არ არის გაყიდვაში

როგორ შევარჩიოთ სარეცხი მანქანა?

sarecxis_mankana

დღესაც კი ზოგ ოჯახში არ არის სარეცხი მანქანა, რაც შეიძლება არა მხოლოდ მისი სიძვირით, არამედ ბინაში ადგილის უკმარისობით აიხსნას. ძველ მცირეგაბარიტიან ბინებში არ გაუთვალისწინებიათ ადგილი სარეცხი მანქანის დასაყენებლად. დღეს კი სარეცხი მანქანის ქონა დიდ როლს თამაშობს სისუფთავის და მოწესრიგებულობის დაცვისთვის.

ავტომატური სარეცხი მანქანების სახეობები.

სარეცხი მანქანები იყოფიან ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვის მოდელებზე. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია. ასევე განსხვავდებიან ცალკე დასადგამი და ჩასაშენებელი სარეცხი მანქანები. დასადგამ მოდელებს ხშირად სააბაზანოში აყენებენ, უფრო იშვიათად - სამზარეულოში, ისინი ჩასაშენებელ მოდელებზე ოდნავ იაფი ღირს. თუ სააბაზანო ან სამზარეულო ოთახის ინტერიერის დიზაინის შენარჩუნება გსურთ, მაშინ ეს უკანასკნელნი მოძებნეთ. ასეთი სარეცხი მანქანის წინა მხარე ავეჯის კარით შეგიძლიათ დამალოთ.

sarexi_mankana_

ცალკე დასადგომები არიან ფრონტალური და ვერტიკალური ჩატვირთვით, ხოლო ჩასაშენებელი - მხოლოდ ფრონტალურით. სარეცხი მანქანები ფრონტალური ჩატვირთვით ბაზარზე ყველაზე მეტია. შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა სხვა სახეობის შესახებ არც კი იცის. მათი უპირატესობა აშკარაა: მანქანის ჩაშენებაა შესაძლებელი ან ახალ ბინაში მისთვის განკუთვნილი ადგილის დაგეგმვა, ანდაც მისი ზედა ნაწილის თაროსავით გამოყენება. ასეთი სარეცხი მანქანების ტევადობა 7-9 კილოგრამს აღწევს, რაც მნიშვნელოვანია დიდი ოჯახისთვის.

 

თუმცა მათ ასევე უარყოფითი თვისებები გააჩნიათ. პირველ რიგში დიდი გაბარიტები. თუ სარეცხი მანქანა ვერტიკალური ჩატვირთვით სააბაზანოს ვიწრო კუთხეში ეტევა, ფრონტალური ჩატვირთვის მანქანა ამის საშუალებას არ მოგცემთ. რა თქმა უნდა არსებობს უფრო კომპაქტური მოდელებიც, მაგრამ ისინი ნაკლებად პრაქტიკულები არიან. ვერტიკალური ჩატვირთვის მანქანების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტანსაცმლის ამოღება ან ჩამატება რეცხვის პროცესშია შესაძლებელი. თანაც წელში მოხრა არ მოგიწევთ.

 

რაც შეეხება ვერტიკალური ჩატვირთვის სარეცხი მანქანების ნაკლს - რეცხვის ხარისხი არც თუ ისეთი კარგია. ამასთან ერთად ჩასატვირთი ტანსაცმლის მოცულობა ოდნავ პატარაა ფრონტალური ჩატვირთვის მანქანებთან შედარებით: ისინი 5-6 კილოგრამზეა გათვლილი, როდესაც ფრონტალურებში 10 კილოგრამიც კი ეტევა.

 

სარეცხი მანქანების ზომები

ზომა - ეს ალბათ ძირითადი მონაცემია, რომლის მიხედვითაც სარეცხ მანქანებს არჩევენ. ეს გასაგებიც არის - პატარა ბინაში რთულია დიდი სარეცხი მანქანის მოთავსება. თითქმის ყველა ვერტიკალური ჩატვირთვის მანქანა ერთი ზომისაა. სხვაობა რამოდენიმე სანტიმეტრშია, როგორც წესი მათი სიმაღლე 85-90, ხოლო სიგანე 60 სანტიმეტრს შეადგენს. ვერტიკალურების სიღრმე 40-45 სანტიმეტრს შეადგენს, ფრონტალური სარეცხი მანქანების სიღრმე 30-47 სანტიმეტრს და 60 სანტიმეტრსაც კი აღწევს.
ცალკე ქვეგანყოფილებად შეიძლება დაიყონ შემოკლებული 70 სანტიმეტრის სიმაღლის სარეცხი მანქანები, რომლებიც ნიჟარის ქვემოთ თავსდებიან.

 

მოცულობა

შეიძლება ითქვას, რომ 4-5კგ მაქსიმალური ჩატვირთვის მოცულობა საკმაოდ ოპტიმალურია, როგორც ოჯახისთვის, ისევე მარტოხელა ადამიანისთვის, უბრალოდ ოჯახს უფრო ხშირად დასჭირდება რეცხვა. თუ ოჯახს კატეგორიულად არ უნდა ხშირად რეცხვა - 10კგ მოცულობის მანქანა იდეალური გამოსავალია.
საერთოდ სარეცხი მანქანის მინიმალური მოცულობაა 1.5კგ - აგარაკისთვის კარგი ვარიანტია.

sarecxis_mankana (2)

რეცხვის რეჟიმები და პროგრამები

  ნათელია, რომ ადამიანს უნდა მეტი ჰქონდეს და ამავე დროს ნაკლები გადაიხადოს. ამიტომაც მწარმოებლები უშვებენ ბევრი სხვადასხვა ფუნქციის მქონე სარეცხ მაქნქანებს, რომლებიც სულ მცირედით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მომხმარებლები კი სიხარულით ყიდულობენ ასეთ დანადგარებს და არც კი ფიქრობენ სჭირდებათ ესა თუ ის ფუნქცია თუ არა.

ბამბის რეცხვის რეჟიმი, ფერადი ტანსაცმლის სხვადასხვა ტემპერატურით რეცხვის რეჟიმი, დელიკატური ტანსაცმლის რეცხვის რეჟიმი, სწრაფი რეცხვა - აი ყველაზე საჭირო პროგრამები. ერთერთი ყველაზე გამოსადეგი ფუნქციაა "ექსპრეს-რეცხვა" - პროგრამა, რომელიც თითქმის სუფთა ტანსაცმლის სწრაფად და ეფექტურად გარეცხვის საშუალებას იძლევა. ეს ძალიან მოსახერხებელია, როდესაც საჭიროა ტანსაცმლის უბრალოდ განახლება (მაგალითად სპორტის შემდეგ).

დანარჩენი რეჟიმები - სპეციფიურია. მაგალითად სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გარეცხვა შესამაბისი რეჟიმით გაცილებით შედეგიანია, ვიდრე მათი ხელით გარეცხვა. მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში სპორტული ფეხსაცმლის გარეცხვა... ამ შემთხვევაში ან ფეხსაცმლის გადაგდება მოგიწევთ ან სარეცხი მანქანის შეკეთება.

"განახევრებული ჩატვირთვა" შეიძლება გამოყენებულ იქნას, როდესაც გასარეცხი ტანსაცმლის მოცულობა არაა საკმარისი სრული ჩატვირთვისთვის. რეცხვა ხორციელდება უფრო სწრაფად, მცირდება დატვირთვა სარეცხ მანქანაზე. ამ რეჟიმის დროს ხდება წყლის 30% და ელექტროენერგიის 25%-მდე ეკონომია.

თანამედროვე სარეცხ მანქანებს ბალანსის კონტროლის ფუნქციაც გააჩნია. თუ თეთრეული ერთ გორგლად შეიკრა, სარეცხი მანქანა ცდილობს მის დაშლას ბარაბნის სხვა მიმართულებაში დატრიალებით. თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ გაწურვა დაბალ ბრუნებზე წავა ან საერთოდაც არ იქნება. სარეცხი მანქანის სიცოცხლის ვადა იზრდება, ხმაურის და ვიბრაციის დონე კი მცირდება.

კიდევ არსებობს გაჟონვისგან დამცავი ფუნქცია - გაჟონვის შემთხვევაში წყდება წყლის მიწოდება. არასტაბილური ძაბვისგან დაცვის ფუნქციაც ძალიან სასარგებლოა. ზოგი მოდელი აღჭურვილია მოწყობილობით, რომელიც თიშავს სარეცხ მანქანას ძაბვის მოულოდნელი თამაშის დროს. ისინი ასევე იმახსოვრებენ ბოლო რეჟიმს გარკვეული დროით და ენერგომიწოდების აღდგენის შემდეგ აგრძელებენ რეცხვას იმავე ეტაპიდან.

sarecxis_mankana (3)

წინასწარი რეცხვა - საწყისი ეტაპია ძალიან ჭუჭყიანი ტანსაცმლის წესრიგში მოსაყვანად. ამ რეჟიმში თეთრეული 2 საათის განმავლობაში 30 °С ტემპერატურის წყალში რჩება და მხოლოდ შემდეგ იწყება ძირითადი პროგრამით რეცხვა.

თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, მაშინ ფუნქცია "დამატებითი გავლება" ნამდვილი შველაა თქვენთვის. გავლების ყოველი ციკლის შემდეგ ირთვება ცენტრიფურა და სარეცხი საშუალების ნარჩენები მთლიანად ქრება.

გადავადებული სტარტი - შესაძლებლობა თვითონ დანიშნოთ პროგრამის დაწყების დრო. ყოველი გავლების შემდეგ მანქანა აწარმოებს წყლისგან დაცლას და სარეცხის გაწურვას, შემდეგ კი გამწოვის საშუალებით ზედმეტი ქაფისგან თავისუფლდება. ესაა ქაფის წარმოქმნის კონტროლი. ასეთი ფუნქცია რეცხვას უსაფრთხოს გახდის და ჰერმეტულობის დარღვევას გამორიცხავს, თუ თქვენ ზედმეტი ან შეუსაბამო სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.

sarecxis mankana (3)ზოგ მოდელს ჩაშენებული მიკროპროცესორი გააჩნია "ინტელექტუალური" რეცხვისთვის. სარეცხი მანქანა აანალიზებს ქსოვილის სახეობას და დაბინძურების დონეს, წონის თეთრეულს და ამოწმებს აქვს თუ არა მას ლაქები. თქვენ უთითებთ დროს ის კი ოპტიმალურ პარამეტრებს გთავაზობთ, აკონტროლებს რეცხვის პროცესს და მის კორექტირებას ახდენს, თუ ეს აუცილებელია. ყველაფერი მარტივად და ხარისხიანად.

ასევე არსებობს, პრემიუმ-კლასისთვის დამახასიათებელი, ეგზოტიკური პროგრამები. მაგალითად ბალიშების, რბილი სათამაშოების და ჩვეულებრივი სათამაშოების რეცხვის რეჟიმიც კი.

პროგრამების შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილეთ თქვენთვის საჭირო პროგრამებზე და არ იხელმძღვანელოთ პრინციპით "რაც მეტია - მით უკეთესი".

დოლურის მასალა


ყიდვისას აუცილებლად დაინტერესდით რა მასალისგან არის სასურველი სარეცხი მანქანის ბარაბანი დამზადებული. ის შეიძლება იყოს როგორც ემალირებული, ასევე უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ან კომპოზიტური მასალებისგან. ეს უკანასკნელნი გამოირჩევიან ნაკლები ხმაურით, მეტი თბოიზოლაციით და დიდი ხანგამძლეობით. მაგრამ უჟანგავი მასალები უფრო სანდო და გრძელვადიანად ითვლება.

sarecxis_mankanis_dolura  

მწარმოებელი ქვეყანა

კომპიუტერული ტექნიკისგან განსხვავებით, სარეცხი მანქანების მწარმოებელი ქვეყანა დიდ როლს თამაშობს. ძირითადი ლოკაციებია: კორეა, ევროპა და თურქეთი. როგორც წესი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავდება სანდოობით და გრძელვადიანობით, ყველაზე ნაკლებად გრძელვადიანი თურქული სარეცხი მანქანებია. ყველაზე ხანგამძლე სარეცხი მანქანები შემდეგი ქვეყნებისაა შესაბამისად: შვედეთი, ავსტრია, გერმანია, იტალია და კორეა. რათქმაუნდა ფასიც შესაბამისად მერყეობს.

ოფციური ფუნქციები

დამატებითი ფუნქციებიდან აღსანიშნავია თხევად-კრისტალური დისპლეი. ის არა მხოლოდ ესთეტიურია, არამედ პრაქტიკულიც - მისი მეშვეობით გაცილებით მარტივია რეცხვის პროცესისთვის თვალის დევნა. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ასეთი დისპლეის არსებობა ზრდის სარეცხი მანქანის ფასსაც, მის "პრესტიჟულობას". ზოგისთვის, თუმცა, შუქდიოდები უფრო მოსახერხებელია."ბავშვებისგან დაცვა" ბევრ მოდელში გვხვდება. ის გათვლილია იმაზე, რომ ბავშვი ვერ მიხვდება რომ ორი ღილაკის დაჭერაა საჭირო რამის გასაფუჭებლად.რაც შეეხება ხმაურის დონეს სარეცხ მანქანებში - აქ ყველაფერი მარტივადაა. რაც უფრო ნაკლები დეციბელია პასპორტში - მით უკეთესია. არასასურველია 70 დეციბელზე მაღალი ხმაური.

sarecxis mankana (4)

შრობა

 

შრობის შესახებ შეიძლება ითქვას ასე: ან ყურადღება მიაქციეთ მისი პარამეტრების კლასს სარეცხი მანქანის არჩევისას ("A" კლასი პრაქტიკულად მშრალ თეთრეულს უზრუნველყოფს), ან შეიძინეთ ცალკე საშრობი მანქანა, რომელიც ისეთივე ზომის არის, როგორც თვითონ სარეცხი მანქანა. მისი დადებითი მხარე აშკარაა - ნაკეცების წარმოქმნის თავიდან აცილება: ტანსაცმლის დიდი ნაწილი დაუთოვებასაც კი არ საჭიროებს.
რაც შეეხება პროგრამებს, აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც სარეცხ მანქანებში: შრობა ქსოვილის ტიპის და ტენიანობის გათვალისწინებით. ძვირადღირებულ საშრობ მანქანებს შეუძლიათ ტანსაცმლის "განიავება", მტვრისგან ან კატების ბეწვისგან გაწმენდა.

 

ასე რომ, მოდით შევაჯამოთ: თუ თქვენ მცირე ზომის ბინა გაქვთ - ყურადღება უპირველეს ყოვლისა ვიწრო სარეცხ მანქანებს მიაქციეთ, ხოლო თუ თქვენ თავისუფალ ადგილში შეზღუდული არ ხართ - მაშინ (თქვენივე კომფორტისთვის) ლოგიკური იქნება სარეცხი მანქანის და საშრობი მანქანის ყიდვა.


წარმატებულ შეძენას გისურვებთ!

 

ზევით