არ არის გაყიდვაში

მაცივარში პროდუქტის შენახვის 5 ოქროს წესი

1-11

გასაგებია, რომ მაცივარი საკვებს დიდ ხანს ინახავს, თუმცა ეს არ არის პანაცეა და, სამუწხაროდ, მასში საკვები ხანდახან ფუჭდება. სტატისტიკურად მაცივარში შენახული პროდუქტის მესამედი საბოლოოდ ნაგვის ურნაში ხვდება. მათთან ერთად კი ვყრით ფულსაც. ეს ნიშნავს, რომ არ გამოვიყენოთ მაცივარი? არა, რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვიცოდეთ, როგორ შევინახოთ სწორად პროდუქტები.

წესი 1. დანაწევრებული შენახვა

ზოგი საკვები არ უნდა შეინახოთ ერთმანეთის გვერდით. ისინი ერთმანეთის გაფუჭებას გამოიწვევენ. უმი თევზი და ხორცი კი, საერთოდ არ უნდა მოხვდნენ მზა საკვების გვერდით, რადგან მათგან ვრცელდება ბაქტერიები. გვერდიგვერდ არ უნდა შეინახოთ: ყველი და შებოლილი პროდუქტი; მზა და უმი საკვები; სალათი და თევზი; ძეხვი და ხილი; უმი ხორცი და რძე. წესი 2. გადაანაწილეთ ის, რაც მალე ფუჭდება უნდა დადოთ ცივ ზონაში. ის, რაც დიდ ხანს ნარჩუნდება - შედარებით გრილში. ორ კამერიან მაცივრებში ყველაზე მეტი სიგრილე ქვევითაა, ზემოთ კი სითბო ადის. ძველ ან ერთკამერიან მოდელებში - პირიქით. ყველაზე მეტი სიგრილე საყინულესთან ახლოსაა. ყველაზე თბილი ადგილი მაცივარში - კარია. ხორცი და თევზი შეინახეთ ნულოვან ზონაში. ბოსტნეული და ხილი სპეციალურ ყუთში შეინახეთ. ერთმანეთისგან შორს. სასურველია ყოველი სახეობის პროდუქტი ცალ-ცალკე იყოს დახარისხებული. რძის პროდუქტები შუაში განათავსეთ. პასტერიზებული წვენი - კარში. მწვანილი კი ქილაში, ან ლარნაკში შეინახეთ, გადააფარეთ პაკეტი და ზედა თაროზე შეინახეთ. მზა საკვები კარგად გაახვიეთ პერგამენტის ქაღალდში ან ფოლგაში, ანდაც სპეციალურ კონტეინერში შეინახეთ.

წესი 3. სისუფთავე

მაცივარში იდეალური სისუფთავე უნდა დაიცვათ. საკვების პაკეტებში შენახვა ამაში დაგეხმარებათ. მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ რეცხოთ მაცივრის თაროები ორ თვეში ერთხელ მაინც.

წესი 4. რაც ცოტაა, მით უკეთესი

რაც უფრო ცოტა პროდუქტია მაცივარში, მით ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება მათ გასაციებლად. ყურადღება მიაქციეთ, რომ მაცივარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მაცივარში არ შეინახოთ გადასაყრელი, ან ის პროდუქტი, რომლის შენახვაც გახსნის შემდეგ აღარ შეიძლება, ანდაც კარადაშიც მშვენივრად შეინახება. მაცივარში არ უნდა იდოს. დალუქული კონსერვები, სახლში მომზადებული კონსერვები, მზესუმზირის ზეთი, თაფლი, ის ბოსტნეული და ხილი, რომელსაც ორ დღეში გამოიყენებთ, ცომეული, ხახვი და ნიორი, დაბეჭდილი წვენები.

წესი 5. იყავით ხელმომჭირნე

მაღაზიაში წასვლამდე კარგად შეიხედეთ მაცივარში და განსაზღვრეთ რა გჭირდებათ. ნუ გადატვირთავთ მაცივარს და ნუ შეინახავთ ზედმეტს.
ზევით