არ არის გაყიდვაში

Statia_720X272


ხშირად, ტექნიკა ფუჭდება იმის გამო რომ ჩვენ არ ვიცავთ ინსტრუქციას და უსაფრთხოების წესებს. გვეზარება და არ ვუფრთხილდებით ტექნიკას ისე როგორც საჭიროა. გთავაზობთ TOP შეცდომებს, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ:

სარეცხი მანქანა

bosch_image• ხშირად სარეცხ მანქანაზე დევს საკმაოდ მძიმე ნივთები, ეს შეცდომაა. სასურველია ზედაპირზე საერთოდ არფერი არ იყოს მოთავსებული. ასევე არ შეიძლება მანქანაზე დადგომა :)
• გარეცხვის წინ აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ჯიბეებში არ იყოს დარჩენილი მცირე ნივთები: ხურდა, კამფეტი, ან საღეჭი რეზინი.
• არ ჩაყაროთ მანქანაში არანაირი ნივთიერება გარდა სპევიალური სარეცხი ფხვნილისა ან თეთრეულის კონდიციონერის. ხელით რეცხვისთვის განკუთვნილი სარეცხი ფხვნილი ძალიან ქაფდება და შეიძლება დააზიანოს მანქანა.
• აუცილებლად გააშრეთ რეზინის დეტალები მანქანაში. გამოიღეთ და გარეცხეთ განყოფილება ფხვნილისთვის. თუ ამას არ გააკეთებთ, მანქნანის დეტალებზე შეიძლება გაჩნდეს ობი.
• გამოიღეთ სარეცხი მანქანიდან რეცხვის დამთავრებისთანავე. თუ მძიმე და სველი სარეცხი დიდხანს იქნება შეგნით, ბორბალი შეიძლება დაზიანდეს.
• თუ მანქანას არ გააჩნია თვითგაწმენდის რეჟიმი, პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც ჩართეთ ცარიელი მანქანა, ხოლო ფხვნილის განყოფილებაში ჩაამატეთ ლიმნის წვენი, ძმარი ან ნადების მოსაცილებელი ხსნარი.

მაცივარი

c6411077f0c2t• თუ თქვენ ჩართეთ მაცივარი ყიდვისთანავე, ეს შეცდომაა. ამ შემთხვევაში ზეთი შეიძლება აღმოჩნდეს კომპრესორში და მაცივარი გაფუჭდება. დაელოდეთ 4-6 საათი და მხოლოდ შემდეგ ჩართეთ მოწყობილობა ქსელში.
• არ შეიძლება ცხელი კერძების შენახვა მაცივარში. დააცადეთ სანამ გაცივდება და შემდეგ უკვე მოათავსეთ სიცივეში.
• ჩართეთ მაცივარი და დაგავიწყდათ სად არის გამოსართველი? არასწორია. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სასურველია მაცივრის სრული გათიშვა და გარეცხვა.
• არ დაგავიწყდეთ, ხანდახან გაწმინდეთ მაცივრის უკანა ნაწილი მტვრისგან, მტვერსასრუტის დახმარებით. იმისთვის რომ ძრავი არ დაიმტვეროს.
• ყოველ მაცივარს აქვს თავისი ბაქტერიული გარემო, თუ მაცივარში შეინახავთ პროდუქტს გახსნილ მდგომარეობაში ის უფრო სწრაფად გახმება და გაფუჭდება. ეს განსაკუთრებით ეხება მაცივრებს no frost სისტემით. ხოლო საჭმლის სუნს, შეიწოვს თვით მაცივარი, შემდგომ რთული იქნება მისი განიავება.

მულტსახარში

4bef584fcc81a4eb8b425350197aee22• გარედან სველი ან ჭუწყიანი ქვაბის მოთავსება გააფუჭებს მულტსახარშს.
მნიშვნელოვანია მულტსახარშის თავსახური შიგნიდან გაწმინდოთ ყოველი მომზადების შემდეგ. მასზე გროვდება სინესტე, ცხიმი, საჭმლის ნარჩენები.
• მულტსახარშის ქვაბში არ შეიძლება ბურღულეულის გარეცხა. კედლები შეიძლება დაზიანდეს. ამ მიზეზის გამო ასევე სასურველია ქვაბის გარეცხვა მხოლოდ რბილი ღრუბლით
• მიაქციეთ ყურადღება მაქსიმალურ ზღვარს. არ ჩააწყოთ მულტსახარშში ზედმეტი პროდუქტი.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

logotip • აუცილებელია, ჭურჭელი სწორად განთავსდეს. - ძირით ზემოთ
• არ შეიძლება მანქანაში ჭურჭლის მოთავსება საჭმლის ნარჩენებით. სასურველია, გადაყაროთ ან წყალი გამოავლოთ გასარეცხი აქსესუარებს.
• ქაღალდის სტიკერები ჭიქებზე და თეფშებზე ფილტრებს გააფუჭებს. ჯობია მოაცილოთ მანქანაში ჭურჭელი ერთმანეთს არ უნდა ეხებოდეს.
• როგორც სარეცხი მანქანის შემთხვევაში, დამატებითი ნივთიერების გამოყენება, გარდა სპეციალური ფხვნილისა ან აბის, გააფუჭებს მანქანას. ჩვეულებრივი ჭურჭლის ჟელეც კი.
• თუ წვრილი აქსესუარები, კოვზები, ჩანგლები, არ არის კარგად დამაგრებული, შეიძლება რეცხვის დროს ჩავარდეს მანქანის შიგნით და დაბლოკოს მბრუნავი ნაწილები. შედეგად - მანქანა გაფუჭდება.
• ამასთან ერთად, აუცილებელია ყოველთვის დაამატოთ რეცხვის დროს მარილი. რეცხვის ხარისხი გაუმჯობესდება , სპეციალური მარილი დაარბილებს წყალს კალციუმის დაშლით.
• თუ მანქანა ცუდად გარეცხა ჭურჭელი ხშირ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას რომ გაუმართავია. სავარაუდოდ, არასწორად მოათავსეთ ჭურჭელი ან აირჩიეთ არასწორი რეჯიმი.

მიკროტალღური ღუმელი

rem-mikro-1 • არ შეიძლება მიკროტალღურში 50 გრ-ზე ნაკლები საკვების გაცხელება. თუ პორცია პატარაა, დადგით გვერდზე ჭიქა წყლით. მაშინ ის მიიღებს თავის თავზე ტალღების ნაწილს.
• ასევე სიმძიმის გადაჭარბებაც აზიანებს მიკროტალღურს. მაქსიმალურად დაშვებული წონა აუცილელბად მითითებულია ინსტრუქციაში.
• მძიმე ნივთების დადება მიკროტალღურ ღუმელზე არასასურველია. მითუმეტეს თუ სიმძიმე დადგმულია სავენტილაციო განყოფილებაზე.
• არ ჩართოთ ცარიელი ღუმელი. ტალღების დამაგენერირებელი მოწყობილობა - მაგნეტრონი ადვილად გაფუჭდება მიკროტალღური ღუმელისთვის შეუსაბამოო ჭურჭელის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი. (პლასტმასი, ფოლგა)
• რჩევა: არ გააცხელოთ ზედმეტად პროდუქტი.
• დროულად გაწმინდეთ მიკროტალრურის კედლები საჭმლის ნარჩენებისგან სპეციალური რბილი საშუალებებით.

ტოსტერი

vitek_vt_7161• ტოსტერი არ მეგობრობს წყალთან. შეეცადეთ არ შეეხოთ სველი ხელებით. ასევე, სასურველია, მის გვერდით არ იყოს ადვილად აალებადი საგნები, მაგალიტად, ფარდები.
• ტოსტერში შეიძლება მხოლოდ მშრალი პურის ან სხვა ცომისგან დამზადებული პროდუქტის მოთავსება. კრემის, გლაზურის ჯემის გარეშე.
• თუ პერიოდულად არ გაწმინდავთ ტოსტერს პურის ნამცეცებისაგან ის საკმაოდ მალე გაფუჭდება. გაწმენდის დროს აუცილებლად გამოაერთეთ ტოსტერი ქსელიდან

ბლენდერი

• ბლენდერში ცხელი, ახალი მოხარშული პროდუქტების ჩადება არ შეიძლება. მინიმუმ, 70—80°C უნდა გაცივდეს.
• როგორც ტოსტერში, შეეცდეთ რომ ბლენდერის ძრავაში არ მოხვდეს წყალი.
• ბლენდერის ძრავა ადვილად ცხელდება. დიდი ხნით მისი ჩართვა არასასურველია.
• მხოლოდ მშრალი ინგრედიენტების, მაგალითად ოცხობილების, დამუშავება არასასურველია

vitamix_pic0

ზევით