არ არის გაყიდვაში

მობილური ტელეფონის საიდუმლო შესაძლებლობები


მობილური


თქვენს მობილურ ტელეფონს ისეთი ფარული შესაძლებლობები აქვს, რომლის შესახებაც არც იცოდით, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში ნამდვილი სუპერ გმირის ფუნქციას შეასრულებს და შეძლებს გადაგარჩინოთ.

შემთხვევა 1

11

112 ის ნომერია, რომელიც შეგიძლიათ აკრიფოთ მობილური ტელეფონით საგანგებო სიტუაციის დროს. ის მთელს მსოფლიოში მოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისეთ ადგილას ხართ, სადაც თქვენი ქსელი არ იჭერს, საგანგებო სიტუაციის პირობებში, თქვენ შეძლებთ აკრიფოთ 112, ტელეფონი მოძებნის იმ ქსელს, რომელიც ახლო ტერიტორიაზე იჭერს და დაუკავშირდება სასწრაფო დახმარებას. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მოცემული ნომერი შეგიძლიათ აკრიფოთ მაშინაც კი, თუ ტელეფონის კლავიატურა გაქვთ დაბლოკილი. სცადეთ და აკრიფეთ (მაგრამ არ დარეკოთ ;))

შემთხვევა 2

22

გასაღები დაგრჩათ ჩაკეტილ ავტომობილში?. მანქანას დისტანციური გასაღები აქვს? შემდეგი რჩევა სწორედ ასეთი სიტუაციისთვისაა. დაურეკეთ მობილურზე მას, ვინც სახლშია, თქვენს მეორე სარეზერვო გასაღებთან ერთად. დაიკავეთ ტელეფონი ავტომობილის კარიდან 30 სმ დაშორებით და დაუკავშირდით თქვენს სახლში მყოფ ახლობელს. მან სარეზერვო გასაღებზე, ხელი უნდა დააჭიროს კარის გახსნის ღილაკს და მიმართოს ის თავისი ტელეფონის მიმართულებით. ამგვარად თქვენი მანქანის კარი გაიღება.

შემთხვევა 3

33

როგორ დავბლოკოთ დაკარგული ტელეფონი? იმისთვის, რომ თქვენი ტელეფონის სერიული ნომერი გაიგოთ, აკრიფეთ შემდეგი კომბინაცია: * # 0 6 #, ეკრანზე გამოჩნდება 15 ციფრიანი კოდი. მოცემული კოდი ყველა ტელეფონისთვის უნიკალურია, ჩაიწერეთ და შეინახეთ უსაფრთხო ადგილზე. თუ ტელეფონს დაკარგავთ, დარეკეთ თქვენს მობილურ ოპერატორთან და მიაწოდეთ აღნიშნული კოდი. ოპერატორი მისი საშუალებით შეძლებს დაბლოკოს ტელეფონი. ამ შემთხვევაში სიმ-კარტის შეცვლის შემთხვევაშიც კი ტელეფონის გამოყენება შეუძლებელი იქნება. სავარაუდოდ ტელეფონს ვერ დაიბრუნებთ, მაგრამ ის მაინც გეცოდინებათ, რომ თქვენი ტელეფონის ქურდი მისით ვერ ისარგებლებს.
ზევით