არ არის გაყიდვაში

ზამთრის სეზონის საუკეთესო ტაბლეტები
 

დიდი ხანია ტაბლეტი ბევრისთვის განუყოფელ ატრიბუტად იქცა. ყოველი მწარმოებელი თავის მოდელს უშვებს, ზოგიერთი პოპულარული ხდება, ხოლო ზოგი უბრალოდ მალე ქრება და კარგავს აქტუალურობას. ბუნებრივია ეს უკანასკნელნი ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს, ამ სეზონის ყველაზე წარმატებული მოდელების წარდგენა კი ნამდვილად საინტერესოდ მიგვაჩნია. 

tableti 


 გასული წლის განმავლობაში ტაბლეტები ძალიან "გაიზარდნენ" ტექნოლოგიური თვალსაზრისით. მათ მიიღეს ახალი, მძლავრი, თანამედროვე არქიტექტურაზე აწყობილი პროცესორები. გაზრდილი სიმძლავრის წყალობით ტაბლეტებმა მაღალი რეზოლუციის დისპლეიებიც მიიღეს.

გაბარიტების შემცირებაზე თუ ვიმსჯელებთ, აქ მწარმოებლის ძალისხმევა ძირითადად მოწყობილობის სისქეზეა მიმართული, სხვა პარამეტრები დისპლეის დიაგონალის მიხედვით იცვლება. მოდაშია როგორც 7 დუიმიანი, ასევე 10,1 დუიმიანი ეკრანები. ჭორებს თუ დავუჯერებთ, Samsung-იც და Apple-იც გიგანტური, 12 დუიმიანი ტაბლეტების გამოშვებას გეგმავენ!

tableti (2)2013 წლის ტაბლეტის ძირითადი მახასიათებლების სია ასეთია:
1. IPS დისპლეი Full HD რეზოლუციით
2. ოთხბირთვიანი Qualcomm პროცესორი ან ორბირთვიანი Intel Atom პროცესორი
3. ოპერატიული მეხსიერების 2GB, მრავალამოცანიანი რეჟიმის უზრუნველყოფისთვის
4. მთავარი კამერა 5 მეგაპიქსელიდან და ფრონტალური არანაკლებ 1,2 მეგაპიქსელისა

LG-ის პოზიცია ტაბლეტების ბაზარზე არ იყო ძლიერი LG G Pad 8,3-ის გამოსვლამდე. ამ ტაბლეტში ყველაფერი შესანიშნავია: დიზაინით დაწყებული Qualcomm ჩიპით დამთავრებული. ეკრანი, თვით სრულყოფილებაა, 8,3 დუიმი, Full HD რეზოლუცია და პიქსელების სიმჭიდროვე. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი დამატებითი პროგრამული ფუნქციებია!

 

არ ეძინათ Lenovo-ს დიზაინერებსაც. რისი შედეგიც გახდა ორიგინალური Yoga Tablet. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ აკუმულატორი გამოტანილია "ცილინდრში". ამის წყალობით ტაბლეტი ბევრ სასარგებლო თვისებას იძენს: ნამდვილად მოცულობითი აკუმულატორი, ძალიან თხელი კორპუსი და მთავარი - კომფორტულობა და გამოყენების რეჟიმების მრავალფეროვნება: როგორც ტაბლეტი, წიგნი, კონსოლი და კლავიატურა. ამ ყველაფრის წყალობით Yoga Tablet არაორდინალური და იმედისმომცემია.
Lenovo-ს განვითარების კიდევ ერთი მიმართულება ტაბლეტი Lenovo MiiX 10-ია, რომელიც Windows 8-ზე მუშაობს. ასეთი გადაწყვეტილება მშვენიერია სამსახურის ორგანიზებისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ გზაში იმყოფებით. მაღალ სიმძლავრეს Intel Atom პროცესორი უზრუნველყოფს, საკმაოდ კარგი ავტონომიურობა კი 6800mAh მოცულობის აკუმულატორის დამსახურებაა.

მათთვის, ვინც მიჩვეულია ყველგან და ყოველთვის მუშაობას, შესანიშნავია კიდევ ერთი ტაბლეტი Windows 8-ის ბაზაზე - Nokia Lumia 2520. ეს ტაბლეტი მწარმოებელმა ტექნიკის ბოლო მიღწევებით არჭურვა - Qualcomm Snapdragon 800 პროცესორის გარდა, მას 10 დუიმიანი მატრიცა და Full HD რეზოლუცია გააჩნია, და Zeiss-ის ოპტიკაც მთავარ კამერაში.
 

zamtris-sezonis-sauketeso-tabletebi-nokia-lumia2520

ტაბლეტების ბევრი მოდელი იმის ხარჯზე იგებს, რომ დამატებითი აქსესუარები მოჰყვება. ამ კატეგორიაში საკმაოდ საინტერესო მოდელია Asus Transformer TF600TG, რომელიც მძლავრი ოთხბირთვიანი Nvidia Tegra 3 ჩიპით გამოირჩევა. მსგავსი ტრანსფორმერები ნოუთბუქებს ღირსეულ კონკურენციას უწევენ.

ტაბლეტი Asus Google Nexus 7 იმდენად მოეწონა პუბლიკას, რომ კომპანიამ მისი გაუმჯობესებული ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა. დიზაინი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა, აი ტექნნიკურად კი ტაბლეტი გაცილებით კარგი გახდა: Full HD დისპლეი, Snapdragon S4 Pro პროცესორი, 2GB ოპერატიული მეხსიერება. და რადგანაც ეს ტაბლეტი Google-ის ოფიციალური მოწყობილობაა, ის ერთ-ერთი პირველია, რომელმაც მიიღო ოპერაციული სისტემის განახლება Android 4.4 KitKat. 

კომპანია Asus-მა წარადგინა Fonepad FHD6 Note - 6 დუიმიანი ტაბლეტი, რომელიც, კომპაქრტურობის და Intel-ის მძლავრი პროცესორის გარდა, ჩვეულ GSM ქსელებში მუშაობის ფუნქციით არის აღჭურვილი. სტილუსი - ეს კიდევ ერთი მოდური ხრიკია. ამ მოდელში მას "ესმის" დაჭერის დონე.

 

კომპანია Samsung-მა ტაბლეტის ახალ ვერსიას Galaxy Note 10.1 2014 Edition დაარქვა, ამით Samsung-მა განაცხადა, რომ ეს მოდელი არა მხოლოდ აღემატება დღევანდელ ტაბლეტებს, არამედ მზადაა კონკურენციასაც გაუძლოს. მართლაც სერიოზული მოდელია: 10 დუიმიანი ეკრანი, რეზოლუციით 2560x1600, რვაბირთვიანი Exynos 5420 ჩიპი, ოპერატიული მესიერების მთელი 3GB და 8 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა. და რაღა თქმა უნდა მას აქვს სტილუსი, რომელიც ნამდვილად ჯადოსნური ჯოხივით არის. ერთი სიტყვით, ეს დროში მოგზაური მართლაც გამოირჩევა 2013 წლის მოდელების რიგიდან.
 

zamtris-sezonis-sauketeso-tabletebi-note10,1

ტაბლეტი Sony Tablet Z წარმატებული სმარტფონის Xperia Z-ის გაგრძელებაა. მას ბევრი უპირატესობა გააჩნია: მაღალი სიმძლავრე, ნამდვილად დიდი ათდუიმიანი IPS დისპლეი, თანამედროვე დიზაინი, IP57 სტანდარტის დაცვა. მსგავსი მზადყოფნა ნებისმიერ პირობებში მუშაობისთვის განსაკუთრებით მოგზაურებს, ტურისტებს და აქტიური ცხოვრების მოყვარულებს მოეწონება.



Apple-ის ფანებმა როგორც იქნა იპოვეს ბედნიერება iPad Mini with Retina display-ის სახით. დიახ, დიახ, საყვარელი კომპაქტური მოდელი აღჭურვეს Retina დისპლეით მაღალი რეზოლუციით და პიქსელების დიდი სიმჭირდოვით, ასე რომ გამოსახულება ახლა ფანტასტიურია. კომპანიაში სიმძლავრეზეც იზრუნეს და საკუთარი წარმოების ორბირთვიანი პროცესორი A7 დააყენეს.

 
კომპანია Apple-მა ასევე სრულიად ახალი მოდელი გამოუშვა - iPad Air. მას Apple-ისთვის ყველა დამახასიათებელი თვისება გააჩნია: კომპაქტურობა და სიმსუბუქე, მაღალხარისხიანი დიპლეი და უნიკალური სტილი. ტაბლეტის მრავალამოცანიანობა და მრავალფუნქცირობა უზრუნველყოფილია A7 პროცესორით. მუშაობის ინტენსიური ტემპის ხანგრძლივობას დიდი მოცულობის აკუმულატორი და ენერგიის დაზოგვის ტექნოლოგიები უზრუნველყოფს.
 

zamtris-sezonis-sauketeso-tabletebi-ipad-air


რას ველოდოთ 2014 წელს? ნათელია, რომ განვითარების გეზი ზომების კიდევ უფრო შემცირებისკენ და სიმძლავრის გაზრდისკენ იქნება მიმართული. არ არის გამორიცხული ახალი ტრენდების გამოჩენა, რომელთა შორის, ლოგიკურად, Ultra HD (3840x2160) რეზოლუციის დანერგვა, რვაბირთვიანი პროცესორების და ჟესტური მართვის გამოყენებაა მოსალოდნელი.

 

2014 წლის პოპულარული მოდელები:


SAMSUNG GALAXY NOTE N8000
Asus Nexus 7 2013
GOCLEVER TAB ARIES 70
ASUS MEMO PAD SMART
SAMSUNG GALAXY TAB 3
ზევით