არ არის გაყიდვაში

Saaxalwlo_Statia



Be.ge გთავაზობთ სადღესასწაულო სუფრისთვის რამოდენიმე საინტერესო და მარტივად მოსამზადებელ კერძების რეცეპტებს.

დავიწყოთ ყველაზე პიკანტური კერძით:

კალიფორნია როლი

1 copy 

ინგრედიენტები:

✓ იაპონური ბრინჯი 130 გ
✓ ნორი
✓ იაპონური მაიონეზი (სურვილისამებრ)
✓ ორაგული ახალი, გაუყინავი
✓ კიტრი
✓ ავოკადო
✓ ტობიკო (მფრინავი თევზის ქვირითი)
✓ ბრინჯის ძმარი
✓ მარილი
✓ შაქარი

მომზადება
ბრინჯი მოვხარშოთ და შევაზავოთ ბრინჯის ძმრით, მარილითა და შაქრით. შემდეგ გავაცივოთ ოთახის ტემპერატურამდე. ავიღოთ მაკისუ, დავდოთ ზედ ნორი პრიალა ზედაპირით ქვემოთ. გავშალოთ ბრინჯი და ამოვატრიალოთ. წავუსვათ იაპონური მაიონეზი და დავალაგოთ ჩხირებად დაჭრილი კიტრი, ავოკადო და ორაგული. შემდეგ მაკისუ შევახვიოთ და მივცეთ სასურველი ფორმა (ოთხკუთხედი ან მრგვალი). მაკისუზე მიმოვაბნიოთ ტობიკო და გამზადებული როლი დავფაროთ ტობიკოთი. როლი დავჭრათ 6 ან 8 ნაჭრად, დავალაგოთ ლანგარზე. გავითვალისწინოთ, სუშის მიირთმევენ ჯანჯაფილთან, სოიის სოუსსა და ვასაბისთან ერთად.
სუშის ინგრედიენტები შედარებით ნაკლებად მოიძიება ქართულ ბაზარზე. მათ შესაძენად ჯობს სპეციალიზებულ მაღაზიებსა და დიდ სუპერმარკეტებს მივაკითხოთ.

ასევე გვინდა შემოგთავაზოთ საინტერესო და იშვიათი რეცეპტი:

პომიდორი ფარშით არაბულად

2

ინგრედიენტები:

✓ პომიდორი მსხვილი, 2 კგ
✓ ნებისმიერი ხორცის ფარში 750 გ
✓ ხახვი გახეხილი, 1 თავი
✓ ტომატპასტა 1 ს/კ
✓ მწვანე წიწაკა 3 ცალი
✓ წითელი წიწაკა 2 ცალი
✓ ძირა
✓ ზეთი
✓ მარილი და პილპილი

მომზადება:
ფარში, გახეხილი ხახვი, მარილი, შავი პილპილი და ძირა კარგად აურიეთ ხელით.
პომიდორი ჩაჭერით 3-ად ისე, რომ ბოლომდე არ გაიჭრას.
ჩანაჭრებში ჩატენეთ ფარში.
ღუმელის ფირფიტას წაუსვით ზეთი და დაალაგეთ ფარშირებული პომიდვრები. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი წიწაკა.
ტომატპასტა გახსენით წყალში და დაასხით ღუმელის ფირფიტაზე.
აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. შემდეგ მოუმატეთ ტემპერატურას 250 გრადუსამდე და გააჩერეთ ღუმელში პომიდვრები კიდევ 10 წუთი.
გავაგრძელოთ:

პიკანტური გემოს მოყვარულთათვის: მექსიკური ენჩილადასი ქათმით

3

ინგრედიენტები:

✓ ქათმის ფარში 800 გ
✓ ხახვი 1 ცალი
✓ წიწაკა ჩილი 2 ცალი
✓ პომიდორი 400 გ
✓ ზეითუნის ზეთი 80 მლ
✓ ნიორი 4 კბილი
✓ მარილი 1,5 ჩ/კ
✓ შაქარი 10 გ
✓ პილპილი 0,5 ჩ/კ
✓ პაპრიკა 0,5 ჩ/კ
✓ ხმელი ორეგანო 1 ჩ/კ
✓ გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის 300 გ
✓ ქინძი 100 გ
✓ ლაზანიას ფირფიტები 5 ცალი

მომზადება:
სოუსისთვის წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, წიწაკა ჩილი და მოხრაკეთ ზეთში 5 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ მსხვილად დაჭრილი პომიდორი თავისივე წვენით. დაუმატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი, აურიეთ და ხრაკეთ კიდევ 5-7 წუთი.
მეორე ტაფაში მოხრაკეთ ქათმის ფარში ზეითუნის ზეთში იქამდე, სანამ მთელი წვენი არ ამოშრება. დაუმატეთ პაპრიკა, მარილი და ორეგანო. ხრაკეთ კიდევ 5 წუთი.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფორმაზე დაასხით სოუსის ნახევარი. შემდეგ აიღეთ სათითაოდ ლაზანიას ფირფიტა და დადეთ მასზე 3 ს/კ ქათმის ფარში, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი.
გადაახვიეთ მილისებურად და ჩადეთ გამოსაცხობ ფორმაში ნაკეცით ქვემოთ. ასე გაიმორეთ სხვა ფირფიტაზეც, სანამ ფორმა მთლიანად არ გაივსება.
დაასხით ზემოდან დარჩენილი სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ქინძი. აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი.
სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.
გემრიალად მიირთვით!

რომელი სუფრაა შემწვარი ქათმის გარეშე? მიირთვით:

ღუმელში მომზადებული ქათამი ბერძნულად - იდეალურია ოჯახური ვახშმისთვის!

4

ინგრედიენტები:

✓ მაწონი ან ნატურალური იოგურტი 1 ჭიქა
✓ ქათმის ბარკლები 2 კგ
✓ ზეითუნის ზეთი 2 ს/კ
✓ ხმელი ორეგანო 0,5 ს/კ
✓ მარილი და პილპილი გემოვნებით
✓ ნიორი 2-4 კბილი
✓ ლიმონის წვენი 2 ს/კ
✓ ლიმონის ცედრა 1 ს/კ
✓ ოხრახუში 1 პატარა კონა

მომზადება:
მოამზადეთ ბერძნული მარინადი: ზეითუნის ზეთს შეურით იოგურტი, დაუმატეთ დაჭრილი ან დანაყილი ნიორი, პილპილი, მარილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და ცედრა. აურიეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
მყარ პაკეტში მოათავსეთ ქათმის ბარკლები და ჩაასხით მარინადი. მჭიდროდ მოუკარით თავი და ხელით დაპრისეთ, რათა ხორცს კარგად გაუჯდეს მარინადი. გააჩერეთ პაკეტი რამდენიმე საათი მაცივარში, ან მთელი ღამით.
შემდეგ გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. გადაიტანეთ ხორცი მარინადთან ერთად ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელში და გადააფარეთ ფოლა.
აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოხენით ფოლგა და შეაბრუნეთ ღუმელში, სანამ ხორცი არ დაიბრაწება.

კარტოფილი ყოველთვის პოპულარულია: 

შემწვარი კარტოფილი იტალიურად

1467806146_kartofilishemcvari

ინგრედიენტები:

✓ კარტოფილი პატარა ზომის, 500 გ
✓ ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
✓ ნიორი 2 კბილი
✓ იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი) 1 ჩ/კ
✓ მარილი 1/4 ჩ/კ ან გემოვნებით
✓ წითელი წიწაკა გემოვნებით
✓ პარმეზანი, გახეხილი 0,5 ჭიქა
✓ დაჭრილი ოხრახუში 1 ჩ/კ
✓ კარაქი კუბიკებად დაჭრილი, 2 ს/კ


მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 195 გრადუსზე. გაფცვქენით და გარეცხეთ კარტოფილი, გააშრეთ და გაჭერით თითოეული შუაზე. გაახურეთ ტაფა (აჯობებს თუჯის) და დაასხით ზეითუნის ზეთ. დაყარეთ კარტოფილი და დაბრაწეთ ყველა მხრიდან. გაწიეთ კარტოფილი ცალ მხარეს და მოხრაკეთ დაჭრილი ნიორი, მოაყარეთ იტალიური ბალახები, მარილი და პაპრიკა. აურიეთ კარგად. გადმოდგით ცეცხლიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ოხრახუში. მოათავსეთ ტაფა ღუმელში და გააჩერეთ 15 წუთი. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი კარაქი და მიიტანეთ სუფრასთან.

და ბოლოს! ზამთრის ყველაზე ტკბილი და სასარგებლო რეცეპტი: 

თხილის გოზინაყი თეთრი შოკოლადით

kozinaki

ინგრედიენტები:

✓ თხილი (მოხალული) 2,5 ჭიქა
✓ თაფლი 0,5 ჭიქა
✓ შაქარი 1 ჩ/კ
✓ თეთრი შოკოლადი 50 გ

მომზადება
თაფლი ჩავასხათ თუჯის ქვაბში ან ღრმა ტაფაში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, როცა ქაფს მოიგდებს, გადმოვდგათ და ბოლომდე გავაგრილოთ. ეს პროცედურა 2-ჯერ გავიმეოროთ, მესამედ კი ვხარშოთ, სანამ შესქელდება. ცოტაოდენი თაფლი ამოვიღოთ და ჩავასხათ ცივი წყლით სავსე ჭიქაში, თუ მასა გამგრებული და მსხვრევადია, მზადაა. დავუმატოთ შაქარი, დათლილი თხილი და ავურიოთ. ვშუშოთ 1-2 წუთი, შემდეგ კი გადმოვიტანოთ წყლით დანამულ პერგამენტის ქაღალდზე და შევაგრილოთ. ჯერ კიდევ თბილი მასისგან გავაკეთოთ ბურთულები და მოვასხათ თეთრი შოკოლადი.
ზევით