არ არის გაყიდვაში

Statia_720X212 - Copy


მიეცით “Samsung” -ს თითო დოლარი, ყოველ აფეთქბეულ სმარტფონზე და ისინი დაფარავენ 3 მილიარდიან ზარალს. 
როგორც ვიცით, Samsung-ი აღარ უშვებს Note 7 -ს , იმის მერე, რაც სექტემბერში მილიონი ახალი ფლაგმანი აფეთქდა, დატენვისას.

უკვე შეიძინეთ Note 7? გამორთეთ და დაუბრუნეთ მწარმოებელს. ამ მოდელების აკუმულატორები შეკეთებას არ ექვემდებარება. სმარტფონებიდან ელემენტის ამოღების მცელობისას, ინჟინერების თქმით, შესაძლებელი იყო მათი აფეთქება, ამიტომ ეს მობილურები გადაიყრება და ჩაბარდება ისტორიას. 

სიტუაციას ართულებს ის ფაქტორიც, რომ აკუმულატორი ჩაშენებულია, მისი ამოღება და გადაგდება ტელეფონიდან მომხმარებლისთვის შეუძლებელია. 

Li-Ion ელემენტები საკმაოდ არამდგრადია, მართალია ხმაური Samsung-ის ირგვლივ ატყდა მაგრამ, მათი აფეთქება ნებისმიერ მოწყობილობაში შეიძლება.

AndroidPIT-Smartphone-On-fire-w782

რატომ ფეთქდება ელემენტები?

tumblr_oempp760ay1rf9hn3o6_1280Li-Ion-ური ელემენტები გამოიყენება თითქმის ყველა თანამედროვე მოწყობილობაში, თავისი სიმსუბუქისა და ენერგოეფექტურობის გამო. თუმცა, ის საკმაოდ არამდგრადია ტემპერატურის მიმართ. 
Li-Ion- ელემენტს გააჩნია ორი ელექტროდი. (დადებითი და უარყოფითი), დატენვის დროს, მათ შორის, ჩქარდება ლითიუმის იონები,. ენერგია მიიღება სხვადასხვა მიმართულებით, მოძრავი იონების დაჯახებით. ხოლო, თუ ელექტროდები ერთმენეთს შეეხება მოხდება დიდი ენერგიის გამოყოფა, რომლის შედეგადაც ელემენტი შეიძლება აფეთქდეს. ამიტომ, ასეთ აკუმულატორებში ელექტროდებს შორის ყენდება გამყოფი ბარიერი. 

Note 7-ის კონსტრუქციული შეცდომა იყო წნევა ელემენტზე, რომლის გამოც უარყოფითი და დადებითი პოლუსი მეტისმეტად უახლოვდებოდა ერთმანეთს, ამიტომ ელემენტი ხურდებოდა და ფეთქდებოდა. თანამედროვე ინდუსტრიას აკვიატებული აქვს გაჯეტების დავიწროების იდეა. Slim- სმარტფონები, მონიტორები, ტელევიზორები, ძალიან პოპულარულია. მაგრამ, ამასთან ერთად, Li-Ion-ური ელემენტებიც წვრილდება და შესაბამისად უფრო სახიფათო ხდება. მაგალითად, სმარტფონის შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ჯიბით დაგაქვთ მინიატუიურული ბომბა.

ნაგვის გადამუშავება და ჩვენი პლანეტა

რამდენიმე წლის წინ Samsung გაცილებით უფრო კარგად იყო მომზადებული ასეთი სიტუაციებისთვის. მომხმარებელი მშვიდად ცვლიდა ელემენტს Galaxy S5-ში, ხოლო კორეული გიგანტი თავის რეკლამაში “ტროლავდა” Apple-ს: “iPhone -ის მომხმარებლები ცხოვრობენ “შტეფცელებთან” დამტენით ხელში, ხოლო ჩვენს მომხმარებელს, ყოველთვის შეუძლია სმარტფონში ელემენტის გამოცვლა”. 

დღეს კი, სამსუნგის ტაქტიკა პირიქით, დაემსგავსა Apple-ისას. მწარმოებლებმა ჩაამონტაჟეს აკუმულატორი მობიურის კედელში და ხედავენ, რომ სმარტფონი პირველივე დატენვისას, რომაული სანთელივით იწვის. 


მთლიანობაში, ახალი არაფერი არ ხდება. 2002 წლიდან, აშშ-ში 40 სახის პროდუქტი მოიხსნა გაყიდვიდან, იგივე პრობლემის გამო. Li-Ion ელემენტის აფეთქება სახიფათოა არა მარტო ადამიანებისთვის არამედ გარემოსთვისაც. აფეთქების დროს შშესაძლოა დაზიანდეს ბევრი რამ. მისი უტილიზაცია ძალიან რთულია. 

საბოლოდ ეს არის იმ მწარმოებლების პრობლემა, რომლებიც ცდილობენ , იხილონ მოგება, ელემენტის შემცირებისა და გაჯეტის დაწვრილების ხარჯზე ან თუნდაც, კორპუსის დარჩენილი ნაწილის გამოყენონ სხვა ფუნქციებისთვის. 

საბედნიეროდ, ყველა მწარმოებელი არ ფიქრობს ამ მიმართულებით. მაგალითად HP Elite X2 პლანშეტს მოხსნადი ელემენტი აქვს, ასევე ამ გზას მიყვება LG -იც. მოხსნადი აკუმულატორით აღჭურვილია მისი ბოლო ფლაგმანი G5. 

შესაძლოა, Samsung -მა თავი დაიძვრინოს ამ სიტუაციიდან, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს, სამრტფონების მთლიანი რეკონსტრუქცია.

iPhone_6_Fire

ზევით