არ არის გაყიდვაში

TOP 10 უცნაური სმარტფონი

STATIA_BEGE_720X272

გახსოვთ, როგორი იყო ტელეფონები ადრე? ყველაფერი შავ-თეთრი აპარატებით დაიწყო, აგურებს რომ ჰგავდა. მერე სლაიდერები გამოვიდა და როგორც იქნა, გაჩნდა სმარფონები, რომლებსაც ახლა ჩვენ ყველა ვიყენებთ. დაგვეთანხმებით, რომ ბოლო დროს ტელეფონის მწარმოებლები უფრო და უფრო ხშირად აკოპირებენ ერთმანეთის პროდუქტებს, მაგრამ ამ სტატიაში წარმოვადგინეთ ის მოდელები, რომლებსაც სრულიად უნიკალური დიზაინი და ტექნოლოგიები აქვთ. ბევრი მათგანი გასულია გაყიდვაში, თუმცა აღნიშნულ სიაში მოცემული რამდენიმე პროდუქტი მომავლის პროდუქტს წარმოადგენს. ასე რომ, ყურადღებით! აქ მსოფლიოს ყველაზე უცნაური და ექსკლუზიური ტელეფონების ათეულს იხილავთ.

1. The Dras Phone

დრას

შესაძლოა მას მსოფლიოს ყველაზე უცნაური ტელეფონის ტიტული მივანიჭოთ. საქმე იმაშია, რომ ის შეგიძლიათ დომინოს ფიგურებივით დაშალოთ. გაჯეტს სრულყოფილი სენსორული დისპლეი აქვს, რომელიც სამ წერილში იხრება 180 გრადუსით. ეს ინოვაცია საშუალებას გაძლევთ თქვენი ტელეფონი უფრო კომპაქტური გახადოთ. ყველა ტელეფონს ხომ არ აქვს თვისება დააპატარაოთ ორჯერ და სამჯერ. მისი ეკრანი დაკეცილ მდოგმარეობაშიც კი ინარჩუნებს ფუნქციურობას და აგრძელებს შეტყობინებისა და მნიშნველოვანი ინფორმაციის ასახვას.



2. Lenovo CPLUS

ლენოვო

ნორმალურ მდგომარეობაში ტელეფონი დისტანციური პულტის მსგავსად გამოიყურება, არც ისე დიდი დისპლეით. უკანა და გვერდითი მხარეები კი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მაგრამ დააკვირდით და აღმოაჩენთ, რომ მას გადაღუნვის შესაძლებლობა აქვს. წარმოუდგენელია, მაგრამ CPLUS მაჯაზეც კი შეგიძლიათ მოირგოთ. თუმცა, არ ღირს გადაჭარბება. როცა Lenovo გაჯეტს ჟურნალისტებს აცნობდა, გულწრფელად აღიარა, რომ მოდელი ჯერ-ჯერობით დასახვეწია და მოღუნვის დროს შესაძლოა დაზიანდეს. ტელეფონი ისეა აწყობილი, რომ ჭკვიან სამაჯურადაც გამოიყენებთ, ინტერფეისი კი ამასობაში ოპტიმიზირდება მოხმარების ამა თუ იმ რეჟიმზე.

3. Triple Display Flip

ფლიპ

აღნიშნული მოდელი მუშაობს ჩვენთვის უცნაური Windows phone 7 სისტემის მეშვეობით. ორმაგი დაკეცვის ფუნქცია, მას კარგად იცავს. ეკრანის ძირითადი ნაწილი დაფარულია ტელეფონის ზედა და ქვედა ფლიპებით, რომელთა შორისაც ღია რჩება ეკრანის ვიწრო ნაწილი, რომელიც გიჩვენებთ ყველაზე მთავარ მონაცემებს: ზარის ნომერს, მიმდინარე კალენდრულ დროს და თარიღს. ტელეფონს აქვს ძირითადი ვირტუალური კლავიატურა სენსორულ ეკრანზე. ის კინომანებისთვისაც კომფორტულია, რადგან ისე იხსნება, რომ დახრილ მდგომარეობაშიც შეგიძლიათ დადოთ და კომფორტულად უყუროთ ფილმს.

4. Nintendo Plus

nintendo1

ეს სმარტფონი ვირტუალური თამაშების მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. გაჯეტს სრულიად უცნაური ფორმა აქვს. ის ერთდროულად ჰორიზონალური გასაშლელიცაა, პირდაპირი სლაიდერიც და როტატორიც. პროექტის ავტორმა შემოგვთავაზა უარი გვეთქვა სტანდარტულ კლავიატურაზე და შეცვალა ის სათამაშო კლავიშებით. ნამდვილი ოცნებაა გეიმერებისთვის.

5. Nec Flip Phone

ნეკ

რამდენი ეკრანი სჭირდება თანამედროვე მობილურ გაჯეტს? ყველა თანამედროვე სმარტფონს ერთი ეკრანი აქვს. იქნებ ორი ჰქონდეს. აი Nec Flip-ს სამი აქვს. იტყვით, რომ ბევრია? ამ გაჯეტის შემქმნელები კი არ დაგეთანხმებიან. სამი ეკრანი და ანდროიდის ოიპერაციული სისტემა საშუალებას გაძლევთ ის მრავალფუნქციურად გამოიყენოთ, განსხვავებულ რეჟიმებში. განსხვავებული პროგრამები სხვადასხვა ეკრანებზე და ერთი პროგრამა, გაშვებული სამ ეკრანზე.

6. Arubixs Portal

პორტალ

ამ ტელეფონის განსაკუთრებულობას ის წარმოადგენს, რომ ტელეფონს 4 კამერა აქვს. რომელთაგანაც ზოგი მათგანი საშუალებას გაძლევთ ის ჟესტების საშუალებით მართოთ.

7. Google Project Ara

გოგლ1

სმარტფონების სამყაროში რევოლუციურია. ტელეფონს ყველა შემადგენელი ნაწილი: პროცესორი, დისპლეი, ბატარეები, კამერები, ელექტრომაგნიტის მეშვეობით მაგრდება. ადრე გუგლმა განაცხადა, რომ მხოლოდ მაგნიტის გამოყენება არ არის საკმარისი. ყოველი ნაწილი ტელეფონს ცალ-ცალკე უნდა მოხსნათ, ამიტომ ტელეფონი საკმაოდ არაკომფორტული აღმჩნდა და საბოლოოდ გაყიდვაშიც არ გასულა.

8. Nec Medias W

მედია

დახურულ მდგომარეობაში სმარტფონი სხვა ჩვეულებრივი მოდელებისგან არაფრით განსხვავდება. თუმცა თავიდანვე თვალში მოგხვდებათ მისი 13 მილიმეტრიანი სისქე და საკმაირისია გახსნათ, რომ 3-4 დიუმიან ეკრანს იხილავთ. ასეთი ფართე ეკრანი საშუალებას გაძლევთ გააფართოვოთ ერთი პროგრამა ან ერთდროულად ჩართოთ ორი. მისი საშუალებით ორი ერთმანეთის პირისპირ მჯდომი ადამიანი შეძლებს ერთდოულად სხვადასხვა გამოსახულებას უყუროს.

9. Nokia 888

ნოკია

ეს ტელეფონი წარმოუდგენელი მოქნილობის ილუსტრაციას წარმაოდგენს. შეგიძლიათ ტელეფონს თითქმის ყველაფრის ფორმა მისცეთ. გამოიყენოთ სამაჯურად, მისცეთ ჩაღმავებული, ამობურცული ფორმა. წიგნში სანიშნადაც კი ჩადოთ. მომავალში, სმარტფონის დახვეწილი ვერსია დამოუკიდებლად მოძრაობასაც შეძლებს. ეს მომავლის ტელეფონის კონცეფციაა.

10. ZTE eco Mobius

ზტე

- ტელეფონი კონსტრუქტორი. მას მომხმარებელი დამოუკიდებლად ააწყობს და დაშლის. სმარტფონი რამდენიმე მოდულისგან შედგება. დისპლეი, პროცესორი, აკუმულატორი და ფოტოკამერები. ძირითადი მოდული დისპლეია, დანარჩენი ნაწილები შეგიძლიათ თავად დაამატოთ.
ზევით