარცხნილობის გასაკეთებლად არ გაქვთ დრო, ამ შემთხვევისთვის გათვალისწინებულია თავაკები ხუჭუჭა ან ტალღოვანი თმისთვის, რომლებიც თმის სწრაფ გასწორებას უზრუნველყოფს. საკმაოდ მნიშვნელოვანი დამატებითი ფუნქციაა - 
იონიზაცია, რომელიც ხელს უშლის თმის დამუხტვას და დამატებით ბზინვარებას აძლევს მას.

 

მაშ ასე, როგორც ვხედავთ, სტაილერი - შეუცვლელი მოწყობილობაა, რომელიც ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. და თუ მისი შეძენა გადაწყვიტეთ, მაშინ პირველ რიგში თავაკების საფარის მასალას და მათ რაოდენობას მიაქციეთ ყურადღება. თუ სწორ თმას ანიჭებთ უპირატესობას, თავაკების მინიმალური კომპლექტიც საკმარისი იქნება თქვენთვის. ხოლო, თუ ხშირად იცვლით ვარცხნილობას - უპირატესობა ბევრი თავაკის მქონე მოდელს მიანიჭეთ.
იმედია, ეს სტატია სასარგებლო იყო თქვენთვის. 

2014 წლის პოპულარული მოდელები:


PHILIPS HP8350/00
ROWENTA CF7132
PHILIPS HP8600/00
BLACK & DECKER PX12C
BABYLISS BAB-ST89E 

ზევით