არ არის გაყიდვაში

Smartphone_Camera_NEWS


წლებია, სმარტფონის კამერის რეკლამაში, უპირატესობა პიქსელების რაოდენობას ენიჭებოდა. დღეს, ამ პარამეტრმა უკვე დაკარგა კამერის ძირითადი მაჩვენებლის როლი.
გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ, უკეთესი კამერის მქონე ტელეფონის შერჩევაში.

რატომ არ არის მთავარი პარამეტრი პიქსელების რაოდენობა?

lumia1ტერმინი “მეგაპიქსელი” იკითხება როგორც ერთი მილიონი პიქსელი. მაგალითად, 12 მეგაპიქსელიანი კამერა აკეთებს სურათს, რომელშიც 12 მილიონი მცირე წერტილია. რაც უფრო მეტია ასეთი წერტილების რაოდენობა, მით უფრო დეტალურად ჩანს სურათი და უფრო მაღალია მისი გარჩევადობა.

აქედან გამომდინარეობს რომ რაც უფრო მეტი მეგაპიქსელია კამერაში მით უკეთეს სურათებს იღებს ის. მაგრამ რეალობაში, ეს ასე არ არის.

პრობლემა იმაშია, რომ სმარტფონების კამერებს გააჩნია უფრო მეტი მეგაპიქსელი ვიდრე საჭიროა. მოგახსენებთ რომ FullHD-ტელევიზორის გაფართოება არის 2,1 MP, ხოლო 4K ტელევიზორის - 8,3 MP. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სმარტფონის ნებისმიერ კამერაში 10 MP-ზე მეტია, დისპლეი სრულად ვერ ასახავს ამ ზომის გაფართოებას.

8,3 MP-ს ზემოთ კამერა დაგჭირდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურათის ფრაგმენტის მოჭრას აპირებთ. ამ შემთხვევაში, კადრის გაფართოება 4K-დისპლეის გაფართოებაზე დიდი დარჩება.

რჩევა: ნუ ეძებთ სმარტფონებს, რომლებსაც კამერა 12 MP-ზე მეტი აქვთ. შემთხვევათა უმეტესობაში 12 მეგაპიქსელი საკმარისია.

პიქსელის ზომა უფრო მნიშვნელოვანია

phasedetectსმარტფონის კამერას უკეთესად ახასიათებს პიქსელის ზომა. მისი რიცხობრივი მაჩვენებელი გამოისახება მიკრომეტრებში - µm. 1,4µm-ის მქონე სმარტფონის კამერა იღებს უფრო კარგ სურათებს ვიდრე კამერა 1,0µm-ით.

თუ მაქსიმალურად გაადიდებთ სურათს, დაინახავთ ცალკეულ პიქსელებს. ამ პატარა წერტილების ფერები განისაზღვრება, კამერის შიგნით მოთავსებული მიკროსკოპიური სენსორებით. ამ სენსორსაც პიქსელს ეძახიან, რადგან ის “იჭერს” სინათლეს შესაბამისი პიქსელისთვის. თუ თქვენს კამერაში 12 MP-ელია, ესე იგი, მას გააჩნია 12 მილიონი შუქმგრძობიარე პიქსელი. ყოველი სენსორი “იჭერს” ფოტონს, მათი დახმარებით საზღრავს ფერს და პიქსელის სიკაშკაშეს. ფოტონების სწორი აღთქმა რთულია, ამიტომ ლურჯი წერტილის ნაცვლად სურათზე შემთხვევით შეიძლება აღმოჩნდეს მაგალითად წითელი.

ასეთი უზუსტობების მოსაცილებლად, პიქსელი “იჭერს” რამდენიმე ფოტონს ერთად და სპეციალური პროგრამით “თვლის” მათ საფუძველზე იმ სწორ ფერს, რომელიც საბოლოდ უნდა გამოჩნდეს სურათზე. რაც უფრო მეტია პიქსელის ზომა, მით უფრო მეტი ფოტონის დაჭერა შეუძლია, შესაბამისად, მით უფრო ზუსტი იქნება ფერები ფოტოზე.

რჩევა. აირჩიეთ ის სმარტფონი, რომლის კამერაშიც პიქსელის ზომა უფრო დიდია.

დიაფრაგმა

smartphone-technologyკამერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი- მისი დიაფრაგმა. ის აღინიშნება f სიმბოლოთი რომელიც გაყოფილია რაღაც კონკრეტულ რიცხვზე. მაგალითად f/2,0. რაც უფრო მცირეა ეს რიცხვი მით უკეთესია აპერტურა. იმისთვის რომ გავიგოთ რას ნიშნავს აპერტურა გავიხსენოთ პიქსელის ზომა. რაც უფრო დიდია თვითონ პიქსელი მით უფრო მეტ სინათლის ნაწილაკს იჭერს, მით უფრო კარგია ფერთა გადაცემა. წარმოიდგინეთ რომ პიქსელი არის ბოთლი, ხოლო ფოტონები- წვიმის წვეთები. თუ ბოთლის ყელი ფართოა, მით უფრო ბევრი წყლის წვეთი მოხვდება მასში.

დიაფრაგმა - არის ასე ვთქვათ ძაბრი ამ ბოთლისთვის. მისი ძირი ემთხვევა პიქსელის ზომას (ბოთლის ყელის დიამეტრს) ხოლო ზედა ნაწილი გაცილებით უფრო ფართოა. მისი საშუალებით, პიქსელში კიდევ უფრო მეტი ფოტონი (წვიმის წვეთი) ვარდება. ანუ, ანალოგიიდან გამომდინარე, ფართო აპერტურა უკეთესია, რადგან ეხმარება სენსორს “დაიჭიროს” უფრო მეტი ფოტონის ნაწილაკი.

aperture


რა თმქა უნდა სინამდცილეში, არანაირი ძაბრი არ არსებობს. ეფექტი იქმნება ლინზებით. ლოგიკურად, ასეთი კამერებით უმჯობესია ფოტოგადაღება, ცუდი განათების პირობებში.

რჩევა. სმარტფონის არჩევისას არ დაგავიწყდეთ, დიაფრაგმის შემოწმებაც. გახსოვდეთ, რაც უფრო მცირეა რიცხვი, რომელთანაც შეფარდებულია ასო f-ი, მით უკეთესია. მიანიჭეთ უპირატესობა f/2,2 და უფრო მცირე მაჩვენებელის მქონე კამერებს.

გამოსახულების სტაბილიზაცია: EIS და OIS

კამერის სხვადასხვა პარამეტრებს შორის აღსანიშნავია გამოსახულების ორი ტიპის სტაბილიზაცია: ოპტიკური - OIS (Optical Image Stabilization) და ელექტრონული - EIS (Electronic Image Stabilization). როდესაც კამერის სენსორი მოძრაობს ხელის კანკალის გამო, OIS ფიზიკურად ასწორებს გამოსახულებას. მაგალითად, თუ გადაღებისას თქვენ მოძრაობთ, დადიხართ, ყოველი ნაბიჯი ცვლის კამერის მდგომარეობას, მაგრამ OIS რაღაც დონეზე ინარჩუნებს სენსორის სტაბილურობას, მაშინაც კი როდესაც, სმარტფონი საკმაოდ აქტიურად “ქანაობს”. შედეგი: ტექნოლოგია ახდენს ვიდეოში და ფოტოსურათებში “მოძრაობის” ეფექტის მინიმალიზაციას.

zen04


ოპტიკური სტაბილიზაციის მქონე სმარტფონები საკმაოდ ძვირია. ასევე, მისი ტექნოლოგიის დანერგვისთვის საჭიროა სმარტფონის დიდი ფართის გამოყენება. მის ნაცვლად სმარტფონებში ხშირად იყენებენ ელექტრონულ სტაბილიზაციას, რომელიც მსგავს ეფექტს ქმნის, წელავს გამოსახულებას, ცვლის ცალკეული კადრების გადაღების კუთხეს პროგრამულად, უკვე გადაღებულ მასალაში. (შეიძლება მისი გამოყენება OIS - კამერით გადაღებულო სურათების უკეთესი დამუშავებისთვის) თუმცა, ოპტიკური სტაბილიზაცია საწყისი სურათისთვის მაინც უკეთესია. EIS -ს შეუძლია სურათის ხარისხის შემცირება, ჟელეს ეფექტის შექმნა. თუმცა, EIS მუდმივად უმჯობესდება და დღეისათვის საკმაოდ მაღალ შედეგს იძლევა. 

რჩევა: სასურველია აირჩიოთ კამერები ოპტიკური სტაილიზაციით, თუმცა, ელექტრონული სტაბილისაციაც არ არის ცუდი არჩევანი. არ იყიდოთ სმარტფონი, რომლის კამერასაც არცერთი არ აქვს.

ზევით