არ არის გაყიდვაში

 შეცვლის თუ არა სმარტფონი პერსონალურ კომპიუტერს?

Statia_BEGE_720X272


არც თუ ისე დიდი ხნის წინ, პერსონალური კომპიუტერი იყო ერთადერთი კავშირი მომხმარებელსა და ინტერნეტს შორის. დღეს კი, უმეტესობა ადამიანს, სოციალური ქსელებისთვის ან ინფორმაციის მოსაძიებლად სმარტფონის გამოყენება ურჩევნია. მობილური ტელეფონი უკვე დიდი ხანია გასცდა ელემენტარული ფუნქციების ზღვარს. შეუძლია თუ არა მას, სრულფასოვნად ჩაანაცვლოს კომპიუტერი (ნოუთბუქი) ყოველდღიურ ცხობრებაში?!

დაახლოებით იმ დღიდან როცა სმარტფონი საერთოდ გაჩნდა, ამ იდეით უამრავი კომპანიაა გატაცებული. შეგვიძლია რამდენიმე მეტნაკლებად წარმატებული პროექტის დასახელება: Andromium, Microsoft Continuum, თუმცა, ეს პროექტები არ გამართლდა.

ზოგადად რომ დავფიქრდეთ, იდეა შესანიშნავია. არაა საჭირო რამდენიმე გაჯეტის ტარება, ან იმის დამახსოვრება, რომელ მოწყობილობაში რა ფაილებია, სად რა ინფორმაცია ინახება.. გვაქვს მხოლოდ ერთ სმარტფონი - სახლის კომპიუტერის, სამუშაო კომპიუტერის, აუდიო სისტემის, ფოტოაპარატის, ლეპტოპის, პლანშეტის, ტელეფონის ნაცვლად.

პირველად მსგავსი მოწყობილობა დოკ სადგურით გამოვიდა 2010 წელს და ეს იყო Motorola-ს გაჯეტი და არა ASUS -ის eee Pad Transformer-ი, როგორც არის მიღებული საზოგადოებაში.

Motorola Atrix + Lapdock

2011-ში Motorola-მ გამოუშვა Atrix 4G -რომელსაც ჰქონდა იმ დროისთვის უძილერესი პროცესორი Nvidia Tegra 2 AP20H და 1 GB ოპერატიული მეხსიერება. Lapdock - დოკ სადგურის დახმარებით, მომხმარებელს შეეძლო სმარტფონის გამოყენა ნოუთბუქის ნაცვლად. ტელეფონი იდებოდა სლოტში, მოთავსებული 11,6”-იანი დისპლეის უკან. დოკ სადგურს ასევე ჰქონდა თავისი კლავიატურა, თაჩპადი და USB პორტები.

1



შეერთებისას მობილურში ირთვებოდა Linux ოპერაციული სისტემის Webtop-ის სპეც ვერსია. სისტემაში სულ რამდენიმე აპლიკაცი იყო: მესენჯერი, მედიაცენტრი, ფაილების მენეჯერი, ოფისისთვის - Google Docs-ის ონლაინ ვერსია. შეიძლებოდა თამაშების ჩართვა, თუმცა მათი მართვა, სენსორული პანელით ძნელი იყო.



ორი თვის შემდეგ კი იაქტიურა Asus-მა. გამოუშვა ცნობილი eee Pad Transformer-ი, მოგვიანებით კი Transformer Book V. ის ცნობილია როგორც 5 in 1 მოწყობილობა: სმარტფონი, რომელიც თავსდება პლანშეტის ზომის დოკ სადგურში და ამ რეჟიმში მუშაობს ან Android KitKat-ზე ან Windows 8.1-ის მობილურ ვერსიაზე. მას უერთდება კლავიატურა.

2

მოწყობილობები 2 in 1

მოგვიანებით, საკმაოდ პოპულარული გახდა ე.წ. ტრანსფორმერ ნოუთბუქი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პლანშეტად გადაიქცეოდა. მაგალითი ბევრია: Microsoft Surface, ან Lenovo-ს Yoga. ასევე მალე ახალ-ახალი Samsung Galaxy Book გამოდის.

900-prod-lg-1



მოწყობილობების დადებითი მხარეების ფონზე, მაინც ჩანსმინუსებიც- ასეთი მოდელები ძვირია, ასევე, რაც კერძოდ ამ სტატიაში გვაინტერესებს, მათ ვერ დავარქმევთ “მობილურ ” დევაისად. ანუ, უფრო ნოუთბუქია ვიდრე პლანშეტი. და მითუმეტეს, კომპაქტურობით ვერ შეედრება სმარტფონს.

ამასობაში, თანამედროვე სმარტფონი გახდა სწრაფი, მძლავრი და აქვს იმდენად ფართო ეკრანი, რომ კლასიკური პლანშეტი, როგორც ასეთი, აღარ სჭირდება მომხმარებელს.

ზუსტად აქედან ჩნდება კითხვა, იქნებ ახლო მომავალში, სმარტფონი ნოუთბუქსაც შეცვლის? ვის არ უნდა ისეთი პერსონალური კომპიუტერი, რომელიც უპრობლემოდ ჯიბეში ეტევა?!

ოპერაციული სისტემა- მთავარი პრობლემა

დღეს, მობილური ტელეფონის შიგთავსის სიმძლავრე სრულიად აკმაყოფილებს რიგითი მომხმარებლის მოთხოვნილებებს. (რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება ულტრა თანამედროვე გრაფიკაზე აგებული “მძიმე” თამაშები, რთული პროგრამები და ა.შ.) შესაბამისად, საჭიროა პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. ამას მიეძღვნა პროექტი Continuum, რომელიც გაჩნდა Windows 10-ში. მისი იდეა მარტივია და ჰგავს ორიგინალ პროექტებს. მობილური, Windows Phone 10-ით უერთდება დოკ სადგურს Microsoft Display Dock რომელთანაც დაკავშირებულია მონიტორი, მაუსი და კლავიატურა. შესაბამისად ჩვენ ვიღებთ, დესკტოპ Windows , თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ოპერაციული სისტემა მაინც მობილურ რეჟიმში რჩება, ანუ აპლიკაციები მხოლოდ იწელება დიდ ეკრანზე, შესაძლებლობები კი ესვ შეზღუდულია. აქვე ავღნიშნოთ რომ Windows სმარტფონების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

V96qmeXrvcMf9TjZuctoUoLAfZA2xG


უკვე რამდენიმე წელია ქსელში ვრცელდება ჭორები, რომ დელი ამზადებს განსაკუთრებულ სმარტფონს - Dell Stack-ს, რომელშიც სრულყოფილი Windows- იქნება ჩაწერილი. რიომლის გამოყენებას შეძლებთ როგორც დამოუკიდებელ ტელეფონში, ასევე გარე მოწყობილობებთან შეერთებისას. მოსალოდნელია რომ მოწყობილობაში ინტელის პროცესორს გამოიყენებენ. ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს მაგრამ ჭორები ჯერ მხოლოდ ჭორებად რჩება.

4


არსებობდა კიდევ რამდენიმე პროექტი, მაგალითად Google-ის Andromeda, რომლის მიზანი იყო Android და Chrome OS -ის გაერთიანება, ასევე Ubuntu Touch - Android და iOS-ის მოსალოდნელი კონკურენტი, მაგრამ ჯერჯერობით ეს პროექტები მიზანს ვერ აღწევენ. Samsung DeX-ის პრეზენტაციამდე ანდროიდის დესკტოპ ვერსიამდე აყვანის, ერთადერთი მეტნაკლებად მუშა აპლიკაცია იყო Maru - ის Android და Debian Linux -ს აერთიანებდა ერთ მოწყობილობაში.

რა იქნება შემდეგი?

პროექტი Samsung DeX - დოკ სადგურს გააჩნია USB 3.0 და type C-ს მხარდაჭერა, ასევე HDMI და Ethernet. მუშაობის დროს სმარტფონი იტენება და ამავდროულად გახურებისგან მას იცავს სპეციალური ქულერი. დეველოპერების თქმით, ოპერაციული სისტემა ითვალისწინებს მძიმე პროგრამებთან მუშაობას, ანუ სმარტფონი დესკტოპ კომპიუტერივით იმუშავებს. პროექტი ჯერ მუშავდება, შესაძლოა მომავალში Andromeda-ს გაუმჯობესებული ანალოგი გახდეს.

samsung

Samsung vs Apple

ორი გიგანტი ამ სფეროშიც ახერხებს კონკურირებას. ორივე კომპანიას დაპატენტებული აქვთ მსგავსი პროექტები: ნოუთბუქის ფორმის დოკ სადგური, რომელშიც თავსდება მობილური. განსხვავება მხოლოდ მობილურის განლაგებაშია. Apple-ის პატენტში ტელეფონი სენსორული პანელის ადგილასაა, სავარაუდოდ, მუშაობის დროს მის ფუნქციებს შეასრულებს.

V96qn6i18WNwwnyuV4VLGi0pcsV2

V96qmKfPtTy8w3z1DpKgdz21h9FyQgVg


შედეგი

ჩვენ განვიხილეთ მხოლოდ რამდენიმე პროექტი. როგორც ხედავთ, არსებობს კომპიუტერის სმარტფონით შეცვლის უამრავი შესაძლებლობა. ოპტიმალური ფორმის, ვიზუალური გარსის და კომფორტული პროგრამული უზრუნველყოფის ძიებაში უამრავი კომპანია და სტარტაპია. მიუხედავად ამისა, მომხმარებლები არ დგებიან გრძელ რიგებში, ინოვაციური დოკ სადგურების მოსაპოვებლად. ეს შეიძლება უცნაურია, მაგრამ ფაქტი. შეიძლება ჩვენი აზროვნება მეტისმეტად ინერციულია და ვერ ეწყობა ტექნოლოგიების განვითარების ტემპს, ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ მზად, ვანდოთ სერიოზული ამოცანები მობილურ მოწყობილობას.

x3-laptop-1

ზევით