არ არის გაყიდვაში

CES_2017_720X272


წინა კვირას, ლას-ვეგასში ჩატარდა ტექნიკის სამყაროში, წლის ერთ -ერთი ყველაზე პოპულარული და მნიშვნელოვანი გამოფენა: CES 2017

აღსანიშნავია, რომ წელს ამ ღონისძიების გახსნიდან, 50 წლის იუბილე შესრულდა.
ჩვენ წარმოგიდგენთ გასული გამოფენის მთავარ სიახლეებს:

ASUS

წელს ტაივანურმა ბრენდმა CES-ზე წარმოადგინა ორი სმარტფონი: ASUS ZenFone 3 Zoom და ASUS ZenFone AR.

პირველი მობილურის მთავარი სიახლე გახდა : ორმაგი 12MP-იანი კამერა, ოპტიკური ზუმით, 25–59 მმ ფოკუსური მანძილითა და RAW ფორმატის მხარდაჭერით. ZenFone 3 Zoom ასევე აღჭურვილია უძლიერესი აკუმულატორით: 5000 mAh.

01



ხოლო ASUS ZenFone AR-ში, ფლაგმანში, მწარმოებელმა მოათავსა პროცესორი Qualcomm Snapdragon 821, 8 GB ოპერატიულთან კომპლექტში. ასეთი პარამეტრების მინიჭებას სმარტფონისთვის აქვს ლოგიკური ახსნა: ASUS ZenFone AR განკუთვნილია VR და AR- (-ვირტუალური და დამატებითი რეალობა) მუშაობისთვის. მას აქვს Tango და DayDream ტექნოლოგიების მხარდაჭერა. პირველი ტექნოლოგია, რეალურ სივრცეში ქმნის აპარატისთვის ორიენტაციის და მოძრაობის საშუალებას, ხოლო მეორე ვირტუალურ რეალობას.


Honor

Huawei-ს კომპანიამ წარადგინა გამოფენაზე საშუალო კლასის სმარტფონი Honor 6x, ორმაგი კამერით. 12MP-იანი ძირითადი და 2MP-იანი დამატებითით, რომელიც განკუთვნილია გამოსახხულების სიღრმის განსაზღვრისთვის. სხვა პარამეტრებით, მობილური დიდად არაფრით არ გამოირჩევა, 5,5 Full HD-დისპლეი, IPS ტექნოლოგიით, HiSilicon Kirin 655 პროცესორი, 3 ან 4 GB ოპერატიული და 3 340 mAh აკუმულატორით. ხელმისაწვდომია 32 GB და 64 GB -იანი მოდელები

02


LG

სამხრეთ კორეულმა გიგანტმა გააკვირვა გამოფენის მაყურებლები უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი აკუსტიკური სისტემით, რომელსაც გააჩნია ლევიტაციის უნარი მაგნიტური ველის დახმარებით. საბვუფერი ქმნის ველს, ხოლო დინამიკი “ლევიტირებს” ამ ველში. აღსანიშნავია, რომ სისტემა წყალგაუმტარია, და შეესაბამება IPX7 სტანდარტს .

03



LG Gram - ნოუთბუქები -ფრილანსერების ოცნებაა.

15,6”-იანი ზომის ჩათვლით, ამ ხაზის ყველა მოდელი , არ იწონის 1,1 კგ-ზე მეტს. ამასთან ერთად, 60 W-იანი LG Chem აკუმულატორის ხარჯზე, მოდელების ავტონომიური მუშაობის დრო 24 სთ-მდეა გაზრდილი. ნოუთბუქებში მე-7 თაობის Intel Core პროცესორებია, 16 GB-მდე ოპერატიული მეხსიერება და 512 GB-მდე მყარი დისკები.

04



LG-იმ ასევე მოამზადა Crystal Sound OLED-პანელის პროტოტიპი. ესე იგი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში, ჩვენ ვიხილავთ ახალ ტელევიოზრებს, რომლებშიც ხმა პირდაპირ ეკრანიდან გამოვა და არა დინამიკებიდან.


Samsung

კომპანია Samsung Electronics წარადგინა თავისი Family Hub 2.0 სმარტ მაცივრის ახალი თაობა.

მაცივარმა მთელი რიგი განახლებული აპლიკაციები მიიღო . მაგალითად, შიდა კამერების დახმარებით, შეიძლება იმის გაგება, თუ რა პროდუქტი მთავრდება მაცივარში და რისი ყიდვაა უკვე სასურველი. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაამატოთ ამ პროდუქტების გამოსახულებები საყიდლების სიაში და მომენტალურად შეიძინოთ ისინი დისტანციურად MasterCard-ის აპლიკაცია Groceries -ის დახმარებით. ხოლო AllRecipes -ის აპლიკაცია Recipe - გაჩვენებთ საჭირო რეცეპტს და გაადიდებს ტექსტს მომზადებისას საჭირო მომენტში.

05



Family Hub 2.0-ის ახალი ინტერფეისი შექმნილია მთელი ოჯახისთვის. ოჯახის ყოველ წევრს შეუძლია საკუთარი პროფილის შექმნა, თავისი ავატარით. დისპლეიზე შესაძლებელია ფოტოსურათების, წარწერების პუბლიკაცია, კალენდრის ნახვა და ა.შ. თუმცა, იგივე ქმედებების გაკეთება შეიძლება დისტანციურადაც - მობილური პროგრამის დახმარებით.

კიდევ ერთი სიახლე: ხმოვანი მართვა. შეგიძლიათ შეეკითხოთ მაცივარს, თუ რა ამინდია გარეთ, რომელი საათია, შეავსოთ სპეციალური ბრძანებით პროდუქტების სია და გააფორმოთ შეკვეთაც, ონლაინ მაღაზიებში.


Sony

იაპონურმა გიგანტმა წარადგინა OLED- სერიის ტელევიზორები BRAVIA A1E , 55, 65 და 77 ინჩიანი დიაგონალებით, შექმნილი X1 Extreme პროცესორებზე.

რა თქმა უნდა ტელევიოზრებს აქვთ 4K , HDR, Dolby Vision -ის მხარდაჭერა, ასევე ტექნოლოგია Sony Acoustic Surface, რომელიც იყენებს ტელევიზორების ეკრანს როოგრც ერთ დიდ დინამიკს. ტრადიციული დინამიკები აქ აღარ არის. თუმცა, ასეთი ტექნოლოგია ჯერ პროტოტიპის დონეზეა.

06



ასევე გამოფენამ იხილა Sony -ის ფლაგმანური საუნდბარი: Sony HT-ST5000, რომელშიც გამოყენებულია ტექნოლოგია S-Force PRO Front Surround. საუნდბარი მართავს ხმოვან ტალღებს ისე, რომ საბოლოდ გამოვიდეს მოცულობითი ჟღერადობა. მოწყობილობას აქვს Hi-Res Audio და Dolby Atmos ხმის მხარდაჭერა.

07


Qualcomm

გაიცანით: პროცესორი Snapdragon 835 - ახალი ერთკრისტალური სისტემა აწყობილი 10 ნმ ტექნოლოგიური პროცესით. ახალი მოდელი 35%ით უფრო პატარა ზომისაა ვიდრე ფლაგმანი, ხარჯავს 25%ით ნაკლებ ენერგიას, და უგებს მწარმოებლობაშიც 20 %-ით. ჩიპსეტი მოიცავს 4 ბირთვს 2,45 GHz და ოთხს - 1,9 GHz სიხშირით, 4K გრაფიკას ამუშავებს Adreno 540.

08


Xiaomi

ყველასთვის უკვე ცნობილია Xiaomi-ის ინოვაციური მოდელი Mi Mix. ამჯერად ჩინურმა კომპანიამ წარმოადგინა უჩარჩოო სმარფონი, თეთრ ფერში. მოგახსენებთ, რომ მოდელის 91,3%-ს იკავებს უზარმაზარი ეკრანი. პარამეტრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია უკვე განთავსებულია ჩვენს საიტზე: Xiaomi Mi Mix. შევი მოდელი უკვე საქართველოშიც იყიდება.

09

ზევით