არ არის გაყიდვაში

Smartphones_Statia_720


2G - GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს what-is-gsm ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/900/1800/1900 მეგაჰერცი (MHz)

3G - HSPA - მესამე თაობის ქსელი, მაღალსიჩქარიანი მობილური ინტერნეტი და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები (სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე). მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, როგორებიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. (ასევე მესამე თაობის ქსელს წარმოადგენს WCDMA, CDMA)

4G - LTE - მეოთხე თაობის ქსელი, რომელიც მისი წინამორბედებისგან განსხვავდება მონაცემთა გადაცემის (მობილური ინტერნეტი და სხვა აბონენტ(ებ)თან ხარვეზების გარეშე კავშირი ანუ მობილურ ტელეფონზე საუბარი) მაღალი სიჩქარით 100 მბ/წ-მდე, არსებობს LTE კავშირის რამდენიმე Band-ი ესენია: 1, 2, 3, 7, 28, 38, 40

UI - User Interface- სამომხმარებლო ინტერფეისი (იგივე, მოწყობილობის შიდა მენიუ)

Best-android-apps-User-Interface-for-smartphones-in-2015

How-to-write-IMEI-on-Android-Smartphone-without-PC-e1460661726121
IMEI - International Mobile Equipment Identity
- მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციის აკრეფვით

LithiumIon-vs-Lithium-PolymerLi-Ion - ლითიუმ იონი, ელემენტის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით (მისი წინამორბედებისგან)

Li-Po - ელემენტის ერთ-ერთი სახეობა Li-Ion-ისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის, ასევე 2 ჯერ მეტი სამუშაო რესურსი აქვს ვიდრე Li-Ion-ზე დამზადებულ ელემენტებს და მაღალ/დაბალ ტემპერატურაზე არ ექმენა პრობლემა ელემენტის რესურსის ეფექტურ გახარჯვაზე

mAh - მილიამპერი საათში, ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული

OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მისი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები

AMOLED - Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე, არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის.

TFT - Thin Film Transistor - LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია

maxresdefault



სისტემური ჩიპი
- მობილური მოწყობილობების ძირითადი ნაწილი, რომელიც ითავსებს მიკროპროცესორს, გრაფიკულ მიკროპროცესორს, ასევე ჩიპსეტები ამუშავებენ/ითავსებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: 802.11 ac, GPS, აუდიო სისტემები, Bluetooth და ა.შ. ცნობილია შემდეგი სისტემური ჩიპები: Snapdragon, Exynos, Apple, Nvidia, MediaTek

snapdragon-chip-stone

Adreno, Mali, PowerVR - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული გრაფიკული მიკროპროცესორები

Krait, Cortex, Scorpion - ცენტრალური მიკროპროცესორები მობილურ მოწყობილობებში

LPDDR - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული ოპერატიული მეხსიერების ტიპი დღეისათვის ცნობილია LPDDR, LPDDR2, LPDDR3, LPDDR4

FPS - Frame Per Second - კადრების რაოდენობა ერთ წამში, რაც უფრო მეტია ეს მაჩვენებელი მით უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი

dropbox_android Dropbox - უფასო აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ ტელეფონებში გქონდეთ თქვენი სივრცე, ატვირთოთ, გააზიაროთ, დაარედაქტიროთ დოკუმენტები და ა.შ.

Dual Shot - მობილურ ტელეფონებში ფოტო-კამერით გადაღების ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავუღოთ საკუთარ თავსა და კონკრეტულ ობიექტს ერთდროულად (მუშაობს ორივე კამერა)

Smartphone-BG-ScreenSizeინჩი - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლითაც იზომება ეკრანები (1 დიუმი = 2.54 სმ)

Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით

Accelerometer - სენსორი, რომელიც ეკრანის გამოსახულებას ატრიალებს ვერტიკალური მდგომარეობიდან ჰორიზონტალურისკენ

Gyro - სენსორი, რომელიც საშუალებას აძლევს აქსელერომეტრს დაასრულოს თავისი სამუშაო სამ განზომილებაში ბრუნვის დროს

Proximity - სენსორი, რომელიც თიშავს ეკრანს როდესაც ზარს ვიღებთ/ვახორციელებთ, აღნიშნული აღიქვამს ზედაპირთან მიახლოებას (ყურმილის ყურზე მიდება)

Compass - ციფრული კომპასი მობილურ ტელეფონებში, რომელიც იყენებს სენსორს სახელად Magnetometer, ორიენტირად იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს

Barometer - სენსორი, რომელიც განსაზღვრავს ზღვის დონიდან სიმაღლეს

Humidity - სენსორი, რომელიც ითვლის ტემპერატურისა და ტენინობის მაჩვენებელს

Gesture - სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონები ვმართოთ ხელის შეხების გარეშე, ჟესტებით

Heart Rate Sensor - სენსორი, რომელიც ითვლის გულის ცემის სიხშირეს
120606358_XS
Gravity Sensor
- სენსორი, რომელიც სამ განზომილებაში მუშაობის/თამაშის საშუალებას გვაძლევს

MP - Mega Pixel - 1 მილიონი პიქსელი

TV out - ეს არის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით

GPS - Global Positiong System - დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა. ნავიგაციისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის ადგილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით

A-GPS - Assisted GPS - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას (Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ.)

Geo-tagging - არის GPS-ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები)
gorilla-glass-5
Gorila Glass - მობილურ ტელეფონების (და არა მარტო) ეკრანებზე გამოყენებული მასალა, რომელიც იცავს მოწყობილობის ეკრანს დაკაწვრისგან, დახაზვისგან. ამ დროისთვის გამოსულია ასევე Gorila Glass 3 და Gorila Glass 4-ით აღჭურვილი მობილური ტელეფონები

Mini-SIM - Sim ბარათი, რომელიც თავსება მობილურ ტელეფონში, მისი საშუალებით შესაძლებელია კონტაქტების შენახვა, ზარის განხორცილება/მიღება ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა/მიღება და ა.შ.

Micro-SIM - მობილურ ტელეფონებში, Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი, Mini-Sim-სგან განსხვავებით Micro-Sim შედარებით პატარა ზომის არის

Nano-SIM - მობილურ ტელეფონებში (ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა კომპანია Apple), Sim ბარათის სლოტში მოსათავსებელი გადაჭრილი სიმ ბარათი, Micro-Sim-სგან განსხვავებით რჩება მხოლოდ სპილენძის გამტარები (გადაჭრის შემდეგ)

sim-card-sizes

Capacitive Touchscreen - მოცულობითი სენსორი, რომელიც ბრძანებას აღიქვამს მსუბუქი შეხებითაც, ტექნოლოგია მუშაობს ელექტრონული იმპულსებითა და სითბური სენსორით

Resistive Touchscreen - რეზისტიური სენსორი, რომელიც ბრძანებებს აღიქვამს ეკრანზე დაწოლის დროს გამოყენებული წნევის მიხედვით

Handwriting Recognition - სენსორი, რომელიც აღიქვამს ე.წ. „კალმებს" და ბრძანებების შესრულებისთვის იყენებს მათ (SAMSUNG Galaxy Note 3, 4)

PPI - Pixel Per Inch - პიქსელების რაოდენობის მაჩვენებელი ერთ ინჩზე (2.54 სმ-ზე)

Multi Touch - სენსორული ეკრანი, რომელიც აღიქვამს 1 თითზე მეტს (შექმნილია სენსორები, რომლებიც 10 თითს და მეტს აღიქვამენ)

Wi-Fi-Direct - ორი მოწყობილობის უკაბელოდ დაკავშირების ტექნოლოგია, რომელიც არ საჭიროებს ინტერნეტ კავშირს

Hi-Fi - გაუბჯობესებული Stereo ჟღერადობა

Wi-Fi Hotspot - ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მობილური ტელეფონი გამოვიყენოთ როგორც უკაბელო როუტერი

HDR - შესაძლებლობა სურათის გადაღების დროს, რომელიც ირჩევს ყველაზე განათებულიდან ყველაზე ჩაბნელებულამდე გადაღებული სურათების ხაზში ოპტიმალურ ვარიანტს

HDR-S


android-logo
Android OS
- არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია Android-ის მიერ, არსებობს Android-ის შემდეგი ვერსიები : CupCake, Donut, Éclair, Froyo, GingerBread, HoneyComb, Ice Cream Sandwich, Jelly Bean(4.1-4.3), Kit-Kat (4.4), Lollipop (5.0), Marshmallow 6.0, Nougat 7.0

S Voice - ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi) გამოყენებულია SAMSUNG-ის მობილურ ტელეფონებში

knowledge_graph_logo iOS - კომპანია Apple-ის ოპერაციული სისტემა

Siri - ხელოვნური ინტელექტის მქონე მოკარნახე, რომელიც გვაწვდის სხვადასხვა სახის ინფორმაციას ჩვენი კითხვების შესაბამისად (აღნიშნულთან სამუშაოდ საჭიროა გავააქტიუროთ Wi-Fi)

iCloud - აპლიკაცია, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, ამ მომსახურების საშუალებით თქვენ შეძლებთ სერვერზე შეინახოთ აუდიო, ვიდეო ფაილები, ასევე გადაღებული ან/და გადატანილი სურათები, შექმნილი დოკუმენტები, აპლიკაციები, რომლებსაც ავტომატურად უკაბელოდ გადაიტანს ყველა სხვა მოწყობილობაზე (Apple-ის პროდუქცია), ასევე, გათიშული და დროებით მიტოვებული სამუშაოს გაგრძელების შესაძლებლობა ბოლოს შესრულებული დავალებიდან (ნებისმიერი მოწყობილობის დახმარებით)

iTunes - ციფრული მედია დამკვრელი, რომელიც შეიმუშავა კომპანია Apple-მა, მისი გამოყენებით შესაძლებელია ასევე აკონტროლოთ და მონიტორინგი გაუწიოთ თქვენს აუდიო, ვიდეო ფაილებს (დაამატოთ და შეიძინოთ ახალი ფაილები iTunes Store-ზე)
Validity-Synaptics
Finger Print Sensor
- კომპანია Apple-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას მობილური ტელეფონებისთვის. მუშაობის პრინციპი მარტივია, მომხმარებელი იყენებს თითის ანაბეჭდს კოდირებისთვის იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი ინფორმაცია მესამე პირის წვდომისგან 

Fingerprint scanner - ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხდება თითის ანაბეჭდის მიხედვით მობილური ტელეფონის ბლოკის მოხსნა (შესაძლებელია დავარეგისტრიროთ 3 სხვადასხვა თითის ანაბეჭდი) 

Retina Display - კომპანია Apple-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს ერთ ინჩზე პიქსელების მაღალ სიმჭიდროვეს

NFC - უკაბელოდ ინფორმაციის გადაცემის შესაძლებლობა, Bluetooth-ისგან განსხვავებით, მოიხმარს ცოტა ელექტროენერგიას და არ საჭიროებს კავშირის დროს აბონენტების მისამართებს

nfc-banner


BlackBerry Time Shift - სურათის გადაღების შემდეგ 3 წამიანი „ვიდეო რგოლი" იწერება, რის მერეც შესაძლებელია ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მომენტი და შესაბამისად დავტოვოთ ჩვენთვის ოპტიმალური ვარიანტი

Ultra Pixel - კომპანია HTC-ის მიერ მობილური ტელეფონების კამერებში გამოყენებული ტექნოლოგია, რომელიც თანამედროვე CMOS სენსორი, ISP და ოპტიკური ლინზებით არის აღჭურვილი. ასევე აღნიშნული საშუალებას იძლევა კარგი ხარისხის სურათები გადავიღოთ (ისევე ეფექტურად როგორც ნათელ გარემოში) იქაც, სადაც სინათლის შუქი ნაკლებია

LCD2(5) - ე.წ. Super LCD ეკრანები, რომლებიც იყენებენ ნაკლებ ელექტო ენერგიას, ასევე გაუმჯობესებულია ხედვის შესაძლებლობა სახლის გარეთ, მზის სინათლეზე. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით შემცირებულია მანძილი კორპუსსა და LCD ეკრანს შორის, რის გამოც მობილური ტელეფონები შედარებით თხელია

HTC Sense UI -სამომხმარებლო ინტერფეისი HTC-ის მობილურ ტელეფონებში, აქ ერთიანდება ყველაფერი რაც მობილური ტელეფონის მოხმარებისას ე.წ. „მენიუს" ეხება

Ambient light sensor - სენსორი, რომლის საშუალებითაც რეგულირდება მობილური ტელეფონის განათება, ეს ხელს უწყობს მობილური ტელეფონის ხედვის ოპტიმიზაციას იმის პარალელურად რომ ზოგავს ენერგო მოხმარებას

Guest Zone - ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რამდენიმე სამუშაო მაგიდა, მობილური ტელეფონის გამოყენება შეეძლება რამდენიმე ადამიანს

OIS - Optical Image Stabilizer - გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, კომპანია LG-ის (და არა მარტო) მობილურ ტელეფონებში კამერის ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა მოძრაობის შემთხვევაშიც გადავიღოთ კარგი სურათი ან/და ვიდეო

OIS-OFF-vs-OIS-ON


KnockOn
- ეკრანზე თითის ორჯერ დაჭერით მობილური ტელეფონის გააქტიურების ფუნქცია

QuickRemote - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვმართოთ აღნიშნულით ყველა სხვა მოწყობილობა (შეათავსოს უნივერსალური პულტის ფუნქცია)

Audio Zoom - ფუნცია, რომლის გამოყენებითაც ჩვენს შევძლებთ ჩავიწეროთ კონკრეტული სუბიექტების (სხვა, ყველა, ირგვლივ არსებულ ხმაურს ახშობს) საუბარი გარკვეულ მანძილზე

QI-charging Wireless Charging - მობილური ტელეფონის უკაბელოდ დატენვის შესაძლებლობა

WatchOn - სხვადასხვა მოწყობილობის უნივერსალური მართვის აპლიკაცია

Group Play - აპლიკაცია, რომელიც საშუალებას იძლევა გააქტიუროთ რამდენიმე მობილური ტელეფონი ერთი აუდიო ფაილის დაკვრისთვის

Screen Mirroring - მობილური ტელეფონის ეკრანზე არსებული ინფორმაციის პირდაპირი (სარკისებური) გადატანა ტელევიზორის ეკრანზე

TouchWiz - სამომხმარებლო ინტერფეისი (UI), რომელსაც იყენებს კომპანია SAMSUNG თავის მობილურ ტელეფონებში

smartphone-maps-2 Google Maps - კომპანია Google-ის მიერ შემუშავებული რუკების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება კომპანია Android-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მობილურ მოწყობილობებში (წარმოდგენილია 200-ზე მეტი ქვეყანა, 800-ზე მეტ ქალაქში მისასვლელი გზა,ხმოვანი გიდი GPS-ის ნავიგაციისას, 100 მილიონზე მეტი სხვადასხვა ადგილი, უამრავი სხვადასხვა დაწესებულება ) სამწუხაროდ, Google Maps-ის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი სრულყოფილად არ მუშაობს ყველა ქვეყანაში

Triluminos - კომპანია SONY-ის მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, რომელიც ზრდის ფერთა სიღრმეს. „ფერები, რომლებიც ცოცხლდება", ამ სიტყვებით წარმოადგინა კომპანია SONY-მ მის მიერ შექმნილი ახალი ტექნოლოგია

Dust/Water Proof - მობილურ მოწყობილობებში გამოყენებული სპეციალური კორპუსი, რომელიც არის წყალგაუმტარი და მტვერგაუმტარი, არსებობს შემდეგი სტანდარტები: IPX0, IPX1, IPX2, IPX3, IPX4, IPX5, IPX6, IPX7, IPX8 - X სიმბოლოს ნაცვლად შეიძლება იყოს 1-დან 9-მდე სხვადასხვა რიცხვი, ისინი აღნიშნავენ შემდეგს: IPX0 - სპეციალური დაცვის გარეშე, IPX1 - წვიმის წვეთებისგან დაცვა 10 წუთის განმავლობაში, IPX2 - წვიმის წვეთებისგან დაცვა 15 გრადუსიანი დახრილობის შემთხვევაში, IPX3 - წყლის ჭავლისგან დაცვა, დაბალი წნევის შემთხვევაში, IPX4 - წყლის ჭავლისგან დაცვა ყველა კუთხიდან, IPX5 - წყლის ჭავლისგან დაცვა ყველა კუთხიდან 3 წუთის განმავლობაში 3 მეტრის მანძილზე მაღალი წნევის პირობებში, IPX6 - ზღვის წყალში მოხვედრის შემთხვევაში, მაღალი წნევის პირობებში 3 წუთის განმავლობაში, IPX7 - 30 წუთის განმავლობაში 1 მეტრის სიღრმეზე, IPX8 - „დაივინგის" შემთხვევაში წყლის შეღწევისგან კორპუსის დაცვა (მომწოდებლის მიერ განსაზღვრული მოხმარების წესების დაცვის მიხედვით)

Microsoft Windows Phone 8.1 - არის ოპერაციული სისტემა მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებულია Microsoft-ის მიერ (უკვე გამოსულია მისი ახალი ვერსია - Windows 10)

454774-windows-phone-10-640x360



Java
- არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystems მიერ

ROM - Read-only memory - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას

Dual SIM Dual Stand By - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი მოლოდინის რეჟიმში მუშაობს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ საუბრობთ ერთ ბარათზე, მეორე ბარათზე შემოსული ზარზე ოპერატორი აცნობებს ზარის განმხორციელებელს რომ თქვენ დაკავებული ხართ

dual-sim-1 Dual SIM Shift - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი პასიურია, რაც გულისხმბოს იმას, რომ ორივე ბარათის გამოყენებისათვის საჭიროა გადავრთოთ ერთიდან მეორეზე და ასე შემდეგ

Dual SIM Dual Active - ორბარათიანი მობილური ტელეფონები, რომლებზეც ორივე ბარათი აქტიურია, რაც გულისხმობს იმას, რომ ორივე ბარათზე შემოდის ზარი და შესაძლებელია ერთ ბარათზე საუბრის შემთხევევაში დროებით შევაჩეროთ საუბარი და ვუპასუხოთ მეორე ბარათზე შემოსულ ზარს

unnamedAirPlane Mode - მობილური მოწყობილობებში გამოყენებული რეჟიმი, რომელიც თიშავს ყველა სახის ინტერნეტ ან საკომუნიკაცო კავშირს, მაგრამ მობილური ტელეფონი განაგრძობს ფუნქციონირებას


1_53b2b2759024753b2b27590287

ზევით