არ არის გაყიდვაში

მომავლის ტექნოლოგიები!
 

Statia_720X272



ამ სტატიაში ჩვენ ვილაპარაკებთ ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ფანტასტიკისა და რეალობის ზღვარზეა, მაგრამ, შესაძლოა, რამდენიმე ათეულ წელიწადში ყოველდღიური ცხოვრების ატრიბუტი გახდეს.

ბიომაცივარი:

იდეა ეკუთვნის ერთ რუს დიზაინერს. მან პროექტი ერთ-ერთ კონკურსზე წარმოადგინა. მისი ბიომაცივარი არის თავისებური კარკასი, რომელიც ავსებულია ბიოპოლიმერული მასალისგან დამზადებული გელით. პირდაპირ ამ გელში განთავსებული პროდუქცია გაგრილდება და შეინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს დიდი ხნის განმავლობაში. მაცივარში არ არის არც თაროები არც კარები. ის მოიხმარს მინიმალურ ელექტროენერგიას. გელს არ გააჩნია სუნი, არ ეკვრობა ხელებს. მისი მონტაჟი შესაძლებელია როგორც კედელზე ასევე ჭერზე

5065964_original


ზესწრაფი 5G ქსელი

როგორც ვიცით, Google მუშაობს სპეციალური დრონების პროექტზე, ისინი მზის ენერგიის ხარჯზე დაიტენებიან და მიაწვდიან ინტერნეტს მსოფლიოს უამრავ ადგილს. (Project Skybender).

თეორიულად, ასეთი დრონი გადასცემს ინტერნეტს 40ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე არსებული 4G (დაახლოებით - ერთი გიგაბაიტი წამში.)

ჯერჯერობით ასეთი მოწყობილობების შექმნა დაკავშირებულია ტექნიკურ სირთულეებთან. პრობლემების მოგვარებაზე უკვე მუშაობენ, ამიტომ არ არის გამორიცხული, მალე, წარმოუდგენელი სისწრაფის ინტერნეტით ვისარგებლოთ

1454401573136895508


5D დისკები, მონაცემების ტერაბაიტების მარადიული შენახვისთვის

ასეთი დისკი უკვე შექმნილია. ის იწერს მონაცემებს 5 განზომილებაში. 5D დისკზე მონაცემები შეინახება მილიარდი წელიწადი. მასზე შესაძლებელია 360 TB მოცულობის ინფორმაციის ჩაწერა. დისკი გაუძლებს 1000 გრადუსამდე სიცხეს.

5D დისკზე უკვე ჩაწერილია ადამიანების უფლებების საერთო დეკლარაცია, ნიუტონის ოპტიკა, ბიბლია და ა.შ.

რამდენიმე წელიწადში, სავარაუდოდ, ტექნოლოგია ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოვა.

download


ჟანგბადის ნაწილაკების ინიექცია

ბოსტონის საბავშვო კლინიკის მეცნიერებმა შეიმუშავეს განსაკუთრებული მიკრონაწილაკები: ჟანგბადით. ამ ნაწილაკების სისხლში შეყვანით თქვენ იცოცხლებთ მაშინაც, როდესაც სუნთქვა არ შეგიძლიათ.

სხეულში შეყვანისას, კაპსულა “ეჯახება” სისხლის წითელ უჯრედებს და გადასცემს მათ ჟანგბადს. ამ მეთოდის დახმარებით, უკვე მოხერხდა სისხლში 70% სიცოცხლისთვის საჭირო ჟანგბადის შეყვანა.

1485932044_5066667_original


სატრანსპორტო წყლისქვეშა გვირაბები

ნორვეგიში არსებობს წყლის ქვეშ “მოცურავე” ხიდების შექმნის პროექტი.

საავტომობილო გზისთვის (ორ ზოლიანი ავტობანისთვის) საკმაოდ დიდი მილების გაყვანაა საჭირო. პროექტზე უკვე დახარჯულია 25 მლრდ დოლარამდე. ახალი ტრასა იქნება მზად 2035 წლისთვის.

5066929_original


ბიოლიუმინესცენტური ხეები

რა იქნება თუ მედუზების და ციცინათელების ფერმენტებს ხეების სტრუქტურაში შევიყვანთ?
გარდაიქმენბა თუ არა ხის ზედაპირი თავისებურ ლამპიონად?

ასეთი პატარა პროექტი უკვე შესრულებულია ხელოვნურად შექმნილ ხეზე. მომავალი გვიჩენებს, გავივლით თუ არა ღამით ქუჩაში, ხეების კაშკაშა სინათლეზე.

313022308057917


ტელევიზორი რომელიც შეგიძლით მოახვიოთ რულონში

ამ ეტაპზე, ეს არის პროტოპტიპის დონეზე წარმოდგენილი LG-ის ინოვაცია, პოლიმერული ორგანიკის ბაზაზე შექმნილი ტელევიზორი შეგიძლიათ ქაღალდივით დაახვიოთ.

მსოფლიო ბაზრის სხვა გიგანტებიც, Samsung, Sony და Mitsubishi, ტელევიზორების უფრო მოქნილი და პროტატული დისპლეების შექმნაზე მუშაობენ .

news-6093-b9b8bb11


ბიონიკური ლინზა ზე მხედველობისთვის

კანადაში ერთი ექიმი აპირებს “ბიონიკური ლინზების” კლინიკური ტესტირების ჩატარებას. ეს ლინზა 8 წუთიანი, უმტკივნელო ოპერაციის შედეგად, პაციენტის 100პროცენტიანი მხედველობაც კი სამჯერ უნდა გააუმჯობესოს .

ახალი ლინზა წელს იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ოპერაციის დროს შპრიცს ფიზიოლოგიურ ხსნართან ერთად შეყავს ლინზა თვალში. 10 წამში, ჩაკეცილი ლინზა იშლება და აკორექტირებს მხედველობას.

5581dd072484ea268b5cf83d2c073b7b


ტანსაცმელი - სპრეი

გამოიგონა ესპანურმა დიზაინერმა, მანელ ტორესმა.

წაისვით სპრეი ტანის ნებისმიერ ადგილას, და ახალი ტანსაცმელი მზადაა გაშრობისთანავე. შეგიძლიათ გაიხადოთ და ისევ ჩაიცვათ.

სპრეი შექმნილია სპეციალური ნივთიერებისგან, რომელიც ანიჭებენ ქსოვილს ელასტიურობას. ასეთი ტექნოლოგიით, ნებისმიერი დიზაინერი შეძლებს უნიკალური ტანსაცმლის შექმნას .

1369663086_1765326820


დნმ-ით შექმნილი პორტრეტი

სტუდენტი გოგო ქმნის იმ ადამიანების 3D პორტრეტებს, ვის დნმ-ებს პოულობს ქუჩაში სიგარეტის ან საღეჭი რეზინის ნარჩენებზე.

დნმ-ის მონაცემებს ამუშავებს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა. ის წაკითხული ინფორმაციიდან დაახლოებით 25 წლის ასაკის ადამიანის გამოსახულებას ქმნის. შემდგომ, 3D პრინტერზე იბეჭდება ფოტო ნატურალურ სიდიდეში.

фоторобот


საყიდლები ვირტუალურ რეალობაში

ერთი ასეთი მაღაზია უკვე ფუნქციონირებს სამხრეთ კორეის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე. შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია შტრიხ კოდის სურათის გადაღებით. შეკვეთას სასურველ მისამართზე აწვდის მაღაზიის სერვისი.

Homeplus -მაღაზიების ქსელმა დააყენა 6 კარი -ეკრანი, საყიდლების გამოსახულებით. ყოველი პროდუქტის ქვეშ განთავსებულია სპეციალური შტრიხ კოდი, რომელიც სკანირდება და იგზავნება სპეციალური მობილური აპლიკაციით.

წარმოიდგინეთ რა მარტივია? დილით მიდიხართ სამსახურში, გზაში სურათებს უღებთ სასურველ პროდუქციას, საღამოს კი მას გაწვდიან პირდაპირ სახლში.

5068403_original


ინოვაციური სავაჭრო ცენტრი

დუბაიში მიმდინარეობს ახალი სავაჭრო ცენტრის, «Mall of the World»-ის მშენებლობა.

მისი არქიტექტურა უნიკალურია. მთელი ცენტრი დაიფარება მინით, რომელიც გაააკონტროლებს შიდა კლიმატს .

მშენებარე კომპლექსის სიდიდე 4,46 კვადრატული კმ იქნება. მასში ჩართულია ოტელები, გასართობი რაიონები , სილამაზისა და ჯანმრთელობის ცენტრები და სხვა უამრავი პროფილის დაწესებულება.

2998079288


ხელოვნური ფოთლები, რომლებიც ნახშიროჟანგს და მზის სინათლებს გარდაქმნის საწვავად.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს ახალი ელემენტები, რომლებიც მზის დახმარებით ატმოსფეროში ნახშიროჟანგისგან საწვავს ქმნიან.

ეს პირველი რეალური მეთოდია, როდესაც გამოვიდა ნახშიროჟანგის რამე სასარგებლო ნივთიერებად გარდაქმნა. პროცესის დროს გამოიყენება მასალას ვოლფრამის საფუძველზე.

5069304_original


ძალოსნური პლაზმური ველი, რომელიც დაიცავს ავტომობილს დაჯახებისგან

კომპანია Boeing -მა დააპატენტა განსაკუთრებული პლაზმური ველის შექმნის მეთოდი. ასეთი ველი სწრაფად აცხელებს ჰაერს. იქმნება ლაზერების მიკროტალღური გამოსხივების დახმარებით. კომპანია თვლის რომ ასეთი ველი შეძლებს აფეთქების ენერგიის არეკვლას ან შთანთქმას და ამით გადაარჩენს ველში მყოფ ცოცხალ არსებებს.

თუ ტექნოლოგია თავს გაამართლებს, ეს იქნება რევოლუციური მიღწევა სამხედრო დარგებში.

392170_600_kromak-livejournal-__com


მოტივტივე ქალაქები

Lilypad- მოტივტივე ქალაქის პროექტი, შექმნილია ზღვის დონის ამაღლების საშიშროებასთან დაკავშირებით. ის შეძლებს 50 000-მდე ადამიანის შეფარებას.

მისი სტრუქტურა შესდგება სამი “ფურცლისგან” და სამი მთისგან, რომლებიც იცავენ ხელოვნურ კომპლექსს ცენტრში, იქ მიმდინარეობს წყლის შეგროვება და გაწმენდა.

ქალაქი გამოიყენებს მზის, ქარის, და სხვა ენერგიის ალტერნატიული წყაროებს.

e3e8e71b172dc93c421635571d16fc9a


ბონუსი

კემბრიჯის ერთ-ერთი მეცნიერი თვლის, რომ ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისას, შეიძლება გაჩნდეს ადამიანი რომელიც 1000 წლამდე იცხოვრებს.

ის მუშაოს თერაპიაზე, რომელიც ანადგურებს ე.წ. “მკვდარ” უჯრედებს. უჯრედი კვდება მაშინ, როდესაც ვეღარ იყოფა. თუ ის მოშორდება ორგანიზმს, ცოცხალი უჯრედები უფრო ინტენსიურად გაიყოფენ და გააგრძელებენ პროცესს.

თერაპიის დახმარებით, 60 წლის ასაკის ადამიანი კიდევ 30 წელი დარჩება იგივე გარეგნობის.

ნუთუ მარადიული სიცოცხლის ელექსირია ნაპოვნი?

hehpafmha43nbp54xc

ზევით