არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
 

სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც ჭურჭლის სარეცხმა მანქანებმა საქართველოს ბაზარზე თავი დაიმკვიდრეს. ადრე მსგავსი ტექნიკა ფუფუნებად ითვლებოდა, თუმცა დღეს ის ნამდვილი დამხმარეა ოჯახში.

churchlis_sarecxi_mankana (3)


მაშ ასე, რა არის ჭურჭლის სარეცხი მანქანა? რატომ არის ის ასეთი საჭირო?
 1. თქვენგან საჭიროა მხოლოდ გასარეცხი ჭურჭლის ჩალაგება და სუფთა ჭურჭლის ამოლაგება. ჭურჭლის სარეცხი მანქანა თქვენს არ ყოფნაშიც შეასრულებს თავის საქმეს.
2. ჭურჭლის რეცხვისთვის ცხელი წყალი საერთოდაც არ არის საჭირო.
3. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ახდენს წყლის დაზოგვას - 3-5 ჯერ ნაკლები ხელით რეცხვასთან შედარებით.
4. მანქანით რეცხვისას შეიძლება გამოყენებულ იქნას ძლიერი სარეცხი საშუალებები, რომლებიც საზიანოა კანისთვის და არ გამოიყენება ხელით რეცხვისას.
5. ჭურჭლის სარეცხი მანქანა იძლევა ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გავლების საშუალებას, რაც სარეცხი საშუალების მთლიანად ჩამორეცხვას უზრუნველყოფს.
ყოველი ჩამოთვლილი ფაქტი უკვე არის არგუმენტი ამ მოწყობილობის ყიდვისთვის. ახლა კი მოდით ძირითადი მახასიათებლები განვიხილოთ, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ.

churchlis_sarecxi_mankana

ტევადობა

სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი მანქანები სიგანის მიხედვით იყოფა 45 და 60 სანტიმეტრიანებზე. 45სმ სიგანის მოწყობილობა ჭურჭლის 8-9 კომპლექტს იტევს, 60სმ სიგანის კი - 12, ზოგ მოდელში 14 კომპლექტამდე. არსებობს ასევე კომპაქტური, 4 კომპლექტზე გათვლილი, მოდელები, მაგრამ ისინი ნაკლებად ეფექტურები არიან.

 

ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი 

ისევე, როგორც სხვა მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ჭურჭლის სარეცხი მანქანები იყოფა ჩასაშენებელ და ცალკე მდგომ მოდელებზე. ჩასაშენებელი მოდელები იყოფა ნაწილობრივ ჩასაშენებელ და სრულად ჩასაშენებელზე. განსხვავება იმაშია, რომ ნაწილობრივ ჩასაშენებელი მოდელების მართვის პანელი ხილვადია, ხოლო სრულად ჩასაშენებელი მოდელების - უხილავი, ის კარის ზედა მხარეზეა განლაგებული.

იმისთვის, რომ გაიგოთ რეცხვის დასრულების შესახებ, იატაკზე სინათლის სხივი პროეცირდება, რომელიც ქრება რეცხვის დასრულების თანავე.

ენერგოეფექტურობის/რეცხვის/შრობის კლასიჭურჭლის სარეცხ მანქანებში არის სამი ძირითადი მაჩვენებელი: ენერგომოხმარების კლასი, რეცხვის კლასი და შრობის კლასი. ენერგომოხმარების კლასი - ეს ელექტროენერგიის დაზოგვის მაჩვენებელია, რეცხვის კლასი - რეცხვის ხარისხის მაჩვენებელია, შრობის კლასი - ჭურჭლის შრობის ხარისხის მახასიათებელია. რაც უფრო მაღალია მაჩვენებელი, მით უფრო ეკონომიური და ეკოლოგიურია მანქანა.

churchlis_sarecxi_mankana (2)

რეცხვა და გავლება

ჭურჭლის სარეცხი მანქანების უმრავლესობას 3 ძირითადი რეჟიმი გააჩნია: მსუბუქი, ნორმალური და ინტენსიური - ქვაბებისთვის და ტაფებისთვის. ზოგი მოდელი აღჭურვილია 20-ზე მეტი ფუნქციით (ბროლის, ფორფორის რეცხვა, სწრაფი რეცხვა, ორთქლით გაწმენდა, დეზინფექცია მაღალ ტემპერატურაზე, ნახევრად ჩატვირთვის რეჟიმი და სხვა).

შრობა

არსებობს ასევე შრობის რეჟიმები, მაგალითად, კონდენსაციური შრობა, თბილი ჰაერით შრობა. კონდენსაციური (ეკონომიური) შრობა დაგეხმარებათ ელექტროენერგიის დაზოგვაში, მაგრამ ჭურჭელზე შეიძლება დარჩეს გამშრალი წვეთების ლაქები.

ფილტრები და ნარჩენების მოშორება

არსებობს მოდელები თვითწმენდის ფუნქციით, ფილტრების სისტემებით და ნარჩენების დასაქუცმაცებლით. ეს ფუნქციები მოგცემთ საშუალებას ჩატვირთოთ ჭურჭელი გაწმენდის გარეშე.

დისპლეი

თანამედროვე მოდელები აღჭურვილია ციფრული დისპლეით. ზოგი მოდელის მართვის პანელი კარის ზედა მხარეზეა განლაგებული, რაც გარე ზედაპირის სიგლუვეს უზრუნველყოფს.

 

სტარტის გადავადება და ხმაურის იზოლაცია

ჭურჭლის სარეცხი მანქანების მოდელების უმრავლესობა აღჭურვილია სტარტის გადავადების ფუნქციით. ამ ფუნქციის წყალობით რეცხვა მაშინ დაიწყება, როდესაც ეს თქვენთვის არის მოსახერხებელი, მაგალითად, სახლიდან გასვლის შემდეგ. ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება ერთ-ერთი ყველა ხმაურიანი მოწყობილობა იყოს თქვენს სახლში, ამიტომ მისი შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება მოდელებს ხმაურის გაძლიერებული იზოლაციით. თითოეულ მწარმოებელთან ხმაურის იზოლაციის ფუნქციას შეიძლება სხვადასხვაგვარად ერქვას, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება მახასიათებლებს - ხმაურის დონე "ჩუმ" მოდელებში 47-57 დეციბელს შეადგენს. 

churchlis_sarecxi_mankana (4)

ჭურჭლის კალათები და შიდა საფარიჭურჭლის სარეცხი მანქანები დაკომპლექტებულია რამდენიმე კალათით, რომელთა განლაგების სიმაღლის რეგულირება შეიძლება. როგორც წესი, ზედა კალათა ჭიქებისთვის და პატარა თეფშებისთვის არის განკუთვნილი. დანაჩანგალი სპეციალურ რეზერვუარში თავსდება. ქვედა კალათა გათვალისწინებულია დიდი ზომის ჭურჭლისთვის. ყველა კალათა მზადდება მყარი და დრეკადი მასალისგან, შიდა საფარი კი, ხშირ შემთხვევაში, უჟანგავი ფოლადისგან.
 

ვიმედოვნებთ, რომ ეს მასალა დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
 

2014 წლის პოპულარული მოდელები:


HOTPOINT ARISTON LST 329 AX/HA
INDESIT DIS 16
BEKO DSFS 6530
ზევით