არ არის გაყიდვაში

ჭკვიანი კარადა

News_BEGE_720X272_4 

წარმოიდგინეთ მაგიური კარადა. ისეთი არა, რომელიც ნარნიის სამყაროს ხსნის, უფრო ცხოვრებისეული, რომელიც გაგიმატივებთ ყოველდღიურობას.

თქვენ უბრალოთ აგდებთ კარადაში ტანსაცმელს, კარადა კი “მიხედავს” მას და საჭირო ადგილას დაკიდებს. მისტიკა!?

გაიცანით “ავტომატური კარადა” - ThreadRobe.

threadrobe-3თქვენ მას მართავთ სმარტფონში ჩაწერილი, სპეციალური აპლიკაციის დახმარებით. “ჭკვიანი” კარადა არა მარტო აკურატულად ანთავსებს ტანსაცმელს, ის ქმნის სრულ კომპლექტს, შემადგენელი აქსესუარებისგან. threadrobe-3-640x360-c

იდეალური გამოგონება ყველაზე ზარმაცებისთვის.

თავიდან, საჭიროა, ყოველი ნივთისთვის გამოყოთ თავისი სტიკერი, გადაუღოთ სურათი და შეინახოთ პროგრამაში. (იმისთვის, რომ კარადამ “იცნოს” აღნიშნული ტანსაცმელი)

თქვენ, ასევე შეგიძლიათ დატოვოთ საბაზისო ინფორმაცია ამა თუ იმ ნივთზე. კარადამ უნდა იცოდეს, როგორ მოექცეს მას.

შემდეგ ჩაყარეთ ყველაფერი კარადის ქვედა ნაწილში, დანარჩენს ThreadRobe თავად მიხედავს.

გარდა ამისა მას შეუძლია, დაამუშავოს ინფორმაცია თქვენს გარდერობზე და მოგცეთ რჩევები იმის შესახებ, რისი დამატება იქნებოდა სასურველი და რა არის საყიდელი.

როგორც ცნობილია, გამოვა ასეთი კარადის ორი ვარიანტი: ორას საგანზე და ას საგანზე.

ThreadRobe-smart-wardrobe-dispenses-clothes-on-demand_1

ზევით