არ არის გაყიდვაში

ანდროიდის 7 საიდუმლო ფუნქცია, რომელიც მომხმარებელთა 90%-მა არ იცის

1-1

 

ადამიანების უმრავლესობა უკვე დიდი ხანია ფლობს სმარტფონებს, მაგრამ ამის მიუხედავად, უამრავ მათგანს წარმოდგენაც კი არ აქვს, რა შესაძლებლოებები აქვს მის ტელეფონს. დღეს გადავწყვიტეთ სწორედ იმ საიდუმლო ფუნქციების შესახებ მოგითხროთ, რომლის შესახებაც ადამიანების 90%-მა არ იცის. 

ტექსტიდან საუბრამდე

22 

 

სტატიის არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ მოსმენაც შეგიძლიათ, თუ თქვენ ანდროიდი გაქვთ. ასე, რომ თუ ინფორმაციის წაკითხვაზე მეტად, მის მოსმენას ამჯობინებთ, შედით “Settings ->Accesibility და ჩართეთ Text-to Speech Output ფუნქცია.

 

სმარტფონის დისტანციური კონტროლი

33 

შედით Settings ->Security->Device administrators და მონიშნეთ ბოქსები Android Device manager-ის შემდეგ ჩამოწერილი ბოქსები: Remotely locate this device, და Allow remote lock and erase. ამის შემდეგ, თუ თქვენ სმარტფონს დაკარგავთ, შეგიძლიათ მარტივად იპოვნოთ, ან დაბლოკოთ ტელეფონი თქვენი მონაცემების დაკარგვის გარეშე. 

 

ჩართეთ Guest Mode

 

44

თუ გინდათ, რომ ტელეფონი ვინმეს ათხოვოთ, მაგრამ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურად შენახვა გსურთ, გამოიყენეთ Guest mode. ჩამოუსვით ორი თითი ზევიდან ქვემოთ და შეეხეთ user icon-ს ზემოთ მარჯვენა მხარეს. გამოჩნდება Add guest ნიშანი და თქვენ შეძლებთ მონიშნოთ, რა ქმედების განხორციელებას შეძლებს ადამიანი, ვისაც ტელეფონი ათხოვეთ.

 

ეკრანის გამადიდებელი

55 

ცუდი მხედველობის მქონე ადამიანები ვერც იფიქრებდნენ, რომ სმარტფონებს აქვთ ფუნქცია, რომელიც მათ ცხოვრებას გაუადვილებს. უბრალოდ შედით Settings ->Accessibility -> Magnification gestures. ამ ოპერაციის შესრულებით თქვენ შეძლებთ დაზუმოთ დისპლეის ნებისმიერ ნაწილზე, ხელის ერთი დაჭერით.

 

Hotspot mode

66

თქვენ არ გჭირდებათ ცალკე 3G მოდემის, ან როუტერის ყიდვა სხვადასხვა აპარატებში ინტერნეტის ერთდროულად ჩასართავად, რადგან თქვენს სმარტფონს ამ ფუნქციის შესრულება მარტივად შეუძლია. შედით  Settings -> Tethering and portable hotspot, და ჩართეთ Portable WLAN hotspot. ეს არის და ეს.

 

გააკონტროლეთ სმარტფონი თავის მოძრაობით

77

არის სიტუაციები, როცა ხელები დაკავებული გაქვთ არადა, ტელეფონი რეკავს, ან მესიჯის შემოწმება გინდათ. აქიდან გამოსავალი არსებობს. შეგიძლიათ დააინსტალიროთ უფასო აპლიკაცია სახელწოდებით EVA Facial Mouse და თქვენ შეძლებთ გაჯეტის მართვას თავის მოძრაობით.

 

საიდუმლო თამაში

88 

Android 5 და 6 მქონე ყველა აპარატში Google საიდუმლოო საჩუქარს დებს. თუმცა მისი პოვნა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. აქ მოცემულია ინსტურქცია, თუ როგორ იპოვოთ საიდუმლო თამაში. შედით Setting-ებში და აირჩიეთ About phone ან about tablet. დააკლიკეთ სწრაფად  რამდენჯერმე Android version-ს და როდესაც პატარა ნიშანი თქვენს ეკრანზე გამოჩნება, სწრაფად დააკლიკეთ მაშინვე, თქვენ დაინახავთ სპეციალურ მინი თამაშს. ჯერ არ გიპოვნიათ? რას ელოდებით?


ზევით