არ არის გაყიდვაში

სმარტფონები 2017-2018: რა გველოდება?

BEGE_Statia_720X272


ოდესღაც სმარტფონი ფანტასტიური გამოგონება იყო. ახალი მოწყობილობის მონაცემები უკვირდა ყველას, განვითარების ტემპი იმდენად სწრაფი გახდა, რომ ყოველი შემდეგი მოდელი ბევრად უკეთესი გახდა წინამორბედზე.

ადრე ძალიან რთული იყო იმის განსაზღვრა თუ რა ფუნქციები ჩაემატება შემდეგ სმარტფონს. დღეს კი ჩვენ უკვე მარტივად შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებენ, ახალ ფლაგმანებში თანამედროვე ბრენდები. ძირითადად, ორიენტირება ხდება პროცესორის გაძლიერებაზე, ოპერატიული მეხსიერების გაზრდაზე და ეკრანის გაუმჯობესებაზე. პლიუს ბონუსად უამრავი სასარგებლო და გასართობი აპლიკაცია იქმნება.

განვიხილოთ კერძოდ რა ტენდენციებს მიყვებიან სმარტფონების დეველოპერები და რით აპირებენ ჩვენი ინტერესის და ჯიბის დაპყრობას.

2017 წლის ინოვაციები

iphone7-plus-jetblack-select-2016 ბევრი თანამედროვე კომპანია მიჩვეულია მიბაძოს Apple-ს და გაიმეოროს ის ფუნქციები, რომლებითაც “ვაშლი” ავსებს თავის მორიგ ფლაგმანს. მაგრამ iPhone 7-ში დაკარგული 3.5 მმ იანი ჯეკი ნამდვილად არ გახდა საზოგადოების აღფრთოვანების მიზეზი, გულწრფელად რომ ვილაპარაკოთ, ეს არ იყო ბოლომდე კარგი გადაწყვეტილება, რადგან უსადენო ყურსასმენები, ,Lightning ან USB Type-C -ის მხარდაჭერით არც თუ ისე ხელმისაწვდომია რიგითი მომხმარებლისთვის. MWC 2017 off2

ის ჩატარების შემდეგ უკვე აშკარაა, რომ სხვა მწარმოებლები არ ჩქარობენ სტანდარტული ყურსასმენის პორტის მოშორებას. მხოლოდ რამდენიმე მოდელმა გაიმეორე iPhone 7-ის ბედი ამ მხრივ, მათ შორის, LG G6-მა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტენდეციაა პანელის ზომების მაქსიმალური შემცირება. დღეს უკვე არსებობს ბაზარზე მოდელები პანელების მინიმალრი ზომით: Samsung S8 და Xiaomi mi MIX.

დადის ჭორები, რომ არ ჩამორჩება ზემოთ ჩამოვლილ მოდელებს iphone 8-ც. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეფონი საერთოდ დაკარგავს ჩარჩოებს. ჯერჯერობით არ ვიცით, გამართლდება თუ არა მოსაზრება, თუმცა, აშკარაა, რომ კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად გამოკვეთონ და გააუმჯობესონ სმარტფონის ეკრანი. ეს ეხება არა მარტო ზომებს, არამედ ხარისხსაც:

Samsung _NEWS_373455


MWC 17-ზე ორმა კომპანიამ Sony და LG წარადგინეს სმარტფონები, რომლებშიც გამოყენებულია ტელევიზორების ეკრანისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები - შესაბამისი 2K / 4K გაფართოებით და HDR- ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერით. ამავდროულად, ვიდეოსერვისმა Netflix-მა დააანონსა მობილურებისთვის ახალი კოდეკი, რომელიც თითქმის ორმაგად შეამცირებს ვიდეოს ზომას. ეს შთამბეჭდავი ტანდემია - მონაცემების გადაცემის ტექნოლოგიების განვითარება + მობილურები, მაღალ ხარისხიანი ვიდეოს აღწარმოების უნარით. მომავალში ეს გახდება მობილური მოწყობილობების აუცილებელი სტანდარტი.

sony4rw


თანამედროვე ბრენდებს გააჩნიათ კიდევ ერთი საერთო სურვილი: ყველა ცდილობს მოიშოროს მექანიკური HOME ღილაკი და შეცვალოს ის სენსორულით.

მომავალის სმარტფონები - შემდეგი ნაბიჯი.

ზოგი ერთი ექსპერტი თვლის რომ 4-5 წელიწადში, ჩვენთვის ნაცნობი “სმარტფონი”-ს არსი, ვიზუალი, ფორმა ფუნქციები, საკმაოდ შეიცვლება. მოწყობილობა იქნება მოქნილი, ეკრანით, პატარა ჩიპებით და დიდი ფუნქციონალურობით, ორიენტირებული ადამიანის მოთხოვნილებებზე. რაც შეეხება ტელეფონის პირდაპირ ფუნქციას- მობილურ კავშირს - ის გახდება უნივერსალური - თავსებადი აბსოლუტურად ყველა ქსელის სტანდარტთან.

flexible-smartphones-to-enter-mass-production-in-2018-511249-2


ჯანმრთელობის ტესტირება სმარტფონში

smart-phone-health-app დღეს უკვე იქმნება უამრავი აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ადამიანს ჯანმრთელობის თვალყურის დევნაში. რამდენიმე წელიწადში, სმარტფონში გაჩნდება აპლიკაციები, რომლებშიც დაყენებული სენსორები გააფრთხილებენ ადამიანს, ორგანიზმში ცვლილებების შესახებ, მისცემენ რჩევებს, გაზომავენ გარემოს პარამეტრებს- ტემპერატურას ან ვთქვათ, რადიაციის დონეს. შესაძლოა, აპლიკაციამ ექიმთან ვიზიტიც გირჩიოთ :)

არა! პაროლებს

ნელ-ნელა ტექნოლოგიები ვითარდება ისე, რომ მალე ჩვენ დაგვავიწყდება, რა არის პაროლი. თითქმის ყველა თანამედროვე სმარტფონი აღჭურვილია კორპუსში ჩამონტაჟებული თითის ანაბეჭდის სკანერით, ხოლო 2018 წლის ფლაგმანები გვპირდებიან თვალის ბადის სკანერს, სახის ამოცნობის სენსორს -ანუ ბიომეტრიულ პაროლს.სხვათაშორის, ტექნოლოგიას ამზადებს google რომელიც გვპირდება რომ მალე შევძლებთ საკუთარ მობილურს “დავეჯღანოთ”.

კლავიატურა, გიბრძანებ!

33DFA32E00000578-3575521-Siri_can_find_nearby_restaurants_and_make_witty_remarks_but_she_-a-10_1462472410966 მომავალში ტექნოლოგია შეიძლება ისე განვითარდეს რომ, კლავიატურა საერთოდ გაქრეს ტელეფონიდან ან მისი არსი შემცირდეს მინიმუმამდე. თქვენ დაეკონტაქტებით პირდაპირ მობილურს, შეიქმნება თავისებური დიალოგი, რომლის მიხედვით ტელეფონი 100%ით შეასრულებს იმ ბრძანებებს ან მოქმედებებს, რომლებსაც უკარნახებთ.ასევე შესაძლოა, ტელეფონი დაემორჩილება მხოლოდ თქვენს ხმას.

მონაცემების უნივერსალური საწყობი

101-1

NFC - როგორც ინფორმაციის დარაჯი: მომავალში არ გვექნება არც გასაღები, არც ბარათები. კარის გაღებას, ინფორმაციის გადატანას, გადახდას, შეძლებთ ამ უნიკალური ტექნოლოგიების დახმარებით, პირდაპირ სმარტფონიდან. საკმარისია მიადოთ ტელეფონი შესაბამის ჩიპზე და მზადაა- მოქმედება შესრულებულია.


ასეთია ახლო მომავალში მობილური ტექნოლოგიების განვითარების პროგნოზი. მოსალოდნელია ასევე გაყიდვების გაზრდა - მობილური ტელეფონი ბევრისთვის უკვე არის ყოველდღიური ცხოვრების მთავარი ციფრული ატრიბუტი.

website_82-ilw_main_p_105475-future phone.jpg-Basic-size-750x420

ზევით