არ არის გაყიდვაში

ხმოვანი ძებნა, მეორე ეკრანი, დამატებითი რეალობა - რას ცვლის Smart TV ბაზარზე?

ტვსმარტი


დღეს ინტერნეტი ყველგანაა. “საერთაშორისო ქსელი”, ჯერ კიდევ 10 წლის წინ რომ აკვირვებდა კაცობრიობას, ახლა გლობალურად გავრცელდა. ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად “ჭკვიანი” რევოლუცია მოხდა ტელეფონებშიც და ისინი სმარტფონებად გადააქცია, შემდეგ კი რევოლუციამ ტელვიზორებიც მოიცვა. ჯერ კიდევ 7 წლის წინ “ჭკვიან ტელევიზორებს” ვერ დავარქმევდით მასობრივ პროდუქტს. მაშინ ეს-ესაა გაჩნდა ინტერნეტში ჩართული მოდელები და მისით მხოლოდ ტექნიკის ფანატები თუ ინტერესდებოდნენ. ახლა კი Smart TV ცალკე ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. Smart ტელევიზორი - ესაა ტექნოლოგია, რომელიც ციფრულ სერვისებს წარმოადგენს, სადაც ინტეგრირებულია ინტერნეტი და თანამედროვე ტელევიზორი. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ინტერნეტში ჩართული ტელევიზორი.

რას ერიდებიან რეკლამის დამკვეთები?

როგორც ჩანს, Smart TV ბაზრის ერთ-ერთი დრაივერი, რეკლამაა. Smart TV-ში გაშვებული რეკლამის მთავარი ღირსება კლიენტთან ურთიერთქმედება, ინტერაქტიულობაა. ინტერნეტ-ტექნოლოგიის წყალობით ჭკვიან ტელევიზორს შეუძლია რეკლამა მომხმარებელზე ჟანრების მიხედვით, მიზანმიმართულად გაუშვას. ტარგეტირება მოახდინოს მოდელისა და ტელვიზორის დიაგონალის მიხედვით. ტელევიზორის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია დააკლიკოს ღილაკს და რეკლამის გაშვების თანავე განახორციელოს ზარი, შეუკვეთოს მომსახურება, ან პროდუქტი. ამასთან Smart TV-ში რეკლამის გაშვება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ტელევიზიაში, რადგან ის ინტერნეტ-რეკლამად ითვლება.

Smart TV-ს შეუძლია მაყურებელთან ბრენდის კონტაქტი დაუსრულებელი დროით გაახანგრძლივოს. მაყურებელს, დაინტერესების შემთხვევაში, 30 წამიანი რგოლის დიდ საინფორმაციო პროდუქტად გადაქცევა შეუძლია. მაგრამ რეკლამის დამკვეთებს ერთი მთავარი გარემოება აშინებს - Smart TV-ს საშუალებით ვერ დაადგენთ ვინ უყურებს რეკლამას, რა არის მისი ასაკი, სქესი, შემოსავლის წყარო და ა.შ. უკვე აუდიტორიის ანალიზის არაერთი მცდელობა დასრულდა კრახით.

გიგანტების ბაზარი და მომავლის ტექნოლოგიები

მობილური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩნდება კითხვა - შეინარჩუნებს თუ არა ტელევიზორი სიცოცხლის უნარიანობას, იმ დროს, როცა უამრავი კომფორტული და ჭკვიანი მოწყობილობა ჩნდება. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ Smart TV-ს მომავალი, ნამდვილად, აქვს. ერთის მხრივ ამის მიზეზია, მისი განუწყვეტელი სრულყოფა, ახალ ტექნოლოგიებთან და სხვა მოწყობილობებთან სინქრონიზირება. მეორეს მხრივ კი ვფიქრობთ, რომ ტელევიზორები თავის ნიშას ყოველთვის შეინარჩუნებენ. პირველ რიგში კი სახლის კინოთეატრის სახით.

მომხმარებლის კომფორტისთვის ინერგება მართვის ახალი საშუალებები:



მეორე ეკრანი (მომხმარებელი ფილმს სმარტფონში ეძებს და უყურებს ტელევიზორში). სმარტფონით მართავთ ხმას, აპაუზებთ, ზრდით გამოსახულებას. შეიძლება ფილმის სცენებზე მეტი იფნრომაციაც მიიღოთ ტელეფონით და განიხილოთ კიდეც ის მეგობრებთან ერთად.

ხმოვანი ძებნა. ამ წელს LG Electronics-მა თავის ახალ ტელევიზორებში შექმნა ხმოვანი ძებნის შესაძლებლობა.

პროგრამებთან სწრაფი წვდომის ღილაკები. მათი საშუალებით აღარ დაგჭირდებათ პროგრამების ძებნა მენიუში - შეგეძლებათ უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს და ისიამოვნოთ ფილმის ყურებით.

როგორც ვიცით Smart ტელევიზორებზე მსოფლიო გიგანტები მუშაობენ: Samsung, LG Electronics, Apple Inc., Google, Intel, Microsoft Corporation, Philips, Sony, Haier, and Toshiba, რომლებიც, არა მხოლოდ, ტელევიზორის მწარმოებლებს, არამედ ახალი ტექნოლოგიების და პროგრამების შემქმნელებს წარმოადგენენ Smart TV -ს სეგმენტში. არსებობენ სტარტაპებიც, რომლებიც გიგანტებთან ერთად ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს. ვრცელდება ხმები, რომ სწორედ ასეთ თანამშრომლობას ვიხილავთ სულ მალე, როდესაც გაყიდვაში Samsung Galaxy S8 გამოვა Bixby დამხმარესთან ერთად. არსებითად ეს იქნება დივაისების ახალი ეკოსისტემა, ადამიანებისა და ტექნიკის სამყაროს შორის ურთიერთობის ახალი კონცეფცია, რომლის არსსაც წარმოადგენს - ტექნიკის ხმით კონტროლი.

Microsoft-ის ტოპ მენეჯერი ალექს კიპმანი კი თვლის, რომ ძალიან მალე “დამატებითი რეალობა” ჩაანაცვლებს ყველა ეკრანიან მოწყობილობას, მათ შორის გაჯეტებსა და ტელევიზორებს. ფილმები, მესენჯერში მიმოწერა, სატელეფონო ზარები, - ყველაფერი ადამიანის თვალებში პროეცირდება. სტარტაპ Magic Leap Google-ის დახმარებით ამუშავებს ავტონომიურ გარნიტურას, რომლის დახმარებითაც 3D ფორმატის გამოსახულების ტრანსლირება პირდაპირ თვალებში მოხდება.
ზევით