არ არის გაყიდვაში

Statia

1  კომფორტი

ონლაინ შოპინგი ძალიან კომფორტულია. სახლიდან გაუსვლელად თქვენ შეგიძლიათ სასურველი პროდუქტის შეძენა. არ გიწევთ მაღაზიაში რიგში დგომა, დროის დაკარგვა. განსაკუთრებით კომფორტულია ინტერნეტ-მაღაზიით სარგებლობა დღესასწაულებისა და სხვადასხვა აქციის დროს. წყნარად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი და გააფორმოთ შეკვეთა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ღამეც კი. ინტერნეტ-მაღაზიის საიტები ხელმისაწვდომია 24 საათი კვირაში 7 დღე.

kredit5

2  დაბალი ფასები

Online Store ინტერნეტ მაღაზიას აქვს ნაკლები ხარჯი ( არ აქვს ფიზიკური მაღაზიის იჯარის, საწყობის, კონსულტანტების და სხვა ხარჯები) და შესაბამისად ნაკლები მოგების მარჟით ახდენს პროდუქციის რეალიზაციას. ამიტომ, ინტერნეტ მაღაზიებში ძირითად შემთხვევაში პროდუქტის ფასი უფრო დაბალია, ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით. მომხმარებელი ამატებს მხოლოდ მიწოდების საფასურს, თუმცა, ჩვენს შემთხვევაში მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა, ხოლო რეგიონებში ტრანსპორტირების საფასურის ტარიფები მინიმალურია)

3  გადახდის მეთოდის შერჩევა

ინტერნეტ მაღაზია გთავაზობთ გადახდის რამდენიმე მეთოდს. შეგიძლიათ გადაიხადოთ თანხა ნივთის მიღებისას, კურიერთან, ნაღდი ანგარიშსწორებით ან ტერმინალზე, გადარიცხოთ ინვოისით, გადაიხადოთ ბარათით ელექტრონულად. ყოველთვის სასიამოვნოა როდესაც გაქვთ არჩევანი.

4  ფართო ასორტიმენტი

ინტერნეტ მაღაზიებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი. თქვენ გეძლევათ საშუალება არა მარტო მოძებნოთ და შეუკვეთოთ სასურველი მოდელი, არამედ, დეტალურად გაეცნოთ მის მონაცემებს, ფუნქციებს, შეადაროთ დანარჩენ პროდუქციასთან და საბოლოოდ მიიღოთ გადაწყვეტილება შეიძინოთ ის მოდელი რომელიც პასუხობს თქვენს ყველა მოთხოვნას. მოდელის გვერდზევე ხშირად ჩანს მომხმარებლების რევიუები, რომლების მიხედვით, წარმოდგენა გექმნებათ აღნიშნული ნივთის ხარისხზე.

vibor-tovara

5  გამარტივებული ძებნა

დავუშვათ რომ გნებავთ შეიძინოთ ნოუთბუქი, კონკრეტული ბრენდის ან გსურთ რომ მოდელის გარკვეული პარამეტრები ჰქონდეს. თუმცა, არ იცით მოდელის სახელი ან ზუსტი არტიკული. ინტერნეტ მაღაზიაში გაფართოებული ძებნით შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ საიტზე არსებული პროდუქცია ისე, რომ გვერდზე გამოჩნდეს მხოლოდ იმ მახასიათებლის პროდუქცია, რომელიც გაინტერესებთ.

6  მარტივი წვდომა

iStock_000006184912XSmall წვდომა ინტერნეტ-მაღაზიასთან გაქვთ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. ინტერნეტ მაღაზია არის როგორც ბევრი მაღაზია, თავმოყრილი ერთ წერტილში- თქვენი კომპიუტერის ან მობილურის დისპლეიზე. შეგიძლიათ უყუროთ ტელევიზორს, ნახოთ თქვენთვის საინტერესო რეკლამა და ადგომის გარეშე იპოვოთ ეს მოდელი საიტზე, შეიძინოთ და მიიღოთ ის სახლიდან გაუსვლელად. შეგიძლიათ მიუთითოთ მეგობრის ან ახლობლის მისამართი, ვისთანაც გნებავთ რომ აღმოჩნდეს შენაძენი. მარტივია სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობა - საჩუქრის გაგზავნა.

7  ეკონომიურობა

თქვენი ხარჯი მცირდება, ინტერნეტით ნივთის შეკვეთისას. რატომ? წარმოიდგინეთ რომ ნახევარი დღე დადიხართ მაღაზიებში, სასურველი ნივთის ძიებაში, გზაში ყიდულობთ უამრავ, სხვა, არადაგეგმილ წვრილმანს და ასევე ჩერდებით კაფეში წასახემსებლად.

slide2
ზევით