არ არის გაყიდვაში

Sachuqrebi_8_marti_720X272


8 მარტს ნებისმიერი ქალბატონი სიხარულით ელოდება. მისთვის მნიშვნელოვანია ეს დღე და საჩუქარი, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, თუ როგორ გიყვართ იგი. ქალებს სიამოვნებთ სიურპრიზები და ძალიან სწყინთ, როდესაც რაღაც მიზეზის გამო ვერ ვახერხებთ მათ გაოცებას.

რა თქმა უნდა მათთვის მთავარია თქვენი ყურადღება. ყურადრების გამოჩენა შეგიძლიათ ლამაზი თაიგულითაც ან სულაც მის გარეშეც, თუმცა, შეგიძლიათ დაფიქრდეთ უფრო დიდ საჩუქარზეც. ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ არჩევანში.

თუ თქვენი საყვარელი ქალბატონი აქტიურ ცხოვრებას ეწევა, ბევრს მუშაობს და მას აქვს ცოტა დრო საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის, მას სჭირდება ისეთი საჩუქარი, რომელიც შეუმსუბუქებს სახლის საქმეების შესრულებას და მისცემს მეტ დროს დასვენებისთვის. სამზარეულოს ტექნიკა - ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია.

Melkaya-bytovaya-technika


посудомоечная-машина1 თუ გაქვთ შესაბამისი შესაძლებობა აჩუქეთ მას ჭურჭლის სარეცხი მანქანა- საუკეთესო დამხმარე სამზარეულოში. ზოგავს დროს, თვენთვის ძვირფასი ქალბატონის ხელები მუდამ ნაზი და სათუთი იქნება - ხოლო ჭურჭელი კი სუფთა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი იქნება დეტალები: თუ რა ზომის ტიპის და ტევადობის მოდელი დასჭირდება მას.

შეგიძლიათ აირჩიოთ უფრო წვრილი ტექნიკაც. დაფიქრდით იმაზე, თუ რა კერძის მომზადება მოსწონს მას ყველაზე მეტად, და იყიდეთ ის, რაც გაუადვილებს კულინარიის პროცესს: არჩევანს ჩვენთან იპოვით:

ახალგაზრდა დიასახლისისთვის კარგი საჩუქარი იქნება ორთქლის გენერატორი. ეს არის უთო, რომელიც სწრაფად მარტივად და ეფექტურად უმკლავდება ნებისმიერ ნაკეცს ტანსაცმელზე, ზოგავს ენერგიასა და დროს. შეურჩიეთ ყველაზე გამოსადეგი მოდელი. დიდი და მძლავრი, ან კომპატქტური და მოსახერხებელი.

begთქვენი პარტნიორი სპორტის და ლაშქრობის მოყვარულია ან დიეტაზეა? საჩუქრის უამრავი იდეა ჩნდება გონებაში. ორთქლსახარში ჯანსაღი საკვებისათვის? წვენსაწური ან ბლენდერი ცოცხალი ვიტამინებით სავსე წვენებისთვის? ტრენაჟორები ვარჯიშისთვის? სალაშქრო ინვენტარი, ყურსასმენები, რომლითაც კომფორტული იქნება სირბილი, კარგი mp3- ფლეიერი იგივე მიზნებით და უამრავი სხვა ვარიანტი. აირჩიეთ თქვენი სურვილისამებრ.

ეძებთ საჩუქარს ბებოსთვის? ისევ სამზარეულოს აქსესუარები დაგეხმარებათ: შეიძინეთ ღუმელი მისი უგემრიელესი ღვეზელების ან ნამცხვრების გამოსაცხობად. ასევე ორიგინალური ფორმის ჭურჭელი ცხობისთვის. გამოგადგებათ ტოსტერებიც, ან “მძიმე არტილერია” - პურის საცხობი . შესაძლოა, ბებოს არ მოსწონს თანამედროვე გაჯეტები, და ურჩევნია ძველებურად კულინარობა? შეურჩიეთ ქვაბების ან ტაფების ნაკრები.

1282611


მხოლოდ სამზარეულოთი არ შემოიფარგლება საინტერესო საჩუქრების სია. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე. ჩვენთან უნივერსალური, გამაჯანსაღებელი მასაჟორების ფართო ასორტიმენტია.

Schermafbeelding-2012-05-08-om-13_002 იქნებ მას ტკბილეული უყვარს? იყავით ორიგინალურები, მიართვის ნაყინის მოსამზადებელი აპარატი. ნაყინი პატარა ქალბატონებსაც უყვართ ძალიან.

დიასახლისისთვის ჩვენ გთავაზობთ ორთქლით საწმენდ მტვერსასრუტებს. გაუმარტივეთ სახლის დალაგება. ასე მეტი დრო დარჩება იმისთვის რომ თქვენთან ან ბავშვებთან გაატაროს.

აინტერესებს დიზაინი? მიყვება მოდას? უყვარს გამორჩეული, ინდივიდუალური ტანსაცმელი და ხშირად მიმართავს მკერავს, ან თვითონაც უყვარს ტანსაცმლის შექმნა? საკერავი მანქანა- საუკეთესო საჩუქარია ამ შემთხვევაში. 

4c6dc442d2e648945034d5f016aea4365b5a_o


ნებისმიერ გოგოს გაუხარდება თავის მოვლის თანამედროვე, მრავალფუნქციური დევაისები. ის ტექნიკა, რომელიც დაეხმარება მუდამ გამოიყურებოდეს შეუდარებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენს მაღაზიას ექსკლიუზიური შემოთავაზება აქვს: კერამიკული სავარცხელი Breva -ორიგინალური ფორმის თმის სტაილერი, რომელიც 3 -5 წუთში დაეხმარება მანდილოსანს, იდეალური ვარცხნილობის შექმნაში.

sddefault



ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეარჩიოთ საჩუქარი მძღოლი ქალბატონისთვისაც: მანქანას ყოველთვის სჭირდება სხვადასხვა აქსესუარი. მაგალითად ახალი მაგნიტოფონი, ხარისხიანი დინამიკებით, ვიდეო რეგისტრატორი, მანქანის უსაფრთხოებისთვის, ან სამაგრი სმარტფონისთვის.

1463326659_1b0742_orig



IT ტექნიკაც მშვენიერი საჩუქარია. რატომ არ გავანებრივოთ საყვარელი ადამიანი ელეგანტური და სწრაფი ნოუთბუქით , ახალი მობილურით, ან მობილური ტექნიკის რომელიმე აქსესუარით?
b666aaa07cdd805a952e1c371bf6a70b
ამ ყველაფერთან ერთად, მოგახსენებთ, რომ ჩვენს საიტზე ამჟამად მოქმედებს უამრავი აქცია, ტექნიკის სხვადასხვა მოდელებზე. ფასდაკლებები, საჩუქრები, სასაჩუქრე ვაუჩერები. ყველაფერი იმისთვის რომ შეუქმნათ თქვენს რჩეულს განუმეორებელი დღესასწაული. ჩვენ ასევე გთავაზობთ, გამორჩეულ, ექსკლიუზიურ აქციას, რომლის ფარგლებშიც, შერჩეულ მოდელს მოყვება ისი-პარის სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც შეგიძლიათ მიართვათ თქვენს ქალბატონს. რომელ მანდილოსანს არ უყვარს პარფიუმი?

თუ კი მაინც გიჭირთ არჩევანის გაკეთება, არ იცით ზუსტად, რა ტიპის საჩუქარი ესიამოვნება მას, მაშინ ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ სხვადასხვა ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერები. აჩუქეთ მას საუკეთესო რამ - საჩუქრის არჩევის შესაძლებლობა. ;)

24778Vauceri_BEGE_35085_enl copy



ზევით