არ არის გაყიდვაში

                          როგორ შევარჩიოთ ქურა 



kura (4)

ქურა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია. სამზარეულოს ქურა - ყოველი სახლის, ბინის, აგარაკის შეუცვლელი ატრიბუტია. როგორც მიხვდით, ამ სტატიაში ქურებზე ვისაუბრებთ.
თანამედროვე პროგრესი იქამდე მივიდა, რომ მწარმოებლები საკმაოდ ღირსეულ არჩევანს გვთავაზობენ: ნებისმიერი ფერი, დიზაინი, ზომა. მაგრამ რაზე გავაკეთოთ არჩევანი? მოდით ამაში ვცადოთ გარკვევა. დასაწყისისთვის ზომა უნდა დავადგინოთ, რადგან შესაძლებელია როგორც ცალკე მდგომი ქურის, ასევე ქურის ზედაპირის შეძენა. აღსანიშნავია, რომ ქურის ზედაპირი ცოტა ადგილს იკავებს და სამზარეულოს ინტერიერს კარგად შეესაბამება. ცალკე მდგომი ქურები კი, მიუხედავად გაბარიტებისა, უფრო პრაქტიკულია.

kura (2) სითბოს წყაროს მიხედვით ქურების 3 ტიპი არსებობს: ელექტრონული, გაზის და კომბინირებული. ელექტრონულ ქურებს 2 სახის ზედაპირი აქვს: კლასიკური ტრადიციული და მინა-კერამიკული. ტრადიციული მოდელის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ კონფორების ზომას და რაოდენობას, ელექტროენერგიის მოხმარებას, ღუმელის ფუნქციონალურობას, და უციულებლად მასალას, რომლისგანაც ზედაპირია დამზადებული (ემალირებული ან უჟანგავი ფოლადი).

მინა-კერამიკული ქურები ტრადიციულისგან არა მხოლოდ ორიგინალური გარეგნობით განსხვავდება, არამედ იმითაც, რომ ისინი მალე ცხელდება/ცივდება, ეკონომიურია ელექტრომოხმარების თვალსაზრისით და მათი გაწმენდა ძალიან მარტივია. გაცხელების სიჩქარით ეს ქურები არ ჩამოუვარდება გაზის ქურებს. კონფორების ორი ტიპი არსებობს: ორკონტურიანი და ოვალური. თანამედროვე ელექტრონულ ქურებს როგორც მექანიკური ასევე სენსორული მართვა გააჩნია, რომელი შეიძინოთ - ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ელექტრონული ქურის კიდევ ერთი უპირატესობა - ინდიკატორია, რომელიც იქამდე იქნება წითელი, სანამ კონფორის ტემპერატურა ადამიანისთვის უსაფრთხო(50-55ºС) გახდება.
   
მინა-კერამიკული ქურის შეძენისას მისი ნაკლიც არ უნდა დაგვავიწყდეს. პირველ რიგში, ზედაპირის გატეხვის შესაძლებლობა (მძიმე ქვაბის დაცემისას), ან მინა-კერამიკის გაბზარვა (ცხელ ზედაპირზე სითხის მოხვედრის შემთხვევაში). ჭურჭელიც არ უნდა დაგვავიწყდეს - მას იდეალურად სწორი და გლუვი ძირი უნდა ჰქონდეს. ასე რომ ამ ტიპის ქურის ყიდვისას ახალ ჭურჭელზეც უნდა დაფიქრდეთ. დასამეტებელია, რომ თუ თქვენ ელექტრონული ქურის ყიდვა გადაწყვიტეთ, მაშინ სამზარეულოში სპეციალური გაძლიერებული ელექტროგაყვანილობა უნდა გქონდეთ, ან თუ არ გაქვთ - გაიყვანოთ, ანდაც გაზის ან კომბინირებულ ქურაზე დაფიქრდეთ.
kura (5) გაზის ქურის დანახვა სამზარეულოში მაინც უფრო ჩვეული ამბავია, ვიდრე ელექტრონულის ან კომბინირებულის. თანამედროვე გაზის ქურები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ძალიან პრაქტიკულია. თუ გაზის ქურის შეძენას ფიქრობთ, მაშინ პირველ რიგში გაზკონტროლის ფუნქციას მიაქციეთ ყურადღება. ამ ფუნქციით კონფორები, ღუმელი, კონფორები და ღუმელი შეიძლება იყოს აღჭურვილი. ბოლო ვარიანტი, რა თქმა უნდა, საუკეთესოა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა "ელექტრონული ანთება". ამ ფუნქციების მქონე ქურის ღირებულება გაცილებით დიდი იქნება. მაგრამ უსაფრთხოება და კომფორტი პირველ ადგილზე უნდა იყოს! ყურადღება მიაქციეთ ღუმელსაც, რადგან გაზის ქურას როგორც გაზის, ასევე ელექტრონული ღუმელი შეიძლება ჰქონდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ელექტრონული ღუმელი გაცილებით ფუნქციონალურია, ვიდრე გაზის. ასე რომ, თუ საჭმლის მზადება და იმპროვიზაცია მოგწონთ ჯობია კომბინირებული ქურის არჩევა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებიდან ვერცერთზე შეჩერდით, ან პატარა ზომის სამზარეულო გაქვთ - მაშინ "ჩასაშენებელი ქურის ზედაპირი" ისაა, რაც გჭირდებათ! მას იგივე ფუნქციები გააჩნია, რაც ჩვეულებრივ ქურას, განსხვავდება კი იმით, რომ მისი სისქე სულ რაღაც 3-6 სანტიმეტრს შეადგენს და მისი ჩაშენებაა შესაძლებელი, რაც ადგილის დაზოგვას უწყობს ხელს. ჩასაშენებელი ქურის ზედაპირი, ისევე როგორც ჩვეულებრივი ქურები, შეიძლება იყოს ელექტრონული ან გაზის. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს Domino საფარი. ამ მოდელების კონსტრუქცია იძლევა რამდენიმე ზედაპირის განთავსების და კომბინირების საშუალებას. მაგალითად გაზის, ელექტრონული და გრილის ქურის ზედაპირების განლაგება გვერდი-გვერდ შეგიძლიათ. აქ ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!


აღსანიშნავია, რომ ქურის შერჩევა არც თუ ისეთი იოლი საქმეა. პირველ რიგში ქურა უნდა იყოს უსაფრთხო, ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ! სხვა დამატებითი მახასიათებლებიც დიდ როლს თამაშობს და მათაც მიაქციეთ ყურადღება. გახსოვდეთ - ქურა თქვენი ყველაზე დიდი დამხმარეა სამზარეულოში.


იმედია ეს სტატია გამოგადგებათ და თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ, და კერძების მომზადება ყოველთვის სიამოვნებას მოგანიჭებთ!

2014 წლის პოპულარული მოდელები:



INDESIT KN3G21 X
BEKO HDC 32201 X
HOTPOINT ARISTON PC 750 T AN /HA
INDESIT K3N11SW

ზევით