არ არის გაყიდვაში

სილამაზის TOP გაჯეტები!

Statia_720X272


სილამაზის ინდუსტრია ყოველ წეს ხვეწს კოსმეტიკას და თავის მოვლის ტექნიკას. დღეს, უკვე არსებობს უამრავი საშუალება, რომელიც ეხმარება ქალბატონებს, შეუდარებლად გამოიყურებოდნენ.

წარმოგიდგენთ ასეთი გაჯეტების რამდენიმე ლიდერს:

Amika Movos Wireless Styler - სტაილერი თმის გასწორებისთვის

ნებისმიერი სტაილერით სარგებლისას ერთ-ერთი ყველაზე აქტუარლური პრობლემა - კაბელია. ის ხშირად იხვევა, გიშლით ხელს თმის გასწორებაში და აფერხებს მოძრაობებს.

ამიტომ, Amika -ს შემქნელებმა იზრუნეს გოგოების კომფროტზე, მოაშორეს თავის გაჯეტს სადენი და გადაიყვანეს ის ელემენტებზე. უთოს ასევე მოყვება სადგამი. ტიტანის ფირფიტები ცხელდება საჭირო ტემპერატურაზე, უკაბელო კონსტრუქციის საშუალებით, სტაილერის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას.

84b62bc71093a9fe47ebc7878df8b8da

არსებობს კიდევ ერთი ინოვაციური სტაილერი. ეს არის სავარცხლის ფორმის თმის უთო, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ასწორებს თმას. იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

63018breva_3fe_enl



Breva-ს კერამიკული სავარცხელი 185°C-მდე ცხელდება, ეს არის ოპტიმალური ტემპერატურა ნებისმიერი ტიპის თმისთვის. სავარცხელის კონსუტრუქცია მოფიქრებულია ისე, რომ აბსოლუტ ურად უსაფრთხოდ გამოიყენოთ ის და არ დაიწვათ თავის კანი - მისი კბილანები დაფარულია სპეციალური მოძრავი დაბოლოებებით, რომლებიც არ ცხელდება.

მოგახსენებთ, Breva-ს სავარცხლის შეძენა შეგიძლიათ ჩვენთან საიტზე: ბმული



PHILIPS - ის სტაილერი თმის დახვევისთვის

ხუჭუჭა თმის მფლობელებს უნდათ თმის გასწორება, ხოლო სწორი თმის მფლობელებს დახვევა - ეს გოგოების უხმო კანონია. 2016 წელს PHILIPS -მა გამოუშვა შესანიშნავი სტაილერი - ProCare Auto Curler HPS940/00

ეს არის ძალიან კომპორტული, მარტივად მოსახერხებელი მოწყობილობა, რომელიც ავტომატურად ახვევს თმას. ბუნებრივობისთვის შეგიძლიათ ცვალოთ მიმართულება და სტაილერის ტემპერატურა. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, სტაილერი არ აზიანებს თმას.

jak działa philips procare auto curler


მისი შეძენა ასევე შეგიძლიათ ჩვენთან: ბმული

ModiFace Mirror

ეს არის პლანშეტი, რომელშიც ეკრანი სარკის ფუნქციას ასრულებს. მოწყობილობის მთავარი პლუსი - პროგრამული უზრუნველყოფაა. მასში შენახულია სხვადასხვა ბრენდების კოსმეტიკის პალიტრები, სხვადასხვა ტიპის ვარცხნილობა და ა.შ.

თქვენ გეძლევათ საშუალება წაისვათ მაკიაჟი თქვენს გამოსახულებაზე სარკეში და შეხედოთ თუ როგორ მოგიხდებათ არჩეული სტილი.

508238505_1280x720



სარკე ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ცხოვრებაში. ჩვენს მაღაზიაში მალე გაიყიდება უნიკალური მოდელი, რომლის დახმარებით თქვენ უფრო მარტივად შეძლებთ იდეალური მაკიაჟის შექმნას.

71bfZPpS8mL._SL1500__201644



ეს არის Usnaturals LED. გაიგეთ მასზე მეტი ჩვენს საიტზე: ბმული

პრინტერი iNail

ხშირად “მანიკურის” გასაკეთებლად სალონში მისვლის დრო არ გვაქვს. სახლში ლამაზი ნახატებით ფრჩხილების გალამაზება კი საკმაოდ შრომატევადია. ამიტომ, შეიქმნა საკმაოდ საინტერესო დევაისი - პრინტერი ფრჩხილებისთვის.

12


შედეგისთვის პრინტერი იყენებს სპეციალურ გელს და სამაგალითო ნახაზს. აქ უკვე მხოლოდ თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, რა იქნება გამოსახული თქვენს ფრჩხილებზე. პრინტერს ხომ პასპორტის ფოტოს დაბეჭდვაც კი შეუძლია. ;)

Braun Silk Epil 9 SkinSpa

Braun-ი ძალიან პოპულარული გერმანული ბრენდია. მისი წვერსაპარსები და ეპილატორები ტოპ პროდუქციაში შედის მთელს მსოფლიოში.

ამჟამად ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას მის ახალ მოდელზე; Braun Silk Epil 9 SkinSpa. ეს არის მრავალფუნქციური ეპილატორი მთელი სხეულისთვის. მას გააჩნია ორი სიჩქარე, მუშაობს აკუმულატორზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანაში. გააჩნია რამდენიმე საცმი. იდეალურია, ყველა მხრიდან.

braun-silk-epil-9-skinspa-9-969-barata

ზევით