არ არის გაყიდვაში

10 გაჯეტი სმარტფონის გასაუმჯობესებლად

1-2

თანამედროვე სმარტფონი უკვე დიდი ხანია აღარ წარმოადგენს მხოლოდ კავშირის დამყარების საშუალებას. ახლა ის მუსიკის პლეერი, პორტატული სათამაშო კონსოლი, კომპაქტური ფოტოაპარატი და ვირტუალური რეალობის შესაქმნელი მოწყობილობაცაა. სამწუხაროდ, ინჟინრები ჯერ ვერ ახერხებენ ყველა ტექნოლოგიური იდეისა და ფანტაზიის ერთ თხელ სმარტფონში მოქცევას. ამიტომ ასეთი სიტუაციებისთვის იქმნება ცალკე მოწყობილობები, რომელთა შორისაც არის, როგორც ძალიან გამოსადეგი და საჭირო გაჯეტები, ისე უსარგებლო ნივთებიც. ამ სტატიაში განვიხილავთ 10 საინტერესო გაჯეტს, რომელიც თქვენი ტელეფონის ფუნქციებს გაამრავალფეროვნებს.

მრგვალი Hi_Fi დინამიკი

Huawei_+_Dinamiki_200X200 

თუ მოგწონთ მუსიკის მოსმენა ბუნების წიაღში, და ამასთან არ გინდათ დიდი დინამიკის ყიდვა, საუკეთესო გადაწყვეტილება მინი Hi-Fi დინამიკია, რომელიც პირდაპირ კავშირს ამყარებს სმარტფონთან. ხმის უსადენო გადაცემის სისტემას მინიმუმამდე დაჰყავს მუსიკის ხარისხის დაცემის შანსი, და სრული სიძლიერით გადმოსცემს მას საკმაორდ კარგი ხარისხით. ამჟამად ჩვენთან აქციაშია Huawei-ს ტელეფონები, რომლებსაც საჩუქრად სწორედ ასეთი დინამიკი მოყვება.

VR ბოქსი

62865_vrboximages_big

დღეისათვის ვირტუალური რეალობის შესაქმნელი უამრავი საშუალება გამოდის ბაზარზე და მათი ფასი საკმაოდ მაღალია, მაგრამ თუ გსურთ ნაწილობრივ მაინც გადაბარგდეთ სხვა სამყაროში და ამასთან იაფადაც, VR ბოქსი საუკეთესო საშუალებაა და მისი ფასიც საკმაოდ დაბალია. ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ VR ბოქსი საკმაოდ დაბალ ფასად, 35 ლარად შეიძინოთ.

გარე უსადენო დამტენი

3

ზოგიერთი მოდელის სმარტფონს სპეციალური სადგურით უსადენო დატენვის ფუნქცია აქვს. თუმცა, თუ თქვენს ტელეფონს ეს ფუნქცია არ აქვს, მიზანშეწონილია შეიძინოთ გარე რესივერი, რომელიც microUSB-ის უერთდება. რესიევერს კომპლექტში მოყვება საერთო დასატენი მოწყობილობა, რომელიც პასუხს აგებს, თავად დამტენის დატენვაზე.

ფასი აშშ-ში $10

ყურსასმენების ე.წ. გამანაწილებელი

4

ყველა აღმოჩენილა ვითარებაში, როცა გვსურს ორმა მოვუსმინოთ მუსიკას ერთი მოწყობილობიდან. დაგვეთანხმებით ერთი ყურსასმენი ამ მისიის შესრულებას ნამდვილად ვერ შეძლებს ხარისხიანად. ასეთი სიტუაციებისთვის არსებობს სწორედ ყურსასმენების ე.წ. გამანაწილებელი, რომლის საშუალებითაც ერთი სმარტფონიდან ორნი მშვენივრად მოუსმენთ მუსიკას.

ფასი აშშ-ში: $1

10 000 ამპერიანი პორტატული დამტენი

5

სამწუხაროდ სმარტფონების აკუმულატორი საკმაოდ მალე ჯდება და საბედნიეროდ ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს გარე აკუმულატორები, რომლებსაც თქვენი ტელეფონის დატენვა ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ. უფრო უკეთესია თუ მას 10 000 ამპერიანი მოცულობა და ორი სრულყოფილი microUSB არხი ექნება, რათა ერთად ორი ტელეფონის დატენვა მოახერხოთ. ასეთ დამტენს აშშ-ში სულ რაღაც $15 შეიძენთ.

ფასი აშშ-ში: $15

გამოსახულების მექანიკური სტაბილიზატორი

6

ოპტიკური სტაბილიზატორი ყველა სმარტფონს არ აქვს, რის გამოც, მათი საშუალებით გადაღებული ვიდეო იმდენად უხარისხოა, რომ მათი ყურება უსიამოვნოა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ფიზიკური სტაბილიზატორია. ერგონომიული სახელური საშუალებას მოგცემთ სმარტფონი დიდი ხნის განმავლობაში გეჭიროთ ხელში გაუნძრევლად და გადაიღოთ კარგი ხარისხის ვიდეო.

ფასი აშშ-ში: $21

Bluetooth doc გადაღებებისთვის

7

ვის არ უყვარს სმარტფონით ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება? არ არის აუცილებელი შტატივები და სელფი-ჯოხები იყიდოთ, შეიძლება მარტივი Bloetooth დამჭერი უკეთესად გამოგადგეთ. სპეციალური პულტის საშუალებით შეძლებთ მართოთ ის დისტანციურად, გადაიღოთ ფოტო და ვიდეო და რაკურსიც კი შეცვალოთ 360º.

ფასი აშშ-ში: $66

გარე ობიექტივი 12-იანი ზუმით

8

ბუნების ლანდშაფტის გადასაღებად კარგი ზუმი გჭირდებათ, ისეთი, როგორიც პროფესიონალ კამერას აქვს, მაგრამ ყველაზე კარგი მონაცემებით აღჭურვილი სმარტფონის კამერაც კი ვერ გაუმკლავდება სრულყოფილად ამ დავალებას. გამოსახულება იქნება გადღაბნილი და პიქსელიზირებული. ამისათვის მოიფიქრეს ოპტიკური ობიექტივი 12-იანი გაფართოებით, რომელიც დამჭერის საშუალებით სხვადასხვა მოდელის სმარტფონებს მოერგება.

ფასი აშშ-ში: $17

Smart კლავიშები

maxresdefault

სმარტფონის მომხმარებლები გარკვეულ აპლიკაციებს სხვებზე უფრო ხშირად მოიხმარენ. ყველაზე კარგი საშუალება აპლიკაციის ლოგოს მთავარ ეკრანზე გამოტანაა. მაგრამ თუ აუცილებელია არატიპიური ფუნქციების, მაგალითად ფანარის ან დიკტაფონის აქტივაცია, მაშინ რას ვაკეთებთ? ამ სიტუაციაში სმარტ კლავიშები დაგვეხმარება რომლებიც ჯდება 3.5 მმ-იან ბუდეში და დაპროგრამებულ ფუნქციას ერთი დაჭერით ააქტივირებენ, ამასთან აუდიო ბუდეს მტვრისა და ჭუჭყისგან იცავენ.

ფასი აშშ-ში: $2

მზის გამოსხივების დეტექტორი

10

გახურებული სეზონია და უამრავი ადამიანი ისვენებს ზღვაზე, მცხუნვარე მზის შუქზე. ყველამ იცის, რა მავნებლობა მოაქვს მზის გულზე დიდ ხანს ყოფნას და ამისთვის შექმნეს სწორედ მზისგან დამცავი გარე დეტექტორი, რომელსაც აერთებთ ჩვეულებრივ ბუდეში, რომელიც ზომავს ულტრაიისფერი სხივების რაოდენობას და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირებას ახდენს დასიცხვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

ფასი აშშ-ში: $26
ზევით