არ არის გაყიდვაში

BRAUN - როგორ იცვლებოდა წვერსაპარსის დიზაინი

Statia_720X272

 

Braun - ელექტრული ტექნიკის, კერძოდ: საპარსების, ტრიმერების, ჩაიდნების და ა.შ. ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი.

გერმანიის გარდა, ბრაუნი აწარმოებს პროდუქციას 6-ს სხვადასხვა ქვეყანაში (ირლანდია, ესპანეთი, უგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, მექსიკა და ჩინეთი)

Braun ლიდერობს მსოფლიო მასშტაბით ტექნიკის რამდენიმე კატეგორიაში, პირველ ადგილს კი ელექტროსაპარსი იკავებს.

1

მე-20 საუკუნის ოციან წლებში, გერმანელმა ინჟინერმა, მაქს ბრაუნმა ფრანკფურტში ელექტრო მოწყობილობების პატარა მაღაზია გახსნა. კომპანია სწრაფად გაიზარდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო, ცოტახნით შეწყვიტა ფუნქციონირება, რადგან იმ დროისთვის მწარმოებლობის მთელი ძალა ფრონტის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული.

50-იან წლებში გამოვიდა Braun-ის პირველი ელექტროსაპარსი, ის საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული, რადგან მარტივად მოხმარებადი და ეფექტური იყო.

Braun-ის პირველი მოდელი არის S50. მისი დიზაინი ჯერ კიდევ 1938 წელს იყო ჩაფიქრებული, თუმცა რეალიზაცია მხოლოდ ომის შემდეგ მოხერხდა. Braun S50 შედგებოდა ვიბრო საპარსი ბლოკისგან, წვირლი, მაგრამ მყარი ბადეთი. მომხმარებელს ჭრილობებისგან იცავდა მეტალის საფარი. ავღნიშნოთ, ამ სისტემის პრინციპი დღემდე გამოიყენება Braun-ის მოდელებში.

BraunS50



1953 წელს, ბრენდის დამფუძნებლის, მაქს ბრაუნის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ, მის საქმეს აგრძელებს შვილი- არტურ ბრაუნი. მან შემქნა მეორე საპარსი Braun 300, ოდნავ განსხვავებული, უფრო დახვეწილი დიზაინით.

შემდეგი მოდელის დიზაინის შექმნაზე კი, ფრიც აირეხლის მეთვალყურეობით, უკვე მთელი გუნდი მუშაობდა. მათი მიზანი Braun 300-ის მოდერნიზაციას ეხებოდა. თუმცა, ბევრი ცვლილება კლასიკურ მოდელში შეტანილი არ იყო. 300 Special DL 3-ს გამოვიდა 1955 წელს. ოდნავ შეიცვალა ფორმა, ლოგოტიპის წარწერა გახდა უფრო თანამედროვე სამკუთხედი ფორმის და ზედა ნაწილი შეიღება ყავისფრად.

Braun-DL3-viaBraunCollection

 1957-ში წვერსაპარსის დიზაინში მნიშნვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ლოგო შემცირდა და გაიწია გვერდზე, საპარსი თავაკი კიდევ უფრო დაწვრილდა. დაემატა ტრიმერი. შესაბამისად მოდელი გახდა “კომბო” რაც მის დასახელებაშიც აისახა - combi DL5

Braun-DL5Combi



60-იან წლებში გამოვიდა ორი მოდელი, S60 და SM 3. ძველი დიზაინის უკანასკნელი წარმომადგენლები:

Braun-SM3 copy



1962 წელი. ბრაუნის კომპანია თანამშრომლობს ჰანს გუგელოტთან, ულმის სკოლის დიზაინერთან. ერთად მათ შექმნეს იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წვერსაპარსი - Sixtant SM 31.

დასახელებაში სიტყვა “Sixtant” გაჩნა მიზანდასახულად. საპარსის თავაკი შექმნილი იყო ახალი ტექნოლოგიით, მისი ყოველი ნემსი წარმოადგენდა პატარა ექვსკუთხედს.

Sixtant SM 31 შავია. ეს ფერიც აირეხლის სარისკო ნაბიჯი იყო, რადგან სამოციანებში აბაზანის, ადგილის სადაც ადამიანი რეცხავდა, ბანაობდა, წმენდდა, ყველა ელემენტი, თეთრ ან თეთრთან მიახლოებულ ფერებში იქმნებოდა. საბედნიეროდ, რისკი გამართლდა და მუშა, ძლიერი ძრავის, შავმა წვერსაპარსმა დაიპყრო მომხმარებლების გული. მოდელი რეკორდული რაოდენობით გაიყიდა - 8 მილიონი ერთეული.

Braun-SM31-viaCollection

შემდეგი მოდელი, Braun SM 5- მუშაობდა დატენვად ელემენტებზე. ამჯერად, მომხმარებელი აღარ იყო “მიჯაჭვული” კაბელზე. ხოლო Sixtant BM-ის კორპუსის ცენტრში დაიმატა ტრიმერის სამართავად განკუთვნილი, მოსახერხებელი ღილაკი.

Braun-1963-SM5-Commander

1968-ში შეიქმნა BT SM 53. ეს წვერსაპარსი ჰგავდა კლასიკურ Sixtant SM 31-ს, მაგრამ მუშაობდა ელემენტებზე და არა ქსელისგან და უფრო ღია ფერებში შეიღება.

Braun-1968-paratBT_SM53-viaDasProgramm


1968 წელს კიდევ ერთი ბრაუნის წვერსაპარსი შეიქმნა. Stab B3 - ჩვეულებრივი ფორმისგან რადიკალური გადახრაა. მოდელი განკუთვნილია მოგზაურობებისთვის. ბრაუნის ყველაზე მინიმალისტური სტილის ვარიაციაა.

Braun-1968-StabB3-viaFlickrVicent



მე20 საუკუნის 70იანი წლები - ფერადი წვერსაპარსების დრო. ასევე შეიცვალა მოდელების ფორმა, რაც ჩანს სურათებზე:

Braun-1970-Cassett-viaFlickrVicent

Braun-1971-Rallye_Sixtant-viaDasProgramm


1972 წელი. Intercontinental Florian Seiffert - ნამდვილი ინოვაციაა. კორპუსის ზედა ნაწილი დაფარულია ქრომით, ხოლო სამაგრი ვინტები დამალულია, რის შედეგადაც დიზაინი უფრო მიმზიდველად გამოიყურება.

Braun-Intercontinental

შემდეგ ორ მოდელში, Sixtant 8008 და Sixtant 4004 -ში შესამჩნევლად შეცვლილია ჩართვის ღილაკის ფორმა. ხოლო თავაკის დიზაინი დაშვებულია მილიმეტრულ დონეზე.

უკანასკნელში კორპუსი მთლიანად გლუვი გახდა.

Braun-Sixtant8008

Braun-1979-Sixtant_4004-viaDasProgramm


1982 წელს განხორციელდა ტექნოლოგიური პროგრესი საპარსების სისტემებში. ვიზუალური მხრიდანაც ცვლილებების დრო დადგა: Micron Plus Universal-ის და Micron Vario 3-ის კორპუსები დაფარულია შავი, რეზინის წერტილებით. მართვის ღილაკი გაფართოვდა და გახდა სლაიდერი.

Braun-1982-MicronPlusUniversal-viaNickwade

Braun-1985-MicronVario3Universal


1989 წლისთვის, ბრაუნი უკვე გაყიდა მე-100 000 000 - წვერსაპარსი და მზად იყო ეპილატორების შესაქმნელად. ამიტომ მის Silk-epil EE 1-ში გამოყენებულია ელექტრო პინცეტები, მიაქციეთ ყურადღება უცნაურ მართვის ღილაკს, შექმნილს 3 ფერადი ბურთულით.

Braun


1990-იანები -  Flex Control 4010 - ორმაგი თავაკის შექმნის პერიოდია. ასევე მოდელებში გაჩნდა დატენვის ინდიკატორი.  

Braun-1993-FlexControl4010



ახალი საუკუნის დასაწყისისთვის, 1999 წელს შეიქმნა ნახევრად გამჭირვალე პლასტმასი. ამიტომ ბრაუნის 370 PTP TB იყო შესაბამისად გამჭირვალე, მბრუნავი ჩამრთველით

Braun-1999-370PTPTB


2001-ში
ელექტროსაპარსში გაჩნდა თვითგაწმენდის ფუნქცია. Syncro System 7680 იყიდებოდა თავის ბაზასთან ერთად, რომელშიც ინახებოდა საწმენდი სითხე. ბაზა ასევე ტენიდა საპარსს.

Braun-2001-SyncroSystem7680


დღეს, Braun-ის მამაკაცის წვერსაპარსი არის ობიექტი “დატენილი” უამრავი ტექნოლოგიით. საპარსი თავაკები CoolTec აგრილებენ კანს, ამიტომ ის ნაკლებად ღიზიანდება გაპარსვის დროს. გამაგრილებელი სისტემა იმართება სპეციალური ღილაკის მეშვეობით. ვიზუალური მხარე დახვეწილი და გლუვია.

Braun-2013-Cooltec

ზევით