არ არის გაყიდვაში

Statia_720X272



21 საუკუნეში თითქმის ყველა ადამიანის ჯიბეში ბინადრობს მობილური ტელეფონი. სმარტფონებმა დაიპყრეს მსოფლიო. გაჩნდა უამრავი ტიპის, სტილის, მონაცემებისა და ფუნქციონალის მოდელები, გათვლილი ნებისმიერ გემოვნებაზე. ამიტომ, ხშირად, სასურველი ტელეფონის არჩევა საკმაოდ რთულია. ზოგს ურჩევნია ანდროიდის სისტემაზე მომუშავე მოდელები, ზოგი “ვაშლის”, დიადი Apple-ის და iOS-ის ფანია. თუმცა, ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, ჭკვიანი უსადენო ტელეფონის გარეშე უკვე რთულია წარმოვიდგინოთ ყოველდღიურობა.

მსოფლიოს ლიდერებიც არ გამოირჩევიან უბრალო მოკვდავებისგან. თუმცა, მათთვის უფრო რთულია არჩევანის გაკეთება. წარმოიდგინეთ, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიძლება ინახებოდეს პრეზიდენტის ტელეფონში და რამდენ კომპანიას, პრესას და ჰაკერებს აქვთ სურვილი მოიპარონ, გატეხონ და გაავრცელონ ეს ინფორმაცია . ამიტომ, ლოგიკურად, მსოფლიო წამყვანი პერსონების სმარტფონებს უნდა გააჩნდეს მონაცემების საუკეთესო დაცვა.

არსებობს თუ არა უდავო ფავორიტი სმარტფონი პრეზიდენტებისთვის?

1


ვნახოთ
:

რა თქმა უნდა დავიწყოთ ყველაზე პოპულარული ლიდერით.

65740 აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამას არჩევანი იყო კანადური ბრენდის BlackBerry-ს სმარტფონი. BlackBerry 8830 World Edition საკმაოდ დიდი ხანი ემსახურა ამერიკის პრეზიდენტს, თუმცა, შემდგომ ის ჩაანაცვლა iPhone 7-მა - ობამა მიყვა მოდურ ტენდენციას. მისი აიფონი საერთოდ არ ჰგავს იმ ტელეფონს, რომელიც შესაძლოა ეხლა ხელში უჭერია ჩვენს მკითხველს. პრეზიდენტის თქმით, მისი ტელეფონი იმას, რომელსაც თქვენ ორი წლის ბავშვსაც კი მისცემდით სათამაშოდ. მისი iPhone-ი “დატენილია” დაცვითი პროგრამებით, ასევე მას არ გააჩნია უამრავი სტანდარტული ფუნქცია, რომელიც აქვს ნებისმიერ სმარტფონს. მაგალითად , გამორთულია კამერის მოდული, გამორთულია მესენჯერი iMessage, სმს-ების გაგზავნის და მიღების შესაძლებლობა ან მუსიკის მოსმენა. ობამას მხოლოდ ინტერნეტთან აქვს წვდომა, ისიც შეზღუდული. მას შეუძლია მხოლოდ ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა.

თვითონ პრეზიდენტი ამბობს , რომ მის ტელეფონს აქვს მხოლოდ e–mail-ის ფუნქცია და ამინდის პროგნოზი, რადგან ობამა დარწმუნებულია, რომ მის პირად მეილებს ოდესღაც, ვიღაც წაიკითხავს, ამიტომ ის არასოდეს არ აგზავნის ისეთ წერილებს, რომლების შესაძლებელია სკანდალური სტატიის “სათაური” გახდეს.

44a84e10823ba7c3695742627f0c0a9c



გერმანიაში ასევე პოპულარულია BlackBerry. ქალბატონ ანგელა მერკელის არჩევანი QWERTY კლავიატურის მქონე- BlackBerry Q10 -ია, ხოლო მთავრობისთვის, ადმინისტრაციამ შეიძინა სმარტფონები BlackBerry Z10s, გაძლიერებული დაცვით, 256 ბიტიანი მონაცემების შიფრირებით და შეტყობინებების მარშრტუტიზაციის უსაფრთხოების სისტემით. . მოდელებში სპეციალური micro-SD ბარათი თავსდება რომელიც უსაფრთხოდ ინახავს ინფორმაციას და აღჭურვლია ტელეფონის მოსმენის საწინააღმდეგო პროგრამით.

Merkel-Blackberry



Queen_Blackberry 2010 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II -მ  ვიზიტით ეწვია BlackBerry-ის ქარხანას კანადაში, და სანაცვლოდ მიიღო საჩუქარი - ახალ ახალი სმარტფონი. თუმცა, ამჟამად მთელი სამეფო ოჯახი “გადაიბირა” Apple-მა.

renzi_renzi_cellulare_cover_03Apple-ის ნამდვილი ფანი არის იტალიის პრემიერ მინისტრიც. მატტეო რენზი დიდ პატივს სცემს Apple-ის დამმაარსებელს, სტივს ჯობს და თვლის რომ ის თანამედროვეობის ლეოარდო და ვინჩია.

თავის სიყვარულს “ვაშლის” მიმართ არ მალავს რუსეთის პრემიერიც, დიმიტრი მედვედევი ხშირად იღებს სურათებს iPhone 6-ით. ძალიან პოპულარულია მისი სელფი სპორტ დარბაზში. პრემიერი არეკლამებს არა მარტო Apple-ს არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესსაც. ^_^

medvedev


რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმირ პუტინი, იყენებს ZTE ბრედნის სმარტფონს MTS-Glonass 945 -ს. ეს კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს რუსულ ოპერატორებთან, MTС და ბილაინთან. MTS-Glonass 945 მუშაობს ანდროიდზე, და მწარმოებლის სიტყვებით არაფრით არ ჩამოუვარდება apple iPhone 4-ს.

orig-14823578441422340180f84d2f69-1482357845


ყურადღება: ლიდერების სმარტფონებში შემჩნეულია Nokia/Microsoft-იც! იოანე XXIII -სა და იოანე პავლე II -ის კანონიზაციაზე, მამა ფრანცისკი იღებდა ცერემონიას Lumia 900-ით.

nokia-lumia-900-Pope


ჩრდილოეთ კორეის მეთაური, კიმ ჩენ ინი ძალიან წუხს სატელეფონო ლაპარაკის კონფიდენციალურობაზე და შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ იმაში რომ საერთოდ სარგებლობს ჩვეულებრივი მობილურით, თუმცა, ერთ ერთ კონფერენციაზე მის მაგიდაზე შემჩნეული იყო შავი სმარტფონი, რომელიც ჰგავს დიზაინით HTC-ის

kim-jong-un-tertangkap-basah-miliki-ponsel-pintar-rev-1


და ბოლოს ამ დროის ყველაზე სკანდალური პრეზიდენტი: დონალდ ტრამპი Samsung-ის აქტიური მომხმარებელია, პრეზიდენტი აქტიურად წერს პოსტებს ტვიტერში, და სხვა სოციალურ ქსელებში. არსებობს დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ აშშ-ს სპეცსამსახურმა სთხოვა მას: აღარ გამოიყენოს სამსუნგი და აიღოს უფრო დაცული გაჯეტი. კონკრეტულად, რომელი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

06TRUMPLETTER-hp-facebookJumbo


გამოდის, რომ ყველაზე პოპულარული ბრენდი მაინც Apple-ია . “ვაშლი” არ თმობს პოზიციებს და იკავებს ყველაზე მაღალ საფეხურებს პრეზიდენტების დაცული სმარტფონების სიაში.

apple_iphone_logo 3

ზევით