არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ ტრიმერი და მოვუაროთ წვერს?
 

trimeri_wversaparsi

მრავალი საუკუნის განმავლობაში წვერის საკრეჭი ერთადერთი საშუალება მაკრატელი იყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენად რთულია წვერის მაკრატლით შეჭრა და რამდენად მარტივია წვერის ფორმის გაფუჭება? სწორედ ამ მიზეზით გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ყველას შეუძლია მარტივად და პროფესიონალურად მოუაროს თავის წვერს. ამ ჯადოსნურ მოწყობილობას ტრიმერი ჰქვია. ბევრ ჩვენთაგანს ტრიმერი ღრმა ბავშვობიდან ახსოვს, ზუსტად მას იყენებენ დალაქები, როდესაც სწორ ან ირიბ ხაზს გვიკეთებენ ბაკებზე.     

ტრიმერის ძირითადი ამოცანა თმის შეჭრაა, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება წვერისთვის არ შეიძლება. მსოფლიო დონის მწარმოებლების ზოგი ტრიმერი მრავალფუნქციურია: მათ აქვთ სპეციალური პირები წარბების კორექციისთვის და ცხვირიდან და ყურებიდან თმის მოსაშორებლად. წვერმოშვებულ მამაკაცებს მოუწევთ იმ აზრთან შეგუება, რომ საკუთარი ტრიმერი უნდა ჰქონდეთ.

trimeri

ძირითადი პარამეტრები 


დასაწყისისთვის გადაწყვიტეთ როგორი სიგრძის თმის შეჭრას აპირებთ. შესაცვლელი პირები სხვადასხვა დიაპაზონის შეიძლება იყოს (1-41მმ). შესაძლოა თქვენ გჭირდებათ მოდელები ძალიან მოკლე შეჭრისთვის (0,5-2,5მმ).
ფოლადი, რომლისგანაც დანებია დამზადებული, ძალიან დიდ როლს თამაშობს ტრიმერის შერჩევისას. მაღალხარისხიანი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული დანები უპირატესობით სარგებლობს, მათ შეიძლება სპეციალური საფარი ჰქონდეთ (ტიტანი, ალმასის მტვერი). ეს, მოწყობილობის მუშაობას ახანგრძლივებს. ტრიმერის დანების ხარისხი პირდაპირ გავლენას ახდენს თმის ჭრის ხარისხზე. კარგი დანების მქონე ტრიმერი ერთ დონეზე შეჭრის თმას და არ დატოვებს უზუსტობებს.
არ დაგავიწყდეთ დანის პირების სპეციალური ზეთით დაზეთვა, როგორც ეს ინსტრუქციაშია მითითებული. თუ ამ მნიშვნელოვან წესს დაიცავთ, ტრიმერი გაცილებით კარგად და დიდხანს გემსახურებათ. დაზეთვისას თითო წვეთია საკმარისი თითო მოძრავ ნაწილზე. ტრიმერის დაზეთვა ძირითადად მაშინაა საჭირო, როდესაც პირების სვლა ნელდება ან ზედმეტად ხურდება. არსებობს თვითდაზეთვადი პირებიც. ტრიმერის გაწმენდის კომფორტიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ ქვედა და ზედა პირი მჭიდროდ არის ერთმანეთთან განლაგებული, ტრიმერი ივსება თმით. ტრიმერის თმისგან გაწმენდა ყოველი მოხმარების შემდეგ არის რეკომენდირებული. ამიტომ ისეთი მოწყობილობა აირჩიეთ, რომელიც მარტივად იშლება. 

trimer

სიმძლავრე და კვება

მათთვის, ვინც თავს ოსტატად თვლის, კარგი იქნება მოდელი პირების მოძრაობის სიჩქარით 10000 ბრ/წთ., ან საშუალო სიმძლავრით 9-12 ვატი. დაბალი სიმძლავრის მქონე ტრიმერი უხარისხოდ შეჭრის ხშირ თმას და უზუსტობებს დატოვებს.

კვების წყაროს მიხედვით ტრიმერები სამ კატეგორიად იყოფა: აკუმულატორზე, მხოლოდ დენზე და აკუმულატორზე და დენზე მომუშავე ტრიმერები. აკუმულატორზე მომუშავე ტრიმერი მოსახერხებელია, რადგან მას არ აქვს სადენები, ის 40-60 წუთზეა გათვლილი, დატენვა კი 8-10 საათს მოითხოვს. დენზე მომუშავე ტრიმერი საკმაოდ სანდოა, მაგრამ მოუხერხებელი. და ბოლოს - აკუმულატორზე და დენზე მომუშავე ტრიმერი, ალბათ ყველაზე მოსახერხებელია - მისი დატენვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, ამავე დროს მისი გამოყენება დიდხანს შეიძლება.

კომპლექტაცია


ჩვენ ყველას გვგონია, რომ კარგია, როდესაც ტრიმერს ბევრი პირი მოყვება, თუმცა პირების ოპტიმალური რაოდენობა 4-5 ცალს შეადგენს. ასევე კარგია ტრიმერი, რომელსაც კომპლექტში მხოლოდ ერთი პირი მოყვება, მაგრამ მისი რეგულირებაა შესაძლებელი. ხშირად ტრიმერს კომპლექტში სავარცხელს, მაკრატელს, წინსაფარს აყოლებენ. მათი აღება იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, თუ ტრიმერი მოგეწონათ. მაკრატლის და სავარცხლის ყიდვა ცალკეც შეიძლება თქვენი გემოვნების და საჭიროების მიხედვით.

წვერის როგორი ფორმა ავირჩიოთ ?

წვერის გაზრდა არ არის რთული. რთულია გაიგო როგორი ფორმა მოუხდება სახეს. იდეალური ვარიანტი სპეციალისტის კონსულტაციაა, მაგრამ ყველას არ მიუწვდება ამაზე ხელი. ამიტომ არსებობს რამდენიმე უნივერსალური წესი, რომელიც ინდივიდუალური "ვარცხნილობის" სწორად შერჩევაში დაგეხმარებათ. ცნობილია, რომ წვერს სახის ნაკლოვანებების როგორც დაფარვა, ასევე გამოჩენა შეუძლია. კონუსის ფორმის წვერი აგრძელებს სახის მრგვალ ფორმას, ფართო წვერი კი პირიქით - არბილებს სახის მკვეთრ ნაკვთებს.
 

rogor shevarchiot trimeri 3 


როდესაც წვერს ფორმას აძლევთ სასურველია გაითვალისწინოთ წვერის ფერი, რადგან ის შეიძლება არ დაემთხვას თმის ფერს. თუ წვერი საკმაოდ მუქი გაქვთ, მაშინ ჯობია მოერიდოთ დიდი მოცულობის წვერს, რადგან ის არც თუ ისე ხელსაყრელად იქნება სახის ფონზე გამოკვეთილი. ფართო და მოცულობითი წვერი - ეს უფრო იმათთვისაა, ვისაც სახეზე ღია ფერის ან წითური თმა აქვს. ფართო წვერის ტარება არ არის სასურველი დაბალი ადამინებისთვის - ისინი ზღაპრულ გნომებს ემსგავსებიან, რაც ფრიად სასაცილოა. მაღალ ადამიანებს კი გრძელი წვრილი ფორმის წვერი არ მოუხდებათ. საშუალო სიმაღლის ადამიანები სრული თავისუფლებით სარგებლობენ და წვერის ნებისმიერ ფორმას იხდენენ.

rogor shevarchiot trimeri 1წვერი ბავშვივითაა, მასაც სჭირდება მოვლა

წვერის ტარება - ეს საქმე ზარმაცებისთვის არ არის. ფრაზა"შვებულებაში გავდივარ და წვერს ვუშვებ" დიდი ხანია დაძველდა. წვერის მოვლა გაცილებით რთულია ვიდრე უბრალოდ გაპარსვა. მოვლილი და ლამაზი წვერი დიდ შრომას და დამატებით სახსრებს მოითხოვს. თანამედროვე ბაზარი სავსეა არომატული ზეთებით და შამპუნებით წვერის მოვლისთვის. არომატული ზეთები და ჰიგიენური საშუალებები განსაკუთრებით მწეველებისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან წვერი მუდმივად თამბაქოს ბოლით იჟღენთება. წვერის დავარცხნა და შეჭრაც არ უნდა დაგვავიწყდეს. იდეალურ მოვლას, რა თქმა უნდა, მხოლოდ პროფესიონალი სტილისტები უზრუნველყოფენ, მაგრამ მათი მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომ, თუ წვერის მოშვება გადაწყვიტეთ და ლამაზი და მოვლილი წვერი გსურთ, პროფესიონალებად გადაქცევა მოგიწევთ. აი აქ კი ნამდვილად დაგჭირდებათ ტრიმერი.

 

შესაძლოა, წვერი ყველას არ უხდება, მაგრამ მთელი სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ წვერი ყველაზე ბუნებრივი "აქსესუარია" მამაკაცისთვის, რომლის შექმნისთვის ცოტა მოთმინება და ფანტაზია დაგჭირდებათ.
ზევით