არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ ღუმელი
 

დღეისთვის მწარმოებლები ღუმელების ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ჩვეულებრივი სტანდარტული მოდელებით დაწყებული, მულტიფუნქციური და ორთქლის ღუმელებით დამთავრებული, რომლებიც, ღილაკის ერთი დაჭერით, ყველაფერს თქვენს მაგივრად გააკეთებენ. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ღუმელის შერჩევაში, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს.

chasashenebeli_gumeli


პროფესიონალური დახმარება სამზარეულოში

თანამედროვე ღუმელები აღჭურვილია ყველა საჭირო ფუნქციით საუკეთესო კერძების მოსამზადებლად. ზოგ მოწყობილობას გააჩნია დაპროგრამებული რეცეპტები, ელექტრონული ტაიმერი, ტემპერატურის ინდიკატორები. ისეთი ფუნქციები, როგორიცაა სწრაფი გაცხელება, ავტომატური გათიშვა და გალღობა, სამზარეულოს ნამდვილ ოსტატად გაქცევთ.

სტილი და კომფორტი

ამბობენ, რომ ნამდვილი დიზაინი წვრილმანებშია დამალული. თითების ანაბეჭდებისგან დაცვის ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალურია - თქვენ აღარ მოგიწევთ კარის და მართვის პანელის ყოველ წამს გაწმენდა. სენსორული მართვა - ყველაზე სასიამოვნო ინოვაციაა, რომელიც რთული ამოცანების მარტივად ამოხსნის საშუალებას იძლევა. ფერთა ფართო გამა ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ მომხმარებელს მხოლოდ ახლა შეუძლია ნამდვილად სასურველი ფერის შერჩევა და სამზარეულოსთან შეთავსება.

backofen_be7004001m-13

გაწმენდა - აღარაა პრობლემა!

ღუმელის გაწმენდა ალბათ ყველაზე ბინძური და არასასიამოვნო საქმეა სამზარეულოში. საბედნიეროდ პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე და თანამედროვე ღუმელები აღჭურვილია თვითწმენდის მრავალი ფუნქციით. გაყიდვაშია მოდელები ტრადიციული წმენდით, პიროლიტიკური და კატალიტიკური სისტემით.

ტრადიციული წმენდა - ჩვეულებრივი მეთოდით გაწმენდას გულისხმობს (სარეცხი საშუალებები და სველი ტილო).

პიროლიტიკური წმენდა - თვითწმენდის სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს ღუმელში არსებული ცხიმის და სხვა ნარჩენების ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ამოწვას. ნარჩენები ფერფლად იქცევა და მათი მოწმენდა სველი ტილოთი ძალიან მარტივია. პიროლიტიკური თვითწმენდა მაქსიმალურად ეფექტურია, მაგრამ ამ ფუნქციის მქონე ღუმელები საკმაოდ ძვირიც ღირს.

კატალიტიკური სისტემის მქონე ღუმელების შიდა ზედაპირი წვრილფორებიანი ემალით არის დაფარული, რომელიც ცხიმის დაშლის პროცესს აჩქარებს. კატალიტიკური წმედნა ღუმელის ჩვეულებრივი გაცხელების (200-250°С) დროს ხორციელდება. ეს მეთოდი იმითაა მოსახერხებელი, რომ წმენდა ავტომატურად, საჭმლის მომზადების დროს ხდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია პიროლიტიკურ სისტემასთან შედარებით. ამიტომ კატალიტიკური ემალით დაფარული ღუმელის გაწმენდა ტრადიციული მეთოდით მაინც მოგიწევთ.
დროა, ოსტატივით მოამზადოთ
ავტომატური პროგრამების გარდა ღუმელი შეიძლება მრავალი სხვა სასარგებლო ფუნქციით იყოს აღჭურვილი:

გრილი

მაღალი ტემპერატურის წყალობით თქვენი კერძები სწრაფად და გემრიელად იბრაწება ისე, რომ არ კარგავს სინაზეს და წვენს. გრილი შესანიშნავია შემდეგი კერძების მოსამზადებლად: სტეიკი, თევზი, ტოსტი, ჰამბურგერი, ბოსტნეული და სხვა.

კონვექცია

ვენტილატორი უზრუნველყოფს ცხელი ჰაერის ცირკულაციას მთელს ღუმელში, რაც კერძს თანაბრად გაცხელების საშუალებას აძლევს, ამასთან მცირდება მომზადების დრო. კონვექციის მეშვეობით შეიძლება კერძების რამდენიმე დონეზე ერთდროულად მომზადება. ეს რეჟიმი განსაკუთრებით მათ მოეწონება, ვისაც ცხობა უყვარს.

aeg-herd-mit-backwagen-3

ორთქლზე მომზადება

მოცემული შესაძლებლობა მხოლოდ ელექტრონულ ღუმელებს აქვს. ეს ფუნქცია, კონკრეტული მწარმოებლის და მოდელის შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვა მეთოდით რეალიზებულ იქნას. ერთ შემთხვევაში ღუმელში ჩაშენებულია სპეციალური მოცულობა წყლისთვის. ფუნქციის აქტივაციისას წყალი მიეწოდება გენერატორს, რომელიც წყალს მომენტალურად ორთქლად აქცევს და აწვდის მას ღუმელში. მეორე შემთხვევა უფრო მარტივია: კომპლექტში არის სპეციალური ტერმოგამძლე მოცულობა. ორთქლზე მომზადებისას ის ღუმელში იდება. ტემპერატურის ზემოქმედებისას წყალი ცხელდება და ბუნებრივი მეთოდით ორთქლად იქცევა. ზოგ მოდელში კონტეინერის ნაცვლად ღრმა ქვესადგამია, რომელიც მოსამზადებელი კერძის ქვეშ თავსდება.

გალღობის პროგრამა


ხორციელდება ვენტილატორის ჩართვით გამაცხელებლის გარეშე. ასეთი მიდგომის წყალობით გალღობადი პროდუქტები არ ცხელდება.

მიკროტალღურის ფუნქცია

მიკროტალღურის ფუნქციის წყალობით შეგიძლიათ ღუმელის, როგორც მიკროტალღური ღუმელის გამოყენება ყველა სხვა ფუნქციასთან ერთად (კონვექცია, გრილი), ეს საგრძნობლად დააჩქარებს კერძების მომზადების პროცესს და დაზოგავს ელექტროენერგიას.

გაზი თუ ელექტროენერგია?

გაზის ღუმელები არა მხოლოდ სწრაფად ხურდება, არამედ საჭმლის მომზადების დამატებითი კონტროლის შესაძლებლობასაც იძლევა. გაზის ღუმელში ქვედა გამაცხელებელი გაზის არის, ხოლო ზედა , ხშირ შემთხვევაში ელექტრონული. არის მოდელები, სადაც ზედა და ქვედა გამაცხელებელი გაზზე მუშაობს.

ელექტრონული ღუმელების უპირატესობა კი ისაა, რომ მათი დაყენება და გაწმენდაა უფრო მარტივი. ელექტრონულ ღუმელებს მეტი ფუნქცია აქვს და შესაბამისად საჭმლის მომზადების უკეთესი შედეგიც. ელექტრონული ღუმელების უმეტესობა საკმაოდ მძლავრი ელექტრომოწყობილობაა, ამიტომ გაძლიერებული ელ.გაყვანილობა აუცილებლად დაგჭირდებათ.

მაქსიმალური დაცვა

იმისთვის, რომ თქვენ და თქვენმა ოჯახის წევრებმა უსაფრთხოდ მოამზადოთ საჭმელი მწარმოებლებმა მთელი რიგი დაცვითი მექანიზმები შექმნეს:

духовой-шкаф_Duhovoi_shkaf1 (1)

გაზ-კონტროლი


ღუმელის გაზ-კონტროლი - ეს უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც წყვეტს გაზის მიწოდებას თუ ალი რაიმე მიზეზით ჩაქრა. მოცემული სისტემის მუშაობის პრინციპი მარტივია: ირთვება სპეციალური ინდიკატორი, როდესაც წყდება მისი გაცხელება.

ავტომატური გამორთვა

სპეციალური დამცავი ავტომატურად გამორთავს ღუმელს გარკვეული დროის შემდეგ, თუ თქვენი მხრიდან სხვა ბრძანებებს არ მიიღებს. ზოგი მოდელი აღჭურვილია დამატებითი თერმოსტატით, რომელიც თიშვას ღუმელს გადახურების შემთხვევაში. 

ბავშვებისგან დაცვა

ბევრ მოდელში გათვალისწინებულია უსაფრთხოების სისტემები ძალიან ცნობისმოყვარე ონავრებისთვის. ღუმელის ფუნქციების ელექტრონული ბლოკირების სისტემა ხელს უშლის ღუმელის შემთხვევით ჩართვას და დაყენებული რეჟიმის შეცვლას. ბლოკირების სისტემა, როგორც წესი, რამდენიმე კლავიშის დაჭერით ირთვება/ითიშება. ზოგ მოდელში გათვალისწინებულია კარის საკეტიც, რომელსაც ბავშვები ვერ გააღებენ. 

იმედია ჩვენი რჩევები გამოგადგებათ და თქვენ შესძლებთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევას.

2014 წლის პოპულარული მოდელები:


HOTPOINT ARISTON OK1037ELD.20 X/HA S
HOTPOINT ARISTON MHR 940.1 AN
BEKO OIE-24301 W
INDESIT FGIM K BK
INDESIT FGIM K IX
ზევით