არ არის გაყიდვაში

Statia_notebook_720X272


134744_orდღეს, ბევრ მომხმარებელს ნოუთბუქი ურჩევნია პერსონალურ კომპიუტერს. ის კომპაქტურია, მარტივია მოხმარებაში თავისი მობილობის გამო. შეგიძლიათ იმუშაოთ მაგიდასთან, სერიალს უყუროთ დივანზე, მოამზადოთ საჭმელი და ამავდროულოდ მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას სამზარეულოში…

ასევე, შეიძლება ნოუთბუქის თან წაღება ოფისში, მეგობართან ან შვებულებაში - ქალაქგარეთ. თუმცა, სხვადასხვა მიზნებისთვის სხვადასხვა ნოუთბუქია საჭირო.

ზომა და ეკრანი

ეკრანის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ზომა, ტიპი, გაფართოება და ზედაპირი. ნოუთბუქის ზომა განისაზღვრება მისი ეკრანის დიაგონალით. თუ მის გამოყენებას სახლის გარეთ ხშირად აპირებთ და გზაში უნდა ატაროთ, მაშინ 13”-იანი კომპაქტური და მსუბუქი მოდელი თქვენთვისაა. თუ ლეპტოპი ერთ ადგილას იმყოფება ძირითადად, სახლში ან ოფისში, მაშინ 14“-15“ იანი მოდელები ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ხოლო თამაშებისთვის, გრაფიკის დამუშავებისთვის ან ვიდეო მონტაჟისთვის, ასევე , ფილმების საყურებლად საუკეთესოა 17”იანი ნოუთბუქი.

laptop-xps-15-9550-pdp-polaris-02ეკრანის მატრიცის ტიპიც მნიშვნელოვანია. TFT IPS თუ TFT TN? TN ეკრანი შედარებით იაფია, ამიტომ ბიუჯეტურ მოდელებში გამოიყენება. ხოლო, IPS მატრიცები ძვირია- შესაბამისად უფრო კარგად ასახავენ ფერებს და ხედვის უფრო ფართო კუთხე გააჩნიათ. თანამედროვე ნოუთბუქების, ეკრანის პარამეტრები სერიოზულად განსხვავდება ერთმანეთისგან. რაც უფრო მეტია გარჩევადობა- მით უფრო მკვეთრად ჩანს სურათი. მოდელების უმეტესობისთვის ოპტიმალური გარჩევადობა არის Full HD (1920х1080), ამ პარამეტრზე არის ოპტიმიზირებული პროგრამების და ფილმების უმეტესობა. უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანები გამოსადეგია გრაფიკული პროგრამებისთვის, ვიდეო რედაქტორებისთვის. ანუ შექმნილია უფრო დიზაინერებისთვის . ხოლო, ჩვეულებრივი , ოფისური აპლიკაციებისთვის საერთოდ არ არის საჭირო.

ეკრანის ზედაპირი ორი სახისაა - მქრქალი და პრიალა. მათზე გამოსახულებაც სხვადასხვაგვარად აღიქმება. პრიალა ზედაპირი სარკისებურია, კონტრასტი და ფერების რეპროდუქცია - უფრო თვალშისაცემი. ის სასურველია მულტიმედიურ პროგრამებზე (ფოტო, ფილმები, თამაშები). მქრქალი ზედაპირი კი კომფორტულია სამუშაოდ და ნაკლებად ღლის თვალებს.

წონა

ძირითად შემთხვევაში, რაც უფრო მეტია ეკრანის დიაგონალი, მით უფრო მძიმეა ნოუთბუქი. 11” და 13” -იანი მოდელები, წონით 0,9-1,3 კგ, უფრო კომფორტულია გადაადგილების დროს. რეკომენდირებულია ქალბატონებისთვის და იმ მამაკაცებისთვის, ვისაც ყოველდღე თან დააქვს ლეპტოპი. თუმცა, 2 კგ-იანი ნოუთბუქის წაღებაც იოლია სამსახურში. 3 კგ-მზე მძიმე მოდელები გამოგადგებათ უფრო იმ შემთხვევაში, თუ ნოუთბუქი სტაციონარულ მდგომარეობაშია.

ბოლო დროს მწარმოებლები არა ერთხელ ატარებდნენ ექსპერემენტებს კომპაქტურ და მსუბუქ ნოუთბუქებზე. შედეგად ისინი რამდენიმე ტიპად იყოფა.

Intel -მა წარმოადგინა ფორმატი - ულტრაბუქი - თხელი და მსუბუქი ნოუთბუქი, დაბალვოლტიანი პროცესორის ბაზაზე, რომელსაც შეუძლია დიდი ხანი მუშაობა ავტონომიურ რეჟიმში. ასეთი მოდელები პოპულარულია პროფესიონალებში, მათ ნოუთბუქი ყოველ დღე სჭირდებათ. 

1416934338_1



ნოუთბუქი-პლანშეტი - მოხსნადი კლავიატურით. შეგიძლიათ წაიღოთ ლაშქრობაში. ეს მოდელი შეგიცვლით სრულფასოვან ნოუთბუქს, მას ტაბლეტადაც გამოიყენებთ. თუმცა, ერგონომიკის მხრივ, ჩვეულებრივ ნოუთბუქებზე უფრო მსუბუქია.

asus_tx201l_02


კიდევ ერთი ტიპი - ნოუთბუქი-ტრანსფორმერი. ესეც ნოუთბუქ-პლანშეტის სახეობაა, თუმცა, მას კლავიატურა არ ეხსნება, ის მბრუნავია სპეციალური მექანიზმის დახმარებით. ასეთი მოდელები უფრო მძიმეა წინა ტიპის ლეპტოპებზე, თუმცა, ჩვეულებრივ ნოუთბუქებთან შედარებით, უფრო კომფორტულია მუშაობისთვის.


News_70809_8


პროცესორი

ნოუთბუქში, როგორც ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერში არის თავმოყრილი სისტემური ბლოკის ყველა კომპონენტი: პროცესორი, ვიდეო დაფა, მყარი დისკი, ოპერატიული მეხსიერება. ყველაზე მეტად კომპიუტერის სიმძლავრე დამოკიდებულია პროცესორზე. თანამედროვე გაჯეტებში პროცესორების დიდი არჩევანია: Intel ან AMD-ის მოდელები , ერთმანეთისგან განსხვავებული სიხშირით, ბირთვების რაოდენობით, ქეშ-მეხსიერების სიდიდით. რეალურად, შეიძლება არჩევა ოპტიმალური პროცესორის მისი დასახელების მიხედვით. intel core i7 -ყველაზე მძლავრი პროცესორებია, Core i5- ცოტა ნაკლებად მძლავრი, შემდეგ მოდის i3, Pentium, Celeron და ყველაზე სუსტი - Atom.

AMD-vs-Intel-600x412



თამაშებისთვის საუკეთესოა ოთხბირთვიანი i7 და i5 მოდიფიკაციები. ჩვეულებრივი სამუშაო მანქანას უმეტესობა შემთხვევაში, სრულიად საკმარისია ორბირთვიანი i3-იც. AMD -ის მოდელებში ყველაზე ძლიერია A12, შემდეგ მოდის A10 -( დაახლოებით i5ის დონის) , A8 უფრო სუსტი და ა.შ. AMD -ს პროცესორები უფრო იაფია Intel-ის პროცესორებზე. ასე რომ მათი არჩევისას შეიძლება იგივე თანხაში უფრო მძლავრი ნოუთბუქის მიღება, მაგრამ, სავარაუდოდ, ის უფრო მეტად გაცხელდება და იხმაურებს, გაგრილების სისტემის ამუშავების გამო.

ოპერატიული მეხსიერება

ოპერატიულ მეხსიერებასთა რამდენიმე პარამეტრის მიხედვით უნდა აარჩიოთ.

kingston პირველ რიგში, რაც უფრო დიდია მეხსიეერების მოცულობა -მით უკეთესი. ოფისისთვის საკმარისია 4 GB, ხოლო იმათ, ვისაც უყვართ ათობით დოკუმენტების და ფანჯრების გახსნა, ვურჩევთ აირჩიოთ 8 GB-იანი ოპერატიული. ხოლო გეიმერებისთვის იდეალურია 16 GB, თუმცა, ეს უკვე ძვირი სიამოვნებაა. ასევე გასათვალისწინებელია ოპერატიულის ტიპი. არსებობს DDR-ის რამოდენიმე ვარიანტი. ყველაზე გავრცელებული ამ ეტაპზე არის DDR-3.

ყიდვის დროს მომხმარებელი ხშირად ირჩევს ოპერატიულს მხოლოდ მისი მეხსიერების მოცულობის მიხედვით, მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია მისი სხვა მახასიათებლებიც.

უმეტესობა პროცესორი მუშაობს 1600 MHz სიხშირეზე. სასურველია, ოპერატიულის სიხშირე შეესაბამებოდეს პროცესორის სიხშირეს. თუმცა, განსხვავება მაგალითად 1333 -სა და 1600 MHz-ს შორის თითქმის შეუმჩნეველია. უფრო მაღალი სიხშირის ოპერატიული, მაგალითად 2133 MHz-ს, ღირს საკმაოდ ძვირი, სრულყოფილი დატვირთვისთვის სჭირდება სხვა მონაცემებიც შეესაბამებოდეს ამ სიმძლავრეს. ეს ოპერატიული მეხსიერების ტიპი გამოიყენება სპეციალური ამოცანების შესრულებისათვის.

კიდევ ერთი პარამეტრი, რომელზეც ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, არის ოპერატიულის ტაიმინგი. ლატენტობა- ანუ ტაიმინგი - ეს არის სიგნალის გადაცემის დაყოვნება. დაყოფილია ტაქტებად. ამ ტაქტებზე არის დამოკიდებული თუ რამდენად სწრაფად მოძრაობს ინფორმაცია ოპერატიულიდან, პროცესორის მიმართულებით და უკან. ტაიმინგის მნიშვნელობა მერყეობს 2-სა და 13-ს შორის. მაგალითად შეიძლება იყოს 11-11-11, რაც უფრო დაბალია ტაქტების მნიშვნელობა, მით უფრო სწრაფია ოპერატიულის მუშაობა. სურათი

ვიდეო დაფა

ვიდეო დაფა პასუხისმგებელია გამოსახულების გამოყვანაზე ეკრანზე. ჩაშენებული ვიდეო დაფა არის თითქმის ყველა პროცესორში. საკმარისია ფილმების სანახავად, უმეტესობა აპლიკაციისთვის. მაგრამ, თამაშებისთვის და ვიდეო მონტაჟისთვის ეს არ არის საკმარისი. საჭიროა უფრო მძლავრი ვიდეო დაფა - დისკრეტული.

ზოგიერთ ნოუთბუქში ხელმისაწვდომია ორივე ვარიანტი. დაბალი დატვირთვისას მუშაობს ინტეგრირებული, ხოლო მაღალი დატვირთვისას სისტემა ავტომატურად გადაირთვება დისკრეტულზე.

დისკრეტული ვიდეო დაფების ფართო არჩევანი არსებობს. ისინი სერიოზულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან სიძლიერით. თანამედროვე თამაშებისთვის, ჯობს შეიძინოთ NVIDIA -ს ვიდეო დაგა, ან AMD-ის ბოლო თაობების მოდელები.

2716758-4113267393-AMD-v


საშუალო მოდელებზე თამაში ჩაირთვება, მაგრამ მისი გრაფიკა უკვე შედარებით დაბალი ხარისხის იქნება. დაბალი თაობების მოდელები თამაშებისთვის არ ვარგა, ისევე როგორც ინტეგრირებული.

ვიდეო დაფას გააჩნია საკუთარი მეხსიერება. რაც უფრო მეტია, მით უკეთესი, თუმცა, დიდი ყურადღების მიქცევას ამ პარამეტრზე არ გირჩევთ. მთავარია, სწორად აირჩიოთ თვითონ მოდელი.

მყარი დისკი

ნოუთბუქის ვინჩესტერი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი მყარი დისკი HDD, ან SSD. იშვიათ შემთხვევაში გვხვდება ამ ორი ტიპის კომბინაცია. მყარი დისკები - SSD და HDD ერთმანეთისგან მოცულობით, სიჩქარითა და ფორმფაქტორით განსხვავდება. SSD ბევრად სწრაფია, მაგრამ შედარებით ძვირიც, ამიტომ მარტივი ოპერაციების შესასრულებლად არ იყენებენ. შეგიძლიათ, თავად შეიძინოთ SSD დისკი, ჩაანაცვლოთ მისით HDD და გაამუჯობესოთ სისტემის მუშაობა.

ssd-hdd


ოპტიკური დისკწამყვანი

ბევრ თანამედროვე მოდელში არ არის ოპტიკური დისკწაყვანი. ძირითადად იმის გამო, რომ დღეს, დისკებს თითქმის აღარავინ იყენებს. მულტიმედიურ ნოუთბუქებში კი უფრო ხშირად Blu-Ray-დისკწამყვანებია. უფრო იშვიათად BD-RE - რომლებიც იწერენ ვიდეოს Blu-Ray-ის ფორმატისთვის. უფრო იაფი მოდელები აღჭურვილია ოპტიკური DVD, DVD-RW დისკწამყვანებით

ოპერაციული სისტემა

ნოუთბუქი იყიდება წინასწარ დაყენებული ოპერაციული სისტემით, ან მის გარეშე. მაგალითად, Apple-ის ნოუთბუქებზე დაყენებულია Apple Mac OS, ხოლო უმეტესობა პორტატულ კომპიუტერზე გვხვდება Microsoft Windows -ის რომელიმე ვერსია. Windows 7 ან Windows 8. თუმცა, დღეს უკვე პოპულარულია Windows 10.

უფრო იაფი ღირს ნოუთბუქი Linux-ის ოპერაციული სისტემით, ან მხოლოდ Free DOS-ით(ოპერაციული სისტემის გარეშე). სურათი

აკუმულატორი

li-ion-laptop-battery აკუმულატორზე მუშაობის დრო დამოკიდებულია ზემოთ ჩამოთვლილ ნოუთბუქის ყველა პარამეტრზე . დაწყებული პროცესორით და დამთავრებული ოპერაციული სისტემით. როდესაც მწარმოებელი წერს მახასიათებლებში, მაგალითად, მუშაობის რეჟიმი 10 საათი, იგულისხმება მოლოდინის რეჟიმი და არა სრული დატვირთვს. მაღალი დატვირთვისას (თამაშების დროს) ელემენტი შეიძლება დაჯდეს ძალიან სწრაფად, მაგალითად, ერთ საათში. ასევე, ელემენტის ხანგძლივობა მის მოცულობაზეა დამოკიდებულია. რაც უფრო დიდი მოცულობისაა, მით მეტად ძლებს ქსელის გარეშე.

უსადენო კავშირი

თანამედროვე ნოუთბუქი აღჭურვილია უსადენო კავშირის მოდულებით: ყველას აქვს Wi-Fi, და თითქმის ყველას - Bluetooth. პირველი საჭიროა იმისთვის რომ შეუერთდეთ ინტერნეტს კაბელების გარეშე, ხოლო მეორე გამოგადგებათ უსადენო მაუსებისთვის, გეიმპადებისთვის და ა.შ.

კლავიატურა და მაუსი

6Tp5ed5ncნოუთბუქებს, ძირითადად, სტანდარტული კლავიატურა აქვს, თუმცა მცირედი განსხვავებებით. ზოგჯერ ეს განსხვავებები არც ისე უმნიშვნელოა. მაგალითად, ბევრ ნოუთბუქს მარჯვენა პანელში ციფრული ბლოკი არ აქვს. ეს კი მოუხერხებელია მათთვის, ვინც საბუღალტრო საქმეებს აკეთებს და ციფრებთან შეხება აქვს. თუ თქვენ ღამით, ჩამქრალ შუქში მუშაობა გიყვართ ან გიწევთ, კლავიატურის განათება დაგჭირდებათ. სამუშაოდ, სისწრაფისა და სიზუსტისთვის კი მაუსის გამოყენება ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე სენსორული პანელის.

დღეს, თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მარტივი საქმეა, ამიტომ დაკვირვებული და ყურადღებიანი ადამიანი თავისუფლად შეძლებს სასურველი ნოუთბუქის შერჩევას, იმ ფორმით, ზომით, ფერითა და მონაცემებით, როგორიც მას სჭირდება.

ვებ-კამერა

პრაქტიკულად ყველა ნოუთბუქს აქვს ჩამონტაჟებული ვებ-ლამერა, 0,3 MP-იდან 8 MP-მდე გაფართოებით. თუმცა, ყველაზე ხშირად გვხვდება 1,3 ან 2 MP-იანი. ვიდეო ჩატისთვის ეს ხარისხი გამოდგება, მეტის მოთხოვნა არც არის საჭირო.

notebook-banner

ზევით