არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ ფენი
 

იმისთვის, რომ ჯანმრთელი თმა გქონდეთ, საჭიროა მისი მოვლა, სწორად გაშრობა და დავარცხნა. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება თქვენი თმა ჯანმრთელი და ბზინვარე. სათანადო ფენის შერჩევის შემდეგ თქვენ არა მხოლოდ შესანიშნავი ვარცხნილობების გაკეთებას შეძლებთ, არამედ თქვენი, საკუთარი სტილის შექმნასაც. ამ სტატიიდან შეიტყობთ, თუ როგორ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური ფენი.

feni (5) 


ფენის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ მისი გამოყენების მოსახერხებლობას, ასევე წონას და ზომას. თუ ფენი მოკლე თმის გასაშრობად გჭირდებათ, ხშირად მოგზაურობთ ან რეგულარულად ეწვევით სპორტ დარბაზს - მაშინ უბრალო, კომპაქტურ მოდელებს გირჩევთ. როგორც წესი, მათ საშუალო სიმძლავრე, კომპაქტური ზომები და ფუნქციების მინიმალური, მაგრამ საკმარისი, კომპლექტი აქვთ. საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოდელები მწარმოებლებისგან BABYLISS, PHILIPS.

tmis_sashrobi_feni თუ ფენი ხშირი მოხმარებისთვის და ვარცხნილობების გასაკეთებლად გჭირდებათ, ყურადღება მიაქციეთ ნახევრადპროფესიონალურ/პროფესიონალურ მოდელებს, ასევე ფენ-ჯაგრისებს, რომელთა ძირითადი ამოცანა ვარცხნილობის მოდელირებაა. აღსანიშნავია, რომ ფენ-ჯაგრისები განკუთვნილია მოკლე და საშუალო სიგრძის თმისთვის - გრძელი თმა შეიძლება ჩაიხვას.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ფენის მუშაობის სიჩქარე და ხარისხი, რაც პირდაპირ კავშირშია სიმძლავრესთან და ჰაერის ნაკადის ტემპერატურასთან. რაც მეტია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად აშრობს ფენი თმას. მოკლე თმისთვის საკმარისია 400-1200 ვატის სიმძლავრის მქონე ფენი, გრძელი და ხშირი თმისთვის კი სასურველია 1200 ვატზე მაღალი სიმძლავრის მქონე ფენის შეძენა.

ძირითადი ფუნქციები და განსაკუთრებულებები



კარგ ფენში გათვალისწინებულია ტემპერატურის რამდენიმე რეჟიმი - ცივი, თბილი და ცხელი ჰაერის. საჭირო რეჟიმის არჩევა უზრუნველყოფს ხარისხიან ვარცხნილობას და არ დაგიწვავთ თმას. ძალიან მნიშვნელოვანია "ცივი ჰაერის" ფუნქცია, რომელიც ვარცხნილობის საბოლოო ფორმის დიდი ხნით შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ფენების უმრავლესობას გააჩნია იონიზაციის ფუნქცია, რომელიც ხელს უშლის თმის სტრუქტურაში სინოტივის დაკარგვას. ამის წყალობით თმა ბზინვარე ხდება და ჯანმრთელად გამოიყურება. იონიზაციის ფუნქციის მქონე ფენები თმას გაცილებით სწრაფად აშრობს და თმა არ "იმუხტება".

როგორც წესი ფენს კომპლექტში 2-3 თავაკი მოჰყვება, ესენია: დიფუზორი, კონცენტრატორი და ჯაგრისი. უფრო ხშირად ფენს მხოლოდ დიფუზორი და კონცენტრატორი მოჰყვება.
feni (4)

დიფუზორი

- ეს მრგვალი, დისკის ფორმის თავაკია, ეგრედ წოდებული "თითებით". ის ანაწილებს ჰაერის ნაკადს "თითებში", წევს თმას ძირებში და მატებს მას მოცულობას. "თითები" ასევე თავის მასირებას ახდენს, რაც სასიამოვნოს ხდის თმის გაშრობის პროცესს. დიფუზორი საუკეთესოა თხელი და სუსტი თმისთვის.

 

კონცენტრატორი

- ეს წვრილი თავაკია, რომელიც ქმნის ჰაერის ძლიერ ნაკადს და ხარისხიან შრობას უზრუნველყოფს.

ჯაგრისი

შეიძლება პლასტიკის კბილანებით ან ნატურალური ჯაგრით იყოს აღჭურვილი. ის განკუთვნილია მრავალფეროვანი ფუნქციების შესასრულებლად: თმის გასწორებით დაწყებული, თმის დახვევით დამთავრებული.

აღსანიშნავია, რაც მეტი თავაკი და ფუნქცია გააჩნია ფენს, მით უფრო მაღალია მისი ფასიც. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნილებებზე, ამიტომ ფენის შერჩევისას, უპირატესობა იმ მოდელებს მიანიჭეთ, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილებებს.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!


2014 წლის პოპულარული მოდელები:


http://be.ge/?ukey=news_blog&blog_slug=392_rogor_shevarchiot_noutbooki
ზევით