არ არის გაყიდვაში

Staria_720X272



2017 წელი სმარტფონების სამყაროში საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. მომხმარებელი მოუთმენლობით ელოდება წამყვანი ბრენდების ინოვაციურ მოდელებს. შევეცადოთ განვიხილოთ მობილურები, რომლის გამოსვლაც დაგეგმილია წელს ან უკვე გამოვიდა მსოფლიო არენაზე:

წინა წლის ფიასკოს, Note 7-ის ჩავარდნის შემდეგ, Samsung-ი ცდილობს თავისი პოზიციების დაბრუნებას ასეპარესზე. კერძოდ, კომპანიამ გადაწყვიტა წარმატებული A-ხაზის მობილურების განახლება. 2017 წელს მსოფლიო იხილავს A3, A5 და A7 - მოდელები, შესაბამისი კოდებით: A320, A520 და A720.

a-series-2017-banner-desktop

Samsung Galaxy A3-მა, წინამორბედისგან განსხვავებით, მიიღო ნესტგამძლე კორპუსი და Samsung Pay- უკონტაქტო გადახდის ფუნქცია ნებისმიერ ტერმინალზე.

კარგი ამბავი სელფის მოყვარულთათვის: Samsung Galaxy A5 -ს გააჩნია 16 MP-იანი არა მხოლოდ ძირითადი, არამედ ფრონტალური კამერაც!

Samsung Galaxy A7-ის ეკრანი გაიზარდა 5,7”-მდე.

ასევე სამივე მოდელს ოდნავ შეეცვალათ დიზაინი. კორპუსი გახდა უფრო მომრგვალებული, წვრილი და ელეგანტური.

A-ხაზის განახლებით არ მთავრდება Samsung -ის სიურპრიზები. გაზაფხულისთვის დაგეგმილია ახალი ფლაგმანის, Samsung S8-ს პრეზენტაცია. ძირითადად, სამსუნგის იმედები ზუსტად ამ მოდელზე არის ორიენტირებული:

Samsung Galaxy S8 -ს ელოდება მთელი მსოფლიო. Note- 7 -ის სკანდალის შემდეგ ის ვალდებულია გახდეს ყველაზე უპრობლემო, ხარისხიანი და ინოვაციური ტელეფონი. ამიტომ სამსუნგმა გადადო მისი ანონსი გაზაფხულზე იმისთვის რომ კიდევ ერთხელ კარგად დატესტოს და შეამოწმოს სმარტფონი ყველა კუთხით.

S8 -ს პარამეტრები უკვე ცნობილია: უზარმაზარი ეკრანი: 5.8", 4GB RAM, თითის სკანერი, IP68 სტანდარტის წყალგაუმტარობა, Snapdragon 835 პროცესორი და ხმის ასისტენტი Bixby, რომელზეც არის გაკეთებული ინოვაციურობის მთავარი აქცენტი.

galaxy-s7


Samsung -ის მთავარი და ჯერჯერობით დაუმარცხებელი კონკურენტი რა თქმა უნდა Apple-ია.

Apple-Prepares-To-Release-New-iPhone-7-And-The-Apple-Watch-2Apple გვაინტრიგებს. რომელი ტელეფონს იხილავს მსოფლიო 2017-ში, iphone 7s თუ iphone 8-ს, ჯერ არ არსებობს დაზუსტებული ინფომაცია. ჩვენ მიჩვეულები ვართ რომ ორ წელიწადში ერთხელ გამოდის შემდეგი რიგითი ნომრის მოდელი, და მისი გამოშვებიდან ერთ წელიწადში კი, იგივე ნომრის მოდელი “s” - პრეფიქსით. გამონაკლისები გახდნენ iPhone SE, iPhone 5c.

ბუნებრივია რომ წელს უნდა ველოდოთ iphone 7s-ს და iphone 7s plus-ს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ახალ მოდელს ექნება მინის კორპუსი და უამრავი ინოვაცია, ეს შეიძლება გახდეს განსაკუთრებული მოდელი, iphone 8. მითუმეტეს, რომ წელს Apples-ს 10 წელი უსრულდება, და შესაძლოა, მომხმარებელი მისგან განსაკუთრებულ ტელეფონს მიიღებს.

საინტერესო სიახლეს გვთავაზობს LG. მისი ყოველი ფლაგმანი ყოველთვის აოცებს საზოგადოებას მოულოდნელი მახასიათებლებით.. თავიდან იყო მაქსიმალისტური G3, შემდეგ, G4 ტყავის კორპუსით და შემდეგ მოდულური G5. ამჯერად, LG ამზადებს ფლაგმანს რეტრო და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შეზავებით. აქცენტი გაკეთებულია კორპუსისა და ეკრანის თანაფარდობაზე. სავარაუდოდ, ეს იქნება არა სტანდარტული 16:9 არამედ, 2:1-თან, ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მობილურს ექნება დაცვა წყლისგან და შესაძლოა დარტყმაგამძლე კორპუსიც. ასევე პროცესორი Snapdragon 835 და Android 7.

C4BrFMNUYAAY6ko


თავისი ახალი ფლაგმანის წარმოდგენას ჩქარობს Xiaomi-ც. მისი Mi6 იქნება შესრულებული სამ ვარიანტში: ბიუჯეტური, MediaTek Helio X30 პროცესორით; “ჩვეულებრივი” Snapdragon 835-პროცესორით და უმაღლესი ვერსია, ისიც Snapdragon-ის ბაზაზე და სამსუნგის სტილში “მოღუნული ” დისპლეით. მობილურს ექნება მინიმუმ 4GB ოპერატიული და 4000 mAh აკუმულატორი. სხვა პარამეტრებზე, ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდები დადის. მაგალითად, გავრცელდა მითი ორმაგ კამერაზე.

Xiaomi-mi-6


მეტალის კორპუსი და USB Type-C. ეს პარამეტრები ჩანს Microsoft Surface Phone -ის ინტერნეტში გავრცელებული სურათებიდან. კომპანია თავს არიდებს ახალი სმარტფონის მახასიათებლების გამჟღავნებას. ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ ის რომ მობილური იმუშავებს სრულყოფილ Windows 10-ზე, Qualcomm-ის პროცესორით.

გახდება თუ არა Surface Phone პატარა კომპიუტერი - მომავალი გვიჩვენებს.

microsoft-surface-phone-concept

23-1453530236-06
2016 წლის ბოლოს გამოსული Nokia 6 გაიყიდა რეკორდულ დროში, ამიტომ მწარმობლბებმა გადაწყვეტეს, სხვა მოდელების გამოშვებაც. ამჟამად საუბარი Nokia P1 -ზეა. წყაროებიდან ცნობილია რომ მოდელი Sharp Aquos Xx3-ის ბაზაზეა შექმნილი. მას უფრო მძლავრი მახასიათებლები აქვს, Qualcomm Snapdragon 835- ის ჩათვლით. მას ექნება 5,3”იანი დისპლეი, დაცული Gorilla Glass 5-ით და 22,6 MP!-იანი კამერა.

OnePlus-4-300x300 არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა OnePlus 3 -ის პრეზენტაცია, მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ კომპანია უკვე შემდეგ ფლაგმანზე მუშაობს და ანონსი ჩატარდება მაისში.

თუ დავუჯერებთ გავრცელებულ ჭორებს, OnePlus 4-ის დეველოპერებს აქვთ იმედი, რომ მოდელი iPhone 7-ის მთავარი კონკურენტი გახდება. პარამეტრებზე ჯერჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. მოსალოდნელია, რომ აქცენტი ოპერატიული მეხსიერებისა და კამერის მეგაპიქსელების გაზრდაზე გაკეთდება.

მოგახსენებთ, რომ OnePlus 3 2016 წლის, ტოპ ათეულში პირველი ადგილი დაიკავა სიმძლავრის მიხედვით AnTuTu -ს გამოთვლებით და გაასწრო როგორც iPhone -ს ასევე Samsung Galaxy S7 edge-ს.

oneplus-4-696x464

ზევით