არ არის გაყიდვაში

Samsung Galaxy Tab 3 10.1 - მიმოხილვა

კომპანია Samsung-მა ისევ განაახლა ათდუიმიანი Galaxy Tab-ი. პლანშეტი პრაქტიკულად არ შეიცვალა შიგნიდან,უცვლელი დარჩა ეკრანის გაფართოება (1280x800), ოპერატიული მეხსიერების 1GB და 16GB ჩაშენებული საცავი. შეიცვალა მხოლოდ პროცესორი - ახალ Galaxy Tab 3 10.1-ში ჩაშენებულია ორბირთვიანი Intel Atom Z2560 ტაქტური სიხშირით 1.6GHz. ამ ყველაფერს Android 4.2.2 Jelly Bean მართავს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ცვლილებები განიცადა ახალმა Galaxy Tab 3 10.1 და როგორი გამოდგა ახალი პროცესორი, ამ მიმოხილვაშია წარმოდგენილი.


samsung_galaxy_tab_3-101-1_0  


გარეგნობა

 იმას, რომ სამხრეთ კორეაში დიზაინის კარდინლურად შეცვლა არაა მიღებული, ახალი Samsung Galaxy Tab 3 10.1 ამტკიცებს. პლანშეტი თავის წინამორბედებს ჰგავს, თუმცა მას რაღაც სხვაობებიც გააჩნია: წინა პანელიდან ორი დინამიკის გვერდებზე განლაგების, როგორც პირველ თაობაში, და დისპლეის კანტების შემცირების წყალობით , კორპუსი უფრო ვიწრო გახდა. ასევე შემცირდა მისი წონა და სისქე - ახლა ისინი 7.95 მილიმეტრს და 512 გრამს შეადგენენ, რაც მას თავის კლასში ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქს და თხელს ხდის. ამ კუთხით მას მხოლოდ Sony Xperia Tablet Z ჯობია.

Samsung Galaxy Tab 3 10.1

და როგორც იქნა წინა პანელზე გამოჩნდა ღილაკი "Home" , რაც აქამდე არცერთ Galaxy Tab-ს არ ჰქონდა, რისთვისაც დიდი მადლობა შემქმნელებს. უკანა მხარეს კი ბადისებური თარგები ფარავს, როგორც ეს Galaxy S4-ზეა. ვერცხლისფერი კანტი არ არის მეტალისგან დამზადებული - ის პლასტიკურია. აწყობის ხარისხი შესანიშნავია, არაფერი არ ჭრიალებს და ყველა დეტალი მყარად არის ერთმანეთთან შერწყმული. ხელში პლანშეტი ძალიან მოხერხებულად თავსდება შემცირებული ზომების და წონის წყალობით. ტაქტილური შეგრძნებები ძალიან სასიამოვნოა.

samsung_galaxy_tab_3-101-1_8
 

ფუნქციონალური ელემენტები ფაქტიურად ისევე უცვლელნი დარჩნენ, როგორც ეს წინა Galaxy Tab-ზე იყო: ზედა ნაწილში გამორთვის ღილაკი, ხმის მარეგულირებელი, ორი სლოტი: micro SD და SIM-ისთვის. მათ დაემატა ინფრაწითელი გადამცემი, რომელიც წინა მოდელებში არ იყო. ყურსასმენების ბუდე მარცხენა მხარეს არის განლაგებული, ხოლო micro-USB პორტი ქვედა მხარეზეა. micro-USB პორტის გვერდით მიკროფონი ჩანს. დისპლეის თავზე, ლოგოტიპის გვერდით - ფრონტალური კამერა და სინათლის სენსორია. მთავარი კამერა (3Mp) პლანშეტის უკანა მხარეს არის.

Samsung Galaxy Tab 3 10.1 (3) 

ისევე, როგორც თავისი ყველა წინამორბედი, Galaxy Tab 3 10.1 აღჭურვილია PLS-მატრიციანი დისპლეით 1280x800 პიქსელიანი რეზოლუციით. ეკრანი ახდენს შესანიშნავი ფერების და კუთხეების შემოვლების დემონსტრაციას, თუმცა ფერების გადაცემას იდეალურს ვერ დაარქმევ. სენსორი მხარს უჭერს 10 ერთდროულ დაჭერას, ესმის მულტითაჩი და ყველაფერი თითქოს კარგადაა. იმ დროს, როცა პლანშეტების ყველა მსხვილი მწარმოებელი Full HD ეკრანებს უშვებს, Samsung-ი ჯერ კიდევ ვერ გასცდა 1280x800 რეზოლუციას, რაც ოდნავ უცნაურად გამოიყურება.

samsung_galaxy_tab_3-101-1_17   

სინათლის დონე იცვლება 3-დან 302cd/m2-მდე, ასე რომ ღამე კიტხვისას თვალები არ დაიღლება, ხოლო დღის სინათლის დროს რამის გარჩევა იქნება შესაძლებელი.

Samsung Galaxy Tab 3 10.1 (2)


დისპლეისთან მუშაობისთვის Samsung-ს რამდენიმე Smart-ფუნქცია გააჩნია: Smart Stay - ტოვებს ეკრანს ჩართულს სანამ თქვენ მას უყურებთ; Smart Rotation - ატრიალებს ეკრანს თქვენი სახის მდგომარეობის მიხედვით, რაც მოსახერხებელია წიგნების კითხვის დროს.

samsung_galaxy_tab_3-101-1_20  

Dolby Surround-ის წყალობით ორი დინამიკი საკმაოდ ძლიერ და სუფთა ხმას გამოსცემს, ასე რომ ფილმების ყურება კომფორტულად შეიძლება, ასევე ვიდეოკავშირიც არის შესანიშნავი. მუსიკის მოსმენა, თუმცა, ყურსასმენებით სჯობს. რადგან დინამიკები პლანშეტის გვერდებზეა განლაგებული, ფილმის ყურების დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ რომ ხელი არ მოგეფაროთ.

ფუნქციონალურობა

როგორც მაღლა ავღნიშნეთ, აპარატულ შემადგენელს არ განუცდია დიდი ცვლილებები - აქ ისევ ის 1GB ოპერატიული მეხსიერებაა და 16GB ჩაშენებული, მეხსიერების ბარათის მეშვეობით 64GB-მდე გაზრდის შესაძლებლობით. მხოლოდ პროცესორია შეცვლილი. ახალი Galaxy Tab 3 10.1-ის ბაზად პლატფორმამ Intel CloverTrail+ იმსახურა, რომელიც სპეციალურად პლანშეტებისთვის არის გამომუშავებული. პროცესორს Intel Atom Z2560 აქვს ორი x86 არქიტექტურის ბირთვი, 1.6GHz ტაქტური სიხშირით.

    Samsung Galaxy Tab 3 10.1 (4)  

ისევე , როგორც პროცესორების CloverTrail წინა თაობაში, აქ ჩართულია ფუნქცია Hyper-threading-ის მხარდაჭერა, რაც მონაცემების ოთხი ნაკადის ერთდროულად გადამუშავების საშუალებას იძლევა, გააჩნია Intel-ის საფირმო ტექნოლოგიების მხარდაჭერა, VT-x, SpeedStep და Smart Idle Technology ჩათვლით.

samsung_galaxy_tab_3-101-1_18  
samsung_galaxy_tab_3-101-1_9  
samsung_galaxy_tab_3-101-1_10  

გრაფიკის გადამუშავებისთვის გამოიყენება PowerVR SGX 544MP ვიდეო ამაჩქარებელი. ეს საკმაოდ მძლავრი ჩიპია, რომელიც საკმაოდ მაღალი მოქმედების დემონსტრაციას ახდენს, დიდ თამაშებშიც კი, თუმცა არა ყველგან მაქსიმალური პარამეტრებით, როგორც მაგალითად Real Racing 3-ში.

უსადენო კავშირს Wi-Fi 802.11a/b/g/n მოდულები და Bluetooth 3.0 უზრუნველყოფენ. მოწყობილობა აღჭურვილია A-GPS/GLONASS მიმღებით. ხელმისაწვდომია ასევე მობილური ქსელების HSPA+ მონაცემების 21Mb/s სიჩქარით მხარდაჭერა.

samsung_galaxy_tab_3-101-1_21  

ჩაშენებული ინფრაწითელი გადამცემის წყალობით პლანშეტის გამოყენება ტელევიზორის პულტის მსგავსად არის შესაძლებელი. ამისთვისაა ფუნქცია Smart Remote.

samsung_galaxy_tab_3-101-1_23  

პლანშეტის ავტონომიურობა აკუმულატორის დიდი ტევადობით 6800mAh არის უზრუნველყოფილი. აქ ინტელექტუალური ენერგოეკონომიის ფუნქციაა გამოყენებული, რომელიც იძლევა საშუალებას საგრძნობლად გავახანგრძლივოთ მუშაობის დრო დატენვის გარეშე. Wi-Fi-ით ვიდეოს უწყვეტი აღწარმოება 6 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, ვებ-სერფინგი კი 9 საათამდე. ბევრი მომხმარებელი ასეთი რეზულტატებით კმაყოფილი იქნება.

პროგრამული უზრუნველყოფა

პლანშეტი, Android 4.2 Jelly Bean-ის მართვით მუშაობს, ახალი TouchWiz გარსის ვერსიით, რომელშიც ინტერფეისის ბევრი ელემენტია გადამუშავებული. მომხმარებელს ხელი სულ სამ სამუშაო დისპლეიზე მიუწვდება, სადაც ოთხამდე ვიჯეტის ფანჯარა და აპლიკაციების ხუთი რიგი შეიძლება განთავსდეს. ქვედა ნაწილში სწრაფი დაწყების აპლიკაციების ერთი რიგია, რისი შემადგენლობაც მომხარებელს ინდივიდუალურად შეუძლია შეცვალოს. პარამეტრების მენიუში ახალი დამატებითი ქვემენიუები გაჩნდა.
 
     Samsung Galaxy Tab 3 10.1   

როგორც ყოველთვის, Samsung-მა პლანშეტი Hub-ების სრული კომპლექტით აღჭურვა: Game Hub, Music Hub, Learning Hub (რომელიც სხვათაშორის თქვენს ქვეყანაში არ მუშაობს), Reader’s Hub და Video Hub. აქ ასევე ჩართულია საფირმო აპლიკაციები S-Voice და S-Planner.

samsung_galaxy_tab_3-101-1_13
 

კამერა 

Galaxy Tab 3 10.1-ში ისეთივე კამერებია ჩაშენებული, როგორც მის წინამორბედებში. უკანა, 3-მეგაპიქსელიანი კამერა გვაძლევს საშუალებას 2048x1563 რეზოლუციის ფოტოები მივიღოთ და 720p ფორმატის ვიდეო გადავიღოთ 30 კადრი/წამში სიხშირით. ფოტოების და ვიდეოების ხარისხი საშუალოა, რასაც ქვემოთ მოყვანილ ფოტოებზე ნახავთ. ფრონტალური კამერა (1,2 Mp) უფრო მოკრძალებულია, თუმცა საკმაოდ ნორმალურია ვიდეოკავშირისთვის. 

  Samsung Galaxy Tab 3 10.1 (5)  

დასკვნა

მას შეიძლება მეორე თაობის შემსუბუქებული ვერსია დავარქვათ, თუმცა სრულფასოვან მესამე თაობას ვერ დავარქმევთ. ამის მიუხედავად Galaxy Tab 3 10.1 ძალიან ხარისხიან და შესანიშნავ ეკრანიან პლანშეტად რჩება. სიმძლავრეც წესრიგში აქვს. უდავოა, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა, Galaxy Tab 3 10.1 იპოვის თავის მომხმარებელს.

samsung_galaxy_tab_3-101-1_25  

იხილეთ ასევე სხვა მოდელები:


SAMSUNG GALAXY TAB 3 T2110 7.0
SAMSUNG GALAXY TAB 3 T3110 8.0
SAMSUNG GALAXY TAB 3 T3110 8.0
SAMSUNG GALAXY TAB 3 P5200 10.1
ზევით