არ არის გაყიდვაში

Logoebi_720X272


ჩვენ ზეპირად ვიცით, როგორ გამოიყურება ცნობილი ბრენდების ლოგოები. ოდესმე გიფიქრიათ იმაზე, რომ კრეატიულობისა და ლაკონიურობის გარდა, ამ ლოგოებს შეიძლება რამე დამატებითი, ფარული აზრი ჰქონდეთ? რამ შთააგონა დიზაინერებს მათი შექმნა?

განვიხილოთ რამდენიმე ცნობილი ლოგოტიპი:

Apple

კომპანიის ჩაკბეჩილი ვაშლი ლოგოში აღნიშნავს - “სიბრძნის ხიდან” მოწყვეტილ ვაშლს. რობ იანოვი, ბრენდის დიზაინერი, ამბობს, რომ ბრენდის ლოგოტიპზე მუშაობის დაწყებისას მან იყიდა ვაშლები და ცდილობდა დაეხატა ისინი სხვადასხვა რაკურსიდან, დეტალების გამარტივებით. საბოლოოდ მან ჩაკბიჩა ერთ-ერთი და შესაბამისი იდეაც გაჩნდა, მითუმეტეს, რომ სიტყვა bite - კბენა, აღმოჩნდა კომპიუტერული ტერმინიც- ბიტი.

apple-logo-steve-jobs-silhouette


Amazon

Amazon.com არის ელექტრონული გაყიდვების უდიდესი საიტი. მისი ლოგოტიპი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია მომხმარებლებში. მისი საიდუმლო- ეს არის ღიმილი (SMILE) , А ასოდან Z ასმოდე. რაც ნიშნავს, რომ საიტი უღიმის თავის მომხმარებლებს. ასევე, ღიმილის ისარი А-დან Z-მდე აღნიშნავს, რომ Amazon-ში იყიდება აბსოლუტურად ნებისმიერი სახის პროდუქცია, (ანბანის ნებისმიერ ასოზე დაწყებული).

amazon_logo_RGB

Carrefour

Carrefour -ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ევროპული მაღაზია. მისი მთავარი ოფისი საფრანგეთშია, შესაბამისად, მისი ლოგო შექმნილია ფრანგული დროშის ფერებში. ასევე შეგიძლიათ შეამჩნიოთ, ლოგოს შუაში დასახელების პირველი ასო “C”.

Carrefour-Logo

Google

Google-ის ლოგოს 4 ასო შეღებილია პირველადი ფერებით (ლურჯი, წითელი, ყვითელი) მათ ემატებათ მეორადი ფერებიც (მწვანე, წითელ-ყვითელი) ამით შემქნელებს უნდოდათ ეთქვათ, რომ ლოგო შეიძლება იყოს კრეატიული და გამორჩეული, არასტანდარტული, ყოველგვარი ზედმეტობების გარეშეც. ამ მიზნით ტექსტი დაწერილია უმარტივესი შრიფტით.

Hyundai

კორეულ ენაზე Hyundai ნიშნავს “აწმყო”- ს. გარდა იმისა, რომ ლოგოტიპი ასახავს ბრენდის პირველ ასოს, ის განასახიერებს ხელჩამორთმეულ ორ ადამიანს, ერთი მხრიდან კლიენტი -მეორე მხრიდან კომპანიის წარმომადგენელი.

655905-1-650-a542d8629a-1482214208


HP

აქ საქმე მარტივადაა . Hewlet pakardis შემქნელებმა William Redington Hewlett და David Packard -მა ააგდეს მონეტა იმის გასარკვევად, თუ რომელი დამფუძნებელის სახელის ასო იქნებოდა ლოგოტიპზე პირველი. როგორც მიხვდით, მოიგო უილიამმა.

hp-logo-6


LG

ელექტრონიკის სამხრეთ კორეული ბრენდის ლოგოტიპის მთავარი სიმბოლო არის გაღიმებული ადამიანის სახე. ოფიციალური აღწერის თანახმად, ეს კომპოზიცია აღნიშნავს კომპანიის თავის მომხმარებელთან “ადამიანური” ურთიერთობის შენახვის სურვილს.


samsung

კომპანიის წარმომადგენლების ვერსიით, ლოგოტიპში ჩამალულია მსოფლიო სივრცეში მუდმივი მოძრაობის, განახლების და სრულყოფილების იდეა. ლურჯი ფერი აღნიშნავს სივრცეს, ელიფსი -სამყაროს

 

Samsung_Logo.svg

Toyota

ტოიოტას ლოგოტიპის სურათზე ჩანს ნემსის წვერი, მასში გავლებული ძაფით. როგორც ვიცით, კომპანია ცნობილი ავტომობილების გარდა, აწარმოებს სამკერვალო ტექნიკასაც. ტოიოტას ლოგოს გააჩნია კიდევ ერთი პატარა საიდუმლო. მისი შემადგენელი ნაწილები სიტყვა Toyota-ს ასოებს ქმნიან.

656655-6-650-a542d8629a-1482214208



ზევით