არ არის გაყიდვაში

პურის საცხობი... და დილა სასწაულით იწყება...



საუზმე - არაა რთული საქმე. მაგალითად, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ახალი პური, კარაქი... ან ჯემი, ახალი პური, ყველი, ხაჭო... ჰოო... ერთი ელემენტი საკმაოდ პრობლემატურია. ახალი პური... სად ვიშოვოთ ახალი პური დილის შვიდზე?!

pursacxobi  


იცოდით, რომ ყოველ დილით ახლად გამომცხვარი პურის სურნელით შეიძლება გაღვიძება? ბევრი ჩვენთაგანი არც კი ფიქრობს პურის სახლში გამოცხობაზე და, როგორც ყოველთვის, დილით გუშინდელ პურს ჭამს. თურმე ტექნიკის განვითარებამ უკვე გააკეთა რამდენიმე ნაბიჯი სწორი მიმართულებით და გადაწყვიტა საუზმის ხარისხის პრობლემა. გამოსავალი მარტივია - პურის საცხობი.

 

pursacxobi (2) პურის საცხობი ბევრ ისეთ ფუნქციას ასრულებს, რომელსაც დიასახლისები ვერ იტანენ. ის ძალიან მოსახერხებელი და გამოყენებაში მარტივია, საკმარისია საჭირო ინგრედიენტების დამატება - ფქვილი, მზესუმზირა, მარილი, შაქარი, საფუარი, კარაქი, წყალი - და ჩართვა. შემდეგ კი იწყება საოცრება. თავიდან პურის საცხობი გააცხელებს კომპონენტებს, მოურევს და დაამუშავებს ცომს და ბურთის ფორმას მისცემს მას. რამდენიმე საათის განმავლობაში ეს ჯადოსნური მოწყობილობა ამოიყვანს ცომს, მოურევს მას და ბოლოს - გამოაცხობს პურს. თქვენ პურის ქერქის არჩევაც შეგიძლიათ - ღია, საშუალო და მუქი ფერი. გემოშიც არ ხართ შეზღუდული და შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტები დაამატოთ: ხახვი, პაპრიკა, სანელებლები, კამა, ოხრახუში. ზოგი მოდელი დისპენსერით არის აღჭურვილი, რომელშიც დანამატების მოთავსება შეგიძლიათ, პურის საცხობი კი ავტომატურად დაამატებს მათ საჭირო დროს. რაც შეეხება მთავარ ფუნქციებს, აქ ძალიან ფართო შესაძლებლობებია - პროგრამები "ხორბლის პური", "ფრანგული ბატონი", "ჭვავის პური", "ტკბილი პური" (მათ შორის სააღდგომო პასკაც), "კეკსი", "პური 2 საათში" და ა.შ. მათთვის, ვისაც დიაბეტი აქვს, ვინც დიეტას იცავს ან ბურღულეულზე ალერგია აქვს - შესანიშნავი ფუნქციაა "ცხობა წებოვანას (გლუტენის) გარეშე".

პურის საცხობი მოსახერხებელია იმითაც, რომ მას სხვადასხვა ტიპის ცომის მოზელვა შეუძლია (პიცისთვის, პელმენისთვის/ხინკლისთვის, ბლინებისთვის), რაც თქვენს დროს დაზოგავს. მთავარი დანიშნულების გარდა, არის მოდელები ჯემის მომზადების ფუნქციით, მაგალითად Philips HD9020/40KENWOOD BM450, ამასთან ხილი გაცილებით მეტ ვიტამინს ინარჩუნებს. ბუნებრივია, პურის საცხობის მეშვეობით ზამთრის მარაგს ვერ გააკეთებთ, მაგრამ რამდენიმე ქილა გარანტირებულია.

 

ფუნქციის "სტარტის გადავადება" წყალობით პურს განსაზღვრულ დროს მიიღებთ. მაგალითად, თუ საჭირო პროგრამას საღამოს დააყენებთ დილით საუზმეზე ახალ პურს მიიღებთ. "სტარტის გადავადება" 12-18 საათზეა გათვლილი (მოდელის მიხედვით). თუ პურის გამოცხობა სასწრაფოდ გჭირდებათ არის მოდელები სწრაფი ცხობის ფუნქციით, სადაც მთელი პროცესი დაახლოებით 2 საათს საჭიროებს.

pursacxobi (3) იმისთვის, რომ გაგაკვირვოთ, დავამატებთ, რომ მწარმოებელმა LG შექმნა უნიკალური მოდელი LG HB-3001 BYT, რომელსაც ყველა ჩამოთვლილ ფუნქციასთან ერთად იოგურტის მომზადების ფუნქციაც გააჩნია. ამ პროგრამის წყალობით თქვენ საკუთარ, სახლის იოგურტს დაამზადებთ და უარს იტყვით მაღაზიაში ნაყიდ იოგურტზე, რომელიც ბევრ კონსერვანტს და საღებავს შეიცავს. იოგურტის გარდა მას კარაქის გაკეთებაც შეუძლია. კარაქის მომზადების პროცესი სულ რაღაც 1 საათი გრძელდება და თქვენ არ გჭირდებათ არაფრის ათქვეფვა, დამატება - პურის საცხობი ყველაფერს დამოუკიდებლად გააკეთებს!

 

სახლის პური, უდავოდ, გაცილებით გემრიელი და სასარგებლოა! უფრო ნატურალურ პროდუქტს უბრალოდ ვერც კი იპოვით, ის ხომ მხოლოდ იმ პროდუქტებისგან იქნება დამზადებული, რომლებსაც თქვენ დაუმატებთ, ყოველგვარი ზედმეტი ხელოვნური დანამატების გარეშე.

ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამის ყიდვა არ შეიძლება - სიყვარულის, ნამდვილი ბედნიერების, ჯანმრთელობის. ვერ იყიდით მზის ამოსვლას და ახლად გამომცხვარი პურის სურნელს. მაგრამ შეგიძლიათ პურის საცხობის ყიდვა, რომელიც საოცარი არომატით გაგაღვიძებთ დილაობით და თქვენს სახლს ახალი, სასარგებლო პურით უზრუნველყოფს. ყოველი დღე წარმატებული იქნება, რადგან წარმატების და ნამდვილი საოცარი დილის ავტორი (თანაავტორი, არ ვაწყენინოთ პურის საცხობს) თქვენ იქნებით! 

2014 წლის პოპულარული მოდელები:


KENWOOD BM 450 - ორიგინალური თანამედროვე დიზაინი
PHILIPS HD9020/40 - პურის საცხობი ჯემის მომზადების ფუნქციით
LG HB-3001BYT - იდეალური ვარიანტი კარაქის მოყვარულთათვის
PANASONIC SD-ZB2502BTS -  გაყიდვების ლიდერი
ზევით